საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა: პირველყოფილი ხელოვნება
კლასი: VIIა კლასი
მასწავლებელი: მაგდა ნადარეიშვილი
მოსწავლე: ლილე მიქელაძე
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა: პირველყოფილი ხელოვნება
კლასი: VIIა კლასი
მასწავლებელი: მაგდა ნადარეიშვილი
მოსწავლე: ლილე მიქელაძე
”მე მკითხველი ვარ“
ამ თემის ფარგლებში ჩვენი სკოლის
IV კლასის მოსწავლეებმა
მასწავლებელი: ნინო მოქია
საგანი: მე და საზოგადოება
საგაკვეთილო პროცესი განვლეს ბიბლიოთეკაში.
მოსწავლეებმა ინტერესით მოინახულეს ბიბლიოთეკა, გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები და მობრძანების ეთიკა, რომელიც გულმოდგინედ შეახსენა ბიბლიოთეკარმა თეონა მელაძემბიბლიოთეკართან საუბარი კი ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა – ბავშვებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია წიგნის და ცოდნის მნიშვნელობაზე, რასაც წიგნები სამყაროში ავრცელებენ.
საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა საბავშვო ბიბლიიდან წაეკითხათ ერთი ეპიზოდი და სრულად შეეგრძნოთ აქტიური მკითხველის როლი. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გააღვიძა მათში კითვის სიყვარული. გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რეგულარულად ისარგებლონ ბიბლიოთეკით და შეხვდნენ საინტერესო წიგნებს, რომლებიც დაეხმარებათ ცოდნის გაფართოებასა და სულიერ საზრდოს მიღებაში.
ამგვარი საგაკვეთილო პროცესები ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას და ცოდნის მიმართ დაუცხრომელი ინტერესის ჩამოყალიბებას. მადლობა ნინო და თეონა მასწავლებლებს საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილისათვის
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის
l- ბ კლასში
მასწავლებელი: ირმა ბებია
განსაკუთრებული დღე იყო — მათი სწავლის და აღმოჩენების გზაზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა:
”აი ია” მათთან შემობრძანდა! ამ წიგნთან შეხვედრა, რომელიც ქართული ენის სიღრმესა და მშობლიური სიტყვის სამყაროში შესვლის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ჩვენი მოსწავლეებისთვის.
”აი ია” არა მხოლოდ საგანმანათლებლო სიმბოლოა, არამედ ბავშვებს იმ ღირებულებებთან აკავშირებს, რომელთა სიყვარული და პატივისცემა მათ განათლების გზაზე ცხოვრების მეგზურად გაჰყვება. პირველი კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს და გაიგეს, რომ თითოეულ ასოში იმალება ცხოვრებისეული გამოცდილება და სიბრძნე, რაც ეხმარება მათ, სიტყვების ძალა და მშობლიური ენის მშვენიერება გააცნობიერონ.
ეს დღე, რომელიც ჩვენი სკოლისთვის ახალი დასაწყისის სიმბოლოა, ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. მასწავლებლებს, რომლებსაც ბავშვები ამ წიგნის სამყაროში შეჰყავთ, ცდილობენ თითოეული ასო და სიტყვა მოსწავლეების ცნობიერებაში სასიკეთოდ გამოკვეთონ.
პატარა გიმნაზიელებს ვუსურვებთ წარმატებებს, თავდადებას და ინტერესს, რადგან “აი ია”-ს სამყაროში მათი თითოეული ნაბიჯი ცოდნისა და აღმოჩენის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება!
2024 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროექტში აქტიური ჩართულობისათვის, ასევე მოსწავლეთა აღზრდისა და ინტელექტუალური თამაშში “ ტვინების ბრძოლის” მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდნენ
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის პედაგოგები
ამ პროექტში ჩვენი პედაგოგების აქტიურმა მონაწილეობამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, არა მხოლოდ სასწავლო პროცესის გამდიდრებაში, არამედ მოსწავლეთა აღზრდასა და მათ ინტელექტუალურ განვითარებაში. მათი თავდაუზოგავი შრომის, შემოქმედებითი მიდგომისა და მოტივაციის წყალობით, ჩვენი მოსწავლეები ჩაერთვნენ ინტელექტუალური თამაშის უნიკალურ სამყაროში, რომელიც ხელს უწყობს მათი შემეცნების განვითარებას.
პედაგოგებს ვულოცავთ პროექტში მონაწილეობისთვის მიღებულ აღიარებას და ვუსურვებთ მომავალში წარმატებებს.
საგანი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ი.ს.ტ.)
თემა: “პირობითი ნიშნები ჩვენ ირგვლივ”
კლასი : II ა, II ბ, III გ.
”პირობითი ნიშნები ჩვენს ირგვლივ”მოსწავლეებმა შეისწავლეს, თუ როგორ იყენებენ პირობით ნიშნებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე გააცნობიერეს მათი მნიშვნელობა და დანიშნულება. საკლასო გარემოში განხილული იქნა სხვადასხვა ნიშნების როლი – ტრანსპორტის, უსაფრთხოების, გარემოსა და საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენებული სიმბოლოები.
გაკვეთილმა პრაქტიკულ დავალებებთან ერთად, ხელი შეუწყო ბავშვების ცოდნის გამრავალფეროვნებასა და ვიზუალური აღქმის გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია ამ თემის გასაგებად.
28 ოქტომბერს სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა პირველი საგნობრივი ოლიმპიადა, რომელიც აჭარის განათლების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
ოლიმპიადა მიზნად ისახავს ჩვენი მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესწავლას და მათთვის ახალი გამოწვევების გაღრმავებას. ამ კონკურსში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი აკადემიური შესაძლებლობები სხვადასხვა საგნებში.
ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა და ახალი მიზნებისაკენ წარმატებით სვლას!
2024-2025 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისათვის რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენებით 24 ოქტომბრის 11:00 საათიდან 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციის გავლის ინსტრუქცია
ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრული კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.
რეგისტრაციის გასავლელად მოსწავლეს დასჭირდება მხოლოდ პირადი თერთმეტნიშნა ნომერი.
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ ცენტრის მხრიდან სპეციფიკური გარემოს/პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამედიცინო ცნობა (ფორმა №100) ცენტრში 14 ნოემბრის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადა სამ ტურად ტარდება. პირველ ტურს მონაწილეები ელექტრონულად გადიან. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს ცენტრი შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. აპლიკანტს საშუალება ექნება ყოველგვარი შეფასების გარეშე ივარჯიშოს და წინასწარ გაეცნოს იმ ელექტრონულ პროგრამას, რომლითაც ჩატარდება ტესტირება. პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, უცხოურ ენასა და ინფორმატიკაში.
ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
III ასაკობრივ კატეგორიაში (IX, X, XI, XII კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:
ირაო
საუნჯე
მერანი
არისტოკრატები
ცოდნის კიდობანი
საგანძური
ალბატროსი
ედელვაისი
ლიდერები
თოლია
პირველადგილოსანმა გუნდმა "ლიდერები" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.
ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!
ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
I ასაკობრივ კატეგორიაში (III, IV, V კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:
პირველი მერცხლები
საზრიანები
ყველაზე ჭკვიანები
მწიგნობრები
საუნჯე
კელაპტარი
ზღვის შვილები
ტვინიკოსები
აინშტაინები
დავითიანი
პირველადგილოსანმა გუნდმა "ტვინიკოსები" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.
ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!
კლასი: VII ა
საგანი: ბიოლოგია
თემა: “ვსწავლობთ უჯრედს”
მასწავლებელი: ნაირა ვასაძე
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე იმუშავეს უჯრედის თემაზე, რისთვისაც განახორციელეს პრაქტიკული ექსპერიმენტი. მოსწავლეებმა ჯერ გაიარეს თეორიული ნაწილის შემაჯამებელი მასალა უჯრედის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ. ამის შემდეგ, თითოეულმა მოსწავლემ დამოუკიდებლად დაამზადა ხახვის ანათალის პრეპარატი, რომლის მიკროსკოპით დათვალიერების საშუალებაც მიეცათ.
პროცესის განმავლობაში მათ რეალურად შეძლეს უჯრედის ძირითადი სტრუქტურების: მემბრანის, ბირთვისა და ციტოპლაზმის დანახვა, რითაც გააცნობიერეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი ელემენტი ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის. მიკროსკოპით მიღებული შედეგები დაფაზე გადმოიტანეს, სადაც დეტალურად განიხილეს უჯრედის აგებულება და მისი სპეციფიკური ფუნქციები. აღნიშნული ექსპერიმენტი დაეხმარა მოსწავლეებს, არა მხოლოდ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებად ქცევაში, არამედ მეცნიერული მეთოდოლოგიის უკეთ აღქმაში, რაც ხელს უწყობს მათი კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას.
გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეებმა გაგებით უპასუხეს შეკითხვებს უჯრედის სტრუქტურისა და მისი ელემენტების ფუნქციონირების შესახებ, რაც ადასტურებს, რომ მათთვის აღნიშნული მასალა გასაგები და საინტერესო აღმოჩნდა. ასეთი გაკვეთილები აძლიერებს მოსწავლეების დაინტერესებას მეცნიერების მიმართ და ხელს უწყობს მათში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის გაღვივებას.
ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე.
II ასაკობრივ კატეგორიაში (VI, VII, VIII კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:
გენიოსები
მჭევრმეტყველები
არწივები
ათენა
ნიკე
ბონა დეა
ცნობილი ხუთეული
ლამპარი
საუნჯე
ერუდიტი
ლოგიკის მგზავრები
პირველადგილოსანმა გუნდმა "საუნჯე" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.
ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: IXა, IXბ
მასწავლებელი: ნინო მოქია, ირინე წულუკიძე
თემის სათაური - " ფესვები"
ბავშვებმა წაიკითხეს მიხეილ ჯავახიშვილის "მიწის ყივილი" , ნახეს ფილმი "ფესვები" და გამართეს დისკუსია!
განიხილეს ნაწარმოები და ფილმი, შეადარეს ერთმანეთს და იმსჯელეს მსგავსება-განსხვავებაზე!
გაიხსენეს შესწავლილი ნაწარმოებები , გაავლეს პარალელი და გამოკვეთეს მთავარი სათქმელი! შეხვედრა ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და დასამახსოვრებელი იყო!
ბარაქიანი შემოდგომა ბერიძეების მარანში
სტუმრობა „ბერიძეების მარანში“ გიმნაზიის მეორე კლასელებისთვის დაუვიწყარი დღე აღმოჩნდა
მასწავლებელი: ნინო ვერულიძე,
დამრიგებელი მარიამ ვერულიძე, მოსწავლეებმა აჭარის ბარაქიან მიწაზე მოყვანილი ყურძენი საკუთარი ხელით დაწურეს და გემრიელი ჩურჩხელებიც ამოავლეს. ღვინის ტკბილი სურნელი, ჩურჩხელების სიმკვრივე და შემოდგომის მზიანი დღეები ბავშვებისთვის ქართული ტრადიციების გაცოცხლების და ოჯახის, შრომის და სიხარულის სიღრმისეული გაცნობა გახდა.
ტრადიციული ქართული საქმიანობების თითოეული პროცესი ბავშვებისთვის სასწავლო თავგადასავლად იქცა. ყურძნის დაწურვისგან დაწყებული, ჩურჩხელების მომზადებამდე.თითოეული მოსწავლე სიამაყით ინაწილებდა ამ საოცარ გამოცდილებას. მათ გააცნობიერეს, რომ ბარაქიანი შემოდგომა და მისი სიხარული თაობებიდან თაობებს გადაეცემა სწორედ ამ შრომის და სიყვარულის გზით.
დაბინდულა, ქარვისფერი შემოდგომა ბარბაცებს,
თვალგაყინულ მწვანე ვენახს, მდუმარება არწევს.
თითქოს ძილი, თითქოს თრთოლვა, თითქოს შიში დაჰყვება,
ვეფხვებივით გაუნძრევლად, მიჯრით სხედან ქვევრები.”
ასეთი აქტივობები კიდევ უფრო ახსენებს ყველას ქართული ტრადიციების სიძლიერეს და სილამაზეს. დღე, რომელიც მარანში გაატარეს, ბავშვებისთვის დიდხანს იქნება მშობლიური ღირებულებების მტკიცე საფუძვლად.
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში
წარმატებით ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს აქტიურობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი, რაც მნიშვნელოვანია სკოლაში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებისთვის. არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მხარდაჭერით. ამ ღონისძიებამ ხელი შეუწყო სკოლის თვითმმართველობის საქმიანობის გაგრძელებას.
ვულოცავთ არჩეულ წევრებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალი გამოწვევების დაძლევაში!
საგანი: ინფორმაციული ტექნოლოგიები
კლასი: VIა , VIბ
თემა: „კომპიუტერის შექმნისა და განვითარების ისტორია“
მასწავლებელი: თეონა გოგიტიძე
ჩვენს გიმნაზიაში, მეექვსე კლასში, ჩატარდა საგაკვეთილო პროექტი თემაზე „კომპიუტერის შექმნისა და განვითარების ისტორია.“ მოსწავლეები გაეცნენ კომპიუტერის განვითარების ეტაპებს, მის საწყის ფორმებსა და თანამედროვე შესაძლებლობებს. მათ გაანალიზეს კომპიუტერის როლი როგორც მეცნიერებაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სწავლების პროცესში მოსწავლეებმა გამოიყენეს სხვადასხვა კვლევითი მასალა, მოამზადეს პრეზენტაციები და ისაუბრეს ცნობილ მეცნიერთა წვლილზე ამ სფეროში. პროექტის დასასრულს, გაიმართა ჯგუფური დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი დასკვნები გაუზიარეს ერთმანეთს და შეაფასეს კომპიუტერის მომავალი განვითარება.
ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას და აძლიერებს მათ დაინტერესებას ტექნოლოგიებისადმი.
დღეს, ქობულეთის კულტურის სახლში, მერიის ორგანიზებით, რესურსცენტრისა და პედაგოგთა პროფკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა პედაგოგთა დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ეს მნიშვნელოვანი დღე განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგების ღვაწლისა და მნიშვნელობის აღნიშვნას ემსახურებოდა, რათა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დააფასოს მათი შრომა და როლი მომავალი თაობების აღზრდაში.
ღონისძიება ჩატარდა საზეიმო ატმოსფეროში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც სკოლების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები. მათი სიტყვები ემსახურებოდა პედაგოგთა პროფესიის მნიშვნელობის ხაზგასმას და იმ პატივისცემის გამოხატვას, რომელიც მასწავლებლების ყოველდღიურ საქმიანობას ეკუთვნის.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა პედაგოგთა დაჯილდოება.
ჩვენთვის სასიხარულოდ, ჩვენი გიმნაზიის პედაგოგი, ქალბატონი თამარ ბარბაქაძე, დაჯილდოვდა წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
ვულოცავთ ყველა პედაგოგს ამ ღირსეულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს
საგანი: ბუნებისმეტყველება
კლასი: IV
თემა: წყლის ბრუნვა
მასწავლებელი : ლუიზა ვერულიძე
დღეს IV კლასში, ბუნების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ისწავლეს მნიშვნელოვანი პროცესის, წყლის ბრუნვის, მექანიზმი და მისი მნიშვნელობა დედამიწაზე. გაკვეთილის ფარგლებში განხილული იყო წყლის მოძრაობა ოკეანიდან ღრუბლებში, მისი გადაქცევა ნალექებად და უკან, ოკეანეში დაბრუნება, რითაც ბუნებაში ხანგრძლივი წრე სრულდება.
მოსწავლეებმა მარტივი და საინტერესო მაგალითებით შეისწავლეს, თუ როგორ ხდება წყლის აორთქლება, კონდენსაცია და ნალექის წარმოქმნა. ასევე, ყურადღება გამახვილდა წყლის ბრუნვის მნიშვნელობაზე ეკოსისტემებისთვის და ადამიანის ცხოვრებისთვის.
გაკვეთილის დასასრულს, ბავშვებმა ჩაატარეს პრაქტიკული სავარჯიშო, სადაც საკუთარი თვალით იხილეს წყლის აორთქლების და კონდენსაციის პროცესი, რაც კიდევ უფრო გააღრმავა მათი ცოდნა ამ თემაზე. გაკვეთილმა განაპირობა მოსწავლეთა უფრო დიდი დაინტერესება ბუნების პროცესების მიმართ და დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წყალი დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.
საგანი: ქართული ენა
კლასი': IIგ კლასი
მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე
თემა: პინოქიოს თავგადასავალი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე დიდი მონდომებით იმუშვეს.
პატარებმა შესანიშნავად მოირგეს ,,პინოქიოს თავგადასავალს'' პერსონაჟთა როლები.
მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს ტექსტის გაგება-გააზრებას, პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარის განვითარებას.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
კლასი: IIIა - IIIბ
მასწავლებელი: ლუიზა ვერულიძე
თემა: აპლიკაცია „ფერმერი“ - შემოდგომა
დღეს IIIა და IIIბ კლასებში, ხელოვნების გაკვეთილზე, მოსწავლეებმა შემოქმედებითი და შემოდგომის სურნელით გაჯერებული თემა შეისწავლეს — „ფერმერი“ აპლიკაციის ტექნიკით. გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში შემოდგომის თემის ირგვლივ წარმოსახვის, ფერთა შეხამების და გამოყენების უნარების განვითარებას.
პატარებმა შექმნეს ფერმერების შემოდგომის ფერებით გაჯერებული ნამუშევრები, რომლებშიც გამოხატეს საკუთარი ხედვა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება შემოდგომის მინდვრები, ვენახები და მოსავლიანი ფერმები. მათი ნამუშევრები გამოირჩეოდა კრეატიულობით და ფერთა ჰარმონიით, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მათ მზარდ ხელოვნებისადმი ინტერესს და უნარებს.
გაკვეთილი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, სადაც თითოეულმა მოსწავლემ შეძლო საკუთარი ინდივიდუალობის და შემოქმედების გამოხატვა. აპლიკაციების დამზადების პროცესმა ხელი შეუწყო მოტორიკის განვითარებას და გააღრმავა ხელოვნებისადმი სიყვარული.
Powered by aSc EduPage