• სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული - IIIა და IIIბ კლასი

          • სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული

            კლასი-lllა,lllბ

            ხელმძღვანელები: მაია ყულეჯიშვილი, თეონა მელაძე

            ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით სავსე წუთები...ჩვენი აწ უკვე მეოთხეკლასელები...

            ხალისიან, შინაარსიან არდადეგებს გისურვებთ , პატარებო!

            13.06.2024 წელი.

          • გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • ამაღლება ეს არის საოცარი დღე, დღე როდესაც უფალმა მამობრივი იმედი დაუტოვა მოციქულებს და მთელ კაცობრიობას.

            აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფები და ლოცვის დროს ამაღლდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.

            გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა:

            „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“

            ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს ყველას, - უფალი ჩვენთანაა და არასოდეს არ მიგვატოვებს.

            შეგვეწიოს ყველას ამაღლების მადლი და წყალობა!

          • ექსკურსია - VIIბ კლასი

          • “სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.

            ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე. “

            ეს სიტყვები დიდ ქართველ მწერალს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის.ასე მიმართავდა იგი ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს, არწმუნებდა, თუ რამდენად ძვირფასები ვართ ერთმანეთისთვის.

            საამაყო წინაპრის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მეშვიდეკლასელები.

            დამრიგებელი: სოფო შენგელია Sopo Shengelia

            მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს ნ. დუმბაძის მოთხრობები, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს მწერლის სახლ- მუზეუმში.

            მადლობა მუზეუმს გულთბილი დახვედრისათვის, უაღრესად საინტერესო საუბრისათვის. ამან მწერლის შემოქმედების უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის სურვული გაუღვივა მოსწავლეებს.

            გიმნაზიელებმა მოილოცეს ერკეთისა და ჯიხეთის დედათა მონასტრები. ესაუბრეს დედებს, ბევრი რამ გაიგეს სამონასტრო კომპლექსის შესახებ.

            ეს დღე, მართლაც, დაუვიწყარი იქნება მათთვის.

            ჩვენს მეშვიდეკლასელებს კი ვუსურვებთ, არასოდეს შეეწყვიტოთ მოგზაურობა ღვთისა და წიგნის უკიდეგანო სამყაროში.

          • ლექსო, ამოგთქომ, ოხერო...

          • მღელვარე და ემოციებით სავსე დღე

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში

            დღეს, 11 ივნისს, ჩვენი გიმნაზიის VIIIბ ( დამრიგებელი: ი. წულუკიძე)

            და XI ბ ( დამრიგებელი: ს. რომანაძე )კლასის მოსწავლეები საინტერესო და სასიამოვნო ფოლკლორული საღამოთი

            “ ლექსო, ამოგთქომ, ოხერო…”

            წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე , რომელიც გაიმართა ქობულეთის კულტურის ცენტრში

            ღონისძიების ხელმძღვანელი: მაგდა ნადარეიშვილი Magda Nadareishvili

            ღონისძიება ხალხურ შემოქმედებას ეძღვნებოდა. მოგეხსენებათ, რაოდენ მდიდარი და მრავალფეროვანია ხალხური პოეზია. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ძირითადი თემატიკიდან გამომდინარეობდა

            მამულის სიყვარული, საგმირო- სახოტბო, სატრფიალო- სამიჯნურო და წუთისოფელი.

            ქობულეთის გიმნაზია მადლობას უხდის ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქის მერს ბატონ ლევან ზოიძეს, ქობულეთის კულტურის განყოფილებას, ქობულეთის მუზეუმს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

            გიმნაზიის ადმისტრაცია გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალში

          • I კლასის შთამბეჭდავი დასასრული

          • დიახ, გულწრფელი სიყვარულით, გონიერებითა და იმედით მოვდივართ მომავლიდან, ბედნიერებითა და იმ რწმენით, რომ ერთად ავაშენებთ მშვიდობის ქალაქს.“ -

            ამ სიტყვებით დაასრულეს სასწავლო წელი

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            I-გ კლასის მოსწავლეებმა

            დამრიგებელი: ირმა ოქროპირიძე

            ბედნიერი არდადეგები ჩვენო მერცხლებო!

          • ექსკურსია - IIIა და IIIბ კლასი

          • კლასი-III ა და IIIბ კლასები

            დამრიგებლები:მ.ყულეჯიშვილი,თ.მელაძე

            ექსკურსია

            მარშრუტი: ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი,თამარის ხიდი, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია მადლობა უფალს ამ სასიამოვნო დღისთვის,მშვიდობისთვის,სიხარულისთვის .მადლობა ბავშვებს სიყვარულისთვის..

          • ქართული ენა და ლიტერატურა - IIIა და IIIბ კლასი

          • კლასი - III ა,III ბ კლასი

            საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი-მაია ყულეჯიშვილი

            წიგნის კითხვა საოცარ ეფექტს ახდენს ბავშვის მენტალურ შესაძლებლობებზე, განწყობასა და გრძნობებზე. კვლევებით დადასტურებულია, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველები, რომლებიც ემოციურად უკავშირდებიან ამბავს, გამოირჩევიან ემპათიის უნარით. კითხვას აქვს ძალა, გვაქციოს ისეთ პიროვნებად, რომელიც მზადაა გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდოს. მესამეკლასელთათვის საინტერესო და სახალისო იყო ნორვეგიელი მწერლის ანე-კატერინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების კითხვა ღარიბ,მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე.

            წიგნის " მამა,დედა,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა"კითხვისას ბევრი აქტივობა შევასრულეთ.ბავშვებმა აზრი გამოთქვეს ნაწარმოების შესახებ, ისაუბრეს,რას გაითვალისწინებენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე.დახატეს ეპიზოდები,საბარგო მანქანაც დაათვალიერეს.

            წინ ბევრი საინტერესო და სახალისო წიგნის კითხვის სიამოვნება გველის! წარმატებები!!!

          • ჩვენი ფერადი პალიტრა

          • დიახ, ასე უცებ ნატვრა რომ აგიხდება, უბრალო მოგონებები რომ იქცევა შენი ცხოვრების ფერად სამყაროდ, რომელიც განათებს და დღეს გინათებს,აი ესაა ბედნიერება.

            დიახ, ჩვენ გადავლახეთ, შევქმენით ,ავაკოწიწეთ მოგონებები, ისტორიები და ასე ერთად გავაფერადეთ სამყარო. მე... შენ... მან...

            დიახ, ასე ვიცით სიყვარულის, მეგობრობის და უბრალოდ ერთმანეთის ფასი. დიახ, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, გაუგეთ და შევქმენით ერთი გული და სული უამრავ სხეულში.

            აი, ასე შეიქმნა ჩვენი ფერადი პალიტრა ,აი ასე გავშალეთ ფრთები და შევქმენით ერთი დიდი მოგონება ,რომელმაც შექმნა ჩვენი ერთიანი სამეგობრო თუნდ ერთიანი წარსული ჩემი, შენი, მისი....

            აი, ასე შევქმენით უამრავი ფერადი და ლაღი საერთო მოგონება…

            აი,ამ რწმენით დაიწყეს ღონისძიება ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            IV კლასის ულამაზესმა გოგო-ბიჭებმა.

            დამრიგებელი: სოფიო ოქროპირიძე

            Sofio Oqropiridze

            დღეს, მეოთხე კლასმა თავისი ოთხი წლის შრომის ნაყოფი წარმოაჩინა, მოეფერა უფალს, სამშობლოს, მშობლიურ ენას, თავისუფლებას.

            მათ 4 წლის შედეგები შეაჯამეს და ანგარიში ჩააბარეს საყვარელ მასწავლებლებს, მშობლებს და გიმნაზიას. კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს სოფიო ოქროპირიძეს და ესტაფეტა მომავალ თაობას გადასცეს.

            ღონისძიებას ალამაზებდა პატარების მიერ შესრულებული სიმღერები (პედაგოგი ს. შენგელია) და საცეკვაო ნომრები.

            ღონისძიების დასასრულს პატარები დაგვპირდნენ, რომ იქნებოდნენ სიკეთისა და საქართველოს ერთგულნი, დააფასებდნენ მასწავლებლების უსაზღვრო ამაგს და ერთად ააგებდნენ მეგობრობის პირამიდას.

            ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოძღვრები, მშობლები, პედაგოგები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია, მათ სიხარულით მიულოცეს კიდევ ერთი სასწავლო წლის დასრულება, გზა დაულოცეს მომავლისკენ და ლამაზი, ბედნიერი, ლაღი, შინაარსიანი ,სასიამოვნო არდადეგების გატარება უსურვეს

          • საჯარო ლექცია

          • მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში  ტარდება შემეცნებითი ლექციები საქართველოს ისტორიაში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავთან დაკავშირებით.

            დღეს მომხსენებლებს: თბილისის ისტორიის ინსტიტუტუტის დირექტორს, გიორგი ჭეიშვილს, დირექტორის მოადგილეს - ვალერი ვაშაკიძესა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს - ლავრენტი ჯანიაშვილს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ უმასპინძლა. 

            ლექციების თემატიკა იყო: ქართველთა ეთნოგენეზი, წინარე ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები, წმინდა ნინო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

            მადლობას ვუხდით მომხსენებლებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის, წარმატებას ვუსურვებთ ამ საშვილიშვილოდ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელებაში.

          • გელოდებით საჯარო ლექციაზე

          • საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი...
            მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ეპარქიებში ტარდება შემეცნებით ლექციები.
            ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჩატარდება ლექციები საქართველოს ისტორიაში. მომხსენებლები იქნებიან: თბილისის ისტორიის ინსტიტუტუტის დირექტორი, გიორგი ჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე - ვალერი ვაშაკიძე და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე - ლავრენტი ჯანიაშვილი.
            ლექციების თემატიკა: ქართველთა ეთნოგენეზი, წინარე ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები, წმინდა ნინო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
            ლექცია ჩატარდება 6 ივნისს 14:00 საათზე, ქობულეთის გიმნაზიის სააქტო დარბაზში.
            დასწრება თავისუფალია!