საგანი- ხელოვნება თემა- თეატრი კლასი-Vბ პედაგოგი- მაგდა ნადარეიშვილი კლასის ხელმძღვანელი- ირინე წულუკიძე
- 18
ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო! დღეს თქვენთვის განსაკუთრებული დღეა! დაირეკა სკოლის ბოლო ზარი, დასრულდა თქვენი ცხოვრების ერთი ლამაზი, დასამახსოვრებელი და ტკბილი პერიოდი. გვჯერა, ღვთის რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით გულანთებულები ღირსეული მამულიშვილები იქნებით და თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის მომავლის აღმშენებლობაში. ჩვენი სკოლის მოძღვრები და მასწავლებლები ყოველთვის დიდი სიხარულით გაიზიარებენ თქვენს წარმატებებს.
განცხადება ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურმა ცენტრმა დაიწყო პირველკლასელთა განცხადების მიღება. მსურველებმა წარმოადგინონ საჭირო დოკუმენტაცია: 1. დაბადების მოწმობის ქსეროასლი; 2. ჯანმრთელობის ცნობა; 3. ფოტოსურათი 3/4- ზე 2 ცალი; 4. მშობლების პირადობის ქსეროასლები. ოფიციალური რეგისტრაცია დაიწყება 27 აპრილს და დასრულდება ივნისის ბოლოს
2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური
გამოქვეყნდა 2020-2021 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მოსწავლეთა სია.
ქართული ენა და ლიტ. (10-11-12კლ)
საბა მგელაძე
ნიკა ქობულაძე
გეოგრაფია (10-11-12კლ)
ნიკა ქობულაძე
საბა მგელაძე
რუსული ენა (10-11-12კლ)
ნინო ცეცხლაძე
ინგლისური ენა (10-11-12კლ)
ნიკა ქობულაძე
ნინო ცეცხლაძე
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებას!
25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს
- 1
VIბ კლასი ხელმძღვანელი - მერი ოქროპირიძე
პოეზიის საერთაშორისო დღე
- 13
VIბ კლასი ასე გამოეხმაურა პოეზიის საერთაშორისო დღეს და ონლაინ რეჟიმში წარმოადგინეს ნაწყვეტები პოემა "ვეფხისტყაოსანი". კლასის ხელმძღვანელი მერი ოქროპირიძე
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები განაახლა.
რეკომენდაციებსა და წესებს შორისაა:
🔸 თერმოსკრინინგის ჩასატარებლად მოსწავლეები იცავენ 1-მეტრიან დისტანციას
🔸 სკოლის შენობაში შემსვლელ ნებისმიერ პირს სკოლის წარმომადგენელი უზომავს ტემპერატურას;
🔸 დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, პირი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე;
🔸 თერმოსკრინინგისას 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ხდება პირის სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაყვანა და 15 წუთის შემდეგ, განმეორებით, სამედიცინო თერმომეტრით ტემპერატურის გადამოწმება;
🔸 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ტექნიკური პერსონალი და გარეშე პირები სკოლაში არ დაიშვებიან;
🔸 37 ან მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსწავლე სკოლის წარმომადგენელს გადაჰყავს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის სკოლიდან დროულად გაყვანისთვის. მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად.
► მოსწავლის პირადი ჰიგიენა სკოლაში:
🔸 სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით
🔸 მოსწავლემ სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვას 1-მეტრიანი დისტანცია
🔸 საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით
🔸 გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით
🔸 ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში
🔸 საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით
► რეკომენდაცია მშობლებს:
🔸 შვილის ცხელების ან რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, ბავშვი ექვემდებარება სახლში დარჩენას;
🔸 მშობელი ვალდებულია, სკოლას აცნობოს შვილის გამოუცხადებლობის მიზეზი და უზრუნველყოს ოჯახის ექიმის გამოძახება ან მისი გადაყვანა ცხელების ცენტრში.
► რეკომენდაცია მასწავლებლებს:
🔸 სკოლის საერთო სივრცეებში მასწავლებელი უნდა გადაადგილდეს მხოლოდ პირბადით;
🔸 სკოლის შენობაში შესვლისთანავე მასწავლებელმა უნდა გაიაროს დეზობარიერი;
🔸 კლასიდან კლასში გადაადგილებისას, მასწავლებელმა ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით;
🔸 მშობელთან კომუნიკაცია მასწავლებელმა უნდა წარმართოს დისტანციური სერვისების გამოყენებით;
🔸 მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და სკოლაში სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით;
🔸 მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს მოსწავლეებთან მათი ცნობიერების ასამაღლებლად.
მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების შესახებ
განახლებული სასწავლო პროცესი
1-ლი თებერვლიდან, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 1-ლი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახში გადაყვანა;
ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, სწავლების პერიოდში მოსწავლეებმა უნდა
• უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება,
• არ გამოიყენონ სხვისი ნივთები და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართონ ექიმს.
• მოსწავლეები ვალდებულები არიან, დაიცვან ჰიგიენის წესები და გაითვალისწინონ სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები. ამასთანავე, დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა.
• ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოსწავლეებს, რომ დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას, დახველებისა და დაცემინების დროს კი მიიფარონ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი, მოერიდნენ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
• ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებში ამასთანავე, არის მითითება, რომლის თანახმადაც, მოსწავლემ უნდა ატაროს საკუთარი, სუფთა და მარკირებული (სახელი, გვარი) წყლის ბოთლი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს დღის განმავლობაში მოსწავლის მიერ ბოთლის ხარისხიანი სასმელი წყლით შევსების შესაძლებლობა ონკანიდან, ჭიდან, სასმელი წყლის ავზიდან, დისპენსერიდან; წყლის ბოთლი უნდა გაირეცხოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში ერთხელ.
სამინისტროს რეკომენდაციების ნაწილი მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებსაც ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვან მოსწავლე სკოლაში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანონ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყონ ბავშვის მიმართვა ოჯახის ექიმთან, ან ცხელების ცენტრში, შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად და პჯრ-ტესტირების ჩასატარებლად, სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი შეატყობინონ კლასის დამრიგებელს;
სკოლაში ცხელების, რესპირატორული სიმპტომების დაფიქსირების ყველა შემთხვევის შემდგომ, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების სასწავლო დაწესებულებაში დაშვება მოხდება პჯრ-ტესტირების დასკვნის საფუძველზე (COVID-19 -ით ინფიცირების არ არსებობის შემთხვევაში);
ჩვენი სკოლის მიზანია დაცული იყოს თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სრულყოფილი სასწავლო გარემო.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ცხრილი
- თქვენი ამჟამინდელი ცხრილის ნახვა ან დაბეჭდვა. სკოლას ჯერ არ გამოუქვეყნებია ცხრილი.
ჩანაცვლებები
- თქვენი ცხრილის ყოველდღიური ჩანაცვლებების ნახვა. უკანასკნელი ჩანაცვლება გამოქვეყნდა: 25/12/2024
მომხმარებლის ანგარიშები
- ცხრილების და ჩანაცვლებების გარკვეული ნაწილისთვის, შესაძლოა დაგჭირდეთ ანგარიშში შესვლა. თუ დაკარგეთ პაროლი, გთხოვთ გამოიყენოთ ლინკი "მე არ მაქვს მომხმარებლის სახელი ან პაროლი" და შეიყვანეთ თქვენი ელ. ფოსტა. თუ პაროლი ჯერ არ მიგიღიათ, გთხოვთ დაელოდოთ. სკოლა მოგაწვდით მას, როდესაც ყველაფერი მზად იქნება სამუშაოდ.
არქივი