კლასი: Xა.
საგანი: რუსული ენა.
თემა: სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
გაკვეთილის ფორმატი: დისკუსია.
მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე.
კლასი: Xა.
საგანი: რუსული ენა.
თემა: სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
გაკვეთილის ფორმატი: დისკუსია.
მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე.
გილოცავთ შობას ყოვლადწმიდის ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა!
შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო.
რესურსცენტრის თანამშრომლები სტუმრად ქობულეთის მართლმადიდებლურ ცენტრში იმყოფებოდნენ.
ისინი სასწავლო გარემოს და დამხმარე სასწავლო რესურსებს გაეცნენ.
ქალბატონმა მ. გოგიტიძემ გიმნაზიელებს პირადად მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობის კურთხევით იწყებს.
2022-2023 სასწავლო წელიც ამ ტრადიციით დაიწყო. სკოლის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელმა და მოძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა აკურთხეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, დალოცეს აღსაზრდელები და ნაყოფიერი წელი უსურვეს.
სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა! დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ფრაზები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჰუმანური პედაგოგიკა.
"ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას"
"მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?"
"თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!" ...
2022 - 2023 სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო. ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის წარჩინებული კურსდამთავრებულები, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლოტი დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ, რომელიც ტრადიციულად ყოველ წელს მათთვის მზადდება.
გილოცავთ! გისურვებთ წარმატებებს, აწ უკვე პროფესიულ საქმიანობაში!
მიმდინარე წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში, ქობულეთში 100%-იანი გრანტი 8 მოსწავლემ მიიღო. მათ შორისაა ჩვენი მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლე, ნია გოხიძე. მოსწავლეები მერიისგან ერთჯერადად, 2000-2000 ლარით დაჯილდოვდნენ. ახალგაზრდებს, ლევან ზოიძე შეხვდა. მერმა მათ წარმატებები უსურვა.
14 სექტემბერი და მეთოთხმეტე ახლი სასწლო წელი!
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში დღეს პირველი ზარი დაირეკა.
ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს საქართველოს აყვავების, გამთლიანების, ერთიანობის, ქართველი ხალხის სულიერი აღზევების, წინსვლისა და წარმატების მომტანი.
ქობულეთის რესურსცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შემოსული წერილის
საფუძველზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები"
ფარგლებში "ლიტერატურული მარათონის" კატეგორიაში მოსწავლეებს წინასწარ
მიეწოდებათ წასაკითხი ლიტერატურა.
ლიტერატურის შესარჩევად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს კატეგორიების
შესაბამისად ელექტრონულად გადაეგზავნათ 2023 წლის ლიტერატურული მარათონისათვის
წასაკითხი ლიტერატურის სია. წიგნების შერჩევაში მონაწილეობდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი საფეხურის ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებლები. შესარჩევად მიწოდებული 40 დასახელების წიგნიდან ხმათა
უმრავლესობით 2023 წლის ლიტერატურულ მარათონში წასაკითხად შერჩეულ იქნა 20-20
დასახელების წიგნი კატეგორიების შესაბამისად.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
გიმნაზია სიამაყით უერთდება ამ სასიხარულო ფაქტს და წარმატებებს უსურვებს 2021- 2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
ოქროსმედალოსნები:
მარიამ ანანიძე
მერი ბასილიძე
ნია გოხიძე
საბა მგელაძე
გვანცა რომანაძე
ნიკა ქობულაძე
იოსებ ცენტერაძე
ნინო ცეცხლაძე
გოგი ჯალაბაძე
ვერცხლისმედალოსანი:
გიორგი მჟავანაძე
ყველაზე მეტად გვიხარია, როცა ჩვენი პატარა მეგობრების წარმატებას გიზიარებთ.
ამჯერად გვინდა გიამბოთ წმ. სევერიანეს სახელობის IVბ. კლასის მოსწავლეების შესახებ, რომლებმაც თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებით და სავსე გულებით გაგვათბეს.
ხელმძღვანელი: მედეა მიქელაძე
ჩვენო პატარა მეგობრებო! გილოცავთ ამ ლამაზ დღეს! სწორედ აქედან იწყება თქვენი ცხოვრების ახალი გზა!
უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!
ემოციებით სავსე, ბედნიერი კიდევ ერთი დღე გვაჩუქეს ჩვენმა საამაყო წმ. ქეთევანის სახელობის IVა კლასის მოსწავლეებმა. ჩვენი პატარა მეგობრები დიდი ენთუზიაზმითა და სულისკვეთებით მოეკიდნენ დაკისრებულ საქმეს და ჩვენ წინაშე უდავოდ წარჩინებულად წარდგნენ.
ხელმძღვანელი : ნათია გოხიძე
ვულოცავთ პატარებს ცოდნის ახალ ეტაპზე გადასვლას!
ღვთის წყალობა და ბედნიერი მომავალი მათ!
კიდევ ერთხელ დაირეკა ბოლო ზარი გიმნაზიაში...
კიდევ ერთხელ ჩაიწერა ერთი ლამაზი დღე ჩვენი სკოლის ისტორიაში...
კიდევ ერთხელ ცრემლნარევი ღიმილით ვაცილებთ ჩვენს უსაყვარლეს მეთორმეტე კლასელებს...
გილოცავთ ამ ლამაზ დღეს!
სწორედ აქედან იწყება თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი! გაიარეთ ეს გზა თამამად, მამაცურად შეხვდით ახალ გამოწვევებს, სიძნელეებს...
გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, გგულშემატკივრობთ!
ღვთისწყალობას, წინსვლას და წარმატებას გისურვებთ, გიმნაზიელებო!
გვიყვარხართ...
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ჯეირან ანთაძე
სწავლების საფეხური /კლასი: დაწყებითი /IVა კლასი
თემა: Let`s check!
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ჯეირან ანთაძე
სწავლების საფეხური /კლასი: საბაზო /IXა კლასი
თემა: "William Shakespeare"
საგანი: რუსული ენა
მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე
სწავლების საფეხური /კლასი: საბაზო /VIIა კლასი
თემა: "В магазине"
ემოციებითა და სიყვარულით დატვირთული ერთი უჩვეულო დღე გიმნაზიის კედლებში.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოგვილოცეს ჩვენი სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა. ხელმძღვანელი სოფიო ოქროპირიძე.
ყოველი დღე თქვენი ცხოვრების იყოს მზის სხივით გაბრწყინებული, სიკეთით დამძიმებული, ღვთის მადლით გამდიდრებული, უფლის ლოცვა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანამგზავრი! დიდება უფალს!
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი ფოტოგრაფიით დაინტერესებულ მოსწავლეებს ფოტოკონკურსში მონაწილეობას გთავაზობთ.
რეალური მომენტის უტყუარ დოკუმენტურ საბუთად, ფოტოდ, ქცევა - მნიშვნელოვანია. დღევანდელი ტექნიკური შესაძლებლობები კი ამ პროცესს მეტად საინტერესოსა და ხელმისაწვდომს ხდის.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისის აღსანიშნავად გამოცხადებულ ფოტოკონკურსში მონაწილეობისათვის გამოგვიგზავნეთ თქვენ მიერ შესრულებული ერთი ფოტო, რომელიც უნდა ასახავდეს საქართველოს საზოგადოების, ადამიანის, სულიერი თუ მატერიალური კულტურის, ბუნების, ისტორიის, აწმყოსა და წარსულის ღირსშესანიშნავ მოვლენას თუ ძეგლს.
საკონკურსო ფოტო გამოგზავნეთ ელ.მისამართზე junior@tsu.ge
ბოლო ვადა - 30 მაისი, 18.00სთ.
შერჩეული ფოტოები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუკ-გვერდზე.
Powered by aSc EduPage