“ენა სულია ერისა”
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: Vlllა
მასწავლებელი: ირინე წულუკიძე
დედაენის კვირეულის ფარგლებში გიმნაზიაში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „ენა სულია ერისა“, რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს და 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ მოვლენებს.
გაკვეთილი საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და მოამზადეს სხვადასხვა მასალა. ამან კი საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. მათ ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის როლზე ერის ცხოვრებაში და ხაზი გაუსვეს ქართული ენის დაცვასა და გაფრთხილებას.
გაკვეთილი მდიდარი იყო მხატვრული ნაწილითაც — მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ქართულ ენას ეძღვნებოდა. ასევე შესრულდა სიმღერა და საგალობელი, რამაც განსაკუთრებული განწყობა შექმნა და გაკვეთილს საზეიმო ელფერი შესძინა.
მოსწავლეთა ჩართულობამ და მონდომებამ ნათლად აჩვენა მათი დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართ. გაკვეთილი იყო შემეცნებითი და ამაღელვებელი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ აზრს, რომ ენა მართლაც ერის სულია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის ვალია.