სიახლეები

          • მოსწავლეთა ფორმების ესკიზები

          • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

            გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი).

            წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • ბანაკი 2025

          • ამა წლის , შვიდ აგვისტოს,

            მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ქობულეთის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა.

            მიტროპოლიტმა დიმიტრიმ

            მოინახულა ბანაკში მყოფი ბავშვები, გულთბილად ესაუბრა მათ და გაუზიარა სულიერი მოსაზრებები. დღის ბოლოს მეუფემ დალოცა ბანაკის მონაწილეები და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ბავშვებისთვის შექმნილი თბილი, სიყვარულით სავსე გარემოსთვის.

          • კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“

          • 2026 წელს ჩვენი ერი იზეიმებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით შემუშავდა სამწლიანი (2024–2026)კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის მაისიდან. პროგრამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრესჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

            ბოლო ათწლეულებში საქართველოში მიმდინარე გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე. ათეისტური ძალადობის შედეგად შერყეული სულიერების მქონე ერისათვის გლობალიზაციის პირობებში პრობლემურია ფსევდოღირებულებების გარჩევა ჭეშმარიტისაგან, რაც იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ფასეულობათა აღრევას, პოლარიზაციასა და კონფლიქტს.

            ამ პრობლემის მოგვარება უპირველესად ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეული გაცნობიერებით არის შესაძლებელი. 2025 წელს კვლავ მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“.

            დღემდე ჩატარებული ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართზე – logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი. ასევე შესაძლებელია ლექციებზე დისტანციური დასწრება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის Facebookგვერდის საშუალებით იმავე მისამართზე – logosქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიში

            ამ თემასთან დაკავშირებით, მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით ლექცია წაიკითხა

            ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა.

            თემა: „ღვთისმშობლის წილხვდომილობის ისტორია და მნიშვნელობა“

            ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა .

            თემა: „საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა XX-XXI სს-ში“

          • პარაკლისი აბიტურიენტებისათვის

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            მოქმედ ტაძარში ხვალ, 2 ივლისს, 13 საათზე ტრადიციულად აბიტურიენტებისთვის გამოცდების წინ ჩატარდება საჯანმრთელო პარაკლისი.

            ღვთის წყალობა და წარმატებები, ჩვენო კურსდამთავრებულებო!

          • მხიარული სტარტები

          • დღეს გიმნაზიაში ჩატარდა “მხიარული სტარტები” — სავსე მხიარულებით, ენთუზიაზმითა და გუნდური სულისკვეთებით!

            კლასები: III ა და III ბ

            დამრიგებლები: ნათია გოხიძე

            ლუიზა ვერულიძე

            მასწავლებელი: მერაბ ნოღაიდელი

            მოსწავლეებმა ძალა, გამძლეობა და მეგობრობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

            სპორტული აქტივობები, მხიარული თამაშები და დაუვიწყარი ემოციები...

            მადლობა ორგანიზატორებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც ეს დღე დაუვიწყარად აქცია!

          • გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ -დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.

            ქობულეთის სკოლა- გიმნაზიის მეორე კლასელები დამრიგებლები: ნინო ვერულიძე, ირმა ოქროპირიძე, ნინელი თხილაიშვილი.

            https://www.facebook.com/share/v/19k1Gtj6M4/

          • ნიკოლოზობას გილოცავთ

          • 22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს

            წმინდა ნიკოლოზი ყველას უყვარს, რადგან, როგორც ამბობენ, არ არებობს მას გულით სთხოვოთ რამე და არ შეგისრულდეთ!

            შეგეწიოთ სიკეთის მღვდელმთავარი!