სიახლეები

          • გილოცავთ ღვთისმშობლობას!

          • შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ეს ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

            მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზია ულოცავს სრულიად საქართველოს ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

            “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!”

          • გილოცავთ 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას!

          • ჩვენო საყვარელო გიმნაზიელებო, გვსურს, სასწავლო წლის პირველივე დღიდან გაგიჩნდეთ განცდა, რომ გიმნაზია თქვენი მეორე სახლია – ადგილი, სადაც ცოდნა მოდის მეგობრობასთან, სიხარულთან და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასთან ერთად.

            ძალიან გვახარებს თქვენი მოტივაცია და მზაობა სწავლისათვის. მშობლების ნდობა და მხარდაჭერა კი ძალას გვაძლევს, კიდევ უფრო სიყვარულით ვიპოვოთ გზები თქვენი განათლებისა და განვითარების ხელშეწყობისთვის.

            წინ გველის ახალი თავგადასავალი-სავსე აღმოჩენებით, შთაგონებითა და წარმატებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გზა იყოს თქვენთვის ნათელი, საინტერესო და სიხარულით სავსე.

            სიყვარულით- მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია!

          • სკოლა-გიმნაზიის თითოეული კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი!

          • ნიკა ბაუჟაძე-სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-საზღვაო ნავიგაცია

            ნიკოლოზ ბერაძე-სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

            ელენე გირკელიძე-შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

            ნუცა გოხიძე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სტომატოლოგია-50%

            ია ზოიძე-სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამართალი- 50%

            ანასტასია თხილაიშვილი-შპს - კავკასიის უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერება-70%

            ლუკა თხილაიშვილი-სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-საზღვაო ნავიგაცია (ინგლისურენოვანი)

            ნიცა მანელიშვილი-სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სამართალი

            ანანო ფუტკარაძე-სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ტურიზმი

            თინათინ ქათამაძე-სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამართალმცოდნეობა

            ელისაბედ ქოიავა-შპს - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერება

            ანნა შეყილაძე-სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი-დიპლომირებული მედიკოსი-100%

            ბარბარე ცენტერაძე-სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სამართალი-70%

            თინათინ ცეცხლაძე-შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)

            მარიამ ხარაზი-შპს - კავკასიის უნივერსიტეტი-PR (პიარი) და კომუნიკაცია

            დათა ბაჟუნაიშვილი-სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ტურიზმი

            გიგი გოგმაჩაძე-სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-გემის ელექტრომექანიკა

            ილონა დედოფალიძე-შპს - საქართველოს უნივერსიტეტი- ფსიქოლოგია

            ილია დოლიძე-სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-საზღვაო ნავიგაცია- 50%

            ცოტნე კაპანაძე-სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ფინანსები

            ქართლოს კახიძე-ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივესიტეტი-ტექნოლოგია

            თემურ კვესიეიშვილი-შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობოს უნივერსიტეტი-საჯარო სამართალი

            გიორგი კუჭუხიძე-სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-არქეოლოგია

            ირაკლი მელაძე-შპს - საქართველოს უნივერსიტეტი- აღმოსავლეთმცოდნეობა

            ბაია მუთიძე-შპს - საქართველოს უნივერსიტეტი- არქიტექტურა-50%

            ნანა სიამშვილი-ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივესიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება-50%

            მარიამ ქათამაძე-სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ფსიქოლოგია

            მეგი ქანთარია-სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ეკონომიკა

            საბა ქარცივაძე-სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-საზღვაო ნავიგაცია

            ნინო შაქარიშვილი-შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)-სამართალი

            საბა შაქარიშვილი-სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია-გემის ელექტრომექანიკა

            გილოცავთ, ჩვენო ძვირფასო გიმნაზიელებო!

            ეს წარმატება თქვენს შრომასა და მიზანდასახულობასთან ერთად მთელი ჩვენი სკოლა-გიმნაზიის საერთო გამარჯვებაა.

            კურსდამთავრებულებო, გვჯერა, რომ უნივერსიტეტში ახალი ეტაპი გახდება თქვენი შესაძლებლობების კიდევ უფრო დიდი აღმოჩენა.

            წარმატებები, პასუხისმგებლობა და დაუღალავი შემართება გქონდეთ ყველგან და ყოველთვის!

            ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ უამრავი წარმატება და საინტერესო გზა გელოდებათ!

            გფარავდეთ უფალი!

            ასევე, გულით ვულოცავთ მშობლებს, რომელთა თავდადება, სიყვარული და მხარდაჭერა უდიდესი ძალაა ჩვენი გიმნაზიელებისთვის. თქვენი შვილების ეს გამარჯვება – თქვენი გამარჯვებაც არის!