• სიკეთე გადამდებია

          • ერთად სიკეთე კიდევ უფრო ძლიერდება!

            ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ნათია გოხიძისა და ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით, ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის მოხუცთა სავანეს ესტუმრნენ. ამ საახალწლო დღეებში ბავშვებმა სითბო და სიხარული მოუტანეს მოხუცებს – მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი, იმღერეს, იცეკვეს და მთელი გულით გაალამაზეს მათი დღე.

            ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მომზადებული საახალწლო ნობათი გადასცეს მოხუცებს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სითბო და სიყვარული.

            ეს დღე ნამდვილ მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და როგორ გავავრცელოთ სიკეთე და სითბო ირგვლივ. მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს ,დამრიგებლებს, მშობლებს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის!

             

          • ლიტერატურული ვიქტორინის I ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინის I ტური, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო მოქიასა და თამარ ბარბაქაძის, ხელმძღვანელობით.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ჯეიმს გრინვუდის  "პატარა  მაწანწალა".

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "ერუდიტები" - 4 ქულა

            "მკითხველები" - 3 ქულა

            "ბრწყინვალე შვიდეული" - 3 ქულა

            "ტვინიკოსები" - 3 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • "ტვინების ბრძოლის" ფინალური ტური

          • 15 დეკემბერს "ტვინების ბრძოლის" ფინალური ტური გაიმართა, რომელშიც ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ოთხი გუნდი მონაწილეობდა: "ლიდერები" (XIა კლასი, დამრიგებელი: ჯეირან ანთაძე), "ტვინიკოსები" (Vბ კლასი, დამრიგებელი: ჯენი ჭყონია, "საუნჯე" (VIIIა კლასი, დამრიგებელი: მთვარისა ჯინჭარაძე), "ერუდიტები" (VIIIბ კლასი, დამრიგებელი: სოფიო შენგელია).

            აჭარის მასშტაბით II საპრიზო ადგილი დაიკავა გუნდმა "ლიდერები".

            გიორგი ხალვაში (კაპიტანი)

            თათია ბოლქვაძე

            ელენე მართალიშვილი

            ლუკა მგელაძე

            საბა ვასაძე

            ფინლურ ტურში მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და წამახალისებელი პრიზებით!

             

             

          • გილოცავთ ნიკოლოზობას

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ნიკოლოზობას!

            ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

            კონდაკი: მირონთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახარებაჲ აღასრულე და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან; ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა.

          • პლანეტარიუმი

          • ჩვენი გიმნაზიის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა საგანმანათლებლო თავგადასავლების სამყაროში იმოგზაურეს.

            სკოლას ესტუმრა პლანეტარიუმი, რომელიც ორიგინალური ოფიციალური საგანმანათლებლო შოუა საქართველოში. პლანეტარიუმის გუმბათს 200 - მდე მოსწავლე ეწვია და განიმტკიცა საგაკვეთილო პროგრამის ფარგლებში შესწავლილი თეორიული ცოდნა.

            წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს და მადლობა პლანეტარიუმის გუნდს!

          • ჩემი პირველი ხელნაკეთი წიგნი

          • დღეს, გიმნაზიის მეორე კლასელებმა,

            საგნის პედაგოგი ნინო ვერულიძე

            დამრიგებელი მარიამ ვერულიძე,

            დაასრულეს შემოქმედებით და საინტერესო პროექტზე მუშაობა.

            მეორე კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს პირველი წიგნები.ბავშვებმა დიდი მონდომებით და სიყვარულით იმუშავეს თითოეულ ნამუშევარზე: მოიფიქრეს თემები, გააფორმეს ფურცლები, დაახატეს ილუსტრაციები და გააფორმეს სათაურები.

            ეს პროექტი მათთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა წიგნის სამყაროსთან პირველი შეხებისას. თითოეული ხელნაკეთი წიგნი ბავშვების ფანტაზიის, ცოდნისა და შრომისმოყვარეობის საუკეთესო მაგალითია.

            დიდი მადლობა ჩვენს პატარებს შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენისთვის და მასწავლებლებს, რომლებმაც შეუწყეს ხელი ამ სასიამოვნო და მნიშვნელოვან აქტივობას.

            წარმატებები ჩვენს მომავალ პატარა ავტორებს!

          • 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ჩატარების განრიგი

          • გთავაზობთ მეორე ტურის განრიგს.

             9 იანვარი:

            10:00 საათი - ქართული ენა და ლიტერატურა;

            ქართული ენა (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისათვის);

            15:00 საათი - ისტორია; 

            10 იანვარი:

            10:00 საათი - მათემატიკა;

            15:00 საათი - ინგლისური ენა; 

            11 იანვარი:

            10:00 საათი - ფიზიკა;

            15:00 საათი - გეოგრაფია; 

             12 იანვარი:

             10:00 საათი - ქიმია;

             15:00 საათი - რუსული ენა;  

            13 იანვარი:

            10:00 საათი - ბიოლოგია;

            12:30 საათი - გერმანული ენა.

            15:00 საათი - ფრანგული ენა.  

            ჩატარების ადგილი: ქ. ქობულეთი, სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №2 საჯარო სკოლა, შოთა რუსთაველის ქ. №136

            ინფორმაცია ტესტირების ადგილისა და დროის თაობაზე მითითებული იქნება მოსაწვევზე. დეტალური ინფორმაცია მოსაწვევებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება შესაფებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

          • გილოცავთ ბარბარობას

          • მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

            „ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბარბარობას. წმიდა ბარბარეს ლოცვით, ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე.

            გამორჩეული წმიდანია წმიდა ბარბარე. იგი ყოველ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება და განსაკუთრებით მფარველობს ბავშვებს. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ, წმიდა ბარბარეს ლოცვით, ღმერთმა დალოცოს საქართველოს მომავალი, ჩვენი ბავშვები.

            უფალმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო. ღმერთმა ბედნიერი შობა-ახალწელიწადი გაგითენოთ! წმიდა ბარბარეს ლოცვით, უფალმა დალოცოს, გააძლიეროს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! ამინ. (უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ქადაგებიდან ბარბარობის დღესასწაულზე, 2001 წ.)

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

          • 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

            გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ამ რთული ბარიერის დაძლევა და მეორე ტურში გადასვლა შეძლეს ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა: 

            ბოლქვაძე თათია (XI კლასი) - რუსული ენა

            გოხიძე  ნუცა (XII კლასი) - ქიმია

            ზოიძე ია (XII კლასი) - ინგლისური ენა 

            ზოიძე ია (XII კლასი) - რუსული ენა

            თხილაიშვილი ანასტასია (XII კლასი) - ქართული ენა და ლიტერატურა

            მართალიშვილი ელენე (XI კლასი) - ბიოლოგია

            მართალიშვილი ელენე (XI კლასი) - ისტორია

            შეყილაძე ანნა (XII კლასი)  - ქართული ენა და ლიტერატურა 

            შეყილაძე ანნა (XII კლასი)  - ბიოლოგია

            შეყილაძე ანნა (XII კლასი)  - ქიმია

            ცენტერაძე ბარბარე (XII კლასი) - ინგლისური ენა 

            ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ვუსურვებთ მომდევნო ტურის გამოწვევებიც ასეთივე წარმატებით გადაელახოთ!

          • თენგიზ ხალვაშის სახელობის ტურნირი ჭადრაკში

          • ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის, თენგის ხალვაშის სახელობის, ღია რაიონულ ჭადრაკის ტურნირში 8, 10 და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს!

            გილოცავთ გიმნაზიელებო!

          • შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიში

            ჩატარდა შიდა სასკოლო ტურნირი ჭადრაკში 8, 10, 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, გამარჯვებული მოსწავლეები იასპარეზებენ სარაიონო პირველობაზე.

            წარმატებები!

          • ტვინების ბრძოლის რეგიონალური ტური

          • 1-ელ დეკემბერს გაიმართა ტვინების ბრძოლის რეგიონალური ტური, რომელშიც საქალაქო ტურზე წარმატებით ასპარეზობის შემდეგ, ჩვენი სკოლა-გიმნაზიის ექვსი გუნდი მონაწილეობდა:

            "ტვინიკოსები" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ჯენი ჭყონია);

            გენიოსები" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე);

            "საუნჯე" (VIIIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი მთვარისა ჯინჭარაძე);

            "ერუდიტი" (VIIIბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია);

            "მერანი" (IXბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირინე წულუკიძე);

            "ლიდერები" (XIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ჯეირან ანთაძე).

            პირველადი შედეგებით ფინალში ასპარეზობის უფლება ოთხმა გუნდმა მოიპოვა.

            რეგიონის ჩემპიონატიდან გადასული გუნდები გაერთიანდებიან საქართველოს მასშტაბით.

            ფინალური ეტაპი გაიმართება15 დეკემბერს. პარალელურ რეჟიმში, თითოეულ სათამაშო დარბაზში შეკრებილი გუნდები უპასუხებენ იდენტურ შეკითხვებს, პირველადგილოსანი გუნდები მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონის სტატუსს.

            ​ ჩემპიონი გუნდის წევრებს მთავარ პრიზთან ერთად გადაეცემათ ტიტულის დამადასტურებელი დიპლომი და თასი. სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან საპრიზო ადგილზე გასული გუნდები.

            ფინალურ ჩემპიონატზე მონაწილე გუნდებს წამახალისებელი პრიზებით ასევე დააჯილდოვებს ტვინების ბრძოლის ადგილობრივი პარტნიორები და სპონსორები.

            გამარჯვებული გუნდები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით გამოვლინდებიან დაუყოვნებლივ სათამაშო დარბაზშივე.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ფინალისტებს!

          • რაიონული სასკოლო ოლიმპიადია

          • სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული რაიონული პირველობა ჩვენი გიმნაზიისთვის კიდევ ერთი წარმატებული ფურცელია!

            სიხარულით გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ 2024-25 სასწ. წლის სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარებულ რაიონულ პირველობაზე მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და ამაყად წარმოაჩინა როგორც ცოდნის სიღრმე, ისე მოტივაცია და ერთიანობა.

            ეს გამარჯვება არა მხოლოდ მოსწავლეთა მონდომებისა და პედაგოგების პროფესიონალიზმის შედეგია, არამედ მთელი გიმნაზიის ერთიანი ოჯახის შრომისა და შემოქმედების აღიარება. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და მასწავლებელს, ვისი ძალისხმევაც ამ წარმატებას ემსახურებოდა.

            გილოცავთ ყველას ამ დიდ მიღწევას!

            ჩვენი გამარჯვებების გზა გრძელდება!

          • II საპრიზო ადგილი კალათბურთში

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ნოემბერში ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის

            გოგონათა გუნდმა მასწავლებელი მერაბ ნოღაიდელი

            მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა

            მარი მახარაძე

            ელენე კახიძე

            თამარ ცენტერაძე

            ნანა ხოფერია

            წარმატებები გიმნაზიელებო!

          • ბარაქიანი შემოდგომა Iბ კლასში

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის

            პირველი კლასელებისთვის (დამრიგებელი ირმა ბებია), კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე დაგვირგვინდა.

            ჩვენმა პატარებმა სტუმრად “ბერიძეების მარანში” დაუვიწყარი დრო გაატარეს და თბილ გარემოში შეიგრძნეს ქართული ტრადიციები.

            სიმბოლურად პირველ კლასელები დაემშვიდობა ფერად შემოდგომას: სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ყურძნის დაწურვასა და ტკბილი ჩურჩხელების მომზადებაში. ეს დღე არა მხოლოდ შემოდგომის დასასრულს გვახსენებს, არამედ გვასწავლის მეგობრობის, შრომისა და ტრადიციების სიყვარულს. პირველი კლასელების ენთუზიაზმმა და სიხარულმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.

            გმადლობთ “ბერიძეების მარანს” ასეთი შესანიშნავი გამოცდილებისთვის!

          • ხსენება არს წმინდა იოანე მოწყალისა

          • დღეს, 25 ნოემბერს, “ ხსენება არს წმინდა იოანე მოწყალისა”,

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოძრავ ტაძარში, უფლის მადლითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით აღსრულდა საღვთო ლიტურგია მშობელთათვის , ღვთისმშობლის სამადლობელი და სავედრებელი პარაკლისი.

            გადაიდო ამა სოფლის საზრუნავი და ერთობით აღევლინა ლოცვები უფლის სადიდებლად, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისათვის.

            მსახურების დასრულების შემდეგ, მოძღვრები სააქტო დარბაზში შეხვდნენ გიმნაზიის მშობლებს, სადაც გულწრფელი საუბარი გაიმართა ჩვენი შვილების აღზრდის, განათლებისა და კეთილდღეობის შესახებ.

            ეს ღრმააზროვანი და სულიერად გამდიდრებული საუბარი დაეხმარა მშობლებს, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ მათი შვილების განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე.

            შეხვედრამ სითბოთი და სულიერი შინაარსით გაამთლიანა მშობლები, მასწავლებლები ,სასულიერო პირები და კიდევ ერთხელ შეგვახსენა რაოდენ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი მომავალი თაობის დასაცავად.

            მეგობრული და მოსიყვარულე გარემო დასრულდა “ალაფურშეტით,” სადაც ყველა მონაწილემ გულთბილი ემოციები გაიზიარა. მადლობას ვუხდით მოძღვრებს, თითოეულ მშობელს, მასწავლებლებს, ვინც ეს დღე დაუვიწყარი გახადა.

            დიდება და მადლობა უფალს!

          • I ადგილი მაგიდის ჩოგბურთში

          • გამარჯვება ჩვენია!

            აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ნოემბერში ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ნიჭიერმა სპორტსმენებმა მასწავლებელ მერაბ ნოღაიდელის ხელმძრვანელობით კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები

            გოგონათა გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და მოიპოვა აჭარის ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება

            ელენე ჯაფარიძე

            თათია ბოლქვაძე

            ლიზი ჯაფარიძე

            ანანო მემარნე

            ნინი მემარნე

            ვაჟთა გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი და მოიპოვეს აჭარის პირველობაზე მონაწილეობის უფლება

            მამუკა ბაჟუნაიშვილი

            საბა პაპუნაიშვილი

            გიორგი ვარშანიძე

            გიორგი რამიშვილი

            სპორტულ სამყაროში გუნდური მუშაობა და თავდადებული შრომა არის წარმატების გასაღები. სწორედ, რომ ბევრი შრომისა და დიდი სურვილის შედეგი აჩვენეს გიმნაზიის მოსწავლეებმა.

            გილოცავთ!

            ჩვენ გვჯერა თქვენი!

          • რუსული ენა - Vა და Vბ კლასი

          • საგანი: რუსული ენა

            მასწ.: მერი ოქროპირიძე

            დამრიგებლიბი:

            5ა - ნაირა ვასაძე

            5ბ - ჯენი ჭყონია

            თემა: დიაგნოსტიკური წერა რუსულ ენაში

            დიაგნოსტიკური წერის მიზნები:

            გავიგოთ, თუ რამდენად ანსხვავებს მოსწავლე დაბეჭდილ და ხელნაწერ ასოებს. შეუძლია თუ არა დაბეჭდილი ტექსტის ხელნაწერში გადაყვანა;

            გავიგოთ, რამდენად კარგად გაიაზრა ზმნის უღლება აწმყო დროში. შეუძლია თუ არა აუღლოს მოცემული ზმნა პირის ნაცვალსახელთან ერთად;

            მოსწავლემ ისწავლოს დროის ლიმიტის განსაზღვრა.

          • საყოველთაო ზიარება

          • დღეს, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოქმედ ტაძარში ეზიარა გიმნაზიის მოსწავლეები. საკურნებლად სულისა და ხორცისა

            მათ მიიღეს წმინდა ზიარება, რომელიც ქრისტიანული ცხოვრების უმაღლეს მადლსა და სიკეთეს წარმოადგენს.

            მადლობა ღმერთს ამ მადლიანი დღისთვის, მადლობა გიმნაზიის მოძღვრებს, რომლებიც ჩვენს გიმნაზიას სიმტკიცესა და სულიერ სიმაღლეს მატებს.