სიახლეები

          • მოსწავლეთა ფორმების ესკიზები

          • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

            გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი).

            წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • ბანაკი 2025

          • ამა წლის , შვიდ აგვისტოს,

            მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ქობულეთის საზაფხულო ბანაკს ესტუმრა.

            მიტროპოლიტმა დიმიტრიმ

            მოინახულა ბანაკში მყოფი ბავშვები, გულთბილად ესაუბრა მათ და გაუზიარა სულიერი მოსაზრებები. დღის ბოლოს მეუფემ დალოცა ბანაკის მონაწილეები და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა ბავშვებისთვის შექმნილი თბილი, სიყვარულით სავსე გარემოსთვის.

          • კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“

          • 2026 წელს ჩვენი ერი იზეიმებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა თაოსნობით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხარდაჭერით შემუშავდა სამწლიანი (2024–2026)კულტურულ–საგანმანათლებლო პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის მაისიდან. პროგრამის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას შეახსენოს ისტორიის ის უმნიშვნელოვანესი ეტაპები, რომელთაც განსაზღვრესჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და ფასეულობები.

            ბოლო ათწლეულებში საქართველოში მიმდინარე გარდამავალმა პერიოდმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თანამედროვე მსოფლიოსთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის წარმატებით განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის გათვალისწინების გარეშე. ათეისტური ძალადობის შედეგად შერყეული სულიერების მქონე ერისათვის გლობალიზაციის პირობებში პრობლემურია ფსევდოღირებულებების გარჩევა ჭეშმარიტისაგან, რაც იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ფასეულობათა აღრევას, პოლარიზაციასა და კონფლიქტს.

            ამ პრობლემის მოგვარება უპირველესად ჩვენი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სიღრმისეული გაცნობიერებით არის შესაძლებელი. 2025 წელს კვლავ მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება პროგრამა „ქართული თვითმყოფადობა“.

            დღემდე ჩატარებული ლექციების ვიდეოჩანაწერების ნახვა შესაძლებელია Youtube არხზე, მისამართზე – logos ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი. ასევე შესაძლებელია ლექციებზე დისტანციური დასწრება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისათვის Facebookგვერდის საშუალებით იმავე მისამართზე – logosქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიში

            ამ თემასთან დაკავშირებით, მეუფე დიმიტრის ლოცვა- კურთხევით ლექცია წაიკითხა

            ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ელდარ ბუბულაშვილმა.

            თემა: „ღვთისმშობლის წილხვდომილობის ისტორია და მნიშვნელობა“

            ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე დაუშვილმა .

            თემა: „საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა XX-XXI სს-ში“

          • პარაკლისი აბიტურიენტებისათვის

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            მოქმედ ტაძარში ხვალ, 2 ივლისს, 13 საათზე ტრადიციულად აბიტურიენტებისთვის გამოცდების წინ ჩატარდება საჯანმრთელო პარაკლისი.

            ღვთის წყალობა და წარმატებები, ჩვენო კურსდამთავრებულებო!

          • მხიარული სტარტები

          • დღეს გიმნაზიაში ჩატარდა “მხიარული სტარტები” — სავსე მხიარულებით, ენთუზიაზმითა და გუნდური სულისკვეთებით!

            კლასები: III ა და III ბ

            დამრიგებლები: ნათია გოხიძე

            ლუიზა ვერულიძე

            მასწავლებელი: მერაბ ნოღაიდელი

            მოსწავლეებმა ძალა, გამძლეობა და მეგობრობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

            სპორტული აქტივობები, მხიარული თამაშები და დაუვიწყარი ემოციები...

            მადლობა ორგანიზატორებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც ეს დღე დაუვიწყარად აქცია!

          • გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების ნიშნად აღვნიშნავთ. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ისგან საქართველო ოფიციალურად 1991 წლის 9 აპრილს გათავისუფლდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ წელს თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა, დემოკრატიული სისტემა შეიქმნა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ -დამოუკიდებლობის ისტორიული აქტი, ნოე ჟორდანია.

            ქობულეთის სკოლა- გიმნაზიის მეორე კლასელები დამრიგებლები: ნინო ვერულიძე, ირმა ოქროპირიძე, ნინელი თხილაიშვილი.

            https://www.facebook.com/share/v/19k1Gtj6M4/

          • ნიკოლოზობას გილოცავთ

          • 22 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს აღნიშნავს

            წმინდა ნიკოლოზი ყველას უყვარს, რადგან, როგორც ამბობენ, არ არებობს მას გულით სთხოვოთ რამე და არ შეგისრულდეთ!

            შეგეწიოთ სიკეთის მღვდელმთავარი!

          • ტვინების ბრძოლა

          • "ტვინების ბრძოლა" არის გუნდური ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეებისათვის. ერთ სივრცეში განლაგებული გუნდები პასუხობენ წამყვანის მიერ გაჟღერებულ შეკითხვებს. თემატიკა არის ზოგადი, შეკითხვები კი დაფუძნებულია ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარზე. ტვინების ბრძოლა იმართება სამ ასაკობრივ კატეგორიაში:

            I ასაკობრივი კატეგორია (III, IV, V კლასი);

            II ასაკობრივი კატეგორია (VI, VII, VIII კლასი).

            III ასაკობრივი კატეგორია (IX, X, XI, XII კლასი).

            პირველადგილოსანმა გუნდებმა:

            "აინშტაინები" - Vა კლასი;

            "საუნჯე" - VIIIა კლასი;

            "ლიდერები" - XIა კლასი.

            მოიპოვეს გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომები და ასპარეზობის უფლება "ტვინების ბრძოლის" საქალაქო ჩემპიონატზე.

            ვულოცავთ და მომავალში წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

          • ვიქტორინის II ტური

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინის II ტური, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, ნინო მოქიასა და თამარ ბარბაქაძის, ხელმძღვანელობით.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ჰექტორ მალოს  "უსახლკარო".

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "ბრწყინვალე შვიდეული" - 4 ქულა

            "მკითხველები" - 4 ქულა

            "ტვინიკოსები" - 3 ქულა

            "ერუდიტები" - 2 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • კინგსის ოლიმპიადა

          • ჩვენი მოსწავლეების წარმატება კინგსის ოლიმპიადაში!

            სიხარულით გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მოსწავლეების წარმატება „კინგსის“ ოლიმპიადაში, სადაც მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს და შესანიშნავი შედეგები აჩვენეს.

            წინა წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანში შეეჯიბრნენ თანატოლებს და გამოიჩინეს მაღალი ცოდნა, უნარები და თავდადება. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ განათლება და მიზანდასახულობა წარმატებისკენ მიმავალი გზაა.

            ვულოცავთ ჩვენს გამარჯვებულებს! მათი მიღწევები არამარტო პირადი გამარჯვებაა, არამედ ჩვენი სკოლის ისტორიის ნაწილია. სასიამოვნოა, რომ ისინი ჩვენი სასწავლებლის ღირსეული წარმომადგენლები არიან.

            წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს მომავალ გამოწვევებში!

            #კინგსისოლიმპიადა

            #მოსწავლეებისწარმატება

            #განათლება #გამარჯვება

          • ახალგაზრდა ენთუზიასტთა ქსელი “ახალი ტალღა“

          • ამა წლის, 7 მარტს, გაიმართა გამოფენა პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის – ახალგაზრდა ენთუზიასტთა ქსელი “ახალი ტალღა“ – ს ფარგლებში. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, რომლებმაც თავიანთი ნამუშევრები და ინიციატივები წარმოადგინეს.

            გამოფენის დათვალიერების შემდეგ გაიმართა პროექტის პრეზენტაცია, სადაც დამსწრე საზოგადოებამ მეტი ინფორმაცია მიიღო პროგრამის მიზნებისა და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ.

            ღონისძიების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნაწილი იყო ვორქშოპი.

            ეს იყო შთამბეჭდავი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც დამსწრე საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის საგნად იქცა და ვიზუალურ ხელოვნებაში ნატურალური ხატვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

            შეხვედრამ არა მხოლოდ შემოქმედებითი გარემო შექმნა, არამედ მონაწილეებს საშუალება მისცა, გაეზიარებინათ იდეები და ემსჯელათ შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

            ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი პლატფორმების შექმნა, რომლებიც მათ განვითარებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.

            მადლობა კოლეჯ “ ახალ ტალღა”-ს მასპინძლობისთვის!

            #ახალიტალღა #ენთუზიასტთაქსელი #პროფესიულიუნარები #ნატურში_ხატვა #ახალგაზრდებისმომავალი

          • დედის დღე - Iგ კლასი

          • ”დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

            დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

            ეს გული შენი გულით ხალისობს,

            შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

            დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

            დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

            ეს გული შენი გულით ხალისობს,

            შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.”

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის Iგ კლასი სიყვარულით გილოცავთ დედის დღეს!

            დამრიგებელი: ნათია ღაღაიშვილი

          • 2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია

          • 2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება - ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა დღეს  ბრიფინგი გამართა.

             „წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, გამოსაცდელებისათვის წელს გვაქვს მცირე, თუმცა მათთვის მნიშვნელოვანი სიახლე  - იმ შემთხვევაში, თუ  ისინი გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდიან 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, მათ შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია“.

            რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online.naec.ge

            ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია:  

            ძირითად ეტაპზე - 2 აპრილის 18:00 საათამდე გამოსაცდელმა უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის საფასური და შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 10 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ მათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც. 

            დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეეძლებათ შეცვალონ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი. მათი არჩევის, წაშლისა და გადანაცვლების საშუალება გამოსაცდელებს აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.naec.ge.

            აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით, 2025 წელსაც გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები გამოსაცდელებისათვის როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. დეტალური ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება. 

            გაითვალისწინეთ, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ცენტრი განიხილავს მომდევნო წელს არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ალტერნატიული პროექტის შეთავაზების შესაძლებლობას.

          • რუსული ენა - Vა და Vბ კლასი

          • კლასები : Vა, Vბ

            დამრიგებლები: ნაირა ვასაძე, მაგდა გორგილაძე

            საგანი: რუსული ენა

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე

            გაკვეთილის თემა: "ტანსაცმელი. ფეხსაცმელი"

             

            გაკვეთილის მიზანი:

            შევისწავლოთ ზედსართავი და არსებითი სახელების შესიტყვება სქესისა და რიცხვის გათვალისწინებით.