• ჩვენი ქვეყნის ისტორია

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში ქართული ფილმების კვირეული დაიწყო.

            საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: IVა

            მასწავლებელი: ნინო ვერულიძე

            თემა :

            " ჩვენი ქვეყნის ისტორია"

            " კრწანისის ბრძოლა"

            მოსწავლეებმა შეაჯამეს თემატურად შესწავლილი და კლასგარეშედ წაკითხული ნაწარმოებები. ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის იტორიული ფაქტების შესახებ " რა ვიცოდი, რა გავიგე, რის გაგება მსურს"

            ნაჩვენები იყო ქართული ფილმი

            " მაია წყნეთელი"

          • დახატე შენი სამშობლო

          • 28 თებერვალს , ქობულეთის მუზეუმის პერიოდული გამოფენების დარბაზში გაიხსნება გამოფენა:

            " დახატე - შენი სამშობლო"

            მიძღვნილი

            აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 145 წლისადმი.

            აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის IV ა კლასის მოსწავლეებმა:

            ლელუკა ბაუჟაძე

            სიდონია სულამანიძე

            მონაწილეები დაჯილდოვდნენ საიუბილეო დიპლომებით

          • გეოგრაფია VIIIა კლასი

          • გეოგრაფიის გაკვეთილი ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIII ა კლასში.

            კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

            " გადავარჩინოთ არალის ტბა - ზღვა "

            ეს იყო საქმინი თამაში.

            მოსწავლეებმა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა, წარმოდგინეს თავიანთი ხედვა ამ პრომლების შესახებ. ჩატარდა სიმპოზიუმი, სადაც შეიმუშავეს არალის ზღვის გადარჩენის გეგმა.

            პედაგოგი: იზოლდა ვერულიძე

          • მედალოსანთა დაჯილდოება

          • საქართველოს მასშტაბით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა 2020-2021 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის 2020-21 სასწავლო წლის 9 მედალისანს მიულოცა და მედლები გადასცა ცენტრის ადმინისტრაციამ.

            ანანო ხინიკაძე

            გიორგი თხილაიშვილი

            მარიამ ხარაზი

            ეთუკა ვასაძე

            ქრისტინა მეტრეველი

            კესო კვესეიშვილი

            მარიამ ცენტერაძე

            ანა ჯინჭარაძე

            ნაზი ბასილიძე

            მედალოსნებს გადაეცა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები

            მადლობა მათ პედაგოგებს, რომელთა თანადგომის გარეშე ნამდვილად გაუჭირდებოდათ ამ წარმატებების მიღწევა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ დაჯილდოებულებს და ვუსურვებთ, რომ სამომავლოდ ბევრი ჯილდო დაემსახურებინოთ.

            გვეამაყებით გიმნაზიელებო!

          • რა? სად? როდის?

          • სსიპ "ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის" პროგრამის "ინტელექტუალურ-კულტურული პროექტების მხარდაჭერის" ფარგლებში ინტელექტუალური თამაში: რა? სად? როდის? გაიმართა ქალაქ ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრს წარმოადგენდა გუნდი  "ათენა".

            მადლობა გუნდს საინტერესო თამაშისთვის და წარმატებები მომავალში!

          • ვიქტორინის III ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო  მართლმადიდებლური ცენტრის VI  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ვიქტორინის III ტური.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  მარკ ტვენის  "უფლისწული და მათხოვარი".

            ვიქტორინის ეს ტური განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. გუნდის წევრებმა ინდივიდუალურად დაწერეს ნაწარმოების მიხედვით შედგენილი დახურული ტესტი. ჯგუფის საშუალო ქულათა მიხედვით გამოვლინდა ამ ტურის გამარჯვებული. ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "საუნჯე" - 4 ქულა

            "ჭკვიანი ვარსკვლავები" - 3 ქულა

            "კაბადონი" - 2 ქულა

            "ნორჩი მწიგნობარი" - 1 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • ნაყოფიერად გატარებული უქმე დღეები "HELLADOS"

          • სკოლა და თეატრი

            ნაყოფიერად გატარებული უქმე დღეები

            19 თებერვალს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            VIIIბ კლასი (დამრიგებელი: მერი ოქროპირიძე ) ესტუმრა ბათუმის დრამატულ თეატრს. წარმოდგენილი იყო ნოდარ დუმბაძის HELLADOS | (რეჟ. პეტრე ჩარგეიშვილი)

            ზღვა ემოცია, სასიამოვნო შთაბეჭდილებები და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე.

            მადლობა მერი მასწავლებელს

          • შეხვედრა შალვა ამონაშვილთან

          • "17 თებერვალს გილოცავთ ჰუმანურო ადამიანებო! დღეს, ჩემი ცხოვრების 22186 დღეს, სიხარულის დღე დავგეგმე"

            "ჰუმანური საქართველო ბედნიერი მომავლისთვის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში იმყოფებოდა ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი.

            აკადემიკოსთან შეხვედრას სასულიერო პირები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური

          • გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის შედეგები. რუსული ენისა და ლიტერატურის III ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა ანა გოგიტიძემ და ანნა შეყილაძემ (რეიტინგში 46-ე ადგილი). ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, მერი ოქროპირიძეს, ამ დიდი წარმატებას. 

          • ვიქტორინა VIII კლასის მოსწავლეებს შორის

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIIIა და VIIIბ კლასის მოსწავლეები დაგვიბრუნდნენ სახალისო ვიქტორინით

            ჟიულ ვერნი "15 წლის კაპიტანი"

            მონაწილეობა მიიღო გუნდებმა:

            "წიგნის არისტოკრატები"

            "დიოგენე"

            "ბრიგი"

            "პილიგრიმი"

            ვიქტორინა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს. გამარჯვებული გახდა გუნდი "ბრიგი".

            ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და თითოეულ გუნდს ვუსურვებთ წინსვლას მომავალში.