გთავაზობთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის N1449913 ბრძანებით დამტკიცებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამებს შემდეგ საგნებში:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
https://naec.ge/#/ge/post/3299
გთავაზობთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის N1449913 ბრძანებით დამტკიცებულ 2025 წლის საგამოცდო პროგრამებს შემდეგ საგნებში:
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
https://naec.ge/#/ge/post/3299
დღეს, 25 ნოემბერს, “ ხსენება არს წმინდა იოანე მოწყალისა”,
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოძრავ ტაძარში, უფლის მადლითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით აღსრულდა საღვთო ლიტურგია მშობელთათვის , ღვთისმშობლის სამადლობელი და სავედრებელი პარაკლისი.
გადაიდო ამა სოფლის საზრუნავი და ერთობით აღევლინა ლოცვები უფლის სადიდებლად, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისათვის.
მსახურების დასრულების შემდეგ, მოძღვრები სააქტო დარბაზში შეხვდნენ გიმნაზიის მშობლებს, სადაც გულწრფელი საუბარი გაიმართა ჩვენი შვილების აღზრდის, განათლებისა და კეთილდღეობის შესახებ.
ეს ღრმააზროვანი და სულიერად გამდიდრებული საუბარი დაეხმარა მშობლებს, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ მათი შვილების განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე.
შეხვედრამ სითბოთი და სულიერი შინაარსით გაამთლიანა მშობლები, მასწავლებლები ,სასულიერო პირები და კიდევ ერთხელ შეგვახსენა რაოდენ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი მომავალი თაობის დასაცავად.
მეგობრული და მოსიყვარულე გარემო დასრულდა “ალაფურშეტით,” სადაც ყველა მონაწილემ გულთბილი ემოციები გაიზიარა. მადლობას ვუხდით მოძღვრებს, თითოეულ მშობელს, მასწავლებლებს, ვინც ეს დღე დაუვიწყარი გახადა.
დიდება და მადლობა უფალს!
გამარჯვება ჩვენია!
აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ნოემბერში ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ნიჭიერმა სპორტსმენებმა მასწავლებელ მერაბ ნოღაიდელის ხელმძრვანელობით კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები
გოგონათა გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და მოიპოვა აჭარის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება
ელენე ჯაფარიძე
თათია ბოლქვაძე
ლიზი ჯაფარიძე
ანანო მემარნე
ნინი მემარნე
ვაჟთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვეს აჭარის პირველობაზე მონაწილეობის უფლება
მამუკა ბაჟუნაიშვილი
საბა პაპუნაიშვილი
გიორგი ვარშანიძე
გიორგი რამიშვილი
სპორტულ სამყაროში გუნდური მუშაობა და თავდადებული შრომა არის წარმატების გასაღები. სწორედ, რომ ბევრი შრომისა და დიდი სურვილის შედეგი აჩვენეს გიმნაზიის მოსწავლეებმა.
გილოცავთ!
ჩვენ გვჯერა თქვენი!
საგანი: რუსული ენა
მასწ.: მერი ოქროპირიძე
დამრიგებლიბი:
5ა - ნაირა ვასაძე
5ბ - ჯენი ჭყონია
თემა: დიაგნოსტიკური წერა რუსულ ენაში
დიაგნოსტიკური წერის მიზნები:
გავიგოთ, თუ რამდენად ანსხვავებს მოსწავლე დაბეჭდილ და ხელნაწერ ასოებს. შეუძლია თუ არა დაბეჭდილი ტექსტის ხელნაწერში გადაყვანა;
გავიგოთ, რამდენად კარგად გაიაზრა ზმნის უღლება აწმყო დროში. შეუძლია თუ არა აუღლოს მოცემული ზმნა პირის ნაცვალსახელთან ერთად;
მოსწავლემ ისწავლოს დროის ლიმიტის განსაზღვრა.
დღეს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოქმედ ტაძარში ეზიარა გიმნაზიის მოსწავლეები. საკურნებლად სულისა და ხორცისა
მათ მიიღეს წმინდა ზიარება, რომელიც ქრისტიანული ცხოვრების უმაღლეს მადლსა და სიკეთეს წარმოადგენს.
მადლობა ღმერთს ამ მადლიანი დღისთვის, მადლობა გიმნაზიის მოძღვრებს, რომლებიც ჩვენს გიმნაზიას სიმტკიცესა და სულიერ სიმაღლეს მატებს.
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა: ფერწერის მრავალფეროვნება
საკითხი: ფერთა მრავალფეროვნება
მასწ: თეონა მელაძე
კლასი: IVა და IV ბ
ბუნებაში თუ მხატვრის პალიტრაზე ერთი ფერის მრავალი სხვადასხვა ელფერი, ანუ ტონი დეიძლება ვიპოვოთ. ტონი ფერთა შეზავებით მიიღება, ფერთა შეზავებისა და ზღაპრული ტონის შექმნის საუკეთესო ოსტატად კი ბუნება გვევლინება.
IV ა და IV ბ კლასის მოსწავლეებმა მიღებული ცოდნის გამოყენებით სცადეს დაედგინათ, დაესახელებინათ , გამოეყოთ და ემსჯელათ ბუნებაში არსებული ფერების, კოლორიტის, ელფერის შესახებ. ბავშვებმა შეარჩიეს შემოდგომის ბუნების მიერ შექმნილი ფერთა პალიტრა. შეაგროვეს მათთვის ყველაზე სასურველი, ფერად-ფერადი ფოთლები, წიწვები, სხვადასხვა მასალა. იმსჯელეს, შეიძლება თუ არა ყველა ფერის ელფერის სიტყვებით გადმოცემა?!
შედეგად, შექმნეს აპლიკაცია - ”გვიანი შემოდგომის მრავალფეროვნება,,
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი შემეცნებითი, შემოქმედებითი და სახალისო აღმოჩნდა. შექმნილი აპლიკაციები კი შემოდგომის კილაჟის სახით წარმოადგინეს.
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 25 ნოემბერს დაიწყება 29 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მიღება დარეგისტრირებულ მოსწავლეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლებათ.
ყველა მოსწავლეს საშუალება ექნება შესაბამისი განრიგის მიხედვით, მისთვის სასურველ დროს, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შევიდეს ვებგვერდზე: ol-test.naec.ge. პირადი ნომრისა და პაროლის მითითების შემდეგ აირჩიოს საგანი და შეასრულოს ოლიმპიადისათვის განკუთვნილი დავალებები.
მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერი. სასურველია ისარგებლოს ბრაუზერით Google Chrome ან Microsoft Edge.
დეტალური ინსტრუქცია:
ტესტირების დასაწყებად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ შემდეგი ბმული https://ol-test.naec.ge. ბმულის გახსნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაციის შესატანი ორი ველი: „პირადი ნომერი“ და „პაროლი“. მოსწავლე „პაროლის“ ველში წერს რეგისტრაციის დროს შექმნილ პაროლს, ეცნობა ინსტრუქციას, რის შემდეგაც ნიშნავს ღილაკს „გავეცანი“ და აჭერს ღილაკს - „შესვლა“. ტესტირების გვერდზე - „ჩემი ტესტები“ - მოსწავლე დაინახავს საკუთარ სახელსა და გვარს და იმ საგნების ტესტების ჩამონათვალს, რომლებიც განრიგითაა გათვალისწინებული. თუ ეკრანზე სხვა სახელი და გვარი გამოჩნდა, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს პირადი ნომრის გადამოწმება.
თითოეულ შეკითხვას თან ახლავს რამდენიმე სავარაუდო პასუხი, რომლის წინაც მოსანიშნი წრეებია. მოსწავლემ კურსორი უნდა მიიტანოს მის მიერ ამორჩეულ პასუხთან (წრესთან) და მონიშნოს იგი. წრეში გამუქდება წერტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პასუხი უკვე მოინიშნა.
თითოეული პასუხის არჩევის შემდეგ მოსწავლე აჭერს ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც პროგრამა შესთავაზებს ახალ დავალებას (სავალდებულოა პასუხის მონიშვნა, ისე პროგრამა არ გაგიშვებთ მომდევნო დავალებაზე).
თითოეული საგნის ტესტისთვის განსაზღვრულია დრო. კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილია საათი, რომელიც აჩვენებს ტესტის დარჩენილ დროს.
დავალებების ამოწურვის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლის მიერ მიღებული ქულა, რის შემდეგც აუცილებელია ღილაკის „დაასრულე ტესტის“ გამოყენება.
გაითვალისწინეთ, რომ ისეთი ტექნიკური პრობლემების დროს, როგორებიცაა ტესტირებისას კომპიუტერის ან ელექტროენერგიის გათიშვა და ინტერნეტთან კავშირის გაწყვეტა, პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან, კერძოდ, ბმულზე შესვლიდან პროგრამა ავტომატურად გააგრძელებს იმ დავალებიდან, რომლის დროსაც შეწყდა ტესტირება. ტესტირების შეწყვეტამდე შეკითხვებზე გაცემული პასუხები დამახსოვრებული იქნება.
მნიშვნელოვანია, რომ ტესტირებისას არ დახუროთ გვერდი, რადგან პროგრამაში შესვლა მხოლოდ სამჯერ არის დასაშვები!
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დარეგისტრირებულია ერთ დღეს დაგეგმილ რამდენიმე საგანზე, შესაძლებელია რამდენიმე საგნის (ორივე/სამივე საგნის) გავლა თანმიმდევრობით და არა ერთდროულად.
პირველი ტურისათვის თითოეულ საგანში შედგენილი ტესტის მაქსიმალური ქულა
პირველ ტურში ტესტირებისათვის გამოყოფილი დრო
თუ მონაწილის მიერ შეყვანილი ინფორმაცია სწორია და, მიუხედავად სწორად შეტანილი მონაცემებისა, ვერ ხერხდება ტესტირების დაწყება, მონაწილე უნდა დაუკავშირდეს ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე: 2473333.
22 ნოემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე რეგისტრირებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ონლაინ რეჟიმში გაიარონ საცდელი ტესტირება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება.
ოლიმპიადის მეორე ტური სკოლებში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაიმართება (მისამართები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება). მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მოსწავლე, რომელმაც დააგროვა ტესტის მაქსიმალური ქულის 60% ან მეტი და ამასთან ერთად მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. საკუთარ ქულას მოსწავლე ეკრანზე ტესტირების დასრულებისთანავე დაინახავს.
პროცედურის დადგენილი წესის ან სხვა რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილე უფლებამოსილია საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) შესაბამისი ტესტირების დასრულებიდან მეორე დღის 17:00 საათამდე. ცენტრთან დაკავშირება შესაძლებელია ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მეშვეობითაც.
ბათუმის დრამატული თეატრი
სპექტაკლი: “ კაცია- ადამიანი?”
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის X ა და X ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან (ზამირა მახარაძე, მერი ოქროპირიძე)ერთად ბათუმის დრამატულ თეატრს ესტუმრეს, სადაც დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „კაცია-ადამიანი?!“ ნახეს.
სპექტაკლმა, რომელიც საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ზნეობის ღირებულებებზეა დაფუძნებული, ბავშვებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა მოსწავლეებისათვის, გაეცნოთ ქართველი კლასიკოსის შემოქმედებას თეატრალური ხელოვნების მეშვეობით და განეცადათ კულტურული, ემოციური და ინტელექტუალური სიამოვნება.
მადლობას ვუხდით თეატრის შემოქმედებით ჯგუფს დაუვიწყარი სანახაობისთვის, რომელიც კვლავ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების სიყვარული.
მომავალი თაობა უნდა იზრდებოდეს სწორედ ამგვარ ღირებულებებზე!
ქობულეთის რესურსცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შემოსული წერილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2024 წლის 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 10192-მა მოსწავლემ.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის საგნობრივი ოლიმპიადის ქართულ ენასა და ლიტერატურის პირველ ტურში ბარიერი გადალახა ორმა მოსწავლემ:
ნუცა ხახუტაიშვილი - VIIა კლასი
მარია, რომანაძე - IXბ კლასი
წარმატებები გიმნაზიელებო!
შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებით. გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.
სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი ”გიმნაზიელები":
მარიამ რომანაძე (IX კლასი) - კაპიტანი
მარიამ ბეჟანიძე (IX კლასი)
ქეთევან დოლიძე (VIII კლასი)
ელენე რომანაძე (VIII კლასი)
ნანო ჩავლეიშვილი (VII კლასი)
გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!
წიგნების სამყაროში მესამე კლასელებთან ერთად!
თემა: “ პეპი გრძელი წინდა”
მასწავლებლები: ნათია გოხიძე
Natia Gokhidze. ლუიზა ვერულიძე.
ასტრიდ ლინდგრენი მილიონობით ბავშვის უსაყვარლესი მწერალია. მთელ მსოფლიოში მას საუკეთესო საბავშვო მწერლად მიიჩნევენ. ასტრიდ ლინდგრენის წიგნების შთაგონება თავად ავტორის ბავშვობის წლებია. ლინდგრენი შვედეთში, ვიმერბის ფერმაში დაიბადა და ისეთივე ლაღი, მხიარული ბავშვობა ჰქონდა, როგორც მისი წიგნების გმირებს.
მესამე კლასელებმა, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღის აღსანიშნავად, დიდი ხალისით წაიკითხეს ყველასთვის საყვარელი წიგნი – “პეპი გრძელი წინდა”. ამ სახალისო და დამაინტრიგებელ მოგზაურობაში ბავშვებმა პეპის საოცარი თავგადასავალი გაიზიარეს და, მასწავლებლის დახმარებით, თავად ავტორს წერილიც მისწერეს, სადაც გამოთქვეს მადლიერება პეპის გადმოცემული ძალისა და თავისუფლების სიყვარულისთვის.
ამგვარი აქტივობები კითხვისა და შემოქმედების სიყვარულს კიდევ უფრო მეტად უღვივებს მოსწავლეებს. ბედნიერი ვართ, რომ გვყავს ასეთი პატარა მკითხველები, რომლებიც ინტერესით ეცნობიან წიგნების სამყაროს და საკუთარი წერილებით გამოხატავენ კითხვისადმი სიყვარულს!
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პედაგოგებს, რომლებმაც ამ აქტივობის წყალობით ბავშვებს კითხვისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაუღვივეს. ასეთი ინიციატივები აღვივებს შემოქმედებით მიდგომას და აძლევს ბავშვებს უნარს, თავიანთი ემოციები წერილობით გამოხატონ.
მადლობა ჩვენს პატარა მკითხველებს ამ მშვენიერი გაკვეთილისთვის!
17 ნოემბერს "ტვინების ბრძოლის" საქალაქო პირველობა გაიმართა 45 ქალაქში. ტვინიკოსთა შერკინებამ გამოავლენა ქალაქის ჩემპიონები და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ ეტაპზე.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიდან მონაწილეობდნენ გუნდები:
"საუნჯე" (IV კლასი, კლასის ხელმძღვანელი მაია ყულეჯიშვილი)
"აინშტაინები" (Vა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნაირა ვასაძე)
"ტვინიკოსები" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ჯენი ჭყონია)
"გენიოსები" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე)
"მჭევრმეტყველები" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე)
"საუნჯე" (VIIIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი მთვარისა ჯინჭარაძე)
"ერუდიტი" (VIIIბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია)
"ლოგიკის მგზავრები" (VIIIბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია)
"ირაო" (IXა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნინო მოქია)
"მერანი" (IXბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირინე წულუკიძე)
"ლიდერები" (XIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ჯეირან ანთაძე)
საქალაქო ჩემპიონატის I ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი დაიკავა გუნდმა "ტვინიკოსები".
საქალაქო ჩემპიონატის III ასაკობრივ კატეგორიაში II ადგილი დაიკავა გუნდმა "ლიდერები".
გუნდების უმრავლესობამ მოიპოვა რეგიონალურ ეტაპზე მონაწილების უფლება, რომელიც გაიმართება 1 დეკემბერს.
ვულოცავთ ბავშვებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალ ტურზეც წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!
საგანი: ბუნებისმეტყველება
თემა: ,,მცენარე დედამიწის მწვანე სამოსელია''.
კლასი: II გ
მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე
თითოეული მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის აუცილებელ საარსებო გარემოს ქმნის.
ხე-მცენარეები გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ მათ ერთნაირი ნაწილები აქვთ: ფესვი, ღერო, ტოტები......
მეორე კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე დაამზადეს სხვადასხვა ხის მოდელები.
მოინახულეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები, დავაკვირდნენ რა სახის ხე-მცენარეები იზრდება და ისაუბრეს განსხვავებასა და მსგავსებაზე.
შეადარეს მათ მიერ დამზადებული მოდელები ნამდვილ ხეებს, ისაუბრეს მათ მნიშვნელობასა და საჭიროებაზე …შეთანხმდნენ, რომ ბუნებას უნდა მოუფრთხილდნენ და დარგონ რაც შეიძლება ბევრი ხე ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში სტუმრად იმყოფებოდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური, რომელიც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა.
სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტების ძირითადი პროგრამები, მიღების პროცესი და ის უპირატესობები, რაც ამ უნივერსიტეტებში სწავლის დასრულებასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით გამოიკვეთა განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობა, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე კონკურენტულ პოზიციას უმაგრებს.
მოსწავლეები დაინტერესდნენ სხვადასხვა მიმართულებით სწავლების შესაძლებლობებით, დასვეს კითხვები უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, სტიპენდიების სისტემისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მოტივაცია მისცა, მეტი ძალისხმევა მიმართონ საკუთარი მიზნების განხორციელებისკენ.
მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს, ინფორმაციული შეხვედრისთვის, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო!
საგანი : რუსული ენა
კლასი : VIბ
დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე
პედაგოგი: მერი ოქროპირიძე
პროექტი "წერილი მეგობარს"
ჩვენი გიმნაზიის VIბ კლასის რუსულის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა საინტერესო და სასიამოვნო დავალებასთან მიმართებაში იმუშავეს – მათ თავიანთ მეგობრებს წერილები მისწერეს.
მოსწავლეებმა წერილში გამოხატეს თავიანთი ემოციები, განწყობა და სიყვარულით სავსე სიტყვები, რაც თანატოლების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში დაეხმარება. ასეთი პრაქტიკული გაკვეთილები ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ენის უკეთ ათვისებაში, არამედ აძლიერებს მათ ემოციურ ინტელექტსა და ერთმანეთთან კავშირის უნარებს.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებს სიხარული მივანიჭეთ!
მცირედი საჩუქრებით გამოვხატეთ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა, რათა მათი სკოლის დაწყება კიდევ უფრო გამორჩეული და სასიამოვნო ყოფილიყო. პირველ ნაბიჯებს ცოდნის სამყაროში მათთან ერთად სიხარულით ვეზიარებით და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ გზაზე!
პროექტი: ქართული კინო-ფილმები
კლასი : VI ა და VIბ
საგანი: მუსიკა
მასწავლებელი: სოფიო შენგელია
ქართული კინოს ისტორია მდიდარი და მრავალფეროვანია. ის იწყება 1908 წელს, როდესაც პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაიღეს. ეს იყო ისტორიული მოვლენა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინოს.
20-იან წლებში ქართული კინო კიდევ უფრო განვითარდა და ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები შეიქმნა, როგორიცაა “ქრისტინე” (1929) და “ჯიმ შვანთე “ (მარილი სვანეთს )(1930). ამ პერიოდს უკავშირდება რეჟისორების, ნიკოლოზ შენგელაიასა და მიხეილ კალატოზიშვილის დასამახსოვრებელი ნამუშევრები.
50-60-იან წლებში ქართული კინო “ოქროს ხანას” განიცდის. რეჟისორები, როგორიცაა ოთარ იოსელიანი, თენგიზ აბულაძე, გიორგი შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი, გურამ ფირცხალავა, რეზო ჩხეიძე და სხვები, ქმნიან ფილმებს, რომლებიც თანამედროვე ქართულ კულტურაში წამყვანი ადგილი დაიკავეს. ასეთებია “დათა თუთაშხია,” “მონანიება,” “იმერული ესკიზები,” “ფესვები,” “ჯარისკაცის მამა” და სხვა.
90-იან წლებში, ქვეყნის მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქართული კინო დროებით შეფერხდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ახალი ტალღა გამოჩნდა. რეჟისორები, როგორიცაა ზაზა ურუშაძე (“მანდარინები”), ლევან თუთბერიძე, ნანა ექვთიმიშვილი (“გრძელი ნათელი დღეები”) და სხვა.
ქართული კინო აერთიანებს ისტორიას, კულტურას და ქართველების ხედვას ცხოვრების მიმართ, რის გამოც ის ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებლებზე.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეექვსე კლასების მოსწავლეებმა სოფო მასწავლებელთან ერთად ქართული კინოს ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს!
პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ქართული კინოსადმი განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული გამოავლინეს, შეისწავლეს ცნობილი რეჟისორების ფილმები, გააანალიზეს ფილმებში ასახული თემები, და შექმნეს საკუთარი პატარა პრეზენტაციები. ეს გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესოდ წარიმართა, რომლითაც ჩვენი კულტურის ფურცლები გააფერადეს.
გაკვეთილებზე ინტერესიით სავსე ბავშვებმა არაერთი საოცარი დეტალი აღმოაჩინეს და თავიანთი პრეზენტაციებით ყველას გული მოიგეს. მათთვის ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც აძლიერებს მათ სიყვარულს ქართული ხელოვნებისადმი!
ღირსეული მომავალი კინოს მოყვარულებისთვის!
შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებით. გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.
სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი "გიმნაზიელები":
საბა გოგიტიძე (IX კლასი) - კაპიტანი
მარი მახარაძე (IX კლასი)
საბა პაპუნაიშვილი (VIII კლასი)
ოთარ ზოიძე (VIII კლასი)
ანასტასია ანთაძე (VII კლასი)
გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!
ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა.“ ამბობდა დიდი ქართველი პედაგოგი და მამულიშვილი იაკობ გოგებაშვილი.
ქართულ ენასა დალიტერატურაში საზეიმო გაკვეთილი.
I -ა კლასი , საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი სოფიო ოქროპირიძე
ეს დღე პირველ კლასელებისათვის მოტივაციის მიმცემი და ლამაზი ემოციებით იყო დატვირთული.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები განახორციელეს: გაეცნენ ასო - ბგერებს ,,ა“ და ,,ი“-ს. იმუშავეს ასოების გრაფიკულ მოხაზულობაზე , ფაზლის საშუალებით ააწყვეს წინადადება ,,აი ია“.
მასწავლებლის საინტერესო რესურსით აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეებიც და სტუმრებიც.
ამ მნიშვნელოვან დღეს პატარებმა სულის სითბო და სიხარული მიუძღვნეს ქართული სიტყვისა და წერის სიმბოლოს “ანბანს”, რომელმაც დაუვიწყარი მოგზაურობა დაიწყო თითოეული მათგანის გულში. სასიამოვნო ემოციებმა და ცოდნის გზაზე პირველმა ნაბიჯებმა დღე მართლაც დაუვიწყარ მოგონებად აქცია.
გილოცავთ , ამ დიდ დღესასწაულს და პატარებს ვუსურვებთ, რომ ანბანის თითოეული ასო სიხარულით, სიყვარულითა და პატივისცემით აითვისონ.
მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის დიდი პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს. წმ. დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მადლი და ძალა გფავდეთ ჩვენო საყვარელო მეუფეო!
Powered by aSc EduPage