სიახლეები

          • როლური თამაში - VIIა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: VIIა

            მასწავლებელი:თამარ ბარბაქაძე

            თემა: ნოდარ დუმბაძე "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"

            როლური თამაშის პროცესი წარმოადგენს მოსწავლეთა ჯგუფის მიერ ამა თუ იმ სიტუაციის მოდელირებას. რა დროსაც მათ უვითარდებათ როგორც კოგნიტური, ასევე ემოციური და ფსიქო-მოტორული უნარები.

            ისინი ახერხებენ: 

            ·თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას; 

            ·ინფორმაციისა და გამოცდილებების როლური გათამაშებით გადმოცემას; 

            ·შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

            ·ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას; 

            ·კომუნიკაციური უნარების განვითარებას; 

            ·შესაძლო პერსპექტივების წარმოსახვას;

            ·თვითრეფლექსიას; 

            ·თვითრეალიზებას;

            ·ქმედებაზე ორიენტირებული კომპეტენციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას;

            ·სოციალური კომპეტენციების გამომუშავებას;

            ·განსაზღვრული/მოცემული ქმედებების იმიტაციას და დახვეწას. 

            მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი აქტივობის თითოეულ ეტაპს, ისწავლეს და ისიამოვნეს შემოქმედებითი პროცესით.

             

             

          • ლიტერატურული ვიქტორინა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა  კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის  VI   კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინის I ტური.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ჰარიეტ ბიჩერ სტოუს  "ბიძა თომას ქოხი".

             

            "მონობის აკრძალვას წინ უძღოდა ქალბატონ ბიჩერ სტოუს სახელგანთქმული წიგნი" (ტოლსტოი).

            „ბიძია ტომის ქოხი“ მომავალში კიდევ ბევრ ადამინს აჩუქებს ნათელ წუთებს (კუპრინი).

            "ჩვენ ყველანი ამ წიგნით ვართ შეკრულნი, როგორც ერთი ჯაჭვით" (ბოლდუინი).

            "ჰარიეტ ბიჩერ სტოუს რომანი „ბიძია ტომის ქოხი“ ფართოდ არის აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რომანი ქვეყნის ისტორიაში" (სკონორდი).

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "ტვინიკოსები" - 3 ქულა

            "მწიგნობარი" - 2 ქულა

            "ლამპარი" - 2 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • ღია კარის დღე

          • ჩვენი სკოლა-გიმნაზია მუდმივად ცდილობს მოსწავლეებს/მათ კანონიერ წარმომადგენლებს მიაწოდოს განახლებული და სანდო ინფორმაცია ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის დასრულების შემდგომი კარიერული განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

             

            ამ მიზნით დღეს სკოლა-გიმნაზია მასპინძლობდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს, რომლებიც შეხვდნენ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე  კლასის მოსწავლეებს.

            სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტების ძირითადი პროგრამები, მიღების პროცესი და ის უპირატესობები, რაც ამ უნივერსიტეტებში სწავლის დასრულებასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით გამოიკვეთა განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობა, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე კონკურენტულ პოზიციას უმაგრებს.

            მოსწავლეები დაინტერესდნენ სხვადასხვა მიმართულებით სწავლების შესაძლებლობებით, დასვეს კითხვები უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, სტიპენდიების სისტემისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მოტივაცია მისცა, მეტი ძალისხმევა მიმართონ საკუთარი მიზნების განხორციელებისკენ.

            მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს ინფორმაციული შეხვედრისთვის, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო!

          • ექსკურსია ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში - IIIა კლასი

          • lll ა კლასის მოსწავლეებმა,

            დამრიგებლები: ნინო ვერულიძე ,მარიამ ვერულიძე, დაუვიწყარი დღე გაატარეს ოტია იოსელიანის სახლი-მუზეუმში.

            პატარა სტუმრებმა სიჩუმით გაჟღენთილ ოთახებში იმოძრავეს, სადაც ოტია იოსელიანის სულს თითქოს კვლავ ესმოდა ბავშვების ხალისიანი ნაბიჯების ხმა. აქვე, მუზეუმის ბიბლიოთეკის კუთხეში, თავად ოტიას შვილმა— დაჩიმ — საყვარელ გამოცემას, „დაჩის ზღაპრებს“, პატარა სტუმრებს გულით მონათლული, თბილი სამახსოვრო წარწერები გაუკეთა.

            მუზეუმიდან გამოსულები ბავშვები მარანსაც ეწვივნენ. სწორედ იქ, შემოდგომის თბილ სურნელებს შორის, მათ ტრადიციული საქმიანობები შეასრულეს — თითქოს დრო უკან გაბრუნებულიყო და ძველი ქართული რიტუალები მათ თვალწინ გაცოცხლებულიყო.

            საბოლოოდ, შთაბეჭდილებებით სავსე, ემოციებით ამაღლებულნი და ახალი ცოდნით გამდიდრებულნი, მესამე კლასელები ბედნიერი დაბრუნდნენ სახლში. ეს დღე მათთვის არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ნამდვილი თავგადასავალი გახდა.

          • ისტორიის კლუბი "მატიანე"

          • 25 ნოემბერს, 2025 წელს, ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა ისტორიის მოყვარულთა კლუბ „მატიანეს“ პირველი შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო კლუბის საქმიანობის საფუძვლების ჩამოყალიბება და მონაწილეებისთვის კლუბის კონცეფციის გაცნობა.

            მოსწავლეებმა შეხვედრისას განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:

            კლუბის მიზნებისა და სამომავლო გეგმების წარმოდგენა;

            კლუბის სამუშაო გეგმის შემუშავება მოსწავლეებთან თანამშრომლობით;

            ისტორიის მოყვარულთა კლუბის ლიდერის არჩევა;

            კლუბის ლოგოს შექმნის პროცესის დაწყება.

            კლუბის საქმიანობას ხელმძღვანელობდა კლუბის კურატორი, ისტორიის პედაგოგი მთვარისა ჯინჭარაძე, რომლის ხელმძღვანელობითაც შეხვედრა მიმდინარეობდა ორგანიზებულად და სამუშაო გარემოს შესაბამისი აკადემიური ატმოსფეროთი.

            ასეთი კლუბების მუშაობა ხელს შეუწყობს მოზარდებში ისტორიისადმი ინტერესის გაღრმავებას, საერთო მიზნების ჩამოყალიბებასა და შემოქმედებითი თანამშრომლობის სტიმულირებას, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი საფუძველია კლუბის შემდგომი წარმატებული საქმიანობისთვის.

          • ყოველწლიური შეხვედრა მშობლებთან

          • დღეს, 25 ნოემბერს, “ ხსენება არს წმინდა იოანე მოწყალისა”,

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოქმედ ტაძარში, უფლის მადლითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით აღსრულდა საღვთო ლიტურგია მშობელთათვის , ღვთისმშობლის სამადლობელი და სავედრებელი პარაკლისი.

            გადაიდო ამა სოფლის საზრუნავი და ერთობით აღევლინა ლოცვები უფლის სადიდებლად, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისათვის.

            მსახურების დასრულების შემდეგ, მოძღვრები სააქტო დარბაზში შეხვდნენ გიმნაზიის მშობლებს, სადაც გულწრფელი საუბარი გაიმართა ჩვენი შვილების აღზრდის, განათლებისა და კეთილდღეობის შესახებ.

            ეს ღრმააზროვანი და სულიერად გამდიდრებული საუბარი დაეხმარა მშობლებს, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ მათი შვილების განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

            შეხვედრამ სითბოთი და სულიერი შინაარსით გაამთლიანა მშობლები, მასწავლებლები ,სასულიერო პირები და კიდევ ერთხელ შეგვახსენა რაოდენ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი მომავალი თაობის დასაცავად.

            მეგობრული და მოსიყვარულე გარემო დასრულდა “ალაფურშეტით,” სადაც ყველა მონაწილემ გულთბილი ემოციები გაიზიარა. მადლობას ვუხდით მოძღვრებს, თითოეულ მშობელს, მასწავლებლებს, ვინც ეს დღე დაუვიწყარი გახადა.

            დიდება და მადლობა უფალს!

             

          • ბუნებისმეტყველება - Iა კლასი

          • საგანი: ბუნება

            თემა: უსაფრთხოება

            საგზაო ნიშნები

            კლასი: lა

            მასწავლებელი: მაია ყულეჯიშვილი

            ბუნების გაკვეთილზე პირველკლასელებმა იმუშავეს თემაზე „უსაფრთხოება და საგზაო ნიშნები“. გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში ქუჩისა და გზაჯვარედინის უსაფრთხო გადაადგილების ძირითადი წესების გაცნობა, მათში პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება და საგზაო გარემოსადმი დაკვირვების უნარის განვითარება.

            მასწავლებელმა მოსწავლეებს აუხსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საგზაო ნიშნებს, როგორ ეხმარება შუქნიშანი მოძრაობის წესრიგის დაცვას და რატომ არის აუცილებელი ქვეითისთვის სიფრთხილის გამოჩენა. განხილვის შემდეგ ბავშვებმა მიიღეს პრაქტიკული დავალება — შუქნიშნის მოდელის დამზადება.

            პატარებმა საორიენტაციო მასალების გამოყენებით იმუშავეს, შემოქმედებითად დაგეგმეს და დაამზადეს ფერადი შუქნიშნები. ამ პროცესმა ხელი შეუწყო მათში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. საბოლოოდ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები და განმარტეს, როგორ ეხმარება შუქნიშანი ადამიანებს უსაფრთხო გადაადგილებაში.

            აქტივობამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ბავშვების ცოდნა საგზაო მოძრაობის წესების შესახებ და განუსაზღვრა უსაფრთხო ქცევის მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

          • "ცნობის ფურცელი" - Xბ კლასი

          • საგანი : ისტორია

            კლასი : X ბ

            მასწავლებელი: მარიამ ურუშაძე

            პროექტი: “ ცნობის ფურცელი”

            წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის ახალი ჟურნალის -გამოცემას, რომელიც აერთიანებს მოსწავლეების შემოქმედებას, მათ ხედვებს, გამოცდილებას და იმ ყოველდღიურ ისტორიებს, რომლებიც ქმნის ჩვენი სკოლის უნიკალურ გარემოს.

            გამოცემაში შეგროვებულია ბავშვების ნამუშევრები, პროექტები, ემოციები და ინიციატივები, რომლებიც ასახავს ჩვენს სასკოლო ცხოვრებას ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია!

          • კომპიუტერული ტექნოლოგიები - Vა და Vბ კლასი

          • პროექტი: ტექნოლოგიები და უსაფრთხოება

            კლასი: Vა და V ბ

            საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            მიზანი: ისტ-ის უსაფრთხოდ გამოყენების პრინციპის გააზრება და ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვა.

            პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს და შეისწავლეს ტექნოლოგიების მათთვის უსაფრთხოდ გამოყენების წესები. ასევე, შეისწავლეს, თუ როგორ აიცილონ თავიდან კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის შედეგად, გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები.

            შესაბამისი პიქტოგრამებისა ( მცირე ზომის ნახატი) და ტექსტური ინფორმაციის გამოყენებით მოსწავლეებმა ცნება- ,,უსაფრთხოების,, წარმოსადგენად ჩამოაყალიბეს კონკრეტული წესები.

            სწავლა- შემეცნების პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ამ წესების დაუცველობა შეიძლება სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს. მიზნად დაისახეს, დაიცვან და გაუზიარონ სხვებს!

          • სადამრიგებლო საათი - VIბ კლასი

          • ენით ნათქვამი – გულში დარჩენილი

            კლასის ხელმძღვანელი: სოფიო მჟავანაძე

            VI ბ კლასში ჩატარდა კლასს საათი „სიტყვის ძალა“, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის სიტყვიერ კომუნიკაციაში არსებული პასუხისმგებლობისა და ეთიკური ნორმების გააზრებას. შეხვედრის განმავლობაში განხილული იყო სიტყვების გავლენა ადამიანების ემოციურ მდგომარეობასა და ურთიერთობებზე, აგრეთვე ის მნიშვნელობა, რომელსაც ფუნდამენტური ღირებულებები – პატივისცემა, ტოლერანტობა და თანაგრძნობა – ყოველდღიურ ურთიერთობაში ატარებს.

            მოსწავლეებმა იმსჯელეს როგორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტებში გამოყენებული სიტყვის შედეგებზე. მათ გამოავლინეს, თუ როგორ შეუძლია სწორად შერჩეულ ფრაზას მხარში დგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა, ხოლო დაუფიქრებელ ან მტკივნეულ სიტყვას – პირიქით, ემოციური დისკომფორტის შექმნა. განიხილეს რეალური მაგალითები, რაც ხელს უწყობდა თემის უკეთ გააზრებას და კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

          • ინგლისური ენა - IIIბ კლასი

          • პროექტი „My Favourite Animals“

            კლასი: lll ბ

            თემა: ჩემი საყვარელი ცხოველები

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე იმუშავეს სასწავლო პროექტზე „My Favourite Animals“ („ჩემი საყვარელი ცხოველები“). პროექტის ფარგლებში ბავშვებმა ინგლისურ ენაზე აღწერეს მათთვის საყვარელი ცხოველები, შეარჩიეს შესაბამისი ილუსტრაციები და წარმოადგინეს საკუთარი მცირე პრეზენტაციები.

            მოსწავლეებმა სიამოვნებით იმუშავეს ამ თემაზე, განივითარეს ლექსიკური მარაგი, ისწავლეს მარტივი აღწერითი წინადადებების შედგენა და საკუთარი აზრის გასაგებად გამოხატვა. მათი ნამუშევრები გამოირჩევა კრეატიულობით, ფერადოვანი ილუსტრაციებით და ცხოველებისადმი სითბოთი.

            პროექტი დაეხმარა ბავშვებს ინგლისური ენის გამოყენებაში პრაქტიკულ გარემოში და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ისინი, რომ სწავლა შეიძლება იყოს საინტერესო და სახალისო პროცესი.

          • იდებატე - XIა და XIბ კლასი

          • იდებატეს პირველი ტური — ახალი გამოცდილება, ახალი იდეები და აზრის დაცვის კულტურა

            კლასი: Xl ა , Xl ბ

            მასწავლებელი: მარიამ ურუშაძე

            ჩატარდა „იდებატეს“ პირველი ტური, რომელიც მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი შემოქმედებითი და ინტელექტუალური გამოცდილება გახდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებულ მსჯელობასა და გუნდური თანამშრომლობის უნარების გაძლიერებას.

            ტურნირის მსვლელობისას მოსწავლეები სწავლობდნენ:

            სწრაფად და მკაფიოდ ჩამოაყალიბონ არგუმენტები;

            მოერგონ დისკუსიის ქცევასა და სხვადასხვა სიტუაციას;

            იპოვონ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები;

            მოუსმინონ ოპონენტს და თავიანთი აზრი პატივისცემით დააფიქსირონ.

            დებატები წარიმართა ობიექტური მსაჯების დასწრებით, რომლებიც აფასებდნენ მოსწავლეთა პროდუქციულობას, არგუმენტაციის ხარისხს და გუნდურ მუშაობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონაწილეთა აქტიურობა, პასუხისმგებლობა და ერთმანეთისადმი პატივისცემა — ეს ყველაფერი ტურნირს უფრო საინტერესოსა და დინამიურს ქმნიდა.

            მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ დებატი არის უნარი, რომელიც არა მხოლოდ სასკოლო გარემოში, არამედ მომავალ პროფესიულ წარმატებასა და პიროვნულ ზრდაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

            გუნდებს ვულოცავთ წარმატებული პირველი ტურის გავლას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომდევნო ეტაპებზე!

          • ანაბანის შემობრძანება - Iგ კლასი

          • ”აი ია“ ჩვენს კლასში მოვიდა!

            საგანი: ქართული ენა

            კლასი: l გ

            მასწავლებელი: ლელა კენჭაძე

            პირველ გ კლასში გაიმართა „აი იას“ მობრძანების თემატური გაკვეთილი.

            მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ანბანის პირველი ასოების გაცნობა, სწავლების პროცესის მიმართ მოტივაციის გაზრდა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

            გაკვეთილზე ბავშვები ჩართული იყვნენ სხვადასხვა აქტივობაში: უსმენდნენ მასწავლებლის მითითებებს, ასრულებდნენ თამაშებით გამდიდრებულ სავარჯიშოებს და მონაწილეობდნენ სიმბოლურ „აი იას“ შეხვედრაში.

            სწავლა საინტერესოდ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. მოსწავლეებმა დიდი აქტიურობა გამოავლინეს და წარმატებით განახორციელეს ყველა დაგეგმილი ამოცანა.

            წარმატებები პატარა გიმნაზიელებს!

          • ბარაქიანი შემოდგომა - IIა კლასი

          • შემოდგომის შემოქმედებითი სტუმრობა ბერიძეების მარანში

            კლასი: llა

            თემა: ბარაქიანი შემოდგომა”

            დამრიგებელი: სოფიო ოქროპირიძე

            ჩვენი მეორე კლასელები სტუმრად იმყოფებოდნენ ბერიძეების მარანში, სადაც დაუვიწყარი დღე გაატარეს. ბავშვებმა უშუალოდ იხილეს ყურძნის დაწურვის ტრადიციული პროცესი, საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები და ახლოდან შეიგრძნეს ქართული სოფლის შემოდგომის დოვლათი.

            შემოდგომის ფერებითა და ქართული სტუმართმოყვარეობის ტკბილი არომატით სავსე პატარებს დიდხანს დაამახსოვრდებათ. მადლობას ვუხდით ბერიძეების ოჯახს მეგობრული მიღებისთვის და საინტერესო გამოცდილების შექმნისთვის.

          • განცხადება

          • ჩვენო ძვირფასო მშობლებო!

            ქრისტესმიერი სიყვარულითა და დიდი პატივისცემით გიწვევთ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია!

            რამეთუ უფლის მადლითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ყოველი 25 ნოემბერი (ხსენება არს წმინდა იოანე მოწყალისა) დადგინდა, რომ აღესრულოს საღმრთო ლიტურგია მშობელთათვის და მოებას ღვთისმშობლის სამადლობელი და სავედრებელი პარაკლისი.

            გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა, გადავდოთ ამა სოფლის საზრუნავი და ერთობით აღვასრულოთ ლოცვები უფლის სადიდებლად, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისათვის. ამინ!

            დასწრება სავალდებულოა ერთ-ერთი მშობლის მაინც. ლიტურგია დაიწყება 09:30 წმინდა კირიონის სახელობის ტაძარში. პარაკლისი 12:00 გიმნაზიის სააქტო დარბაზში II-სართულზე.

            სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაცია

             

             

          • ქართული ენა - IIIგ კლასი

          • საგზაო წესები: თამაში და სწავლა

            საგანი : ქართული ენა

            კლასი: lll გ

            მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე

            მე-3 გ კლასი ქართულ ენაში თემაზე „მოკლე გზა“ გაეცნო ქუჩაში უსაფრთხო გადაადგილების წესებს.

            მოსწავლეებმა მოირგეს უსაფრთხოების ინსპექტორის როლები, ვისწავლეთ, როგორ გადავდივართ გზაზე უსაფრთხოდ, როგორ უნდა შევასრულოთ შუქნიშნის მითითებები და როგორ ვცნოთ ქუჩის ნიშნები.

            გარდა ამისა, მზადდებოდა საკუთარი შუქნიშნები და ფერების მნიშვნელობა, რაც დაეხმარა ბავშვებს უკეთ გაიაზრონ ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობა.

            მოსწავლეებმა აქტიურად მონაწილეობდნენ, დასვეს კითხვები და იმუშავეს გუნდურად – სწავლა იყო სახალისო და პრაქტიკული.

          • ფილმის ჩვენება - IVა და IVბ კლასი

          • წიგნი, ფილმი და ბავშვების ემოციები ერთ სივრცეში!

            კლასი: lV ა, lV ბ

            დამრიგებლები:

            ნათია გოხიძე

            ლუიზა ვერულიძე

            მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს კითხვის საათი, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გაცნობას მიეძღვნა. გაკვეთილის მიზანი — წიგნის შინაარსისა და თემატიკის უფრო ღრმა გაგება — სრულად შესრულდა.

            კლასმა დიდი ინტერესით მოუსმინა ტექსტის მნიშვნელოვან ეპიზოდებს და აქტიურად ჩაერთო განხილვებში. ფილმის ნახვამ ბავშვებს საშუალება მისცა, ნაწარმოები ვიზუალურად წარმოედგინათ და პერსონაჟების ხასიათები უფრო მკაფიოდ შეეგრძნოთ. მოსწავლეები სიამოვნებით აკეთებდნენ პარალელებს წიგნსა და ფილმს შორის, გამოხატავდნენ საკუთარ აზრს და აზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

            კითხვის პროცესი ცოცხალად და საინტერესოდ წარიმართა: ბავშვები სვამდნენ კითხვებს, პასუხობდნენ, განმარტავდნენ სცენებს და ავლენდნენ ემოციურ ჩართულობას. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობდნენ იუმორისტული ეპიზოდები ბებიის, ილიკოსა და ილარიონის მონაწილეობით.

            კითხვის საათმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა წაკითხულის გააზრებას, ინტერესის გაღვივებასა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებას.

          • ანბანის შემობრძანება - Iბ კლასი

          • "ანბანი მობრძანდებაო…”

            საგანი: ქართული ენა

            კლასი: l ბ

            მასწავლებელი: სალომე ანთაძე

            პირველ ბ კლასში ჩატარდა გაკვეთილი „ანბანი მობრძანდებაო…”ეს იყო განსაკუთრებული და ემოციური დღე პატარა მოსწავლეებისთვის, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ გადაშალეს საკუთარი ცოდნის პირველი ფურცლები.

            გაკვეთილზე ბავშვებმა წარმოაჩინეს, როგორ შემოიყვანეს თავიანთ პატარა სამყაროში ქართული ანბანის ასოები—სითბოთი, ინტერესითა და დიდი მონდომებით. მათ წარადგინეს მცირე ტექსტები, წაიკითხეს უკვე ნასწავლი ასოებით შედგენილი სიტყვები და შემოქმედებითი აქტივობებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სწავლისადმი დიდი მოტივაცია და სურვილი აქვთ.

            გაკვეთილი გამორჩეული იყო ბავშვების გულწრფელი ემოციებით, სასიამოვნო ატმოსფეროთი და შემოქმედებითი ენერგიით. პირველკლასელებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან საფეხურს და ვუსურვებთ ცოდნითა და სიყვარულით სავსე წინსვლას!

          • ხელოვნება - IIIა და IIIბ კლასი

          • შემოდგომის ფერებში ჩატარებული ხელოვნების გაკვეთილი

            თემა: “შემოდგომა”

            საგანი: ხელოვნება

            კლასი: lll ა, lll ბ

            მასწავლებელი: მარიამ ვერულუძე

            შემოდგომა თავისი ფერთა განსაკუთრებული სიმდიდრით მუდამ შთაგონების წყაროა. მხატვრები ხშირად ქმნიან მზიან, უხვ, ბარაქიან ან სევდიან, ფოთლებშემოძარცულ შემოდგომის სურათებს. ბუნების მრავალფეროვან პეიზაჟებთან ერთად, მხატვრობაში ფართოდ არის წარმოდგენილი მოსავლის აღების, ხილის კრეფისა და რთველის თემატიკა.

            ამ ულამაზესი განწყობით მე-3ა და მე-3ბ კლასებში ჩატარდა ხელოვნების გაკვეთილი „შემოდგომა“. მოსწავლეები სიამოვნებით ეზიარენ შემოდგომის ფერებს, სითბოსა და სიმდიდრეს, საკუთარი შემოქმედებითი ხედვა კი ფურცელზე მხატვრული ნამუშევრის სახით გადმოიტანეს.

            გაკვეთილი იყო სითბოთი, ფერებითა და შემოქმედებითი ენერგიით სავსე. ბავშვებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ შემოდგომის სამყაროში თითოეული ფერი ერთ დიდ, ჰარმონიულ სურათს ქმნის.