50%-70% -100% გრანტის მფლობელ პირველი კურსის სტუდენტებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ
50%-70% -100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;
მოიპოვეს 50%, 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად:
• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი - 500 ლარი;
• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;
• სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1194290...
პროექტი ხორციელდება 2023 წლიდან