• ნიკოლოზობას გილოცავთ

          • ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. დღეს ძალიან გვჭირდება უფლის შემწეობა და დახმარება, მითუმეტეს ისეთი დიდი წმინდანის მეოხება როგორც წმინდა ნიკოლოზია წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი. თითქმის ყოველ ადამიანს თავის ცხოვრებაში გამოუცდია წმინდა ნიკოლოზის შეწევნა

            გილოცავთწმინდა ნიკოლოზის ლოცვითა და ვედრებით ღმერთმა არ მოაკლოს თქვენს ოჯახებს მშვიდობა და წყალობა.

          • 2023- 2024 სასწავლო წლის ბოლო ზარი

          • ისევ ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგები, მოსწავლე-მასწავლებლის მიერ გაზიარებული სევდანარევი სიხარული, დიდი ჟრიამული ჩვენს გიმნაზიაში. უამრავი კეთილი სურვილი, რწმენა და დიდი იმედი იმისა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად გამოგვივიდა:

            გესწავლათ, გეწამათ:

            ენა, მამული, სარწმუნოება.

            თქვენ ჩვენი გიმნაზიის მე-10 გამოშვება ხართ.

            გიმნაზიელობა დიდი პასუხისმგებლობაა!

            ჩვენი სულიერი მოძღვრების მიერ აღვლენილი პარაკლისით გაცილებთ დიდ ცხოვრების გზაზე დამოუკიდებელი ნაბიჯების თავდაჯერებულად გადადგმისათვის. მიდიხართ და ვიცით,რომ ეს ლოცვა-კურთხევა საგზლად გაგყვებათ და დაგეხმარებათ და შეგეშველებათ ცხოვრების რთულ გზაზე.

            გვჯერა,რომ თითოეული თქვენთაგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს. იფიქრეთ,გაისარჯეთ და იდარდეთ საქართველოსთვის.

            გილოცავთ გიმნაზიის დასრულებას, ვულოცავთ თქვენს მშობლებს!

            ხანგრძლივი, ღირსეული და ბედნიერი გზა თითოეულ თქვენთაგანს!

            უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ!

          • "მხიარული თამაშები" - III კლასი

          • 2024 წლის 19 მაისს მე-5 საჯარო სკოლაში გაიმართა "მხიარული თამაშები"-ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა პირველობა,რომლის მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება,მოზარდი თაობის მასობრივი ჩაბმა სპორტში,ჯანმრთელობის განმტკიცება და ჰარმონიული განვითარება.

            თამაშებში მონაწილეობა მიიღეს გიმნაზიის მესამეკლასელებმა,

            მასწავლებლები:მაია ყულეჯიშვილი,თეონა მელაძე,მერაბ ნოღაიდელი,ლუიზა ვერულიძე.

            გუნდმა "გიმნაზიელები" ნახევარფინალის საგზური დაიმსახურა.

            გუნდი "გიმნაზიელები":

            თეკლა ვერულიძე,

            ანიტა თხილაიშვილი,

            ელისაბედ რატიანი,

            ეკატერინე ჟღენტი,

            ანი ჩიქოვანი,

            ბარბარე თხილაიშვილი,

            რეზიკო თხილაიშვილი,

            რეზი მოწყობილი,

            ანდრია ცეცხლაძე,

            მათე კვირკველია,

            დამიანე კუპატაძე,

            ლუკა ბეჟანიძე.

            წარმატებებს ვუსურვებთ "გიმნაზიელებს".

          • I და II ადგილი გიმნაზიელებმა არავის დაუთმეს

          • 19 მაისს "ტვინების ბრძოლის" საქალაქო ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეთა შერკინებამ გამოავლინა ქალაქის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე.

            III ასაკობრივ კატეგორიაში (IX, X, XI, XII კლასი) ქალაქ ქობულეთის ჩემპიონი და I ადგილის მფლობელი გახდა ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის XI კლასის გუნდი "ედელვაისი", დამრიგებლები: თამარ ბარბაქაძე, სოფიო რომანაძე.

            კაპიტანი: ანნა შეყილაძე

            ია ზოიძე

            ილონა დედოფალიძე

            მარიამ ხარაზი

            ბარბარე ცენტერაძე

             

            საქალაქო ჩემპიონატზე II ადგილის მფლობელი გახდა IXბ კლასის გუნდი "ალბატროსი" - დამრიგებელი: მერი ოქროპირიძე

            კაპიტანი: ნიკოლოზ კუჭუხიძე

            ინა ანთაძე

            ნიკოლოზ აფხაზავა

            ანასტასია მელაძე

            ნინი მემარნე

            ვულოცავთ მოსწავლეებს, მთელ სასკოლო საზოგადოებას ამ დიდ გამარჯვებას და რეგიონალურ ეტაპზეც ასეთივე წარმატებას ვუსურვებთ გუნდებს!

          • საქალაქო ჩემპიონატის პრიზიორი გუნდები

          • 19 მაისს "ტვინების ბრძოლის" საქალაქო ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეთა შერკინებამ გამოავლინა ქალაქის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე. II ასაკობრივ კატეგორიაში (VI, VII, VIII კლასი) ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას წარმოადგენდა სამი გუნდი:

            VIIIბ კლასი "მერანი"  - დამრიგებელი: ირინე წულუკიძე

            კაპიტანი: მარიამ რომანაძე

            გელა თხილაიშვილი

            გოგა შაქარიშვილი

            ზურა რომანაძე

            ელენე მოწყობილი

             

            VIIა კლასი "საუნჯე" - დამრიგებელი: მთვარისა ჯინჭარაძე

            კაპიტანი: ოთარ ზოიძე

            გიორგი რამიშვილი

            ბაჩო ბოლქვაძე

            დემეტრე ჯინჭარაძე

            გიორგი ბოლქვაძე

             

            VIIბ კლასი "ნორჩი მწიგნობარნი" - სოფიო შენგელია-კუჭუხიძე

            კაპიტანი: ელენე რომანაძე

            ნია კუჭუხიძე

            საბა პაპუნაიშვილი

            გიორგი ბეჟანიძე

            ანამარია ვერულიძე

             

            ვულოცავთ გუნდებს რეგიონალურ ეტაპზე გადასვლას და წარმატებას ვუსურვებთ!

          • I ადგილი "გენიოსები"

          • 19 მაისს "ტვინების ბრძოლის" საქალაქო ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეთა შერკინებამ გამოავლინა ქალაქის ჩემპიონი და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, იასპარეზონ რეგიონულ ეტაპზე. I ასაკობრივ კატეგორიაში III, IV, V კლასი) ქალაქ ქობულეთის ჩემპიონი გახდა ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის Vა კლასის გუნდი "გენიოსები", დამრიგებელი: თეონა გოგიტიძე.

            კაპიტანი: დავით ჯინჭარაძე

            ნია ბაჟუნაიშვილი

            თეკლა ჟღენტი

            დავით ნაკანი

            სერგი ინაიშვილი

            ვულოცავთ მოსწავლეებს, მთელ სასკოლო საზოგადოებას ამ დიდ გამარჯვებას და რეგიონალურ ეტაპზეც ასეთივე წარმატებას ვუსურვებთ!

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის წარმატებული მონაწილეები

          • მოგეხსენებათ, ყოველწლიურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. მასში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრულ კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XI-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.

            უკვე მეორე სასწავლო წელია ჩვენი XII კლასის მოსწავლე, ანა გოგიტიძე, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სახელით წარმატებით მონაწილობს რუსული ენის III ტურში.

            ასეთივე წარმატებას მიაღწია 2022-2023 სასწავლო წელს რუსულ ენაში XI კლასის მოსწავლემ, ანნა შეყილაძემ.

            მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივირებისათვის მათ გადაეცათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სიგელები და ბიბლუსის სასაჩუქრე ბარათები სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციისაგან.

            მადლობას ვუხდით მათ რუსული ენის პედაგოგებს, მერი ოქროპირიძესა და ზამირა მახარაძეს, გაწეული შრომისა და მოსწავლეთა თანადგომისათვის!

          • ხელს ნუ ახლებთ ჩიტის ბუდეს - I კლასი

          • ტყის მოვლა-გაშენება და დაცვა ეს არ არის რომელიმე კერძო პიროვნების საქმე, ეს მისი ერის საქმეა. ვისაც ერის მომავლისათვის გული არ შესტკივა, ის რა საკვირველია, ხეებს უღვთოდ გააჩანაგებს, გაკაფავს და ცეცხლსაც კი წაუკიდებს“ – ილია ჭავჭავაძე.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            I კლასში საგნის მასწავლებელი: ნინო ვერულიძე დამრიგებელი:მარიამ ვერულიძე ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - “ ხელს ნუ ახლებთ ჩიტის ბუდეს”

            მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი პოსტერები შესწავლილი ტექსტების დედააზრის წარმოჩენის მიზნით. ისაუბრეს თუ რა დანაშაულებს ჩადიან ადამიანები ფრინველებისა და ცხოველების მიმართ. წარმოადგინეს მრავალფეროვანი და საინტერესო გამაფრთხილებელი პლაკატები ადამიანებისაგან მათ დასაცავად.

          • ვიქტორინა

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის  მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინა.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული".

            ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო მოქიასა და თამარ ბარბაქაძის, დახმარებით იმსჯელეს ნაწარმოების თემისა და იდეის შესახებ.

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "მკითხველები" - 4 ქულა

            "მჭევრმეტყველები" - 3 ქულა

            "პატარა გენიოსები" - 2 ქულა

            "ფილოსოფოსები" - 1 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • Iგ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა

            თემა: ენა დედაა ერისა!

            კლასი: პირველი

            მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე

            ენა დედაა ერისა… ეს სიტყვები ყოველი ქართველისათვის კარგად ნაცნობი და საამაყოა… საამაყოა, რამდენადაც ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოიყვანა ქართული სული, ქართული თვითმყოფადობა დღევანდელ დღემდე… ქართული ენით გაერთიანებულმა ერმა შექმნა უკვდავი კულტურა და ხელოვნება ივერიისა. ქართული ენა ღვთის ენააო თამამად შეიძლება ითქვას… ,,დიაღ“– ეს იგივეა, რაც დიდ არს ღმერთი… მხოლოდ ქართული ენით აღიარებს მსოფლიოს ყველა ჩვილი უფალის ერთადერთობას როცა ამბობს ,,აღუ“– არს ღმერთი უფალი… ქართულ ,,ქ“-ს ქრისტეს სიმბოლოდ, ხოლო ,,ჯ“-ს ჯვრის სიმბოლოდ მოიაზრებენ.

          • დიალოგი ფსიქოლოგთან თემაზე - ბულინგი

          • ბულინგი 21-ე საუკუნის მთავარ გამოწვევად რჩება. იგი იგეგმება და ვითარდება არა მხოლოდ ხილულ გარემოში, არამედ სოციალური ქსელების და ინფორმაციულ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. შესაბამისად, ბულინგის პრევენცია და მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შეხვედრის მონაწილეების აზრით, ბულინგის ფაქტების პრევენცია და დაძლევა სწორედ ადმინისტრაციის, მასწავლებლების და მშობლების აქტიური თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

            2024 წლის 11 მაისს, ორგანიზაცია “ საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ”

            ქობულეთის სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეებს მხელმძღვანელი მერი ოქროპირიძე, უმასპინძლა ბათუმის საზღვაო აკადემიაში.

            შეხვედრის თემა განიხილავდა სასკოლო სივრცეში ბავშვთა მიმართ ძალადობასა და ბულინგს, ასევე ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.შეხვედრაზე მოსწავლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ძალადობის ისეთი ფორმის მიმართ, როგორიცაა უგულვებელყოფა, ისაუბრეს ჩაგვრის დროს მსხვერპლის შიშზე.

            გაიმართა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია. ბავშვებმა ლექტორებთან ერთად განიხილეს ბულინგის გამომწვევი მიზეზები და მისი აღმოფხვრის გზები.

          • VIIა და VIIბ კლასი - რუსული ენა

          • საგანი : რუსული ენა

            კლასი : VII ა , VIIბ

            დამრიგებლები: სოფიო შენგელია-კუჭუხიძე, მთვარისა ჯინჭარაძე

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე

            იმიტირებული გამოცდა

            ვემზადებით წლის ბოლოსთვის დანიშნული სასკოლო გამოცდისათვის.

          • IIIა და IIIბ კლასი - მხიარული სტარტები

          • მხიარული სტარტები

            სპორტის მასწავლებლები: თეონა მელაძე, ლუიზა ვერულიძე

            მსაჯი: მერაბ ნოღაიდელი

            დამრიგებელი: მაია ყულეჯიშვილი

            III ა და III ბ კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა სპორტული ასპარეზობა სხვადასხვა სპორტულ თამაშში, გაიმარჯვა მეგობრობამ!!!

          • I კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ხელოვნება

          • ვმუშაობთ მეთოდით მე- შენ - ჩვენ.

            ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკა და ხელოვნება

            კლასი: პირველი

            თემა: გეომეტრიული ფიგურები

            მასწავლებლები: ნინო ვერულიძე,

            მარიამ ვერულიძე

            საგანთა ინტეგრირება თანამედროვე სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების შინაგან მოტივაციას ერთიორად ამაღლებს და ზრდის საგნების მიმართ ინტერესს. მოსწავლეები ეჩვევიან ერთი და იმავე მასალის სხვადასხვა კონტექსტში დანახვას, რაც მათ უადვილებს ამა თუ იმ თემის შესწავლას. მნიშვნელოვანია, ისე დაიგეგმოს საგანთა ინტეგრირება, რომ გათვალისწინებული იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ამ საგნების მისაღწევი შედეგები, ხოლო გაკვეთილის ორგანიზების ფორმა და დაგეგმილი აქტივობები ემსახურებოდეს ორივე საგანში შედეგების მისაღწევად განსაზღვრულ მიზნებს.

            მოსწავლეებმა გამოჭრეს გეომეტრიული ფიგურები და ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით ააწყვეს სხვადასხვს აპლიკაციები.

            ხელოვნების მასწავლებელმა ესაუბრა მათ თუ როგორ ქმნიდნენ შედევრებს დიდი მხატვრები სიმეტრიის ღერძის გამოყენებით.

            გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ. სასიამოვნო გარემოს შექმნის მიზნით მასწავლებლების მითითებით მოსწავლეებმა გეომეტრიული ფუგურების გამოყენებით მრავალფეროვანი ნამუშევრების პრეზენტაცია წარმოადგინეს. საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩაერთო მთელი ჯგუფი.

          • IIIა და IIIბ კლასი

          • IIIა და III ბ კლასები

            დამრიგებლები: მაია ყულეჯიშვილი,

            თეონა მელაძე

            22 აპრილი- დედამიწის დღეა!

            მესამეკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მსოფლიო დღესასწაულს, თუმც აღნიშნეს, რომ ჩვენი სახლის დაცვა, პატრონობა , გაფრთხილება ყოველდღიურ მოთხოვნილებად უნდა გვექცეს.

            მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის ეზო, წერილიც დაუწერეს დედამიწას და სხვა აქტივობებიც განახორციელეს.

            ნამდვილად ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო როგორ გულმოდგინედ შრომობდნენ ეს პატარები თავიანთი სკოლის სისუფთავისთვის და სილამაზისთვის.

            წარმატებები ჩვენს პატარებს და მათ მასწავლებლებს!

          • გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • წელს, მართლმადიდებლური სამყარო ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს 25 აპრილს ზეიმობს.მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლას, ბზობა-ბაიაობას!

            უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! მრავალს დაესწარით! 

            ტროპარი:ყოველთა აღდგომასა პირველ ვნებისა შენისასა მოასწავებდი, ამისთვისცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ქრისტე ღმერთო, რომლისათვის ჩუენცა, ვითარცა შვილნი ებრაელთანი, შევწირავთ შენდა ძლევისა გალობასა, რომელმან დათრგუნე სიკუდილი: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა. 

          • ტვინების ბრძოლა - III ასაკობრივი კატეგორია

          • ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

            III ასაკობრივ კატეგორიაში (IX, X, XI, XII კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:

            ჯვაროსნები

            გიმნაზიელები

            ალბატროსი

            ლიდერები

            მჭევრმეტყველები

            თოლია

            ვენი ვიდი ვიცი

            ედელვაისი

            ფილოსოფოსები

            პირველადგილოსანმა გუნდმა "ფილოსოფოსები" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

          • ტვინების ბრძოლა - II ასაკობრივი კატეგორია

          • ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

            II ასაკობრივ კატეგორიაში (VI, VII, VIII კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:

            ბონა დეა

            ვესტა

            კელაპტარი

            საუნჯე

            ნორჩი მწიგნობარი

            არგონავტები

            ნიკე

            მერანი

            პირველადგილოსანმა გუნდმა "მერანი" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

          • დედამიწა ჩვენი სახლია!

          • 22 აპრილი, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. ეს დღე სენატორმა გეოლორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, როცა სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.

            დედამიწის დღეს, ძნელად შეიძლება ვუწოდოთ დღესასწაული, ის უფრო ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანების ყურადღების მიპყრობას, პლანეტის ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მეორეკლასელებმა დამრიგებლები : ნათია გოხიძე და ლუიზა ვერულიძე, აღნიშნეს ეს დღე და დედამიწას ერთი ნამუშევარი მიუძღვნეს.

          • ტვინების ბრძოლა - I ასაკობრივი კატეგორია

          • ტვინების ბრძოლა არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. 

            I ასაკობრივ კატეგორიაში (III, IV, V კლასი) მონაწილებდნენ გუნდები:

            წიგნიერები

            ცეცხლოვანი ვარსკვლავები

            ოქროს ბავშვები

            ნორჩი მკითხველები 

            გენიოსები

            არწივი

            პირველადგილოსანმა გუნდმა "გენიოსები" მოიპოვა გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომი და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" სკოლათშორის ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!