• ღია კარის დღე კოლეჯში "ახალი ტალღა"

          • 23 აპრილს კოლეჯში “ახალი ტალღა” ჩატარდა  “ღია კარის დღე", რომელსაც ესწრებოდნენ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

            ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა-პრეზენტაციები, ინფო-ტურები და პროფესიების მოსინჯვები.

            კოლეჯის თანამშრომლებმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა მოსწავლეებს გაუწიეს კონსულტირება თითოეული პროფესიული პროგრამის შესახებ.

             

          • 2024 წლის ქობულეთის "ეტალონი სკოლა"

          • 22 აპრილს “ეტალონის” გუნდურ ჩემპიონატს ქობულეთის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა.

            ღონისძიება ქობულეთის N 3 სკოლაში ჩატარდა , სადაც მუნიციპალიტეტის 39 სკოლის 195 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა

            შეჯიბრს “ეტალონის” ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძლვებოდა.

            ინტელექტის და ცოდნის ზეიმში, ქობულეთის

            სკოლების მე-6 და მე-7 კლასებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, 2024 წლის “ ეტალონის” გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის გუნდი

            ოთარ ზოიძე

            დემეტრე ჯინჭარაძე

            ნია კუჭუხიძე

            გიორგი ბეჟანიძე

            ანასტასია ანთაძე

            გიმნაზიელებო , გილოცავთ!

            ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება თქვენს შესაძლებლობებში

          • ენა ქართული- საამო და საგალობელი!

          • 14 აპრილი თავისუფლების, სიამაყის, ერთიანობის, გამარჯვების, მომავალზე ზრუნვისა და ქვეყნის ეროვნული ღირებულებების დაცვის საუკეთესო გამოვლინებაა.

            ქართული ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის რესურსცენტრში მოსწავლეთა კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი ჩატარდა

            კონკურს შეუერთდა და კომისიის წინაშე შთამბეჭდავად წარსდა

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეები.

            კომისიის წევრები მოსმენილითა და ნანახით ძალიან კმაყოფილებიი დარჩნენ, მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს და მომავალშიც უამრავი წარმატება უსურვეს.

          • 14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება

          • 14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება.

            ამ დღის დაწესებას თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, 1978 წელს ქართველმა ხალხმა მტკიცედ გააპროტესტა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.

            ათასობით ადამიანმა საპროტესტო შეკრებები და გამოსვლები დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ შეიძლებოდა სისხლისღვრა მომხდარიყო, თბილისში მრავალათასიანი მიტინგი მაინც გაიმართა. ანალოგიური ვითარება იყო საქართველოს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. ამ საკონსტიტუციო ცვლილებას სხვა ქვეყნებშიც მოჰყვა უკმაყოფილება, მაგრამ ქუჩაში გასვლა მხოლოდ ქართველებმა გაბედეს.

            ამ დღეს ქართველმა ხალხმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!

            შექმნილი ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

            XIა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მიულოცეს დედაენის დღე და გადასცეს საინფორმაციო ბროშურები. 

          • დედაენის დღე

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
            კლასი: Vა 
            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            14 აპრილს საქართველოში  დედაენის დღე აღინიშნება. 

            1978 წელს დრამატული მოვლენებიდან ორმოცი წელი გავიდა. საქართველომ დამოუკიდებლობაც აღიდგინა და გასაკვირი არაა, რომ ქართული ენის დაცვას არ სჭირდება გმირობა, თუმცა, როგორც პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს: „უცხოენოვანი ექსპანსია უფრო ხელშესახები გახდა, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სალიტერატურო ენა ბარბარიზმებით ძალიან არის გადატვირთული. თუნდაც საგანმანათლებლო სფეროში ისეთი ტერმინების ძალიან დიდი სიუხვეა, რომლებიც ოფიციალურად არ არის დაწესებული.“

            ამიტომ ჩვენ, თითოეულმა ქართველმა, კარგად უნდა გავითავისოთ გრიგოლ ორბელიანის სტრიქონები:

             

            „ერის ცხოვრება,

            მისი დიდება,

            მის ისტორია დაცულ არს ენით;

            რა ენა წახდეს,

            ერიც დაეცეს...

            წაეცხოს ჩირქი ტაძარსა წმიდას!..“


          • რა? სად? როდის?

          • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, სამსახურის ორგანიზებით მიმდინარე წლის 13 აპრილს ჩატარდა პროგრამით გათვალისწინებული ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“, რომელიც განახორციელა აჭარის ინტელექტ-კლუბმა.

            შეჯიბრში იასპარეზეს

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოსწავლეებმა.

            წარმატებები გიმნაზიელებო!

          • ხელოვნება - IIIა და IIIბ კლასი

          • საგანი : ხელოვნება

            მასწავლებელი: თეონა მელაძე

            კლასი: IIIა და IIIბ

            თემა: ,,გამოყენებითი ხელოვნება- მოხატული თეფშები"

            უძველესი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ შეემკოთ და დაემშვენებინათ ნივთები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოიხმარდნენ. ასე იქმნებოდა გამოყენებითი ხელოვნების ერთ- ერთი ნიმუში ორნამენტებით მოხატული ჭურჭელი.

            მესამე კლასელები შეეცადნენ ორნამენტების, ფერების, ფორმებისა და ხაზების რიტმული განმეორებით შეექმნათ საინტერესო ნიმუშები. პატარებმა გუაშის საღებავით მოხატეს თეფშები და თავიანთი ფანტაზიით გააფორმეს. შემოქმედებითი პროცესი საკმაოდ საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი იყო.

          • ბუნებისმეტყველება - Iგ კლასი

          • სახალისო ექსპერიმენტი:

            როგორ დავამზადოთ პლასტელინი ჩვენი ხელით

            საგანი: ბუნება

            კლასი: l გ

            მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე

            პლასტელინის დამზადება, ბავშვების გონების, ფანტაზიისა და ნატიფი და წვრილი მოტორიკის განსავითარებლად მნიშვნელოვანია.

            პირველკლასელბმა მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს პლასტელინი

            ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის პლასტელინი საუკეთესო გასართობია , ხოლო სკოლის პირობებში დამზადებული პლასტელინი ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

            პლასტელინით მუშაობა ეხმარება ბავშვებს აზროვნებისა და კრეატიულობის გამოვლენაში, ნატიფი მოტორიკის დახვეწაში და კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

            პირველკლასელებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას.

            შეისწავლეს თუ როგორ უნდა დაამზადონ ეკოლოგიურად სუფთა პლასტელინი სახლიდან გაუსვლელად.

          • მადლობა თავისუფლებისათვის!

          • lll ა და lll ბ კლასები ხელმძღვანელები:

            მ.ყულეჯიშვილი, თ. მელაძე

            1989 წლის 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ!

            ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. დღესაც გვტკივა, გვახსოვს და მადლიერი ვართ გმირების, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას! წარმოგიდგენთ მესამეკლასელთა ნახატებს და ელექტრონულ პრეზენტაციებს.

          • ბუნებისმეტყველება - IIბ კლასი

          • ტბის ბინადრები

            საგანი: ბუნება

            კლასი: II ბ

            მასწავლებელი: ლუიზა ვერულიძე

            ამჯერად მოსწავლეებმა შეაჯამეს ინფორმაცია ტბის ბინადრების შესახებ, როგორ ცხოვრობენ მცენარეები და ცხოველები წყალში, როგორ ეგუებიან იქაურ გარემოს

            პატარებმა თემაზე ტბის ბინადრები დიორამები მოამზადეს და ერთმანეთის წინაშე წარადგინეს

            პედაგოგის დახმარებით მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით არიან ჩართული სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩინებას ცდილობენ

            წარმატებები, ჩვენო მერცხლებო!

          • გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ.... " - სწორედ ამ სიტყვებით ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ის მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ახარა ნაზარეთში, მართალი იოსების სახლში დამკვიდრებულს, უფლის ერთგულსა და მისი სიყვარულით აღსავსეს.რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ამდენად, ის არის კაცობრიობის ხსნის დასაბამი.ხარება დღეს სიკეთის კეთებაში და ლოცვაში უნდა გავატაროთ.გილოცავთ ხარების წმინდა დღესასწაულს!"ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი, სიკეთისა და სიხარულის მომტანი, ყოველმა ჩვენგანმა რაღაც სიხარული მოუტანოს სხვა ადამიანს"

          • “საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ"

          • “საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,

            სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!”

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში დედაენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა შესარჩევი( I ეტაპი) კონკურსი

            საუკეთესო კალიგრაფი და მხატვრულად წაკითხული ლექსი .

            მოსწავლეებმა შეასრულეს მითითებული დავალება კალიგრაფიაში, მხატვრულად წაკითხული იქნა ქართველი მწერლების ლექსები .

            კონკურსის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული კითხვის უნარების გამოვლენა, ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება.

            შესარჩევ კონკურში გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, რომელიც გაიმართება ქობულეთის რესურსცენტრში ამა წლის 15 აპრილს.

            წარმატებები გიმნაზიელებო!

          • მათემატიკა - I კლასი

          • ვსწავლობთ თამაშით

            კლასი: პირველი

            საგანი: მათემატიკა

            მიზანი: საგნების ფულადი ღირებულების შეფასება და შესაბამის ფულად ერთეულებთან დაკავშირება

            მასწავლებელი: ნინო ვერულიძე

            კლასის ხელმძღვანელი: მარიამ ვერულიძე

            თამაშით სწავლება მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიაა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის და არაერთი ფსიქოლოგი უწევს რეკომენდაციას ამ მეთოდს. თამაშით სწავლება დადებით გავლენას ახდენს მოზარდებზე, უადვილდებათ საკითხის შესწავლა და დამახსოვრება.

            მოსწავლეებმა ხელოვნურად გააკეთეს “მაღაზია” ,სადაც დაალაგეს შესაძენი ნივთები,

            ნივთებს მიაკრეს შესაბამისი ფასები და დიალოგის რეჟიმში სათამაშო ფულით მოხდა მათი შეძენა. ბავშვებმა გამოიყენა გადახდის სხვადასხვა შესაძლებლობა.

            პატარებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას და გაკვეთილიც ნაყოფიერად დასრულდა.

          • ვიქტორინა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის  მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  მარკ ტვენის  "ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი ".

            ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო მოქიასა და თამარ ბარბაქაძის, დახმარებით იმსჯელეს ნაწარმოების თემისა და იდეის შესახებ.

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "პატარა გენიოსები" - 4 ქულა

            "მკითხველები" - 3 ქულა

            "მჭევრმეტყველები" - 2 ქულა

            "ფილოსოფოსები" - 1 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე

          • საქართველოს ერთ-ერთი სიმდიდრე მისი ბუნებაა. ეს ბუნება განსაკუთრებულია არა სილამაზით, არამედ მასში არსებული მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობებით. საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი ბუნებაც უყვართ და მის განსაკუთრებულობაზე ლაპარაკიც. ისინი დიდი სიამოვნებით ატარებენ დროს ბუნების წიაღში, სუნთქავენ მათგან ბოძებულ ჟანგბადს და დადებითი ენერგიით იმუხტებიან.

            ქობულეთლებს და არამარტო ქობულეთლებს კარგად ახსოვს გიმნაზიის ეზოს როგორ ალამაზებდა ასწლოვანი ხეები.

            ჩვენდა სამწუხაროდ ხეები სტიქიამ დააზიანა და უსაფრთხოების მიზნით მოხდა მათი გადაბელვა, ზოგიერთი ხის მოჭრაც კი.

            მაგრამ იმასაც შეამჩნევდით , რომ ეს დღეებია გიმნაზიის ეზოში მიმდინარეობს ეზოს ახლიდან გამწვანება- განაშენიანება.

            4.04. 2024 წ. კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა გიმნაზიის ისტორიაში. მოძღვრების კურთხევით,პირველკლასელთა ინიციატივით და დამრიგებლების ხელმძღვანელობით, მშობელთა ქველმოქმედებით და სკოლის დირექციის ხელშეწყობით გიმნაზიის ეზოში დაირგა ახალი ნერგები. დღეიდან თითოეულ ხეს ეყოლება თავისი მეურვე და იზრუნებს მასზე.

            უპირველესი მაინც აღნიშნული ღონისძიების მიზანია შევუერთდეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოწოდებას - ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ეს დავალება უნდა შეასრულოთ და „მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა უხვად გადმოვა თქვენზე“, - თქვა პატრიარქმა.

            ქორწინების წინ ხე დარგე,

            შვილი გეყოლა, ხე დარგე!

            ხე დარგე, როცა მოიწყენ,

            როცა მოილხენ ხე დარგე,-

            ლელოს გაიტან, ხე დარგე,

            კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!

            თუ ვერ დასწერე, რა უშავს,

            ნურც რას იდარდებ, მეტადრე,

            ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

            შენც ადექი და ხე დარგე!

            მადლობას ვუხდით პირველკლასელებს და მათ მშობლებს

            სიკეთე გადამდებია!

          • წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მადლი არ მოაკლდეს საქართველოს

          • წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ოქრომკერდით შემკული ფაჩუჩები, რომლებიც ყოველ წელს სასწაულებრივად ცვდება. წმინდანის უხრწნელ სხეულს აცმევენ ახალ ფაჩუჩებს, ხოლო გაცვეთილს ანაწილებენ მთელ მსოფლიოში.

            ღვთის მადლითა და წყალობით წმინდანის ფაჩუჩი ჩამობრძანდა ჩვენს ეპარქიაში და ჩვენი სკოლის  ტაძარში იმყოფებოდა ერთი კვირის მანძილზე.

            დღეს, 25 მარტს

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში ჩვენი მოძღვრების ლოცვა კურთხევით გადმოაბრძანეს სიწმინდე და აღავლინეს სამადლობელი პარაკლისი, შემდეგ შემოატარეს ყველა საკლასო ოთახი და ჩვენი აღსაზრდელები აზიარეს ამ სიწმინდეს.

            ტრიმიფუნტელის სასწაულმოქმედი ე.წ. ფაჩუჩი დიდი სიწმინდეა. ეს ფაჩუჩი არ არის ჩვეულებრივი. სასწაულმოქმედება იმაში გამოიხატება, რომ ცვდება. ყოველ წელს უცვლიან წმინდანს ამ ფაჩუჩს. ეს იმიტომ, რომ ვინც მას ევედრება, დასახმარებლად მასთან მიდის. ფაჩუჩი ხილული სასწაულია, იმისა როგორ გვევლინებიან წმინდანები, გვეხმარებიან ,როგორ გვიდგანან გვერდზე და რა ძალა აქვს ლოცვებს .

          • ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

          • 2011წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებიც უერთდებიან ამ დღეს.

          • პირველკლასელთა რეგისტრაცია

          • შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს პირველკლასელთა განცხადებების მიღება ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში.

            დაგეგმილია 3 ჯგუფის მიღება, ადგილების რაოდენობა იწურება და მსურველებმა მოგვმართეთ დროულად.

            განცხადების მიღების დრო:

            ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

            11:00-დან 14:30 საათამდე.

          • IIბ კლასი - ბუნებისმეტყველება

          • საინტერესო კომპლექსურის პრეზენტაცია გაიმართა სკოლა - გიმნაზიის მეორე ბ კლასში თემა “ძლიერი ქარი ზღვაზე ,როგორ ანგრევს შტორმი სანაპიროს “

            მასწავლებელი: ლუიზა ვერულიძე

            პატარებს კარგად ჰქონდათ გააზრებული რა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ქარმა

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შექმნილი ესკიზები, მოდელები

            ასევე თვალსაჩინო მოდელებით შეასრულეს რამდენიმე აქტივობა ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფური სამუშაოც ასევე საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დაგეგმილი. მოსწავლეებში კარგად ჩანდა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.