თემა: “ცხოველთა მრავალფეროვნება"
კლასი: IV
მასწავლებელი:ნაირა ვასაძე
მოსწავლეთა ნამუშევრები პროექტის ფარგლებში
თემა: “ცხოველთა მრავალფეროვნება"
კლასი: IV
მასწავლებელი:ნაირა ვასაძე
მოსწავლეთა ნამუშევრები პროექტის ფარგლებში
ბიოლოგია - x-ა და x-ბ კლასები.
მასწავლებელი: ნაირა ვასაძე
ჩატარდა პროექტი- გაკვეთილი საქართველოში არსებული მინერალური წყლების შესახებ .
მოსწავლეებმა მოიძიენ ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული წყლების შესახებ.აღწერენ პროდუქცია თავის შემადგენლობისა და მნიშვნელობის მიხედვით.
ჩაატარენ მოსახლეობის გამოკითხვა რამდენად იცნობენ მინერალურ წყლებს, მისი შედგენილობის მიხედვით, არიან თუ არა მომხმარაბელი და რამდენად გააზრებულად იღებენ მას.
პროექტი და გაკვეთილი დასრულდა, წარმოდგენილი მინერალური წყლების გამოცნობა-დაგემოვნებით.
მწყალობელი იყოს გიორგი, ხალხო, ოჯახის თქვენისა; მტერზედამც გაგემარჯვებათ, სიკვდილს გაშოროთ მწარესა, გამარჯვებითამც გივლიათ ყოველგზივ ხმელეთის მხარესა!
ვაჟა ფშაველა
გილოცავთ გიორგობის . მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
საგანი: მე და საზოგადოება
თემა: მე მკითხველი ვარ
კლასი: IV
მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის ბიბლიოთეკა, გაეცნენ და უამრავი შეკითხვა დაუსვეს ბიბლიოთეკარს
ბოლოს მოსწავლეებმა შეგროვილი მაკულატურა გადასცეს ბიბლიოთეკას
კომპლექსური დავალების პრეზენტაცია
კლასი II ა
საგანი: ქართული ენა
თემა: ასტრიდ ლინდგრენის ,,როგორ შეიძინა ულემ ელვა"
დავალება: თხრობა მთხრობლის შეცვლით
მასწავლებელი: ნათია გოხიძე
მოსწავლეებმა მოირგეს ელვას როლი და წარმოიდგინეს, როგორ მოუყვებოდა ის წლების შემდეგ ლეკვს თავს გადამხდარ ამბავს.
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!
ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავაფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღის პრეზენტაციები საგულდაგულოდ წარმოადგინეს I კლასის მოსწავლეებმა
ამ ინიციატივის გავლენა ღრმაა, რადგან ის არა მხოლოდ ხელს უწყობს გარემოს კეთილდღეობას, არამედ აყალიბებს თანამგრძნობ და ტოლერანტ ახალგაზრდობას. დღევანდელი აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სცილდება განათლება სახელმძღვანელოებს, ხელს უწყობს ღირებულებებს, რომლებიც აუცილებელია მდგრადი და ჰარმონიული მომავლისთვის.
Ill ა კლასი
დამრიგებელი მაია ყულეჯიშვილი
ჩვენთან ასეც ხდება... მხიარულების და განტვირთვის წუთები
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის V კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინის I ტური.
მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს ჯეიმს გრინვუდის "პატრა მაწანწალა".
ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ფილოსოფოსები" - 5 ქულა
"პატარა გენიოსები" - 4 ქულა
"მჭევრმეტყველები" - 4 ქულა
"მკითხველები" - 3 ქულა
"არწივი" - 2 ქულა
ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!
იმიტირებული სასამართლო პროცესი გეოგრაფიაში
მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე
XIა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების შესრულების შემდეგ გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ადვოკატის დაცვის სიტყვა, რომელიც მათ მიერ არჩეულმა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და შეაფასეს.
აღნიშნეს დაცვის სიტყვის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეარჩიენ ის ადვოკატები, რომლებმაც ნაფიცი მსაჯულები ყველაზე მეტად დაარწმუნეს ტეიტიოტას ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობაში.
აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 11-12 ნოემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, სადაც 20 მონაწილე სკოლას შორის
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და მოიპოვა აჭარის პირველობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება
ჩვენმა ფეხბურთელებმა, არამარტო დიდება მოუტანეს გიმნაზიას, არამედ მოგვცეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვეამაყა ჩვენი აღსაზრდელებით და კიდევ ერთხელ გვეგრძნო მათგან სულისკვეთება და ერთგულება
კიდევ ერთხელ ვულოცათ ჩვენს სპორტსმენებს
ანდრია სოლომონიძე
ბექა კვესიეიშვილი
ილია მანელიშვილი
დათა მანელიშვილი
გიორგი ხალვაში
ლუკა მგელაძე
საბა თხილაიშვილი
საბა ვასაძე
ვახო მიქელაძე
და მათ მწვრთნელს მერაბ ნოღაიდელს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. მუდამ გვეამაყოს თქვენით.
საგანი: მე და საზოგადოება
თემა: მინი მუზეუმი სკოლაში
კლასი: IV
მასწავლებელი : სოფიო ოქროპირიძე
მოსწავლეებმა მოძიებული მასალებით მინი მუზეუმი მოაწყვეს. მოირგეს გიდის როლი და თანაკლასელებს კონკრეტული მუზეუმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს
და ბოლოს დასკვნა გამოიტანეს, რომ განათლების მიღებაში მუზეუმიც გვეხმარება.
დასრულდა კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის, რომელიც 6-დან 10 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა შემდეგ საგნებში:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) მათემატიკა;
გ) ისტორია და სამოქალაქო განათლება (ინტეგრირებული).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს.
დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის კონკურსის პირველი და მეორე ტურის ტესტების/ამოცანების კრებულს და შეფასების წესს ადგენს ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგნის სპეციალისტებისგან (არანაკლებ 4 წევრი) დაკომპლექტებული კომისია.
წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის
X- ა კლასში მათემატიკაში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - "დავეხმაროთ ანას?".
მასწავლებელი: მარინე კუჭუხიძე
დავალების მიზანი იყო დახმარებოდნენ ანას აერჩია ხელფასის გადახდის პირობები მარტივი და რთული საპროცენტო რიცხვის შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში.
ამ ამოცანას საუკეთესოდ გაართვეს თავი მოსწავლეებმა და ეს საინტესოდ აჩვენეს თავიანთ პრეზენტაციებში
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც განახორციელა აჭარის ინტელექტ-კლუბმა.
შეჯიბრი გაიმართა ორ ასაკობრივ ჯგუფში.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი
პირველი ჯგუფის, VIII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით
პირველი ადგილის მფლობელია
გილოცავთ გიმნაზიელებო, ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების
ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის II ა , II ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლის ნათია გოხიძის და ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკარი, თეონა მელაძე, მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე. სტუმრად მოწვეული იყო ყოფილი ბიბლიოთეკარი ქალბატონი ნ. სუთიძე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და ჩაებნენ დისკუსიაში.
ბიბლიოთეკაში სტუმრობამ ბავშვების ცნობიერება სრულად დააკმაყოფილა. გაიგეს იმაზე მეტი, ვიდრე იცოდნენ. ამ ლამაზი და ნაყოფიერი დღისთვის პატარებმა ბიბლიოთეკარ თეონა მელაძეს, დამრიგებელ ნათია გოხიძეს, ლუიზა ვერულიძეს და მოწვეულ სტუმარს ნონა სუთიძეს მადლობა გადაუხადეს
წარმატებები გიმნაზიელებო
კლასი : IIბ
თემა: ,,მე და გარესამყარო,,
მასწავლებელი: თეონა მელაძე
შემოდგომა- ფერთა განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა.
ბუნების სურათების გარდა ფანტაზიის გამოვლენისთვის სხვადასხვა საინტერესო მასალასაც გვაწვდის.
ბავშვებმა შეისწავლეს აპლიკაციის ტექნიკა და შექმნეს შესაბამისი ნამუშევრები.
ჩვენმა მეორეკლასელებმა თავიანთი შესაძლებლობები აღბეჭდეს ნაშრომებში შემოდგომის არსი მთელი თავისი ფერადოვნებითა, სიუხვითა და სიდიადით
ბოლოს მოსწავლეებმა ხალისიანი განწყობით დაასრულეს გაკვეთილი
საგანი: ბუნებისმეტყველება
თემა: ნიადაგი, რისგან შედგება ნიადაგი?
კლასი: II ბ
მასწავლებელი: ლუიზა ვერულიძე
ნიადაგი ადამიანებისა და ეკოსისტემებისთვის ბევრ სასიცოცხლო მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
ნიადაგი საჭიროა საკვების პროდუქტების მოსაყვანად. ხეები, ბუჩქები და სხვა მცენარეების უმეტესობა დამოკიდებულია ნიადაგის შემადგენლობაში შემავალ საკვებ ნივთიერებებზე და წყალზე. თავის მხრივ, ეს მცენარეები გამოიმუშავებენ ჟანგბადს და შთანთქავენ ნახშირორჟანგს.
ნიადაგი ფილტრავს წვიმის წყალს, რის შედეგადაც გამომუშავდება სასმელი წყალი. განსაკუთრებით, ტყის ნიადაგში ადგილი აქვს დიდი რაოდენობით წყლის აბსორბციას და შენახვას. ასე ხდება დატბორვის პრევენცია და იქმნება წყლის მარაგები წელიწადის მშრალი პერიოდებისთვის. ნიადაგი მრავალი ცოცხალი მცენარისა და ცხოველის ჰაბიტატია. ერთ მუჭა ნიადაგში უფრო მეტი მიკროორგანიზმია, ვიდრე ადამიანები დედამიწაზე.
ნიადაგი ახდენს დამაბინძურებელი ნივთიერებების ფილტრაციას, რითაც იცავს მიწისქვეშა წყლებს დაბინძურებისგან. ეს უკანასკნელი კი წარმადგენს ჩვენი სასმელი წყლის წყაროს.
Powered by aSc EduPage