სიახლეები

          • IIა კლასი - “ჩვენ, მზე და გაზაფხული”

          • მეორე ა კლასში,

            კლ. ხელმძღვანელი: სოფიო ოქროპირიძე,

            განსაკუთრებული სითბოთი და ბავშვური სიხარულით გაიმართა ღონისძიება — „ჩვენ, მზე და გაზაფხული“.

            დარბაზი სავსე იყო ფერებით, ღიმილითა და იმ ნათელი ემოციებით, რომლებიც მხოლოდ ბავშვების გულწრფელ სამყაროს შეუძლია დაბადოს.

            პატარა მონაწილეებმა ლამაზად და შთამბეჭდავად გააცოცხლეს გაზაფხულის ზღაპრული სამყარო — მზის სხივებით, ყვავილების ფერადოვნებით და სიკეთით სავსე პერსონაჟებით. თეთრ და ყვითელ ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები თავად ჰგავდნენ გაზაფხულის პირველ სხივებს, რომლებიც სითბოსა და სინათლეს აფრქვევდნენ სცენიდან.

            ღონისძიებაზე შესრულებულმა ლექსებმა, ცეკვებმა და მუსიკალურმა ნომრებმა განსაკუთრებული განწყობა შექმნა. თითოეულ ბავშვში იგრძნობოდა მონდომება, პასუხისმგებლობა და ის გულწრფელი სიხარული, რომლითაც ისინი მაყურებლის წინაშე წარდგნენ. სცენა ერთ დიდ, ფერად და კეთილ სამყაროდ გადაიქცა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ბავშვური ფანტაზია, სიყვარული და შემოქმედება.

            ჩვენ, მზე და გაზაფხული“ მხოლოდ ღონისძიება არ ყოფილა — ეს იყო სიკეთის, მეგობრობისა და სილამაზის ზეიმი, რომელმაც თითოეულ დამსწრეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით პედაგოგებსა და მშობლებს, რომელთა ზრუნვამ, შრომამ და სიყვარულმა ეს ლამაზი დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია!

          • XIIბ კლასი - ბოლო ზარი

          • ბოლო ზარი- 2026

            ”აწმყო, შობილი წარსულისაგან,

            არის მშობელი მომავალისა.“

            კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე ბ კლასი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაემშვიდობა.

            კლასის ხელმძღვანელი: თამუნა მენაღარიშვილი

            სკოლის წლები — ეს არის მოგონებებით, მეგობრობით, ცოდნითა და სითბოთი სავსე გზა, რომელმაც თითოეული თქვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. აქ გატარებული ყოველი დღე მომავალში ძვირფას მოგონებად დარჩება.

            ეს დღე მხოლოდ დამშვიდობება არ არის — ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი მიზნების, არჩევანისა და წარმატებებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

            გისურვებთ, მუდამ შეგენარჩუნებინოთ სიკეთე, ღირსება, ადამიანურობა და საკუთარი თავის რწმენა. დაე, ცოდნა და ღირებულებები, რომლებიც სკოლამ შეგძინათ, თქვენი ცხოვრების მტკიცე საყრდენი გახდეს.

            იყავით განათლებული, მიზანდასახული და ბედნიერი ადამიანები, რომლებითაც ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და სამშობლო.

            დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, მშვიდობით, სიყვარულითა და წარმატებით სავსე!

          • XIIა კლასი - ბოლო ზარი

          • “ გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა…”

            ბოლო ზარი  2026

            კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xll ა კლასი

            დამრიგებელი: ჯეირან ანთაძე

            მეცამეტე გამოშვება

            ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

            დღეს თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღეა — სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, სავსე არჩევანით, ოცნებებითა და შესაძლებლობებით.

             

            სკოლამ შეგძინათ ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება და სულიერი ფასეულობები, რომლებიც მუდამ გაგინათებთ მომავალს.

            გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრების გზას, შეინარჩუნებს სიკეთეს, ადამიანურობას, უფლისა და სამშობლოს სიყვარულს.

             

            გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცეს, უფლის შეწევნასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

            იყავით განათლებული, მიზანდასახული და კეთილი ადამიანები, რომელთა წარმატებით ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და ქვეყანა.

             

            დაე, კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეცამეტე გამოშვების გზა იყოს ნათელი, წარმატებული და ბედნიერებით სავსე!

          • რა? სად? როდის?

          • ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით 9 მაისს ქობულეთში, მეხუთე საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

            თამაშში მონაწილეობდნენ ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა ექვსი მონაწილისაგან.

            ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას წარადგენდა  გუნდი "კაიროსი"

            კაპიტანი - ზურა რომანაძე

            ნანა დავითაძე

            ანანო ქათამაძე

            მარიამ ბეჟანიძე

            ელენე კახიძე

            ნინო ნაკაიძე

            პირველადგილოსანმა გუნდმა 14 ქულა დააგროვა, სკოლა-გიმნაზიის გუნდმა კი 10 ქულა.

            საპრიზო ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ბათუმში.

          • ხელსაქმის წრე – „მარჯვე ხელები“

          • გიმნაზიაში ფუნქციონირებს ხელსაქმის წრე „მარჯვე ხელები“, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნინო ვერულიძე. წრის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით და პრაქტიკულ საქმიანობაში. წრის მიზანია მოსწავლეებისთვის ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკის შესწავლა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება, შრომისმოყვარეობის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

            მუშაობის პროცესში მოსწავლეები სწავლობენ ქსოვის სამ ძირითად მიმართულებას: თითებით ქსოვას, ყაისნაღით ქსოვას და ჩხირებით ქსოვას. თითოეული ტექნიკის დაუფლებისას ისინი ქმნიან მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალურობით, სიზუსტითა და ესთეტიკური ღირებულებით.

            თითებით ქსოვის საშუალებით მოსწავლეები ამზადებენ მარტივ და ლამაზ აქსესუარებს, ყაისნაღით ქსოვის პროცესში ქმნიან დეკორატიულ ნივთებსა და სხვადასხვა ორნამენტს, ხოლო ჩხირებით ქსოვისას მუშაობენ უფრო რთულ ნიმუშებსა და პრაქტიკულ ნაკეთობებზე.

            მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება და დახვეწონ პრაქტიკული უნარები. მათი ნამუშევრების წარმოსაჩენად ეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია თითოეული მონაწილის მიერ შექმნილი ნივთები. აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მოსწავლეთა მონდომებას, შრომასა და მიღწეულ შედეგებს!

          • ტვინების ბძოლა

          • 2 მაისს გაიმართა "ტვინების ბრძოლის" რაიონული ტური, რომელშიც ჩვენი სკოლა-გიმნაზიის გუნდები მონაწილეობდა:

            "მაძიებელნი" (IIIგ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირმა ოქროპირიძე);

            "აისი" (IIIგ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირმა ოქროპირიძე);

            "საუნჯე" (Vა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თამარ ბარბაქაძე);

            "მოაზროვნე" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა მელაძე);

            "შემეცნება" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა მელაძე);

            "იბერია" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნაირა ვასაძე);

            "გენიოსები" (VIIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე);

            "ათენა" (VIIIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო რომანაძე);

            პირველადი შედეგებით რეგიონალურ ტურში ასპარეზობის უფლება, რომელიც გაიმართება 17 მაისს ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში (ხალვაშის ქუჩა 102ა), შვიდმა გუნდმა მოიპოვა.

            განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდ "შემეცნების" ასპარეზობა, რომელმაც U5 ასაკობრივ კატეგორიაში ქობულეთის სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

            რეგიონალურ ჩემპიონატზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის გუნდები.

            წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს გამარჯვებულ გუნდებს!

          • რა? სად? როდის?

          • დავით დუმბაძის სახელობის ინტელექტუალური მარათონი ბათუმში წარმატებით გაიმართა, რომელშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.

            ჩვენმა გუნდმა შეჯიბრებაში ღირსეულად იასპარეზა და თავი გამოიჩინა როგორც მაღალი ცოდნით, ისე გამორჩეული გუნდური მუშაობისა და სწრაფი აზროვნების უნარით. თითოეულმა მონაწილემ სრულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, გამოავლინა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მიზანდასახულობა და მოტივაცია.

            ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვამაყობთ მათი მიღწევებით. გვჯერა, რომ მიღებული გამოცდილება მათ კიდევ უფრო მეტად გაუღრმავებს ცოდნისადმი ინტერესს, განუვითარებს ინტელექტუალურ უნარებს და მომავალში ახალი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევაში დაეხმარება.

            მადლობას ვუხდით ისტორიის პედაგოგს, მარიამ ურუშაძეს, მოსწავლეთა თანადგომისათვის!

          • Iა კლასი - მაია ყულეჯიშვილი

          • დედამიწის დღის ისტორია

            22 აპრილი გამორჩეული თარიღია, რადგან ადამიანები დედამიწის დღეს აღნიშნავენ, რათა გამოხატონ თავიანთი სიყვარული და გამოიჩინონ მზრუნველობა ჩვენი პლანეტის მიმართ. ეს ყველაფერი დაიწყო 1970 წელს, როდესაც ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებისთვის აეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა. მან მოაწყო დიდი ღონისძიება. სადაც მთელი ქვეყნიდან შეიკრიბნენ ადამიანები , რათა ესაუბრათ პლანეტის დაცვის მრავალფეროვან გზაზე.

            იმ დროს ბევრი ადამიანი იყო შეშფოთებული ჰაერის დაბინძურებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების გამო. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ , რომ დედამიწა კვლავ ჯანსაღი და ლამაზი ადგილი იქნებოდა მომავალი თაობებისთვის. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და დედამიწის დღის აღსანიშნავ პირველ ღონისძიებაში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა!

            მას შემდეგ დედამიწის დღე გლობალურ მოვლენად იქცა, მთელ მსოფლიოში ადამიანები მას აღნიშნავენ ხეების დარგვით, ნაგვის შეგროვებითა და ინფორმაციის გავრცელებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ პლანეტა. მიუხედავად იმისა , რომ პატარები ვართ , შეგვიძლია დიდი ცვლილება მოვახდინოთ, თუ ერთად ვიზრუნებთ ჩვენს პლანეტაზე. თქვენ რას გააკეთებთ დედამიწის დღეს?

            l ა კლასი, კლასის ხელმძღვანელი მაია ყულეჯიშვილი, დიდი სიხარულით შეუერთდნენ დედამიწის დღის აღნიშვნას. პატარებმა დამრიგებელთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოზე ზრუნვაში. ბავშვებმა ხალისითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს.

            მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და დიდი ცვლილებები სწორედ ასეთი პატარა, გონივრული ნაბიჯებით იწყება.

            მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს! გვჯერა, რომ მუდამ ასეთი მზრუნველი და აქტიური მოქალაქეები იქნებით!