გაეცანით 2024-2025 სასწავლო წლის კალენდარს
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას
- 20
”ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე და არც სიცხოველე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.”
ასეთი ცოდნის მისაღები კიდევ ერთი სასწავლო წელი ვიზეიმეთ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში.
გიმნაზიელებო!
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი აღსანიშნავია ახალი მიზნებით, აღმოჩენებითა და შესაძლებლობებით. როგორც ყოველთვის, ჩვენს გიმნაზიაში გველის ნაყოფიერი წელი, სავსე ცოდნით, სითბოთი და მხიარულებით.
იყავით გულმოდგინე, თავდაჯერებული და ენთუზიაზმით სავსე. თქვენს წინაშეა ახალი ცოდნის მიღების საოცარი შესაძლებლობა, და ჩვენ ყველანი მზად ვართ, გვერდში დაგიდგეთ ამ გზაზე. თითოეული მასწავლებელი და მშობელი მუდამ თქვენს მხარეზეა.
წარმატებებს და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!
განცხადება
ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!
გაცნობებთ, ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო წლის დაწყება გადაიდო.
სკოლა-გიმნაზია ოფიციალურად გაიხსნება 23 სექტემბერს, ორშაბათს.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
.
თანამშრომლობა მეგობარ სკოლებთან
ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანა ანუშიძემ, თავისი სკოლის გამოცდილება, ახალი სასწავლო რესურსები და პროექტები გაგვიზიარა.
გამოცდილების ურთიერთგაზიარებისას ვისაუბრეთ:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების, კრიტერიუმების და ინდიკატორების - მათი დაძლევის გზების და სტრატეგიების შესახებ,
ასევე, სასწავლო პროცესის, ფორმალური და არაფორმალური განათლების, დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისა და უნივერსალური დიზაინის მქონე სასწავლო რესურსების შექმნა - გამოყენების სასწავლო და შემოქმედებითი პროექტების,
სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტისა და ერთობლივი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ.
მადლობას ვიხდით ანას საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის!
პედაგოგიური საბჭოს სხდომა
05.09.2024
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა N1 პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად.
პედაგოგებმა მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილეს და დაამტკიცეს პედაგოგიური საბჭოს წლიური სამუშაო გეგმა და 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა.
სკოლა-გიმნაზია სასკოლო საზოგადოებას წარმატებულსა და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს!
არქივი