პროექტი „ჩემი ოჯახი“
საგანი: მე და საზოგადოება
კლასი: III ა
მასწავლებელი: ნინო ვერულიძე
სკოლა- გიმნაზიის მესამე ა კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო და თბილ პროექტში – „ჩემი ოჯახი“. ბავშვებმა მოიტანეს საკუთარი ოჯახის ფოტოები, ერთმანეთს გაუზიარეს ამბები, დაეხმარნენ ბანერის შექმნაში და ერთად მოვამზადეს დიდი კოლაჟი სახელწოდებით „ჩემი დიდი ოჯახი“.
პროექტის მიზანი იყო ბავშვებში ოჯახური ღირებულებების, სიყვარულის, პატივისცემისა და ერთობის მნიშვნელობის გაძლიერება.
საუბრისა და თანამშრომლობის პროცესში ბავშვებმა უკეთ გაიაზრეს, რომ ოჯახი არის ადგილი, სადაც სიყვარული არასოდეს იკლებს, სადაც გვესმის, გვიყვარხარ და ყოველთვის გვიჭერენ მხარს.
ოჯახი არის ჩვენი ცხოვრების საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი.
მესამე კლასის პატარა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ბედნიერი მომავალი სწორედ მყარ ოჯახურ ფასეულობებზე შენდება.