• ჩვენი საქართველო - VIა კლასი

          • დღეს, გიმნაზიაში, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და სასარგებლო გაკვეთილი გაიარეს, რომლის თემაც იყო “ღვინის კულტურა და კახური ღვინის რეკლამა.”

            მასწავლებელი: სოფო რომანაძე

            გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეიტყვეს ქართული ღვინის უძველესი ტრადიციების შესახებ და გაიგეს, თუ რა როლი აქვს საქართველოს კახეთის რეგიონს ღვინის წარმოებაში.

            განხილული იყო ქვევრში ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდი, რომელიც მსოფლიოსთვის უნიკალურია, ხოლო ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

            ისწავლეს, თუ როგორ შეიძლება რეკლამის დახმარებით პოპულარიზაცია გაუკეთონ კახურ ღვინოს, რაც დაეხმარებათ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო საზოგადოებასაც მისი განსაკუთრებული ღირებულებების გაცნობაში.

            მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შექმნეს კახური ღვინის რეკლამა, სადაც გამოიყენეს როგორც საკუთარი შემოქმედებითი უნარები, ასევე გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.

            გიმნაზიაში ჩატარებული ასეთი შემოქმედებითი გაკვეთილები ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს უკეთ გაიგონ საკუთარი კულტურის სიმდიდრე და მნიშვნელობა, ასევე განუვითარდეთ ახალი უნარები, რომლებიც მომავალში გამოადგებათ.

          • რუსული ენა - Vა და Vბ კლასი

          • საგანი : რუსული ენა

            კლასი : Vა და V ბ

            დამრიგებელი: ნაირა ვასაძე, ჯენი ჭყონია

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე

            სწავლების პირველი წელი.

            რიგით მეხუთე გაკვეთილი

            დამოუკიდებლად ვკითხულობთ წიგნში დაბეჭდილი ასოებით და გადაბმულად ვწერთ დაფაზე

          • კინგსის ქართული და ინგლისური ენის ლიგა

          • ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოსწავლემ, ნინო გამარჯობაშვილმა.

            2023 წლის კინგსის საგაზაფხულო სეზონის

            ქართული და ინგლისური ენის ლიგაზე საუკეთესო ასპარეზობისთვის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

            მოსწავლის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლისადმი სერიოზული მიდგომა, მიზნისკენ მუდმივი სვლა და ყოველდღიური ძალისხმევა საბოლოოდ ყოველთვის საუკეთესოსთან მიგვიყვანს.

            ეს გამარჯვება დიდი მოტივაცია იქნება როგორც ჩვენი გიმნაზიის სხვა მოსწავლეებისთვის, ისე ყველა მათთვის, ვინც შრომისმოყვარეობას პირველ ადგილზე აყენებს. ნინოს ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ მიღწევებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი წარმატებების გზაზე. გიმნაზია ყოველთვის იქნება შენი მხარდამჭერი და სიხარულით გაიზიარებს შენს გამარჯვებებს!

          • დედაენის დღე

          • დედაენის დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსში, რომელიც ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი ნიჭი, შრომა და შემოქმედებითი უნარები წარმოჩინეს. ჩვენი სკოლისთვის ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა, რადგან საუკეთესო ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდა არაერთი მოსწავლე.

            კონკურსში მონაწილეობა იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა მოსწავლეებმა არა მხოლოდ თავიანთი კალიგრაფიული ოსტატობა გამოავლინონ, არამედ დედაენისადმი სიყვარული და პატივისცემა ამ ფორმით გამოხატონ. თითოეული მათგანი, თავისი შრომითა და მონდომებით, წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენი გიმნაზია აღზრდის პროცესში მუდმივად უსვამს ხაზს – ეს არის ცოდნა, სულიერება და შემოქმედებითობა.

            გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მასწავლებლებს, რომელთა შრომა და ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში. ასევე, ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ მომავალშიც დიდ წარმატებებს და მუდმივ წინსვლას!

          • სკოლა-გიმნაზიის კურთხევა

          • რა გამოარჩევს ღირსეულ სასწავლო დაწესებულებას?

            რა თქმა უნდა, ტრადიციები.

            დიახ, დღეს, ტრადიციისამებრ

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში , მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინა, რითაც კიდევ ერთხელ განამტკიცეს ჩვენი მისია – აღვზარდოთ თაობა სულიერი სიძლიერითა და ცოდნით აღჭურვილი. მადლობა მათ ლოცვისა და მხარდაჭერისათვის. ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ იმედითა და რწმენით, რომ წინ დიდი წარმატებები გველის!

            დიდი მადლობა ჩვენს გიმნაზიის საზოგადოებას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომ ერთად ვაშენებთ ამ განსაკუთრებულ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა.

          • გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

          • ძვირფასო მასწავლებლებო!

            გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენი შრომა და თავდადება ჩვენი მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში ფასდაუდებელია. თქვენ ყოველდღიურად აძლიერებთ ჩვენი საზოგადოების სულიერ და ინტელექტუალურ მხარეს, აძლევთ ცოდნას, რომელიც მომავლის გზას უჩვენებს!

            გისურვებთ ულევ წარმატებას, სიხარულსა და მადლიერებას თქვენი შრომისთვის! იყავით მუდამ მოტივირებული და ენერგიულები!

             უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!