ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოქმედ ტაძარში ხვალ, 2 ივლისს, 12 საათზე ტრადიციულად აბიტურიენტებისთვის გამოცდების წინ ჩატარდება საჯანმრთელო პარაკლისი. ღვთის წყალობა და წარმატებები, ჩვენო კურსდამთავრებულებო!!!
სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული - IIIა და IIIბ კლასი
- 14
სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული
კლასი-lllა,lllბ
ხელმძღვანელები: მაია ყულეჯიშვილი, თეონა მელაძე
ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით სავსე წუთები...ჩვენი აწ უკვე მეოთხეკლასელები...
ხალისიან, შინაარსიან არდადეგებს გისურვებთ , პატარებო!
13.06.2024 წელი.
გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!
ამაღლება ეს არის საოცარი დღე, დღე როდესაც უფალმა მამობრივი იმედი დაუტოვა მოციქულებს და მთელ კაცობრიობას.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფები და ლოცვის დროს ამაღლდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.
გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა:
„მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“
ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს ყველას, - უფალი ჩვენთანაა და არასოდეს არ მიგვატოვებს.
შეგვეწიოს ყველას ამაღლების მადლი და წყალობა!
ექსკურსია - VIIბ კლასი
- 14
“სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.
ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე. “
ეს სიტყვები დიდ ქართველ მწერალს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის.ასე მიმართავდა იგი ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს, არწმუნებდა, თუ რამდენად ძვირფასები ვართ ერთმანეთისთვის.
საამაყო წინაპრის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მეშვიდეკლასელები.
დამრიგებელი: სოფო შენგელია Sopo Shengelia
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს ნ. დუმბაძის მოთხრობები, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს მწერლის სახლ- მუზეუმში.
მადლობა მუზეუმს გულთბილი დახვედრისათვის, უაღრესად საინტერესო საუბრისათვის. ამან მწერლის შემოქმედების უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის სურვული გაუღვივა მოსწავლეებს.
გიმნაზიელებმა მოილოცეს ერკეთისა და ჯიხეთის დედათა მონასტრები. ესაუბრეს დედებს, ბევრი რამ გაიგეს სამონასტრო კომპლექსის შესახებ.
ეს დღე, მართლაც, დაუვიწყარი იქნება მათთვის.
ჩვენს მეშვიდეკლასელებს კი ვუსურვებთ, არასოდეს შეეწყვიტოთ მოგზაურობა ღვთისა და წიგნის უკიდეგანო სამყაროში.
ლექსო, ამოგთქომ, ოხერო...
- 3
მღელვარე და ემოციებით სავსე დღე
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში
დღეს, 11 ივნისს, ჩვენი გიმნაზიის VIIIბ ( დამრიგებელი: ი. წულუკიძე)
და XI ბ ( დამრიგებელი: ს. რომანაძე )კლასის მოსწავლეები საინტერესო და სასიამოვნო ფოლკლორული საღამოთი
“ ლექსო, ამოგთქომ, ოხერო…”
წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე , რომელიც გაიმართა ქობულეთის კულტურის ცენტრში
ღონისძიების ხელმძღვანელი: მაგდა ნადარეიშვილი Magda Nadareishvili
ღონისძიება ხალხურ შემოქმედებას ეძღვნებოდა. მოგეხსენებათ, რაოდენ მდიდარი და მრავალფეროვანია ხალხური პოეზია. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ძირითადი თემატიკიდან გამომდინარეობდა
მამულის სიყვარული, საგმირო- სახოტბო, სატრფიალო- სამიჯნურო და წუთისოფელი.
ქობულეთის გიმნაზია მადლობას უხდის ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქის მერს ბატონ ლევან ზოიძეს, ქობულეთის კულტურის განყოფილებას, ქობულეთის მუზეუმს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
გიმნაზიის ადმისტრაცია გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალში
I კლასის შთამბეჭდავი დასასრული
დიახ, გულწრფელი სიყვარულით, გონიერებითა და იმედით მოვდივართ მომავლიდან, ბედნიერებითა და იმ რწმენით, რომ ერთად ავაშენებთ მშვიდობის ქალაქს.“ -
ამ სიტყვებით დაასრულეს სასწავლო წელი
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის
I-გ კლასის მოსწავლეებმა
დამრიგებელი: ირმა ოქროპირიძე
ბედნიერი არდადეგები ჩვენო მერცხლებო!
ექსკურსია - IIIა და IIIბ კლასი
- 6
კლასი-III ა და IIIბ კლასები
დამრიგებლები:მ.ყულეჯიშვილი,თ.მელაძე
ექსკურსია
მარშრუტი: ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი,თამარის ხიდი, წმ.გიორგის სახელობის ეკლესია მადლობა უფალს ამ სასიამოვნო დღისთვის,მშვიდობისთვის,სიხარულისთვის .მადლობა ბავშვებს სიყვარულისთვის..
ქართული ენა და ლიტერატურა - IIIა და IIIბ კლასი
- 8
კლასი - III ა,III ბ კლასი
საგანი-ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი-მაია ყულეჯიშვილი
წიგნის კითხვა საოცარ ეფექტს ახდენს ბავშვის მენტალურ შესაძლებლობებზე, განწყობასა და გრძნობებზე. კვლევებით დადასტურებულია, რომ მხატვრული ლიტერატურის მკითხველები, რომლებიც ემოციურად უკავშირდებიან ამბავს, გამოირჩევიან ემპათიის უნარით. კითხვას აქვს ძალა, გვაქციოს ისეთ პიროვნებად, რომელიც მზადაა გაჭირვებულებს დახმარების ხელი გაუწოდოს. მესამეკლასელთათვის საინტერესო და სახალისო იყო ნორვეგიელი მწერლის ანე-კატერინე ვესტლის მიერ შექმნილი ამბების კითხვა ღარიბ,მაგრამ ძალიან კეთილ და მხიარულ ოჯახზე.
წიგნის " მამა,დედა,რვა ბავშვი და საბარგო მანქანა"კითხვისას ბევრი აქტივობა შევასრულეთ.ბავშვებმა აზრი გამოთქვეს ნაწარმოების შესახებ, ისაუბრეს,რას გაითვალისწინებენ თავიანთი ცხოვრების მანძილზე.დახატეს ეპიზოდები,საბარგო მანქანაც დაათვალიერეს.
წინ ბევრი საინტერესო და სახალისო წიგნის კითხვის სიამოვნება გველის! წარმატებები!!!
ჩვენი ფერადი პალიტრა
დიახ, ასე უცებ ნატვრა რომ აგიხდება, უბრალო მოგონებები რომ იქცევა შენი ცხოვრების ფერად სამყაროდ, რომელიც განათებს და დღეს გინათებს,აი ესაა ბედნიერება.
დიახ, ჩვენ გადავლახეთ, შევქმენით ,ავაკოწიწეთ მოგონებები, ისტორიები და ასე ერთად გავაფერადეთ სამყარო. მე... შენ... მან...
დიახ, ასე ვიცით სიყვარულის, მეგობრობის და უბრალოდ ერთმანეთის ფასი. დიახ, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ, გაუგეთ და შევქმენით ერთი გული და სული უამრავ სხეულში.
აი, ასე შეიქმნა ჩვენი ფერადი პალიტრა ,აი ასე გავშალეთ ფრთები და შევქმენით ერთი დიდი მოგონება ,რომელმაც შექმნა ჩვენი ერთიანი სამეგობრო თუნდ ერთიანი წარსული ჩემი, შენი, მისი....
აი, ასე შევქმენით უამრავი ფერადი და ლაღი საერთო მოგონება…
აი,ამ რწმენით დაიწყეს ღონისძიება ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის
IV კლასის ულამაზესმა გოგო-ბიჭებმა.
დამრიგებელი: სოფიო ოქროპირიძე
დღეს, მეოთხე კლასმა თავისი ოთხი წლის შრომის ნაყოფი წარმოაჩინა, მოეფერა უფალს, სამშობლოს, მშობლიურ ენას, თავისუფლებას.
მათ 4 წლის შედეგები შეაჯამეს და ანგარიში ჩააბარეს საყვარელ მასწავლებლებს, მშობლებს და გიმნაზიას. კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ პირველ მასწავლებელს სოფიო ოქროპირიძეს და ესტაფეტა მომავალ თაობას გადასცეს.
ღონისძიებას ალამაზებდა პატარების მიერ შესრულებული სიმღერები (პედაგოგი ს. შენგელია) და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიების დასასრულს პატარები დაგვპირდნენ, რომ იქნებოდნენ სიკეთისა და საქართველოს ერთგულნი, დააფასებდნენ მასწავლებლების უსაზღვრო ამაგს და ერთად ააგებდნენ მეგობრობის პირამიდას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის მოძღვრები, მშობლები, პედაგოგები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები და სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია, მათ სიხარულით მიულოცეს კიდევ ერთი სასწავლო წლის დასრულება, გზა დაულოცეს მომავლისკენ და ლამაზი, ბედნიერი, ლაღი, შინაარსიანი ,სასიამოვნო არდადეგების გატარება უსურვეს
საჯარო ლექცია
- 5
მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ტარდება შემეცნებითი ლექციები საქართველოს ისტორიაში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავთან დაკავშირებით.
დღეს მომხსენებლებს: თბილისის ისტორიის ინსტიტუტუტის დირექტორს, გიორგი ჭეიშვილს, დირექტორის მოადგილეს - ვალერი ვაშაკიძესა და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს - ლავრენტი ჯანიაშვილს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ უმასპინძლა.
ლექციების თემატიკა იყო: ქართველთა ეთნოგენეზი, წინარე ქრისტიანული რწმენა-წარმოდგენები, წმინდა ნინო და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
მადლობას ვუხდით მომხსენებლებს საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის, წარმატებას ვუსურვებთ ამ საშვილიშვილოდ მნიშვნელოვანი წამოწყების განხორციელებაში.
გელოდებით საჯარო ლექციაზე
- საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი...მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით ეპარქიებში ტარდება შემეცნებით ლექციები.ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ჩატარდება ლექციები საქართველოს ისტორიაში. მომხსენებლები იქნებიან: თბილისის ისტორიის ინსტიტუტუტის დირექტორი, გიორგი ჭეიშვილი, დირექტორის მოადგილე - ვალერი ვაშაკიძე და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე - ლავრენტი ჯანიაშვილი.ლექცია ჩატარდება 6 ივნისს 14:00 საათზე, ქობულეთის გიმნაზიის სააქტო დარბაზში.დასწრება თავისუფალია!
კიდევ ერთი ახალი ნერგი, ახალი სიცოცხლე ჩვენს ეზოში!
აკეთე კარგი, კეთილი საქმე,
დილა ბრწყინვალე გათენდა,
ზეცით ანგელოზნი გვითვალთავლებენ,
კეთილის მქმნელს ღმერთი დაიცავს.
კიდევ ერთი ახალი ნერგი, ახალი სიცოცხლე ჩვენს ეზოში!
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლემ და მშობელმა
მიიღეს მონაწილეობა გიმნაზიის ეზოს გამწვანებაში.
გარემოს დაცვა ჩვენი ვალია, მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ მას!
ბუნებისმეტყველება - IIბ კლასი
- 4
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის
IIბ კლასსში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი ,,გარემო და ცოცხალი არსებები” ღონისძიება მოეწყო ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელსაც პედაგოგი ლუიზა ვერულიძე უძლვებოდა. მოსწავლეებმა თვალსაჩინოებების მეშვეობით წარმოადგინეს ფრინველების და ცხოველების დაცვის, გარემოს დაბინძურების პრობლემები, შექმნეს ბუნებაში მოქცევის წესები, დახატეს სურათები და ასევე დაამზადეს ე.წ. ,,წითელი წიგნი“ და მასში ,,შეიტანეს“ საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ცხოველები, ფრინველები და მცენარეები.
"ლექსო, ამოგთქომ, ოხერო..."
“ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს,
და მე საფლავში ვლპებოდე…”
“ღმერთო, მადლობა ამ დიდი საჩუქრისთვის რასაც ხალხური პოეზია ჰქვია, ის ხომ შენთან სავალი გზის ერთ-ერთი ულამაზესი ბილიკია, ზოგჯერ ქვა-ღორღიანი, ზოგჯერ ვარსკვლავ-მთვარიანი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ხალხური პოეზია ყოველთვის პოეზიაა, ადამიანური სულის, სამზეო-საიქიოს დამაკავშირებელი ხიდი რომელიც ათას თავგადასავალს, ათას სატირალ-სამცინარს გიმზადებს წინ”
ამ კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა ხალხური პოეზიის საღამო, რომელიც დღეს, 30 მაისს, გაიმართა ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიში.
XIბ და VIII ბ კლასის მოსწავლეებმა გასაოცარი ოსტატობითა და სიყვარულით წარმოადგინეს ხალხური შემოქმედება. კიდევ ერთი შთამბეჭდავი, ემოციური საღამო ჩაიწერა ჩვენი გიმნაზიი ისტორიაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლა - გიმნაზიის მოძღვრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურცენტრის წარმომადგენლები, ასევე გიმნაზიის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.
დამსწრე საზოგადოებას ღონისძიება ძალიან მოეწონათ და თავიანთი შთაბეჭდილებები იქვე გამოხატეს-შეაქეს მოსწავლეთა მონდომება, მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ხელმძღვანელს მაგდა ნადარეიშვილს , კლასის დამრიგებლებს სოფო რომანაძეს, ირინე წულუკიძეს გაწეული შრომისთვის და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს სკოლა-გიმნაზიას.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქობულეთის მუზეუმს თანამშრომლობისთვის.მათი დახმარებით შევძელით იმ გარემოს შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ღონისძიების საერთო მუხტის შექმნაში. მადლობა მათ ამისათვის.
რუსული ენა Vბ კლასი
საგანი : რუსული ენა
კლასი : Vბ
დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე
პედაგოგი: მერი ოქროპირიძე
პროექტი "კროსვორდი"
გავდივართ თემას: "ცხოველები და მათი ნაშიერები"
პირველი კლასის ემოციური, მხიარული და შთამბეჭდავი დასასრული
- 2
I კლასის მხიარული დასასრული
დღეს, 2024 წლის 27 მაისს სკოლა-გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის დამთავრება იზეიმეს. მათ მხიარული, საინტერესო, ხალისიანი ჟრიამულით და ფერადი ბუშტებით დაასრულეს სასწავლო წელი.
ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღმრთისაო, უფალო ჩვენო, იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი და მიჰმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა.
სო-კიოკუშინკაი კარატის ჩემპიონატი
ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის
მეცხრე კლასის მოსწავლე თამარ ჯინჭარაძე
მიმდინარე წლის 19 მაისს
საქართველოს სო-კიოკუშინკაი კარატის ფედერაციაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატის “ჯანსაღი მომავალი” 326 მონაწილეთა შორის,
მეორე ადგილის მფლობელი გახდა!
კიდევ ერთი დიდი გამარჯვება! კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი!
გილოცავთ, თამარ!
მომავალ გამარჯვებებს ველოდებით!
“იყავი შეუპოვარი და არასოდეს დანებდე!”
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
26 მაისი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოა. 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის გზით სიარული აირჩია.
გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ დამოუკიდებელი, დემოკრატიული, მაღალგანვითარებული, საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
ქრისტიანული ხელოვნება - Xა და Xბ კლასი
- 2
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
თემა: ქრისტიანული ხელოვნება
კლასი: Xა , Xბ
პედაგოგი: მაგდა ნადარეიშვილი
ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებას საქართველოში თითქმის ორი ათასი წლის ისტორია აქვს. 326-37 წლებს შორის ნათელღებულ ქვეყანაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო სატაძრო-სამონასტრო მშენებლობაცა და მასთან დაკავშირებული ხელოვნების დარგების განვითარებაც. უფრო მეტიც, საკუთრივ საქართველოს გარდა ჩვენს წინაპრებს ეკლესიები და მონასტრები ქრისტიანული სამყაროს უმნიშვნელოვანეს ცენტრებშიც უშენებიათ (მაგ.: Vს-ში პეტრე იბერის მიერ დაარსებული მონასტრები იერუსალიმის მახლობლად, X-XI სს-ის ეკლესია-მონასტრები პალესტინაში, სინას, ათონისა და შავ მთებზე, კონსტანტინოპოლში, კუნძულ კვიპროსზე და სხვ.), სადაც საუკუნეების მანძილზე ეწეოდნენ ღვთის სადიდებელ საქმიანობას.
მოსწავლეებმა პირველ სემესტრში დაამუშავეს თემა: “დედაბრული წარწერები”
დედაბრული ხელი- ქართული მხედრული დამწერლობის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურიასა და აჭარაში ჩამოყალიბდა.
წარწერების ნიმუშები ინახება ქობულეთის მუზეუმში.
მოსწავლეები ესტუმრენ ქობულეთის მუზეუმს ,შეისწავლეს ძეგლი და მოახდინეს ნამუშევრის პრეზენტაცია.
მეორე სემესტრში მოსწავლეებმა აირჩიეს
თემა “ქრისტიანული ხელოვნება” მოიძიეს ინფორმაცია ხატის შექმნის ისტორიაზე, კანონიკური და არაკანონიკური ხატები, ისაუბრეს ხატის სახის მეტყველებაზე და ასევე წარმოადგინეს საქართველოში დაცული უძველესი სიწმინდეები, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ივერიის ღვთისმშობლის ხატი და ა.შ.
პროექტს ესწრებოდა გიმნაზიის მოძღვარი მამა მიქაელი, რომელმაც შეხვედრა დადიბითად შეაფასა, მასწავლებელსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
“ გევედრები, უფალო, გაუნათე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყანისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა ივერიისასა”.
სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ილია II
არქივი