• დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე

          • საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე მისი ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც. ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში, სუნთქავენ მათგან ბოძებულ ჟანგბადს და დადებითი ენერგიით იმუხტებიან.

            ქობულეთლებს და არამარტო ქობულეთლებს კარგად ახსოვს გიმნაზიის ეზოს როგორ ალამაზებდა ასწლოვანი ხეები.

            ჩვენდა სამწუხაროდ ხეები სტიქიამ დააზიანა და უსაფრთხოების მიზნით მოხდა მათი გადაბელვა, ზოგიერთი ხის მოჭრაც კი.

            მაგრამ იმასაც შეამჩნევდით , რომ ეს დღეებია გიმნაზიის ეზოში მიმდინარეობს ეზოს ახლიდან გამწვანება- განაშენიანება.

            4.04. 2024 წ. კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა გიმნაზიის ისტორიაში. მოძღვრების კურთხევით,პირველკლასელთა ინიციატივით და დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მშობელთა ქველმოქმედებით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით გიმნაზიის ეზოში დაირგა ახალი ნერგები. დღეიდან თითოეულ ხეს ეყოლება თავისი მეურვე და იზრუნებს მასზე.

            უპირველესი მაინც აღნიშნული ღონისძიების მიზანია შევუერთდეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოწოდებას - ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ეს დავალება უნდა შეასრულოთ და „მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე“, - თქვა პატრიარქმა.

            ქორწინების წინ ხე დარგე,

            შვილი გეყოლა, ხე დარგე!

            ხე დარგე, როცა მოიწყენ,

            როცა მოილხენ ხე დარგე,-

            ლელოს გაიტან, ხე დარგე,

            კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!

            თუ ვერ დასწერე, რა უშავს,

            ნურც რას იდარდებ, მეტადრე,

            ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

            შენც ადექი და ხე დარგე!

            მადლობას ვუხდით პირველკლასელებს და მათ მშობლებს

            სიკეთე გადამდებია!