ფიზიკა - VIIIა და VIIIბ კლასი
მოქალაქეობა - VIIა და VIIბ კლასი
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VII ა და VII ბ კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია თემაზე: ,,ცხოვრების ჯანსაღი წესი"
მასწავლებელი: თამუნა მენაღარიშვილი
ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის პრობლემების ასარიდებლად, ცხოვრებისეული სტრესის დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც ასახავს, რომ ჩვენი ცხოვრების სტილი დიდ როლს ასრულებს იმაში, თუ რამდენად ჯანმრთელები ვართ. რას ვჭამთ და ვსვამთ, რამდენს ვვარჯიშობთ.
ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან აცილება ან მინიმუმ მათი გადადება ჯანსაღი ცხოვრების წესით შესაძლებელია.
ბავშვებმა ძალიან საინტერესოდ და ორიგინალური ხერხებით წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი რესურსები.
ჰქონდათ ნამუშევრების პრეზენტაცია, რომელიც შედგებოდა მათ მიერ შექმნილი წერილებისგან.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და დადებითი ემოციებით სავსე გამოვიდა.
ვულოცავთ მალხაზ მელაძესა და ნათია ცეცხლაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას
გვინდა სიხარულით გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ჩვენი საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მიერ წარდგენილი პედაგოგების საკითხი და შედეგად ნათია ცეცხლაძესა და მალხაზ მელაძეს მიენიჭათ სქემით განსაზღვრული უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ!
ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა
2023 წლის , 27 აპრილს ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროს პროგრამის
,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“
ფარგლებში გათვალისწინებული
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების
ოლიმპიადის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა ხელმძღვანელი: ვლადიმერ ვერულიძე
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის
მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის
წარმოჩენა და პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების
გამოვლენა და მონაწილეთა შორის შემოქმედებით სიახლეთა გაზიარება,
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
- 5
2023 წლის 20 აპრილს, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში, აჭარის მასშტაბით ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სამაგიდო ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებმა:
ანანო მემარნე
ლიზი რომანაძე
ელენე ჯაფარიძე
თათია ბოლქვაძე
ხელმძღვანელი : მერაბ ნოღაიდელი
მონაწილეებმა გოგონათა შორის მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს
საამაყო გიმნაზიელებო! გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და გისურვებთ წარმატებებს!
გიმნაზიელთა წინასააღდგომო სამზადისი
- 3
მე მტკივა 9 აპრილი
"მე მტკივა 9 აპრილი!"
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის X ა კლასის მოსწავლეებმა ისტორიის მასწავლებელ მთვარისა ჯინჭარაძესთან ერთად გაიხსენეს და პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირებს.
" 1989 წლის 9 აპრილი, ერთდროულად დიდი ტკივილით და სიამაყით გვავსებს. გვტკივა და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის დანაშაულმა იმსხვერპლა. გვეამაყება მათი და მთელი საქართველოს, ყველა თაობის ის სულისკვეთება, ერთიანობა და შემართება, რომელმაც ზუსტად ორ წელიწადში თავისუფლება მოგვიტანა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და შეუდგა სახელმწიფოს მშენებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.
სააღდგომო საჩუქრები მოსწავლეებს
- 1
დღეს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში სააღდგომო არდადეგები სასიამოვნო სურპრიზით დაიწყო.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მართლმადიდებლური ცენტრის ყველა მოსწავლეს და თანამშრომელს გადაეცა სააღდგომო საჩუქრები.
მადლობას ვუხდით მეუფე დიმიტრის
ფიზიკა - VIIბ კლასი
- 3
კომპლექსური დავალების შეჯამება
კლასი: VII ბ
თემა: დინამონეტრი.
მასწავლებელი : ნანული მჟავანაძე
ბავშვებმა დაამზადეს დინამონეტრის მოდელი, წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს დინამონეტრის მოქმედების პრინციპზე, მასზე მოქმედი ძალებზე, განსაზღვრეს მათ მიერ დამზადებული ზამბარიანი დინამონეტრის სიხისტე
ხელოვნება - IVბ კლასი
- 4
ძველი და ახლი თეატრი
საგანი: ხელოვნება
კლასი: IV ბ
მასწავლებელი: ანნა ხახუტაიშვილი
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ძველი და ახალი თეატრის შესახებ.
კლასი გაიყო ორ ჯგუფად, პირველმა ჯგუფმა განიხილა თუ როგორი თეატრი ოყო ადრე, მეორე ჯგუფმა როგორია დღეს...
ისაუბრეს უძველესი თეატრის წარმოშობაზე სად და როდის წარმოიშვა...ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს.
თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია რუსთაველის თეატრი– ნიღბოსანთა ფერხული; სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან (“ამირანი”, “აბესალომ და ეთერი”, “ავთანდილი” და “თავფარავნელი ჭაბუკი”). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები.
მეორე ჯგუფმა ისაუბრა თანამედროვე თეატრზე... დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღირებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა. ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი კოლექტივები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. სხვადასხვა თეატრალური კოლექტივი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში; საქართველოს პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები; ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან.
ბუნებისმეტყველება - IVა და IVბ კლასები
- 14
" იყავი ბუნების მეგობარი "
საგანი:მე და საზოგადოება
კლასი: IVა და IVბ
მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე
ტყე უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ბუნება, რომელიც ყველაფერს გვაძლევს ცხოვრებისათვის, ჩვენგან მეგობრობას მოითხოვს. ბუნებასთან მეგობრობა ნიშნავს
"გავუფრთხილდეთ ტყეს!"
მოსწავლეებმა ყურადღებით წაიკითხეს მოთხრობა "კვირადღე ტყეში". დეტალურად განიხილეს ეპიზოდები, აღმოაჩინეს ბუნებისათვის რა საშიში შეცდომები დაუშვეს ბავშვებმა. ერთმანეთს აუხსნეს და რჩევები მისცეს, რა უნდა უნდა გააკეთონ მსგავს სიტუაციაში.
მოაწყვეს ნახატების გამოფენა
"იყავი ბუნების მეგობარი"
გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს
- 1
დღეს, 7 აპრილს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოქმედ ტაძარში აღევლინა ხარების დღესასწაულისადმი წირვა და ჩატარდა საყოველთაო ზიარება.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი!
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
გეოგრაფია -XI კლასი
- 7
საგანი-გეოგრაფია
თემა-"აშენდეს უნდა თუ არა საქართველოში ატომური ელექტროსადგური?"
კლასი-XI
მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე
არსებობს მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საჭირო საქართველოში ატომური ელექტროსადგურის აშენება. ცხადია, მას შეუძლია, როგორც უდიდესი სარგებლის მოტანა, ასევე დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთანაც.
ამ საკითხის გასაანალიზებლად მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად: "მომხრეები" "მოწინააღმდეგები" და "თავი შეიკავა". მხარეებმა იმსჯელეს ატომური ელექტროსადგურების დადებით და უარყოფით მხარეებზე და მათი მოსაზრებები შესაბამისი არგუმენტებით გაამყარეს.
პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ შემეცნებითი, საინტერესო და ნაყოფიერი თითოეული მოსწავლისთვის.
ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას
ინტელექტუალური კონკურსი
„ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სასკოლო ეტაპისთვის.
2023 წლის , 4 აპრილს ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში
” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”
ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის ჯგუფი "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" და ქობულეთის ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ჯგუფი "ივერონი"
თამაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა . ჩვენმა გუნდმა 29 ქულა დააგროვა. შესაბამისად , " "ივერიონი" მონაწილეობას გააგრძელებს ნახევარფინალში.
წარმატებები ჩვენ საამაყო გუნდს !
ისტ -Vა კლასი
- 1
ისტ-ი ჩვენ გარშემო
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის
V ა კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა თეონა გოგიტიძემ
გაგვაცნო თემის არს, მისი გავრცელების საშუალებებს
კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებს.
კლასი გაიყო ორ ჯგუფად:
I ჯუფი: „კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო“
II ჯგუფი „მსოფლიოს პირველი კომპიუტერი“
დიდია ისტ-ის აუცილებლობა თანამედროვე ცხოვრებაში. თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს
ფიზიკა - IXა და IXბ კლასი
- 5
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის
მეცხრე კლასებში, გაიმართა კომპლექსური დავალების შეჯამება თემაზე: ,, ჩაფხუტი "
მასწავლებელი: ნანული მჟავანაძე
ბავშვებმა წარმოადგინეს კვლევითი ნამუშევრები თემასთან დაკავშირებით, ისაუბრეს თუ რატომ არის ჩაფხუტი ბაიკერების აუცილებელი ატრიბუტი, რა მასალისგან ამზადებენ მის გარე და შიდა ფენას, ფიზიკაში ნასწავლი თემები-(იმპულსი, ძალის იმპულსი) დაუკავშირეს ჩაფხუტისა და სხვა დამცავი სისტემების მოქმედებას
არქივი