სიახლეები

          • 2026-2027 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

          • ძვირფასო მშობლებო!

            გიგზავნით სახელმძღვანელოების ჩამონათვალს.

            გაცნობებთ, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, სასწავლო პროცესში ასევე გამოიყენება

            სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და

            ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.

            აღნიშნულის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა შემდეგი საგნების პირველი სემესტრის სახელმძღვანელოები:

            I კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება;

            V კლასი - მათემატიკა;

            VII კლასი - ქართული ლიტერატურა, ქართული ენა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა,

            გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია;

            IX კლასი - ქართული ლიტერატურა, ქართული ენა,

            X კლასი - მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია. სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელო არის სასწავლო

            პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (კერძო, საჯარო), რომლებიც

            ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. რამდენადაც ზემოხსენებული საგნებისა და კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში ინერგება 2026-2027 სასწავლო წლიდან, ეს სახელმძღვანელოები კერძო

            სკოლების მიერ შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება მოგვიანებით, რაზედაც დამატებით გაცნობებთ.

          • მოსწავლეთა ფორმის ესკიზები

          • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

            გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი).

            წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • საზაფხულო ბანაკი "სამშობლო"

          • კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე აღინიშნა. სასწავლებელს სტუმრობდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, რომლის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა საზაფხულო ბანაკი.

            ბანაკის გახსნის ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ნათელ ხსოვნას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ სულიერი და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა, რომლებიც მომავალ თაობებს პასუხისმგებლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და სამშობლოს ერთგულების სულისკვეთებით ზრდის.

            მეუფე დიმიტრის მობრძანებამ განსაკუთრებული სულიერი დატვირთვა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. მისმა სიტყვებმა ახალგაზრდებს რწმენის, განათლებისა და ზნეობრივი ღირებულებებისკენ მოუწოდა, ხოლო ღონისძიება ერთიანობის, სითბოსა და კეთილგანწყობის ატმოსფეროში წარიმართა.

            ღონისძიების ღირსეული მონაწილეები კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი აქტიურობით ამ დღეს განსაკუთრებული შინაარსი და სილამაზე შესძინეს.

          • წარმატებული კურსდამთავრებულები

          • ჩვენი გიმნაზიის თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ სტუდენტობას!

            გიორგი გოგიტიძე - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება

            ანდრია სოლომონიძე - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია- გემის მექანიკა

            მეა ხარაზი-კავკასიის უნივერსიტეტი-ფსიქოლოგია

            გიორგი ხალვაში-კავკასიის უნივერსიტეტი- არქიტექტურა

            თათია ბოლქვაძე-კავკასიის უნივერსიტეტი-არქიტექტურა

            ილია ცენტერაძე-კავკასიის უნივერსიტეტი-არქიტექტურა

            საბა ქათამაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-არქიტექტურა

            საბა ვასაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            ნიკა ბოლქვაძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საერთაშორისო ურთიერთობები

            ნინი კაკალაძე- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი- მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში

            ელენე მართალიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია

            ნატალი ცეცხლაძე- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-სამართალი

            ლიზი რომანაძე-თბილისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- დიზაინი

            ლუკა მგელაძე- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი-მენეჯმენტი(ინგლისურენოვანი)

            ნატალი მეგრელიძე-საქართველოს უნივერსიტეტი-საერთაშორისო ურთიერთობები

            რეზი ვერულიძე - კიევის შრომის სოციალურ ურთიერთობათა და ტურიზმის აკადემია - ბიზნესის ადმინისტრირება

            ალექსანდრე გოგიტიძე - სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სურსათის ტექნოლოგია

            მამია ქათამაძე- სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სამართალმცოდნეობა

            გიორგი ვარშანიძე - სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

            თეკლა ჯინჭარაძე- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

            იოსებ ნოღაიდელი -სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია- საზღვაო ნავიგაცია

            ნინი მახარაძე -შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი- ფსიქოლოგია

            ნიკოლოზ ხოტივარი-სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საერთაშორისო ურთიერთობები

            მირიან ხარებავა- სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            დავით მჟავანაძე -სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერება

            ელენე ჯაფარიძე-სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            ნიკა დავითაძე- ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            ანანო მემარნე- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

            ჩვენო ძვირფასო გიმნაზიელებო!

            ეს წარმატება მხოლოდ თქვენს შრომასა და მიზანდასახულობასთან ერთად მთელი ჩვენი სკოლა-გიმნაზიის საერთო გამარჯვებაა.

            კურსდამთავრებულებო, გვჯერა, რომ უნივერსიტეტში ახალი ეტაპი გახდება თქვენი შესაძლებლობების კიდევ უფრო დიდი აღმოჩენა.

            წარმატებები, პასუხისმგებლობა და დაუღალავი შემართება გქონდეთ ყველგან და ყოველთვის!

            ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ უამრავი წარმატება და საინტერესო გზა გელოდებათ!

            გფარავდეთ უფალი!

            ასევე, გულით ვულოცავთ მშობლებს, რომელთა თავდადება, სიყვარული და მხარდაჭერა უდიდესი ძალაა ჩვენი გიმნაზიელებისთვის. თქვენი შვილების ეს გამარჯვება – თქვენი გამარჯვებაც არის!