პროექტი - “ჩიტების ჩემპიონი”
კლასი: მეშვიდე
საგანი: ინგლისური ენა
მასწავლებელი: ჯეირან ანთაძე
მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით „ჩიტების ჩემპიონი“. პროექტის მიზანი იყო ჩიტების სახეობებისა და მათი უნარების შესახებ ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ჩიტის გამორჩეული თვისებები, როგორებიცაა მათი ფრენის უნარი, სიმღერა და გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობა.
პროექტის ფარგლებში თითოეულმა მოსწავლემ აირჩია კონკრეტული ჩიტი, შეისწავლა მისი ხასიათი და უნიკალური შესაძლებლობები, შემდეგ კი წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი. აღნიშნული აქტივობა დაეხმარათ ბავშვებს ბუნებისადმი ინტერესისა და პასუხისმგებლობის შეგრძნების ჩამოყალიბებაში.