• მათემატიკა - Vა და Vბ კლასი

          • საგანი: მათემატიკა

            კლასი:Vა Vბ

            მასწავლებელი: ნინო მიქელაძე

            კომპლექსური დავალება: მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყანა და ინტერნეტიზაცია.

            მოსწავლეებმა საერთაშორისო კომპანიას დაეხმარა კვლევაში:მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს უდიდესი 10 ქვეყნის ინტერნეტით უზეუნველყოფის შესახებ .

            კვლევის ჩასატარებლად მათ დასჭირდათ მრავალნიშნა რიცხვებზე სხვადასხვა მოქმედების შესრულება ( შეკრება,გამოკლება,გამრავლება,გაყოფა და დამრგვალება). იმსჯელეს გამოთვლებოს წარმოების სიზუსტისა და ცდომილობის შესახებ.შეძლეს მიახლოებით გამოეთვალათ და დაემგვალებიათ რიცხვები.

            ამით დაადგინეს მიახლოებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს უდიდეს 10 ქვეყანაში და რამდენ ადამიანს უზრუნველყოფდნენ ინტერნეტიტ.

            მოსწავლეებმა, არითმეტიკული მოქმედებების საშუალებით ამოხსნეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ამოცანები და თავსატეხები

            გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა კარგად შესრულებული მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარმოაჩინეს.

          • ეტალონის გუნდური ჩემპიონატი

          • 25 ოქტომბერს ჩატარდა "ეტალონის" გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების VI  და  VII  კლასელებისაგან დაკომპლექტებული გუნდები. 190 მონაწილიდან ჩვენმა გუნდმა VI ადგილი დაიკავა. მათ გადაეცათ ეტალონის სიგელი "პროექტში წარმატებული მონაწილეობისათვის". ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლასა და გამარჯვებას ვუსურვებთ.

            ელენე რომანაძე (კაპიტანი)

            საბა პაპუნაიშვილი

            ოთარ ზოიძე

            დემეტრე ჯინჭარაძე

            ლილე მიქელაძე

          • ინგლისური ენის ტური

          • 25 ოქტომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება „საგნობრივი ოლიმპიადა“.

            VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წერეს სამინისტროს მიერ მოწოდებული კომბინირებული ტესტი ინგლისურ ენაში.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

          • ხელოვნება - IIბ კლასი

          • საგანი: ხელოვნება

            კლასი: II ბ

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            შემოდგომის კოლაჟი

            “ ყველა ფერს თავისი ხასიათი აქვს და თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, მის წინ გადაიშლება მთელი გრძნობათა სამყარო...”

            ბუნებას აქვს საყვარელი ფერების საკუთარი გალერეა ის ხომ შემოდგომით, მზის ფერი ფერებით, საოცარ, ხანგრძლივ, მრავალფეროვან ვერნისაჟს გვიწყობს ეს კოლაჟები კი პატარების გალერეადან.

          • საგნობრივი ოლიმპიადა დაიწყო

          • 24 ოქტომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“  ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიება „საგნობრივი ოლიმპიადა“.

            VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა წერეს სამინისტროს მიერ მოწოდებული კომბინირებული ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

            კონკურსის მეორე ტურში მონაწილეებს სამინისტრო გამოავლენს მუნიციპალიტეტების მიხედვით პირველ ტურში მონაწილეთა შეფასებების რეიტინგული სიის 10%-ის ოდენობით თანაბარი პროპორციით.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

             

          • VIIბ კლასი სტუმრად მუზეუმში

          • ქობულეთის ხელოვნების მუზეუმს სტუმრად ეწვია ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VII ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ სოფიო რომანაძესთან და კლასის ხელმძღვანელ სოფიო შენგელიასთან ერთად.

            მუზეუმი უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებია, ამიტომ მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევაში. გარდა ამისა, ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის სწავლის მნიშვნელოვანი რესურსი, რადგან მუზეუმების კოლექციები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ასაკის დამთვალიერებელმა შეიძლება გამოიყენოს განათლების მისაღებად. გიმნაზიის პედაგოგებს საშუალება აქვთ ქობულეთის მუზეუმში სწავლების პროცესი გახადონ უფრო სახალისო მოსწავლეთათვის.

            მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები. მოისმინეს სრული ექსკურსი საექსპოზიციოდ გამოფენილი ექსპონატების ირგვლივ.

            ისაუბრეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე.

            ასევე დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.

          • ქართული ენა და ლიტერატურა - IXა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: ვინ იყო იაკობ მანსვეტაშვილი?

            კლასი: IXა კლასი

            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            მოსწავლეებმა შეისწავლეს გიორგი შატბერაშვილის მოთხრობა "საუკუნო საგზალი" და იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებანი. მოცემული წყაროების გამოყენებით დაწერეს მცირე ბიოგრაფიული ნარკვევი: "ვინ იყო იაკობ მანსვეტაშვილი?"

            გაითვალისწინეს მათი ნაშრომის მიზანი, აუდიტორია და გააკეთეს პრეზენტაცია.

          • ბუნებისმეტყველება - IIა კლასი

          • ბუნებისმეტყველება

            მასწავლებელი ნაირა ვასაძე

            II-ა კლ.

            თემა: „რით განსხვავდება სხეულები ერთმანეთისაგან.?“

            მკვიდრი ცნებები: წყალში გახსნა

            სითბოს გამტარობა

            მოსწავლეები ჩატარებული ცდების საფუძველზე,გაეცნენ სხვადასხვა სხეულების წყალში ხსნადობას და სითბოს გამტარობას.

            შეისწავლენ,რომ სხეულს, იმ მასალის თვისებები აქვს,რომლისგანაც მზადდება

          • ქართული ენა და ლიტერატურა - Vა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: I თავი, გოგონები და ბიჭები

            კლასი: Vა 

            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            მოსწავლეებმა დაასრულეს სახელმძღვანელოს I თავი "გოგონები და ბიჭები". დასკვნით გაკვეთილზე გააცოცხლეს შესწავლილი ნაწარმოების პერსონაჟები, იმსჯელეს თითოეული მოთხრობის თემისა და დედააზრის შესახებ.

          • ინგლისური ენა - VIბ კლასი

          • ინგლისური პროექტი “ ყველაფერი ავსტრალიის შესახებ”

            საგანი: ინგლისური ენა

            კლასი: VI

            მასწავ: მარიამ ვერულიძე,

            ავსტრალია საოცრად ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა. მას შეუძლია შთაბეჭდილება მოახდინოს ყველაზე. ამ ქვეყანას აქვს მრავალი უნიკალური ღირსშესანიშნაობა, რომელიც სხვაგან არ არის ნაპოვნი. ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები ბუნებრივი წარმოშობისაა, რადგან ის მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. მაგალითად, აიღეთ დიდი ბარიერული რიფი ან აიერსის კლდე. კიდევ სად შეგიძლიათ იპოვოთ მთელი წყალქვეშა პარკი მარჯნის რიფებით ან უზარმაზარი ქვიშაქვის კლდე, რომელიც მორთულია კლდის ნახატებით? კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ადგილია კაკადუს პარკი. ეს არის უზარმაზარი ეროვნული პარკი და ავსტრალიელი ნიანგების ოფიციალური რეზიდენცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავსტრალია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაცი ქვეყნად ბუნებრივი სიმდიდრის თვალსაზრისით და ნამდვილად ღირს ვიზიტი. მასში ატრაქციონების წარმოუდგენელი რაოდენობაა, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ.

          • ხელოვნება - IIIა, IIIბ კლასი

          • საგანი: ხელოვნება

            კლასი: III ა - III ბ

            თემა: ,, აკვარელი ,,

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            შევაბიჯეთ აკვარელის ჯადოსნურ სამყაროში და ვეზიარეთ ფერების შექმნის კიდევ ერთ ხელოვნებას.

            ბავშვების ესთეტიკური აღზრდის მნიშვნელოვანი საშუალებაა ვიზუალური აქტივობა (ხატვა, მოდელირება, აპლიკაცია). ეს საშუალებას აძლევს ბავშვებს ნახატებში, მოდელირებაში, აპლიკაციებში გამოხატონ თავიანთი წარმოდგენა სამყაროს შესახებ, მათი გაგება და დამოკიდებულება მის მიმართ. ეს აქტივობები ბავშვებს სიხარულს ანიჭებს, უქმნის პოზიტიურ ემოციურ განწყობას და ხელს უწყობს შემოქმედებითობის განვითარებას. მხატვრული საქმიანობის პროცესში ბავშვებს უვითარდებათ ესთეტიკური აღქმა, ფიგურული წარმოდგენები და წარმოსახვა, ესთეტიკური განცდები (ფორმა, ფერი, კომპოზიცია).

          • ჩვენი საქართველო - VIა კლასი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის წმინდა ქეთევან დედოფლის მე-6 ა კლასში ქართული ღვინის კვირეული მრავალფეროვანი აქტივობით აღინიშნა.

            კვირეულის მიზანს შეადგენდა ქართული ყურძნის ერთ-ერთი პოპულარული ჯიშისან, რქაწითელისგან, კახური და ევროპული ტექნოლოგიით, სპონტანური და კულტურული საფუვრების გამოყენებით დამზადებული ღვინომასალების ზოგიერთი განმასხვავებელი ფიზიკურ-ქიმიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების შესწავლა, აგრეთვე ღვინის ბაზარზე მოქმედი ზოგიერთი ფაქტორების გამოკვლევა.

            უცხოული ტურისტებისთვის დამზადდა სარეკლამო აბრები

            მადლობა პატარებს და პედაგოგ სოფო რომანაძეს გაწეული შრომისთვის

          • ღია გაკვეთილი ჭადრაკში

          • 13 ოქთომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველ კლასებში, ჩატარდა ღია გაკვეთილი ჭადრაკში

            მასწავლებელი ლუიზა ვერულიძე

            მოსწავლეებმა გაკვეთილზე მოახდინეს გამოყენებული ხერხის დემონსტრირება. ისაუბრეს თუ რატომ და რაში გამოიყენებენ ჭადრაკის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას.

            გაკვეთილი მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომელსაც ესწრებოდა კლასის დამრიგებელი მარიამ ვერულუძე, ნინო ვერულიძე და ირმა ოქროპირიძე

            გაკვეთილმა მიზანს მიაღწია, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მხრიდან,მათ მადლობა გადაუხადეს მასწავლებელსა და მოსწავლეებს და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს.

             

          • ასფალტზე ხატვა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველი კლასის ხელოვნების გაკვეთილი. მასწავლებელი მარიამ ვერულიძე

            “ ასფალტზე ხატვა” და ბედნიერი პირველკლასელები

            წარმატებები, ჩვენო პატარებო!