დღეს, 7 აპრილს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოქმედ ტაძარში აღევლინა ხარების დღესასწაულისადმი წირვა და ჩატარდა საყოველთაო ზიარება.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს, შეგვეწიოს დღევანდელი დღის მადლი!
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.