ერთად სიკეთე კიდევ უფრო ძლიერდება!
ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ნათია გოხიძისა და ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით, ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის მოხუცთა სავანეს ესტუმრნენ. ამ საახალწლო დღეებში ბავშვებმა სითბო და სიხარული მოუტანეს მოხუცებს – მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი, იმღერეს, იცეკვეს და მთელი გულით გაალამაზეს მათი დღე.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მომზადებული საახალწლო ნობათი გადასცეს მოხუცებს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს სითბო და სიყვარული.
ეს დღე ნამდვილ მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა დავაფასოთ ერთმანეთი და როგორ გავავრცელოთ სიკეთე და სითბო ირგვლივ. მადლობა ჩვენს პატარა მოსწავლეებს ,დამრიგებლებს, მშობლებს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის!