• ბუნებისმეტყველება - IVა და IVბ კლასები

          • " იყავი ბუნების მეგობარი "

            საგანი:მე და საზოგადოება

            კლასი: IVა და IVბ

            მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე

            ტყე უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. ბუნება, რომელიც ყველაფერს გვაძლევს ცხოვრებისათვის, ჩვენგან მეგობრობას მოითხოვს. ბუნებასთან მეგობრობა ნიშნავს

            "გავუფრთხილდეთ ტყეს!"

            მოსწავლეებმა ყურადღებით წაიკითხეს მოთხრობა "კვირადღე ტყეში". დეტალურად განიხილეს ეპიზოდები, აღმოაჩინეს ბუნებისათვის რა საშიში შეცდომები დაუშვეს ბავშვებმა. ერთმანეთს აუხსნეს და რჩევები მისცეს, რა უნდა უნდა გააკეთონ მსგავს სიტუაციაში.

            მოაწყვეს ნახატების გამოფენა

            "იყავი ბუნების მეგობარი"

          • გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

          • დღეს, 7 აპრილს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოქმედ ტაძარში აღევლინა ხარების დღესასწაულისადმი წირვა და ჩატარდა საყოველთაო ზიარება.

            გილოცავთ ხარების დღესასწაულს, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი!

            ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

          • გეოგრაფია -XI კლასი

          • საგანი-გეოგრაფია

            თემა-"აშენდეს უნდა თუ არა საქართველოში ატომური ელექტროსადგური?"

            კლასი-XI

            მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე

            არსებობს მრავალი კითხვა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა საჭირო საქართველოში ატომური ელექტროსადგურის აშენება. ცხადია, მას შეუძლია, როგორც უდიდესი სარგებლის მოტანა, ასევე დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთანაც.

            ამ საკითხის გასაანალიზებლად მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად: "მომხრეები" "მოწინააღმდეგები" და "თავი შეიკავა". მხარეებმა იმსჯელეს ატომური ელექტროსადგურების დადებით და უარყოფით მხარეებზე და მათი მოსაზრებები შესაბამისი არგუმენტებით გაამყარეს.

            პროექტი აღმოჩნდა საკმაოდ შემეცნებითი, საინტერესო და ნაყოფიერი თითოეული მოსწავლისთვის.

          • ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას

          • ინტელექტუალური კონკურსი

            „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

            სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სასკოლო ეტაპისთვის.

            2023 წლის , 4 აპრილს ჩოხატაურის სამრევლო სკოლაში საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ეგიდით ჩატარდა ინტელექტუალური თამაში

            ” ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას”

            ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის ჯგუფი "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" და ქობულეთის ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ჯგუფი "ივერონი"

            თამაში საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა . ჩვენმა გუნდმა 29 ქულა დააგროვა. შესაბამისად , " "ივერიონი" მონაწილეობას გააგრძელებს ნახევარფინალში.

            წარმატებები ჩვენ საამაყო გუნდს !

          • ისტ -Vა კლასი

          • ისტ-ი ჩვენ გარშემო

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            V ა კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა თეონა გოგიტიძემ

            გაგვაცნო თემის არს, მისი გავრცელების საშუალებებს

            კომპიუტერის როლს თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაობის დადებით და უარყოფით მხარეებს.

            კლასი გაიყო ორ ჯგუფად:

            I ჯუფი: „კომპიუტერი მსოფლიოს გარშემო“

            II ჯგუფი „მსოფლიოს პირველი კომპიუტერი“

            დიდია ისტ-ის აუცილებლობა თანამედროვე ცხოვრებაში. თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეებმა საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებებს

          • ფიზიკა - IXა და IXბ კლასი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            მეცხრე კლასებში, გაიმართა კომპლექსური დავალების შეჯამება თემაზე: ,, ჩაფხუტი "

            მასწავლებელი: ნანული მჟავანაძე

            ბავშვებმა წარმოადგინეს კვლევითი ნამუშევრები თემასთან დაკავშირებით, ისაუბრეს თუ რატომ არის ჩაფხუტი ბაიკერების აუცილებელი ატრიბუტი, რა მასალისგან ამზადებენ მის გარე და შიდა ფენას, ფიზიკაში ნასწავლი თემები-(იმპულსი, ძალის იმპულსი) დაუკავშირეს ჩაფხუტისა და სხვა დამცავი სისტემების მოქმედებას

          • ვიქტორინის IV ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრის მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ვიქტორინის IV ტური.

            მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს ასტრიდ ლინდგრენის "კალე ბლუმკვისტის თავგადასავალი".

            ეს ტურიც საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა, რასაც მოწმობს გუნდების მიერ მოპოვებული ქულებიც:
             

            I ადგილი "ნორჩი მწიგნობარი" - 4 ქულა

            I ადგილი "ჭკვიანი  ვარსკვლავები" - 4 ქულა

            II ადგილი "საუნჯე" - 3 ქულა

            III ადგილი "კაბადონი" - 2 ქულა.

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის...

             

          • თეატრი და სკოლა

          • სკოლა და თეატრი

            შინაარსიანი, საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე ერთი უქმე დღე

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIIIა კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ზამირა მახარაძე ეწვია ბათუმის დრატურულ თეატრს ნაჩვენები იყო ავქსენტი ცაგარელის პიესა

            "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" რეჟ. ალექსანდრე ქანთარია

          • ბუნებისმეტყველება - IVა კლასი

          • " ჩემი მხარე"

            ეს შენი სამშობლოა, შენი საქართველო თავისი მრავალსაუკუნოვანი წარსულით, აწმყოთი და მომავლით, თავისი უმშვენიერესი ბუნებით, თვითმყოფადი კუთხეებითა და ადამიანობით!

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის

            IVა კლასის მოსწავლეებმა

            ბუნების გაკვეთილზე სამშობლოს შესწავლა საკუთარი კუთხიდან, ქალაქიდან, სოფლიდან დაიწყეს

            თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და იმუშავეს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად

          • ისტ - VIბ კლასი

          • პოპულარული მობილური ტელეფონები.

            საგანი: ისტ (ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები)

            კლასი: VI ბ

            მასწავლებელი : თეონა გოგიტიძე

            1984 წლისთვის მობილური ტელეფონი შვედეთის, ნორვეგიის, დანიის და საუდის არაბეთის გარდა არცერთმა ქვეყანამ არ მიიღო, რადგან იგი უსარგებლო სათამაშო ნივთი ეგონათ. 1985 წლისთვის კი ამ "სათამაშომ" ისე გაითქვა სახელი და იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა, რომ მის შესაძენად ხალხი რიგში ჩადგა. მობილური ტელეფონი თანდათან იხვეწებოდა. პირველი ფერად ეკრანიანი ტელეფონი 1997 წელს გამოვიდა, ხოლო პირველი ორბარათიანი მობილური 1999 წელს. 2000 წელს იაპონელებმა აწარმოეს ფოტოაპარატით აღჭურვილი მობილური "შარფი". 2002 წელს კომპანია "ერიქსონმა" შექმნა პირველი ბლუთუზიანი ტელეფონი. იმავე წელს "სამსუნგის" ფირმამ პირველმა გამოუშვა ყოველმხრივ დახვეწილი აპარატი, რომელსაც ყველანაირი ფუნქცია ჰქონდა.

            ცოტა ხნის წინ კანში გამართულ მილიონერების აუქციონზე შვედურმა კომპანიამ ყველაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონი გაიტანა. ოქროს ხელნაკეთი აპარატი ბრილიანტებითაა გაფორმებული. იგი ერთ-ერთმა ბიზნესმენმა 1,2 მილიონ დოლარად შეიძინა.

            პროექტი საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ახალი ტექნოლოგიების შესახებ და გამოიტანეს დასკვნები.

          • გაზაფხული ჩვენს ფანჯრებში

          • გაზაფხული ჩვენს ფანჯრებში და პატარების უჩვეულოდ აციმციმებული თვალები, ბაგეებზე ნაზი ღიმილი და ამაღლებული განწყობა!

            ახალი იდეების მოლოდინი...

            გაიღიმეთ, ცხოვრება მშვენიერია!

          • ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს

          • 2011წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეებიც უერთდება ამ დღეს.

            " ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს"

          • ქართული ენა და ლიტერატურა - VIIIა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: კომპლექსური დავალება "გადააკეთეთ ნაწარმოები სცენაზე დასადგმელად"

            კლასი: VIIIა კლასი

            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს დავით კლდიაშვილის მოთხრობის "სოლომან მორბელაძის" პერსონაჟები. 

          • ინგლისური ენა - VIIბ კლასი

          • ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული ინგლისურის გაკვეთილი

            საგანი: ინგლისური ენა

            თემა : რობიზონ კრუზო

            კლასი: VII ბ

            მასწავლებელი: მარიამ ვერულიძე

            მოსწავლეებმა საყვარელი საგნის მასწავლებლის დახმარებით შეძლეს ემოგზაურად შორეულ წარსულში.

            გაიგეს რობიზონ კრუზო გემით მოგზაურობის დროს როგორ გადაურჩა ველურ გარემოს, რომელიც შემდგომ წარმოადგინეს პროექტის სახით

          • ისტორია VIIა კლასი

          • მორიგი ვიზიტი ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VIIა კლასის მოსწავლეების ქობულეთის არქეოლოგიურ მუზეუმში.

            თემა- "უძველესი ადამიანი და მისი საქმიანობა''.

            სკოლის მოსწავლეები მუზეუმის აუდიტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მუზეუმში ხშირი ვიზიტი არა მარტო ამყარებს კლასში მიღებულ ცოდნას, არამედ მოზრდილებში სამყაროსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აყალიბებს. მუზეუმში ყოფნისას მოსწავლეებში აღძრული ცნობისმოყვარეობა და ინტერესი დიდ როლს ასრულებს მის პიროვნულ განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

            დიდი მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს , რომლებმაც მოსწავლეებს გაუწიეს მეგზურობა !

            კლასის ხელ-ლი:ნინო მოქია

            ისტორიის პედაგოგი :სოფო რომანაძე

          • შეხვედრა მოძღვართან

          • 14 მარტს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში თვითმართველობის ორგანიზებით და დირექციის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა გიმნაზიის მოძღვრებთან.

            შეხვედრაზე განხილული იქნა თემა: "ინტერნეტი თინეიჯერების ცხოვრებაში"

            მოსწავლეებმა ისაუბრეს ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, მოსალოდნელ რისკებზე. ასევე განხილული იქნა თინეიჯერების დამოკიდებულება ინტერნეტის მიმართ.

            უშლის თუ არა კომპიუტერი თინეიჯერს სწავლაში ხელს? ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არებობს… ზოგი თვლის, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დიდ დახმარებას უწევს იმ მასალების მოძიებაში, რომელიც მას სკოლაში სჭირდება.

            თუმცა ნაწილი თვლის, რომ კომპიუერი მთლიანად ფანტავს მათ გონებას და ხელს უშლის მეცადინეობაში...

            მოსწავლეები თვლიან, კომპიუტერი და ინტერნეტი ართმევთ ძალიან დიდ დროს და ვეღარ ახერხებენ საფუძვლიანი განათლების მიღებას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ მომავალს...

          • იაკობ გოგებაშვილი "ბუდე"

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: ი. გოგებაშვილის "ბუდე"

            კლასი: Iა და I ბ

            მასწავლებელი: ნათია გოხიძე

            გაზაფხული! შესანიშნავია, არა? ბუნება ცოცხლდება, იღვიძებს. ირგვლივ ყველაფერი სუნთქავს და რეკავს. ჰაერს გაზაფხულის სუნი ასდის.

            ზამთრის სიჩუმის შემდეგ გაზაფხულს თან მოაქვს უამრავი მხიარული ხმოვანი ხმა. ხმაურიანი ნაკადულები, ბზარი, მსხვრევა, ყინული მდინარეზე. ჰაერი ივსება თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებული ჩიტების სიმღერით...

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის პირველკლასელებმა ნათია მასწავლებლის დახმარებით თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ ჩიტუნებს ბუდეები დაუმზადეს

            გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით. პატარებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭითა და დიდი მონდომებით საუკეთესოდ გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას.

          • პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში დაიწყო პირველკლასელთა განცხადებების მიღება.

            დეტალების დასაზუსტებლად დარეკეთ წინასწარ მხოლოდ სამუშაო დღეებში 14:00 საათამდე ნომერზე 571 11 34 85 ნინო ვერულიძე

          • ხელოვნება IVა კლასი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში

            შეუძლებელია არ გიყვარდეს ხელოვნების გაკვეთილი.

            მასწავლებელი: მალხაზ მელაძე

          • გილოცავთ დედის დღეს

          • დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაული ქვეყანაში 28 წლის წინ შემოიღეს.

            დედა - ეს ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

            ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.

            დღეს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის lV ა კლასის მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს მისალოცი ბარათები დაუმზადეს.