• სიცოცხლისთვის, ჩემო დედა, დღეს მადლობას გიხდი!

          • სიცოცხლისთვის, ჩემო დედა, დღეს მადლობას გიხდი!

            როდესაც ადამიანი ამქვეყანას ევლინება, დედის ხმა ესმის და მის თვალებს ხედავს უპირველესად. მერე ეს თვალები, შვილის სიყვარულით გამთბარი, უძირო და უნაპირო, სამუდამოდ რჩება მეხსიერებაში…

            ხელებიც, თავდაპირველად სათუთი და გლუვი, თანდათან კარგავს სინაზეს, თუმცა შვილისთვის ამით არაფერი იცვლება:

            დაბადებისას ჩავკიდებთ ხელს მშობელს და უხილავი ძაფი სამუდამოდ ებმება ჩვენ შორის.

            ქობულეთის წმ. კირიონ II- ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში დედის დღესთან დაკავშირებით II ბ კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი და ემოციებით სავსე საღამო გვაჩუქეს

            ამ სასიამოვნო წუთებისთვის მადლობას ვუხდით პატარებს, მშობლებს და

            კლასის ხელმძღვანელებს:

            ნათია გოხიძეს და ლუიზა ვერულიძეს

            ჩვენო საამაყო დედიკოებო!

            დედის დღეს გილოცავთ, გისურვებთ უფლის წყალობას, ჯანმრთელობას და ულევ სიხარულს

            ბედნიერი დედები იყავით, მრავალჟამიერ!

          • გილოცავთ დედის დღეს!

          • კლასი: IIIა და IIIბ

            ხელმძღვანელები : მ.ყულეჯიშვილი, თ.მელაძე

            ჩვენ, მესამე კლასის მოსწავლეები გულისფანცქალით ველოდით გაზაფხულის შემობრძანებას..და ,აი, დადგა ნანატრი დღეც- 1 მარტი.ჩვენი უსაყვარლესი ადამიანების- დედიკოების მოლოდინში სიხარულით ვცეკვავდით, ვხტოდით, ვმღეროდით,მათთვის დედის დღის მილოცვას ვგეგმავდით.

            მაიკო მასწავლებელი სიურპრიზებს გვპირდებოდა... მოლოდინი გამართლდა, გავიხარეთ დედიკოებთან ერთად.

            მადლობა მაიკო, თეონა, სოფო მასწავლებლებო, გულწრფელი სიყვარულისთვის...ჩვენი დედიკოების გახარებისთვის....

            ყველას გილოცავთ დედის დღეს!!!!

            პატივისცემით მესამე კლასის მოსწავლეები

          • 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

          • https://naec.ge/#/ge/post/3115

             

            2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 4 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

            რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  

            იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია. 

            აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

            • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური  პირობა;
            • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
            • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

            შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

            შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  2024  წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს ელექტრონულ კრებულს  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

            ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციის გავლამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური - ერთი საგნის გამოცდისათვის 10 ლარი. სისტემა ავტომატურად ამოწმებს ინფორმაციას გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ (თუ გადახდა არ დადასტურდა, აბიტურიენტი ეკრანზე ხედავს შესაბამის შეტყობინებას და ვეღარ აგრძელებს რეგისტრაციას). 

            გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:

            „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით - bogpay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია

            „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;

            „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი; იხილეთ დეტალური ინსტრუქცია;

            „საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით - mBank - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.

            თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება. 

            თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე.

            განაცხადები მიიღება თბილისში მისამართზე: ე. მინდელის N9. რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

          • Vბ კლასი - ინგლისური ენა

          • პროექტი: ”საკლასო გამოკითხვა”

            კლასი V ბ

            საგანი : ინგლისური ენა

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მოსწავლეებმა კლასში ჩაატარეს გამოკითხვა : “ვის როდის აქვს დაბადების დღე”

            გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებმა კალენდრის დაახმარებით დაახარისხეს და შემდეგ ერთმენეთს გააცნეს

            აღსანიშნავია, რომ ამ სახალისო გაკვეთილის დახმარებით მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

          • IV კლასი - ბუნებისმეტყველება

          • პროექტი: “ ჩემი მხარე”

            კლასი - IV

            საგანი- ბუნება

            მასწავლებელი: ნაირა ვასაძე

            მოსწავლეებმა მოიძიეს იფორმაცია და ერთმანეთს გააცნეს თავიანთ მხარეში არსებული გეოგრაფიული ობიექტებისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების შესახებ

            მოსწავლეები აქტოვობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და საუკეთესოდ წარმოადგინეს

            თავიანთი შესაძლებლობები

          • VIა და VIბ კლასი - საღვთო სჯული

          • კლასი: VIა , VI ბ

            მასწავლებელი: ანნა გორგასლიძე.

            საგანი : საღვთო სჯული.

            თემა:13 ასურელი მამების შემოსვლა საქართველოში.

            როგორ გაჩნდა პირველი მონასტრები საქართველოში.

            მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია 13 ასურელი მამების ღვაწლზე, მეშვიდე საუკუნეში მათი შემოსვლით როგორ დაარსეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, რომელიც დღესაც ამაყად აგრძელებს მონასტრის ცხოვრებას.

            მადლობა გიმნაზიელებო! საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილისათვის!

          • Vბ კლასი - რუსული ენა

          • პროექტი “ მისალოცი ბარათი”

            საგანი : რუსული ენა

            კლასი : Vბ

            დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე.

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე.

            ვემზადებით დედის დღისათვის

            ასე მხიარულად და ერთმანეთის დახმარებით ვამზადებთ მისალოც ბარათებს დედიკოებისათვის და არა მხოლოდ მათთვის...

          • IIა და IIბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: IIა და IIბ

            მასწავლებელი : ნათია გოხიძე

            თემა: ნინო ბეზარაშვილის “თოჯინა”

            კომპლექსური დავალების პირობა:

            თოჯინის დამზადების პროცესის და თოჯინის აღწერა.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები, გამოიყენეს ნებისმიერი მასალა, ნივთი…

            ზეპირად აღწერეს მისი კეთების პროცესი

            პატარებმა საუკეთესოდ წარმოაჩინეს ცოდნა, სასწავლო და შემოქმედებითი უნარები.

            გაკვეთილთან ერთად მოსწავლეებმა მოაწყვეს გამოფენა თემაზე: "ჩემი ხელნაკეთი თოჯინა"

            წარმატებები პატარა ხელოვანებს!

          • IIIა და IIIბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • კლასი: IIIა და IIIბ

            საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი: მ.ყულეჯიშვილი

            თემა: შ.ბადრიძე-"მეფე მწიგნობარი"

            ი.გოგებაშვილის მიხედვით "თამარ მეფე" პროექტი: საქართველოს დიდებული მეფეები... ყველა ერს ჰყავს თავისი საამაყო გმირი და მეფე. ყველა ერში თაობიდან თაობას გადაეცემა ხოლმე ამბავი ისტორიული ეპოქისა, როდესაც ხალხის თავგანწირვას გმირი მეფის გონიერება ერთვის და ქვეყნის განვითარება, ეკონიმიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით, იმ უმაღლეს ნიშნულს აღწევს,რომელსაც საოცნებო საქართველო ჰქვია. სამშობლო,რომლის დაჩაგვრასაც ვერანაირი მტერი ვერ ბედავდა,სამშობლო, რომლის ერთიანობაც ნაბიჯ-ნაბიჯ, სიბრძნის და სიმამაცის დუღაბით იკვრებოდა. ქართველთა საოცნებო სამშობლო დავით IV აღმაშენებელმა და თამარ მეფემ შექმნა.

            როცა მესამეკლასელები სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს გაეცნენ, ინტერესი გაუჩნდათ უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს დიდებული მეფეების შესახებ. წარმოგიდგენთ მათ მიერ შესრულებულ პროექტებს.

          • ინგლისური ენა - Iა კლასი

          • ინგლისურის დღევანდელი ფერადი გაკვეთილი, რომელიც გიმნაზიის პირველ კლასში ჩატარდა. მასწავლებელი ჯეირან ანთაძე

            “ ანბანური თავგადასავალი”

            საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაკვეთილი მოფუსფუსე და საინტერესო გამოვიდა. პატარებმა აქტივობებს წარმატებით გაართვეს თავი.

            #გიმნაზიისინგლისურისგაკვეთილი

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური

          • გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები. მესამე ტურში გადავიდა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე, ანა გოგიტიძე, რომელმაც რუსულ  ენაში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალურ ქულათა  50%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ მონაწილეს შორის. ვულოცავთ ანასა და მის პედაგოგს, ზამირა მახარაძეს, ამ დიდი წარმატებას!

             

          • იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

          • 7 თებერვალს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეცხრედ აღინიშნება!

            ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ჩვენი სკოლა-გიმნაზიის V კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდნენ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

          • რუსული ენა - Vბ კლასი

          • საგანი : რუსული ენა

            კლასი : V ბ

            დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე.

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე.

            პროექტი: "ჩემი საყვარელი წელიწადის დრო"

          • გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • “ისევ გადაიშალა ჟამთა ბრუნვის ერთი ფურცელი, ისევ ინათა ვარსკვლავმა ბეთლემის თავზე და მოვიდა დიდებული დღე ქრისტეს შობისა. ანგელოზთა გუნდნი ისევ მოჰფენენ ნაცნობ ჰანგებს ცასა და ქვეყანას: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება...”

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გოლოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • ქართული ენა და ლიტერატურა - XIა და XIბ კლასი

          • თემა: ილია ჭავჭავაძე "ბედნიერი ერი"

            კლასი:  XIა და XIბ კლასი

            მასწავლებელი: შორენა შავიშვილი

             მოსწავლეებმა იმსჯელეს რეალიზმის, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობს, შესახებ.

            გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის, როგორც რეალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ბიოგრაფია.

            წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის "ბედნიერი ერის" ანალიზი.

            იმსჯელეს ტექსტში არსებული მხატვრულ გამომსახველობითი საშუალებელისა და ლექსიკონის შესახებ.

            ტექსტს მოუძებნეს პარალელები და შეჯამების სახით, მოკლედ იმსჯელეს  რეალიზმის მნიშვნელობის შესახებ XIX საუკუნესა და დღევანდელობაში.

          • მშობლის ერთი გაკვეთილი

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში გრძელდება პროექტი

            “მშობლის ერთი გაკვეთილი”

            ამჯერადმოწვეული იყო მშობელი Gulo Aphkhazava, რომელმაც თავი შვილის წმ. შუშანიკის სახელობის პირველ კლასში ხელმძღვანელები: ნინო ვერულიძე, Mariam Verulidze

            ჩაატარა ერთი სახალისო და შემეცნებითი გაკვეთილი.

            გაკვეთილი დატვირთული იყო სახალისო და გასართობი აქტივობებით.

            გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექტორი დეკანოზი მამა გაბრიელი, სკოლის მოძღვარი დეკანოზი მამა მიქაელი და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მათ დადებითად შეაფასეს გაკვეთილი, მადლობა გადაუხადეს მოწვეულ მშობელს და წარმატებები უსურვეს ბავშვებს.

          • ნიკოლოზობა

          • გილოცავთ ნიკოლოზობას!

            ნიკოლოზობა საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება, რადგან ეს წმინდანი ქართული ეკლესიისა და ბავშვების მფარველად ითვლება. წმინდანის სახელთან არაერთი სასწაულია დაკავშირებული. ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. წმინდა ნიკოლოზის მადლი და მფარველობა არ მოკლებოდეს თითოეული თქვენგანის ოჯახსა და ჩვენს ქვეყანას.

            19 დეკემბერი ,2023 წელი

            განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის ეზოში მდებარეობდა XVIII საუკუნის წმ. ნიკოლოზის სახელობის ნატაძრალი, რისი აღდგენაც ღვთის წყალობით და კეთილი ხალხის გვერდში დგომით მიმდინარეობს.

            დღეს,1937 წლის შემდეგ გუმბათის ქვეშ პირველად აღევლინა ლიტურღია.

            კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!

          • მშობლის ერთი გაკვეთილი

          • პროექტი: მშობლის ერთი გაკვეთილი

            როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება. ამავე დროს

            უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიაში მოწვეული იყო მშობელი სულხან შაქარიშვილი, რომელმაც თავი შვილის წმ. იოანეს სახელობის პირველ კლასში ხელმძღვანელები: ნინო ვერულიძე, Mariam Verulidze

            ჩაატარა ერთი საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი.

            ასეთი გაკვეთილები მოსწავლეებს უმაღლებს სწავლისადმი მოტივაციას, მშობელს კი ეძლევა საშუალება ღრმად ჩაიხედოს შვილის სასკოლო საქმიანობაში

            მადლობა მოწვეულ მშობელს თანამშომლობისთვის!