• კინგსის ოლიმპიადა

          • სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა 2024 წლის “კინგსის” საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში და გამოავლინეს განსაკუთრებული ცოდნა და უნარები.

            თითოეულმა მონაწილემ დიდი შრომისა და მონდომების ფასად მოიპოვა აღიარება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ცოდნასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს.

            გილოცავთ ჩვენო გამარჯვებულებო!

            თქვენი მიღწევები სიხარულით ავსებს სკოლა-გიმნაზიის სახელის მნახველ თითოეულ ჩვენგანს. ასევე, გულწრფელად ვუხდით მადლობას მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებმაც ყოველდღიური მხარდაჭერითა და ძალისხმევით წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

          • დაწყებითი საფეხურის მათემატიკის კონკურსი

          • კონკურსი მათემატიკაში

            შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი დაწყებითი საფეხურის კონკურსისათვის მათემატიკაში , რომელიც დაკომპლექტებულია V-VI კლასის მოსწავლეებით.

            გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი

            “გიმნაზიელები":

            ანდრია ქათამაძე (VI კლასი) - კაპიტანი

            თემურ გოგიტიძე (VI კლასი)

            ალექსანდრე კენჭაძე (VI კლასი)

            ნინო ცისკარიძე (V კლასი)

            ელენე მჟავანაძე (V კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!

          • საბაზო საფეხურის კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

          • შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი, საბაზო საფეხურის კონკურსისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც დაკომპლექტებულია VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებით.

            გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი "გიმნაზიელები":

            ელენე კახიძე (IX კლასი) - კაპიტანი

            ელენე მოწყობილი (IX კლასი)

            დემეტრე ჯინჭარაძე (VIII კლასი)

            ნია კუჭუხიძე (VIII კლასი)

            ლილე მიქელაძე (VII კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!

          • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - IV კლასი

          • “წიგნის სამყარო,,

            ( მე რომ წიგნის მხატვარი ვიყო ...)

            საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

            თემა: გრაფიკა და ფერწერა

            საკითხი: ილუსტრაცია

            მასწ: თეონა მელაძე

            წიგნის მხატვრულ გაფორმებას, ილუსტრაციას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით საინტერესო და საპასუხისმგებლოა საბავშვო წიგნების დასურათება.

            IV კლასელებმა საგაკვეთილო პროცესში მხატვარ-ილუსტრატორის როლი მოირგეს: შეარჩიეს მათთვის საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები (სათავგადასავლო წიგნი, ზღაპარი, მოთხრობა, იგავ-არაკი) გაიხსენეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სახასიათო ეპიზოდი, მოკლედ ჩაწერეს ამ ეპიზოდის შინაარსი. პატარა მხატვრებმა , პერსონაჟის გარეგნობისა და ხასიათის შესაბამისად განსაზღვრეს, რა სახის ილუსტრაციებს შეასრულებდნენ- შავ- თეთრსა თუ ფერად გრაფიკას, ან ფერწერას.

            მოსწავლეებისთვის მხატვარ- ილუსტრატორის როლი სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.

             

          • ინგლისური ენა - VIIა კლასი

          • პროექტი - “ჩიტების ჩემპიონი”

            კლასი: მეშვიდე

            საგანი: ინგლისური ენა

            მასწავლებელი: ჯეირან ანთაძე

            მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით „ჩიტების ჩემპიონი“. პროექტის მიზანი იყო ჩიტების სახეობებისა და მათი უნარების შესახებ ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ჩიტის გამორჩეული თვისებები, როგორებიცაა მათი ფრენის უნარი, სიმღერა და გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობა.

            პროექტის ფარგლებში თითოეულმა მოსწავლემ აირჩია კონკრეტული ჩიტი, შეისწავლა მისი ხასიათი და უნიკალური შესაძლებლობები, შემდეგ კი წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი. აღნიშნული აქტივობა დაეხმარათ ბავშვებს ბუნებისადმი ინტერესისა და პასუხისმგებლობის შეგრძნების ჩამოყალიბებაში.

          • დაწყებითი საფეხურის კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

          • 4 ნოემბერს, ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურში.

            კონკურსში მონაწილეობდა

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის დაწყებითი დაფეხურის წარმომადგენლობითი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო V-VI კლასის მოსწავლეებით.

            გუნდი შედგებოდა 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენდა გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი

            “გიმნაზიელები":

            დავით ჯინჭარაძე (VI კლასი) - კაპიტანი

            სიდონია სულამანიძე (VI კლასი)

            ეფემია სოლომონიძე (VI კლასი)

            ნინო ცისკარიძე (V კლასი)

            თეკლა ანთაძე (V კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს!

             

          • I ადგილი. აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 1 - 2 ნოემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, სადაც

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და მოიპოვა აჭარის პირველობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება.

            ვულოცავთ ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდს და მათ მწვრთნელს, მერაბ ნოღაიდელს შთამბეჭდავ გამარჯვებას!

            ეს იმ დაუღალავი შრომის , ერთგულების და გუნდურობის შედეგია, რომლითაც დამსახურებულ პირველ ადგილს მიაღწიეს!

            ეს გამარჯვება არა მხოლოდ მათი გამარჯვებაა , არამედ ჩვენი სკოლის მიღწევაა!

            მადლობას ვუხდით ყველა მოთამაშეს, მწვრთნელსა და მხარდამჭერს!

            ილია ვერულიძე

            ბექა კვესიეშვილი

            ნიკა მეტრეველი

            ილია მანელიშვილი

            დათა მანელიშვილი

            ნიკა რომანაძე

            ნიკა ქათამაძე

            ნუგო სულამანიძე

            ნიკოლოზ გაბუნია

            ზურაბ ბასილაშვილი

            ვახო მიქელაძე

            დავით კაპანაძე

            ჩემპიონებო, წარმატებები მომავალ გზაზე! გვეიმედებით!

          • "აი ია" შემობრძანდა Iგ კლასში

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის პირველ “გ” კლასში

            დამრიგებელი: ნათია ღაღაიშვილი

            მასწავლებელი: ირმა ბებია

            ნამდვილმა სიხარულმა დაისადგურა — “გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო!”

             

            ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენი ბავშვების ახალი თავგადასავალი, რომელიც პირველი კლასის სიახლეებითა და აღმოჩენებით არის სავსე. დღეს მათ დიდებული მისია აქვთ: ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩასწვდებიან ცოდნის სამყაროს საიდუმლოებებს, შეიყვარებენ თითოეულ ასოს და თავად გახდებიან წიგნებთან გულღია მეგობრები.

            მასწავლებელთან ერთად, ბავშვებმა მოწიწებით მიიღეს პირველი წიგნი, “აი ია”, რომელიც მათი სასწავლო გზის განუყრელი თანამგზავრი გახდება. თითოეული ასო მათი ფერადი ფანტაზიებითა და ცნობისმოყვარეობით განათდება.

            ჩვენს პატარა მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება როგორც მათი პირველი ნაბიჯი ახალი გამოწვევებისკენ. დაე, იყოს მათი გზა განათლებით სავსე, ნაყოფიერი და სასიამოვნო!