ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია

I ადგილი - ტვინების ბრძოლის ფინალი
სასწავლო წელი დიდი გამარჯვებით დააგვირგვინეს ჩვენი სკოლა-გიმნაზიის VIIIა კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელი: სოფიო რომანაძე.

ბათუმში ჩატარებულ U8 კატეგორიის ფინალში დაიკავეს I ადგილი  52 ქულით.

გუნდი: ათენა

კაპიტანი: ლილე მიქელაძე

ნანო ჩავლეიშვილი

თედო შავაძე

ანასტასია მანელიშვილი

ანასტასია ანთაძე

ყოჩაღ, ჩვენო ტვინიკოსებო!

თქვენი შემართება და ცოდნისკენ სწრაფვა ნამდვილად გადამდებია.

უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, მშობელსა თუ მასწავლებელს ამ  მხარდაჭერისათვის!

ამბები ბიბლიოთეკიდან - IVბ კლასი
12

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IV ბ კლასის მოსწავლეებმა , დამრიგებლები: ნათია გოხიძე, ლუიზა ვერულიძე, წარმოადგინეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება — „ამბები ბიბლიოთეკიდან“, რომელიც არა მხოლოდ წიგნისა და კითხვის სიყვარულს მიეძღვნა, არამედ სასწავლო წლის დასასრულსა და საყვარელ დამრიგებლებთან გულთბილ გამომშვიდობებასაც.

ღონისძიების ხელმძღვანელებმა — ნათია გოხიძემ და ლუიზა ვერულიძემ — მოსწავლეებთან ერთად მაყურებელი წიგნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. თეატრალიზებული ეპიზოდები, მხატვრული სიტყვა, მუსიკა და ბავშვების გულწრფელი შესრულება ერთ მთლიან და შთამბეჭდავ სანახაობად იქცა. სცენაზე გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ წიგნი ცოდნის, სიბრძნისა და წარმოსახვის ამოუწურავი წყაროა.

Iგ კლასი - ლელა კენჭაძე
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

დასრულდა პირველი თავი, იწყება ახალი ისტორია

სკოლა-გიმნაზიის l გ კლასის მოსწავლეებმა, კლ. ხელმძღვანელი: ლელა კენჭაძე, წარმატებით გადალახეს ცოდნისკენ მიმავალი პირველი მნიშვნელოვანი საფეხური.

ამ წლის განმავლობაში მათ ისწავლეს კითხვა, წერა, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიკეთის კეთება. თითოეულმა დღემ ახალი გამოცდილება, სიხარული და საინტერესო აღმოჩენები მოუტანა მათ.

დღეს კი უკვე უფრო თავდაჯერებულები, უფრო ჭკვიანები და უფრო დამოუკიდებლები ემზადებიან ახალი სასწავლო გამოწვევებისთვის.

IIგ კლასი - ნათია ღაღაიშვილი
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ||_გ კლასი გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ბავშვობა ყველაზე ლამაზი და ბედნიერი პერიოდია-სავსე სურვილებით, თამაშით, მეგობრობითა და სიყვარულით. გისურვებთ, მუდამ გქონდეთ სიხარული გულში, სიკეთე თვალებში და ბედნიერი მომავალი. იზრდებოდეთ ჯანმრთელები, განათლებულები, მოსიყვარულეები და ღირსეული ადამიანები. მინდა ყოველი დღე იყოს თქვენთვის ახალი აღმოჩენებით, წარმატებითა და ბედნიერი წუთებით სავსე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი და უდიდესი იმედი! შეგვეწიოს ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო და გვფარავდეს მისი მადლი! სიყვარულით მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ||_გ კლასის დამრიგებელი ნათია ღაღაიშვილი

მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი"
https://www.facebook.com/share/1CwQoyUgt8/

VIIIა კლასი - რუსული ენა
7

სიკეთის კეთება

სიკეთე იწყება პატარა ნაბიჯებით, გულწრფელი სურვილითა და სასარგებლო საქმით…

სკოლა-გიმნაზიის VIIIა კლასში თემაზე — „სიკეთის კეთება“, საგნის მასწავლებელი: ზამირა მახარაძე, კლ. ხელნძღვენილი: სოფო რომანაძე, ჩატარდა განსაკუთრებული და შინაარსით დატვირთული გაკვეთილი, რომელმაც მოსწავლეებს კეთილი საქმის მნიშვნელობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

მოსწავლეებმა სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაალაგეს სკოლის ეზო და დარგეს ნერგები — სიცოცხლის, განახლებისა და მომავლის სიმბოლოები. თითოეული დარგული ნერგი იქცა კეთილი ნებისა და გარემოზე ზრუნვის ნათელ გამოხატულებად.

Iბ კლასი - სალომე ანთაძე
38

აწ უკვე მეორეკლასელები

მათემატიკა - Vა კლასი
15

„კოორდინატები რუკაზე — განძის მაძიებლები“

საგანი:მათემატიკა

კლასი:V კლასი

მასწავლებელი:სოფიო მჟავანაძე

პროექტის მიზანი:

მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა კოორდინატთა სისტემის შესახებ, შეძლონ წერტილების პოვნა კოორდინატების მიხედვით და პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა რუკაზე ორიენტირების პროცესში.

პროექტის აღწერა:

პროექტი „განძის მაძიებლები“ განხორციელდა მეხუთე კლასში. მოსწავლეები გადაიქცნენ პატარა მკვლევრებად და სპეციალურად შექმნილ კოორდინატულ რუკაზე ეძებდნენ „განძს“. მათ ეძლეოდათ სხვადასხვა კოორდინატი, რომლის მიხედვითაც უნდა ეპოვათ შესაბამისი წერტილები, გაევლოთ მარშრუტი და საბოლოოდ მიეღწიათ განძამდე.

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე
3

საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და 26 მაისის — საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება

საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღებს — ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — მიეძღვნა შთამბეჭდავი სასკოლო ღონისძიება, მასწავლებელი: მარიამ ურუშაძე, რომელიც შეეხო ეროვნული თვითმყოფადობის, სარწმუნოების, თავისუფლებისა და ისტორიული მეხსიერების თემებს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს: შესრულდა პატრიოტული და თემატური მუსიკალური კომპოზიციები, ქორეოგრაფიული დადგმები, მხატვრულად იქნა გაცოცხლებული საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზ მუჰაჯირთა თემას — ისტორიული ტკივილისა და ეროვნული მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელმაც აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა სამშობლოს, იდენტობისა და კულტურული ფესვების მნიშვნელობა.

Iა კლასი - ყველაზე ჭკვიანები და მხიარულები
26

ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანები და მხიარულები“

კლასი: l ა

მასწავლებელი: მაია ყულეჯიშვილი

სასწავლო წლის დასასრულს პირველკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ გაკვეთილ-ვიქტორინაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის შეჯამებასა და ცოდნის განმტკიცებას ემსახურებოდა.

ვიქტორინა აერთიანებდა სხვადასხვა საგნებს:

ქართულ ენას,

მათემატიკას,

ბუნებისმეტყველებას,

საღვთო სჯულს,

ხელოვნებასა და მუსიკას.

მოსწავლეები სამ გუნდად —

”წითელქუდიანებად“,

“ლურჯქუდიანებად“ ,

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მესამე კლასელები!

გისურვებთ მშვიდობიან, წარმატებულ და გაძლიერებულ საქართველოს, სადაც მომავალი თაობები სიყვარულითა და რწმენით შექმნიან უკეთეს ხვალინდელ დღეს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!

IIგ კლასი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ll გ კლასი, დამრიგებელი: ნათია ღაღაიშვილი , გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

26 მაისი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია — ეროვნული ღირსების, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სულის გამოხატულება.

ეს დღე გვახსენებს ჩვენი წინაპრების თავდადებას, სამშობლოს სიყვარულსა და იმ ფასეულობებს, რომლებმაც საქართველო საუკუნეთა განმავლობაში შეინარჩუნა.

IIა კლასი - “ჩვენ, მზე და გაზაფხული”
28

მეორე ა კლასში,

კლ. ხელმძღვანელი: სოფიო ოქროპირიძე,

განსაკუთრებული სითბოთი და ბავშვური სიხარულით გაიმართა ღონისძიება — „ჩვენ, მზე და გაზაფხული“.

დარბაზი სავსე იყო ფერებით, ღიმილითა და იმ ნათელი ემოციებით, რომლებიც მხოლოდ ბავშვების გულწრფელ სამყაროს შეუძლია დაბადოს.

პატარა მონაწილეებმა ლამაზად და შთამბეჭდავად გააცოცხლეს გაზაფხულის ზღაპრული სამყარო — მზის სხივებით, ყვავილების ფერადოვნებით და სიკეთით სავსე პერსონაჟებით. თეთრ და ყვითელ ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები თავად ჰგავდნენ გაზაფხულის პირველ სხივებს, რომლებიც სითბოსა და სინათლეს აფრქვევდნენ სცენიდან.

XIIბ კლასი - ბოლო ზარი
8

ბოლო ზარი- 2026

”აწმყო, შობილი წარსულისაგან,

არის მშობელი მომავალისა.“

კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე ბ კლასი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაემშვიდობა.

კლასის ხელმძღვანელი: თამუნა მენაღარიშვილი

სკოლის წლები — ეს არის მოგონებებით, მეგობრობით, ცოდნითა და სითბოთი სავსე გზა, რომელმაც თითოეული თქვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. აქ გატარებული ყოველი დღე მომავალში ძვირფას მოგონებად დარჩება.

ეს დღე მხოლოდ დამშვიდობება არ არის — ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი მიზნების, არჩევანისა და წარმატებებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

XIIა კლასი - ბოლო ზარი
7

“ გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა…”

ბოლო ზარი  2026

კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xll ა კლასი

დამრიგებელი: ჯეირან ანთაძე

მეცამეტე გამოშვება

ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

დღეს თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღეა — სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, სავსე არჩევანით, ოცნებებითა და შესაძლებლობებით.

სკოლამ შეგძინათ ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება და სულიერი ფასეულობები, რომლებიც მუდამ გაგინათებთ მომავალს.

გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრების გზას, შეინარჩუნებს სიკეთეს, ადამიანურობას, უფლისა და სამშობლოს სიყვარულს.

გილოცავთ ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს!

ბოლო ზარი - XIIბ კლასი

ბოლო ზარი - XIIა კლასი

რა? სად? როდის?
ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით 9 მაისს ქობულეთში, მეხუთე საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

თამაშში მონაწილეობდნენ ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა ექვსი მონაწილისაგან.

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას წარადგენდა  გუნდი "კაიროსი"

კაპიტანი - ზურა რომანაძე

ნანა დავითაძე

ანანო ქათამაძე

მარიამ ბეჟანიძე

ელენე კახიძე

ნინო ნაკაიძე

პირველადგილოსანმა გუნდმა 14 ქულა დააგროვა, სკოლა-გიმნაზიის გუნდმა კი 10 ქულა.

ხელსაქმის წრე – „მარჯვე ხელები“
8

გიმნაზიაში ფუნქციონირებს ხელსაქმის წრე „მარჯვე ხელები“, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნინო ვერულიძე. წრის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით და პრაქტიკულ საქმიანობაში. წრის მიზანია მოსწავლეებისთვის ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკის შესწავლა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება, შრომისმოყვარეობის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

მუშაობის პროცესში მოსწავლეები სწავლობენ ქსოვის სამ ძირითად მიმართულებას: თითებით ქსოვას, ყაისნაღით ქსოვას და ჩხირებით ქსოვას. თითოეული ტექნიკის დაუფლებისას ისინი ქმნიან მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალურობით, სიზუსტითა და ესთეტიკური ღირებულებით.

ტვინების ბძოლა
2 მაისს გაიმართა "ტვინების ბრძოლის" რაიონული ტური, რომელშიც ჩვენი სკოლა-გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდა:

"მაძიებელნი" (IIIგ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირმა ოქროპირიძე);

"აისი" (IIIგ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირმა ოქროპირიძე);

"საუნჯე" (Vა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თამარ ბარბაქაძე);

"მოაზროვნე" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა მელაძე);

"შემეცნება" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა მელაძე);

"იბერია" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნაირა ვასაძე);

"გენიოსები" (VIIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე);

რა? სად? როდის?
დავით დუმბაძის სახელობის ინტელექტუალური მარათონი ბათუმში წარმატებით გაიმართა, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენმა გუნდმა შეჯიბრებაში ღირსეულად იასპარეზა და თავი გამოიჩინა როგორც მაღალი ცოდნით, ისე გამორჩეული გუნდური მუშაობისა და სწრაფი აზროვნების უნარით. თითოეულმა მონაწილემ სრულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, გამოავლინა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მიზანდასახულობა და მოტივაცია.

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვამაყობთ მათი მიღწევებით. გვჯერა, რომ მიღებული გამოცდილება მათ კიდევ უფრო მეტად გაუღრმავებს ცოდნისადმი ინტერესს, განუვითარებს ინტელექტუალურ უნარებს და მომავალში ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

Iა კლასი - მაია ყულეჯიშვილი
20

დედამიწის დღის ისტორია

22 აპრილი გამორჩეული თარიღია, რადგან ადამიანები დედამიწის დღეს აღნიშნავენ, რათა გამოხატონ თავიანთი სიყვარული და გამოიჩინონ მზრუნველობა ჩვენი პლანეტის მიმართ. ეს ყველაფერი დაიწყო 1970 წელს, როდესაც ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებისთვის აეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა. მან მოაწყო დიდი ღონისძიება. სადაც მთელი ქვეყნიდან შეიკრიბნენ ადამიანები , რათა ესაუბრათ პლანეტის დაცვის მრავალფეროვან გზაზე.

იმ დროს ბევრი ადამიანი იყო შეშფოთებული ჰაერის დაბინძურებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების გამო. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ , რომ დედამიწა კვლავ ჯანსაღი და ლამაზი ადგილი იქნებოდა მომავალი თაობებისთვის. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და დედამიწის დღის აღსანიშნავ პირველ ღონისძიებაში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა!

ქართული ენა და ლიტერატურა - VIIა კლასი
“ენა სულია ერისა”

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: Vlllა

მასწავლებელი: ირინე წულუკიძე

დედაენის კვირეულის ფარგლებში გიმნაზიაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „ენა სულია ერისა“, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს და 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ მოვლენებს.

გაკვეთილი საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და მოამზადეს სხვადასხვა მასალა. ამან კი საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. მათ ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის როლზე ერის ცხოვრებაში და ხაზი გაუსვეს ქართული ენის დაცვასა და გაფრთხილებას.

Iგ - ლელა კენჭაძე
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

სინათლემ ისევ გაიმარჯვა სიბნელეზე, სიკეთემ ისევ გაიმარჯვა ბოროტებაზე, სიცოცხლემ ისევ აჯობა სიკვდილს...

საფლავი ცარიელიააა...

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა!

კლასი: l გ

კლასის ხელმძღვანელი: ლელა კენჭაძე

ჩვენი პაწაწინა ხელებით ,სიყვარულით სავსე თბილი გულებით ,დიდი მონდომებითა და სიხარულით ვემზადებოდით ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად. თითოეულ დეტალში ჩავაქსოვეთ სითბო, სიკეთე და გულწრფელი სიყვარული, რათა ეს დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარი გამხდარიყო.

IIგ კლასი - ნათია ღაღაიშვილი
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა!

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ||_გ კლასი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტეს აღდგომა არის ცოდვისა და სიკვდილის ძლევა, რომელიც ადამიანს აძლევს ხსნის იმედსა და მარადიული სიცოცხლის გზას. ქრისტეს აღდგომის სიხარულმა განამტკიცოს ჩვენი რწმენა და აავსოს გულები მშვიდობითა და სიყვარულით!

მადლობა ჩვენს მუსიკის მასწავლებელს, რომლის შრომა მოსწავლეებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას უწყობს ხელს! სოფო, გვიყვარხარ, სიყვარულით მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის || გ კლასის ხელმძღვანელი: ნათია ღაღაიშვილი

Iბ კლასი - სალომე ანთაძე
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ეს უდიდესი სულიერი მნიშვნელობის დღე გვახსენებს სიყვარულის, იმედისა და სიცოცხლის მარადიულ გამარჯვებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, სიხარულსა და კეთილდღეობას.

დაე, აღდგომის ნათელმა თქვენი სახლები აავსოს სითბოთი, სიკეთითა და ჰარმონიით, ხოლო თითოეული ახალი დღე გახდეს წარმატებისა და კეთილი საქმეების დასაწყისი.

Iა კლასი - მაია ყულეჯიშვილი
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად აღსდგა!

კლასი: l ა

კლასის ხელმძღვანელი: მაია ყულეჯიშვილი

პატარა, გულწრფელი და მონდომებული მოსწავლეები განსაკუთრებული სიყვარულითა და სიხარულით მოემზადნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. მათ საკუთარი ხელით დარგეს სიცოცხლის სიმბოლო — ჯეჯილი, დიდი გულმოდგინებით დაამზადეს სააღდგომო მისალოცი ბუკლეტები, იგალობეს და ამ ყველაფერში ჩადეს სითბო, რწმენა და ბავშვური სიწმინდე. ისინი დიდი სიყვარულითა და სიხარულით გილოცავენ ამ ნათელ დღესასწაულს.

”საქარველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“
2

”საქარველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი!“

კლასი: lX ა

კლასის ხელძღვანელი : მთვარისა ჯინჭარაძე

ღონისძიება მიეძღვნა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს და კიდევ ერთხელ გააცოცხლა ის ტკივილი, რომელიც 9 აპრილს უკავშირდება. ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა იმ სევდასა და განცდებზე, რასაც საქართველო დღეს განიცდის – პატრიარქის დაკარგვით გამოწვეულ საერთო ეროვნულ მწუხარებაზე.

ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა თაობის ადამიანები, კიდევ ერთხელ შეგვახსენა ჩვენი ისტორიის სიმძიმე და დაგვანახვა ერთიანობის და პატივისცემის მნიშვნელობა.

ტვინების ბრძოლა - გაზაფხულის სეზონი
18

"ტვინების ბრძოლა" არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. ტვინების ბრძოლა იმართება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:

I ასაკობრივი კატეგორია (III, IV, V კლასი);

II ასაკობრივი კატეგორია (VI, VII, VIII კლასი).

III ასაკობრივი კატეგორია (IX, X, XI, XII კლასი).

პირველადგილოსანმა გუნდებმა:

"საუნჯე" - Vა კლასი (დამრიგებელი: თამარ ბარბაქაძე);

ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას
2026 წლის 30 მარტს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩვენს სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის  მართლმადიდებლური სკოლის გუნდი "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" და ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდი "ივერონი".

კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ უკვე მე-16 წელია მიმდინარეობს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II- ის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით.

რა? სად? როდის?
18

სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიაში , 3 აპრილს ჩატარდა მორიგი თამაში -- რა? სად? როდის?

პირველი თამაში ჩაატარა ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდმა - თათია ბოლქვაძის ექვსეულმა.

მეორე თამაში სკოლა-გიმნაზიის გუნდმა - ელენე გვასალიას ქვსეულმა.

ძალიან საინტერესო, დაძაბული და ემოციური შეხვედრები შედგა. სექტორ სტუმარში მოწვეულნი იყვნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ნანა თავართქილაძე და არქეოლოგი, ნოქალაქევის ქართულ-ინგლისური არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი და მასწავლებელი -- დავით ალანია.

გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

კლასსაათი თემაზე „პატრიარქის ღვაწლის გახსენება“
1

კლასსაათი თემაზე — „პატრიარქის ღვაწლის გახსენება“

კლასი: X ა

კლასის ხელმძღვანელი : ნინო მოქია

მოსწავლეების მხრიდან შეხვედრა იქცა გულწრფელი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებად.

შეუფასებელია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე ! მისმა უანგარო სიყვარულმა, სიბრძნემ და თავმდაბლობამ შეძლო ადამიანების გაერთიანება, იმედის გაღვივება და სულიერი ფასეულობების განმტკიცება ჩვენს საზოგადოებაში.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული გულისხმიერებით მოამზადეს სიტყვები პატრიარქის ცხოვრების, მოღვაწეობისა და მისი სულიერი გზავნილების შესახებ. თითოეული გამოსვლა იყო გულიდან წამოსული, სითბოთი და მადლიერებით სავსე.

ოსმალური რეფერენდუმი
6

დღეს გიმნაზიაში გაიმართა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 1878 წლის ოსმალურ რეფერენდუმსა და ქობულეთის კრებას. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გააზრებასა და გაცოცხლებას, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი რეგიონის ისტორიულ განვითარებაში.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ეპოქის ისტორიული ფონი, ისაუბრეს იმდროინდელ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე და სცენურად გააცოცხლეს ქობულეთში გამართული ისტორიული კრება. წარმოდგენილმა ინსცენირებამ ნათლად წარმოაჩინა ის რთული არჩევანი და პასუხისმგებლობა, რომლის წინაშეც იმ პერიოდში ჩვენი მხარე და მისი საზოგადოება იდგა.

IIბ კლასი - ირმა ბებია
10

To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

საკლასო პროექტი — „დედა — სიცოცხლის პირველი სიტყვა.

კლასი: ll ბ

კლასის ხელმძღვანელი: ირმა ბებია

დედის დღესთან დაკავშირებით მე-2 ბ კლასში განხორციელდა საკლასო პროექტი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში დედისადმი მადლიერების, სიყვარულისა და პატივისცემის გაღრმავება.

კვირის განმავლობაში მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებში.

გაკვეთილზე ვკითხულობდით და ვსწავლობდით დედაზე შექმნილ ლექსებს, ვსაუბრობდით დედის როლსა და მნიშვნელობაზე, ვუზიარებდით ერთმანეთს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს.

IIა კლასი - სოფიო ოქროპირიძე
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

კლასი: llა

კლასის ხელმძღვანელი: სოფიო ოქროპირიძე

ძვირფასო დედებო,

გილოცავთ დედის დღეს!

თქვენ ხართ ჩვენი პატარების სიყვარული, ძალა და ყოველდღიური მაგალითი.

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიხარულს და მუდამ ბედნიერ შვილებს თქვენს გვერდით

მადლობა იმ უსაზღვრო სიყვარულისთვის, რასაც ყოველდღე ჩუქნით მათ!

თითოეულ ღიმილში,

თითოეულ ნაბიჯში

და თითოეულ წარმატებაში

თქვენი შრომა და სიყვარული დგას…

Iბ კლასი - სალომე ანთაძე
12

To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

დედის დღეს გილოცავთ!

კლასი: l ბ

კლასის ხელმძღვანელი: სალომე ანთაძე

დედა ის ადამიანია, ვისითაც იწყება ჩვენი სამყარო. მისი სითბო, სიყვარული და ზრუნვა გვაძლევს ძალას, გვასწავლის სიკეთეს და გვიკვალავს გზას ცხოვრებაში. დედის თვალებში ვხედავთ უპირობო სიყვარულს, მის გულში კი – უსაზღვრო მოთმინებასა და თავდადებას.

დედა ჩვენი პირველი მასწავლებელია, პირველი მეგობარი და ყველაზე ძლიერი საყრდენი. მისი სიტყვები გვამხნევებს, მისი ჩახუტება გვამშვიდებს, მისი რწმენა კი გვაძლიერებს!

Iა კლასი - მაია ყულეჯიშვილი
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

კლასი: l ა

კლასის ხელმძღვანელი: მაია ყულეჯიშვილი

გილოცავთ, დედიკოებო!

მარტი- ყველაზე თბილი, საყვარელი, ტკბილი, უღალატო ადამიანის დღეა!

პირველკლასელები დიდი სიყვარულით ემზადებოდნენ ამ დღისთვის, მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს მისალოცი ბარათები, უმღერეს დედიკოებს და გაახარეს!

IIგ კლასი - ნათია ღაღაიშვილი
To view this video please enable JavaScript, and consider upgrading to a web browser thatsupports HTML5 video

ძვირფასო დედებო, გილოცავთ დედის დღეს!

მადლობას გიხდით სიყვარულისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ავლენთ თქვენი შვილების მიმართ.

თქვენი თანადგომა, მოთმინება და სითბო მნიშვნელოვანი საფუძველია მათი პიროვნული ჩამოყალიბებისა და მომავალი წარმატებისთვის.

გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერებას თქვენი შვილების გვერდით.

სიყვარულით, მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის II -გ კლასი დამრიგებელი ნათია ღაღაიშვილი.