სტრატეგიული განვითარების გეგმა
დამტკიცებულია
„ცენტრის“ დირექტორი მიერ
____________________________________ / გოჩა ჟღენტი /
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის
2022-2028 სასწავლო წლის
სტრატეგიული განვითარების გეგმა
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქ.ართველოს კათოლიკოს–პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრმა 2022-2028 სასწავლო წლების სტრატეგიული გეგმის შედგენისას გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია:
- სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება;
- სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება;
- მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება;
- უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა;
- მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა.
ცენტრს გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
N
სტრატეგიული მიზანი
ამოცანები
მიზნის მიღწევის ინდიკატორები
შესრულების ვადები
პასუხიმგებელი პირები
1
სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება
ახალი პროგრამების შემუშავება, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კოლეგიური ორგანოების აქტიური მუშაობა
შემუშავებული/ გაუმჯობესებულია
კურიკულუმები, სადამრიგებლო პროგრამები, განხორციელებულია შიდა სასკოლო პროექტები
2022-2028 წ.
ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები
2
სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება
ცენტრის საქმიანობის წარმართვის შესახებ
დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება
შემუშავებული, განახლებულია სასწავლო
პროცესის და ცენტრის საქმიანობის წარმართვის შესახებ შიდა სასკოლო დოკუმენტები
2022-2028 წ.
ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, საქმისმწარმოებელი, საგნობრივი კათედრების თავმჯდომარეები
3
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,
საგანმანათლებლო რესურსების მომარაგება
გაუმჯობესებულია ცენტრის მატერილაურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლოთეკა განახლებულია და შევსებულია სასწავლო რესურსები
2022-2028 წ.
ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი
4
უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა
ცენტრში არის უსაფრთხო,
კეთილგანწყობილი გარემო
2022-2028 წ.
ცენტრის დირექტორი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი პირი, ცენტრის ექიმი
5
მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა
მშობელთა ჩართულობა სასწავლო-
აღმზრდელობით პროცესში, მშობლებთან ურთიერთობების ფორმების დახვეწა
ცენტრში მშობლების მონაწილეობით და ჩართულობით ხორციელდება სხვადასხვა
ღონისძიებების და პროექტები, ჩატარებული ღონისძიებების/პროექტების რაოდენობა
2022-2028 წ.
ცენტრის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კლასის დამრიგებლები, ცენტრის პედაგოგები
განმარტებები:
სტრატეგიული მიზანი - ცენტრის გაცხადებული მიზანი, რომელიც გამომდინარეობს ხედვიდან, აახლოვებს ორგანიზაციას ხედვასთან. ხედვა წარმოადგენს ცენტრის სასურველ მომავალს 6-წლიან პერსპექტივაში , სტრატეგიული მიზნები ის დიდი ნაბიჯებია, რომელთა გადადგმა არის საჭირო 2022-2028 წლებში.
ამოცანები - არის ქვემიზნების “ჩაშლის მცდელობა’’ კიდევ უფრო მცირე კომპონენტებად. სამოქმედო გეგმის მიზნები სტრატეგიულ მიზნებთან შედარებით უფრო მცირე ერთეულებია.
მიზნის მიღწევის ინდიკატორი - არის ობიექტური დასტური იმისა, რომ სტრატეგიული მიზანი მიღწეულია. მიზნის მიღწევის ინდიკატორი არის წარმატების ინდიკატორი , რადგან იგი გვეუბნება, რას დავინახავთ, თუკი ცენტრი წარმატებით მიაღწევს დასახულ სტრატეგიულ მიზანს. წარმატების ინდიკატორის არსებობა უაღრესად მნიშვნელოვანია მიზნების მისაღწევად, რადგან მათ გარეშე კონკრეტული მიზნის მიღწევა/არმიღწევის საკითხი ყოველთვის სათუო და სადაო იქნება.
შესრულების ვადები - სტრატეგიული მიზნის შესრულების პერიოდი;
პასუხისმგებელი პირი - ცენტრის სტრუქტურული ერთეული/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელიც პასუხისმგებელია და მიმაგრებულია კონკრეტულ აქტივობაზე და არა ამოცანაზე.