სიახლეები

          • კინგსის ქართული და ინგლისური ენის ლიგა

          • ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მოსწავლემ, ნინო გამარჯობაშვილმა.

            2023 წლის კინგსის საგაზაფხულო სეზონის

            ქართული და ინგლისური ენის ლიგაზე საუკეთესო ასპარეზობისთვის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

            მოსწავლის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწავლისადმი სერიოზული მიდგომა, მიზნისკენ მუდმივი სვლა და ყოველდღიური ძალისხმევა საბოლოოდ ყოველთვის საუკეთესოსთან მიგვიყვანს.

            ეს გამარჯვება დიდი მოტივაცია იქნება როგორც ჩვენი გიმნაზიის სხვა მოსწავლეებისთვის, ისე ყველა მათთვის, ვინც შრომისმოყვარეობას პირველ ადგილზე აყენებს. ნინოს ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ მიღწევებს და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია დიდი წარმატებების გზაზე. გიმნაზია ყოველთვის იქნება შენი მხარდამჭერი და სიხარულით გაიზიარებს შენს გამარჯვებებს!

          • დედაენის დღე

          • დედაენის დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსში, რომელიც ქობულეთის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი ნიჭი, შრომა და შემოქმედებითი უნარები წარმოჩინეს. ჩვენი სკოლისთვის ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული გახდა, რადგან საუკეთესო ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდა არაერთი მოსწავლე.

            კონკურსში მონაწილეობა იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რათა მოსწავლეებმა არა მხოლოდ თავიანთი კალიგრაფიული ოსტატობა გამოავლინონ, არამედ დედაენისადმი სიყვარული და პატივისცემა ამ ფორმით გამოხატონ. თითოეული მათგანი, თავისი შრომითა და მონდომებით, წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენი გიმნაზია აღზრდის პროცესში მუდმივად უსვამს ხაზს – ეს არის ცოდნა, სულიერება და შემოქმედებითობა.

            გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ მასწავლებლებს, რომელთა შრომა და ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი მოსწავლეების წარმატებაში. ასევე, ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ მომავალშიც დიდ წარმატებებს და მუდმივ წინსვლას!

          • სკოლა-გიმნაზიის კურთხევა

          • რა გამოარჩევს ღირსეულ სასწავლო დაწესებულებას?

            რა თქმა უნდა, ტრადიციები.

            დიახ, დღეს, ტრადიციისამებრ

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში , მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინა, რითაც კიდევ ერთხელ განამტკიცეს ჩვენი მისია – აღვზარდოთ თაობა სულიერი სიძლიერითა და ცოდნით აღჭურვილი. მადლობა მათ ლოცვისა და მხარდაჭერისათვის. ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ იმედითა და რწმენით, რომ წინ დიდი წარმატებები გველის!

            დიდი მადლობა ჩვენს გიმნაზიის საზოგადოებას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომ ერთად ვაშენებთ ამ განსაკუთრებულ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა.

          • გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!

          • ძვირფასო მასწავლებლებო!

            გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! თქვენი შრომა და თავდადება ჩვენი მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში ფასდაუდებელია. თქვენ ყოველდღიურად აძლიერებთ ჩვენი საზოგადოების სულიერ და ინტელექტუალურ მხარეს, აძლევთ ცოდნას, რომელიც მომავლის გზას უჩვენებს!

            გისურვებთ ულევ წარმატებას, სიხარულსა და მადლიერებას თქვენი შრომისთვის! იყავით მუდამ მოტივირებული და ენერგიულები!

             უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი!

          • გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

          • ”ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება. ამ შემთხვევაში ცოდნა ანთებულ სანთელსა ჰგავს: ერთს სანთელზედ რომ ათასს სხვა სანთელს მოუკიდო, სანთელს ამით არც ალი დააკლდება, არც სინათლე და არც სიცხოველე, პირიქით, იმატებს კიდეც, რადგან ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპსა.”

            ასეთი ცოდნის მისაღები კიდევ ერთი სასწავლო წელი ვიზეიმეთ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში.

            გიმნაზიელებო!

            გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი აღსანიშნავია ახალი მიზნებით, აღმოჩენებითა და შესაძლებლობებით. როგორც ყოველთვის, ჩვენს გიმნაზიაში გველის ნაყოფიერი წელი, სავსე ცოდნით, სითბოთი და მხიარულებით.

            იყავით გულმოდგინე, თავდაჯერებული და ენთუზიაზმით სავსე. თქვენს წინაშეა ახალი ცოდნის მიღების საოცარი შესაძლებლობა, და ჩვენ ყველანი მზად ვართ, გვერდში დაგიდგეთ ამ გზაზე. თითოეული მასწავლებელი და მშობელი მუდამ თქვენს მხარეზეა.

            წარმატებებს და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ! 

          • განცხადება

          • ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო!

            გაცნობებთ, ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო წლის დაწყება გადაიდო.

            სკოლა-გიმნაზია ოფიციალურად გაიხსნება 23 სექტემბერს, ორშაბათს.

            წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

            .

          • თანამშრომლობა მეგობარ სკოლებთან

          • ა(ა)იპ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სტრატეგიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანა ანუშიძემ,  თავისი სკოლის გამოცდილება, ახალი სასწავლო რესურსები და პროექტები გაგვიზიარა.

            გამოცდილების ურთიერთგაზიარებისას ვისაუბრეთ:

            ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების, კრიტერიუმების და ინდიკატორების - მათი დაძლევის გზების და სტრატეგიების შესახებ,

            ასევე, სასწავლო პროცესის, ფორმალური და არაფორმალური განათლების, დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისა და უნივერსალური დიზაინის მქონე სასწავლო რესურსების შექმნა - გამოყენების სასწავლო და შემოქმედებითი პროექტების,

            სკოლის ბავშვთა ომბუდსმენის ინსტიტუტისა და ერთობლივი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების შესახებ.

            მადლობას ვიხდით ანას საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრისათვის!

             

          • პედაგოგიური საბჭოს სხდომა

          • 05.09.2024

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა N1 პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად.

            პედაგოგებმა მიმდინარე საკითხებთან ერთად განიხილეს და დაამტკიცეს პედაგოგიური საბჭოს წლიური სამუშაო გეგმა და 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმა.

            სკოლა-გიმნაზია სასკოლო საზოგადოებას წარმატებულსა და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს!

          • აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

          • 50%-70% -100% გრანტის მფლობელ პირველი კურსის სტუდენტებს ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ

            50%-70% -100% გრანტის მფლობელი პირველი კურსის სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით დაფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

            ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე;

            მოიპოვეს 50%, 70% ან 100% სასწავლო გრანტი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიღებული აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ რესურსცენტრებზე დაქვემდებარებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

            სტუდენტებზე ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა ერთჯერადად:

            • სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 50% სასწავლო გრანტი - 500 ლარი;

            • სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 70% სასწავლო გრანტი 1000 ლარი;

            • სტუდენტზე, რომელსაც მოპოვებული აქვს 100% სასწავლო გრანტი 2000 ლარი.

            პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1194290...

            პროექტი ხორციელდება 2023 წლიდან

          • შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა

          •  

            გილოცავთ სტუდენტობას!

            ემოცია, რითაც დღეს სოციალური ქსელები იყო სავსე ალბათ ყველაზე ამაღელვებელი და სასიამოვნოა.

            სასულიერო გიმნაზია, დღეს კიდევ ერთხელ თავაწეულად ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას!

            ჩვენო საყვარელო ბავშვებო, აწ უკვე პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას ამ უმნიშვნელოვანეს წარმატებას, ეს თქვენი, თქვენი მშობლების და თქვენი მასწავლებლების დაუღალავი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია.

            დაგილოცავთ გზას ცოდნის ტაძრისაკენ! დარწმუნებული ვარ, კვლავ ბევრჯერ ასახელებთ ჩვენს სამშობლოს და უფროს თაობასთან ერთად დიდ წვლილს შეიტანთ ქვეყნის აღმშენებლობაში.

             მარიამ რომანაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი ( ბიზნეს ადმინისტრირება)70%-იანი გრანტი

             ბაჩო მოწყობილი - თავისუფალი უნივერსიტეტი ( საერთაშორისო ურთიერთობები)70% - იანი გრანტი

            ლუკა დიასამიძე - კავკასიის უნივერსიტეტი ( დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები)70%- იანი გრანტი

            ნანუჩი აფხაზავა - თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტი ( პოლიტიკის მეცნიერება)70% იანი გრანტი

            ანა გოგიტიძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი( ინგლისური ფილოლოგია) - 70 % იანი გრანტი

            თებრო კვესიეიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებები) 50%- იანი გრანტი

            ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

          • სკოლა-გიმნაზიის ფორმის ესკიზები

          • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

            გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი).

            წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული - IIIა და IIIბ კლასი

          • სასწავლო წლის ბედნიერი დასასრული

            კლასი-lllა,lllბ

            ხელმძღვანელები: მაია ყულეჯიშვილი, თეონა მელაძე

            ბედნიერებით, სიხარულით, სიყვარულით სავსე წუთები...ჩვენი აწ უკვე მეოთხეკლასელები...

            ხალისიან, შინაარსიან არდადეგებს გისურვებთ , პატარებო!

            13.06.2024 წელი.

          • გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს!

          • ამაღლება ეს არის საოცარი დღე, დღე როდესაც უფალმა მამობრივი იმედი დაუტოვა მოციქულებს და მთელ კაცობრიობას.

            აღდგომიდან მეორმოცე დღეს უფალმა იესო ქრისტემ დალოცა მოწაფები და ლოცვის დროს ამაღლდა ზეცად. მას შესცქეროდნენ მოციქულები და ხედავდნენ, თუ როგორ შორდებოდათ უფალი. ამ დროს მათ გამოეცხადნენ ანგელოზები და უთხრეს: როგორც ხედავთ დიდებით ამაღლებას უფლისა, ისე იქნება მისი დიდებით მოსვლაც.

            გამოცხადების შემდეგ მოციქულები გამობრუნდნენ სიხარულითა დიდითა. თითქოს გასაკვირია, მაცხოვარი დაშორდა მათ და მოციქულები გახარებულები არიან. მაგრამ ისინი გახარებულნი იყვნენ იმ სიტყვების გამო, რომელიც უფალმა მათ და მთელ ქვეყანას უთხრა:

            „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ.“

            ეს სიტყვები უნდა გვახსოვდეს ყველას, - უფალი ჩვენთანაა და არასოდეს არ მიგვატოვებს.

            შეგვეწიოს ყველას ამაღლების მადლი და წყალობა!

          • ექსკურსია - VIIბ კლასი

          • “სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს, შენთან არს ღმერთი.

            ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე. “

            ეს სიტყვები დიდ ქართველ მწერალს, ბატონ ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის.ასე მიმართავდა იგი ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს, არწმუნებდა, თუ რამდენად ძვირფასები ვართ ერთმანეთისთვის.

            საამაყო წინაპრის სახლ-მუზეუმს ეწვივნენ ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის მეშვიდეკლასელები.

            დამრიგებელი: სოფო შენგელია Sopo Shengelia

            მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს ნ. დუმბაძის მოთხრობები, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს მწერლის სახლ- მუზეუმში.

            მადლობა მუზეუმს გულთბილი დახვედრისათვის, უაღრესად საინტერესო საუბრისათვის. ამან მწერლის შემოქმედების უფრო ღრმად და საფუძვლიანად შესწავლის სურვული გაუღვივა მოსწავლეებს.

            გიმნაზიელებმა მოილოცეს ერკეთისა და ჯიხეთის დედათა მონასტრები. ესაუბრეს დედებს, ბევრი რამ გაიგეს სამონასტრო კომპლექსის შესახებ.

            ეს დღე, მართლაც, დაუვიწყარი იქნება მათთვის.

            ჩვენს მეშვიდეკლასელებს კი ვუსურვებთ, არასოდეს შეეწყვიტოთ მოგზაურობა ღვთისა და წიგნის უკიდეგანო სამყაროში.

          • ლექსო, ამოგთქომ, ოხერო...

          • მღელვარე და ემოციებით სავსე დღე

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში

            დღეს, 11 ივნისს, ჩვენი გიმნაზიის VIIIბ ( დამრიგებელი: ი. წულუკიძე)

            და XI ბ ( დამრიგებელი: ს. რომანაძე )კლასის მოსწავლეები საინტერესო და სასიამოვნო ფოლკლორული საღამოთი

            “ ლექსო, ამოგთქომ, ოხერო…”

            წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე , რომელიც გაიმართა ქობულეთის კულტურის ცენტრში

            ღონისძიების ხელმძღვანელი: მაგდა ნადარეიშვილი Magda Nadareishvili

            ღონისძიება ხალხურ შემოქმედებას ეძღვნებოდა. მოგეხსენებათ, რაოდენ მდიდარი და მრავალფეროვანია ხალხური პოეზია. დღევანდელი ღონისძიება მხოლოდ ძირითადი თემატიკიდან გამომდინარეობდა

            მამულის სიყვარული, საგმირო- სახოტბო, სატრფიალო- სამიჯნურო და წუთისოფელი.

            ქობულეთის გიმნაზია მადლობას უხდის ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქის მერს ბატონ ლევან ზოიძეს, ქობულეთის კულტურის განყოფილებას, ქობულეთის მუზეუმს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

            გიმნაზიის ადმისტრაცია გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მომავალში

          • I კლასის შთამბეჭდავი დასასრული

          • დიახ, გულწრფელი სიყვარულით, გონიერებითა და იმედით მოვდივართ მომავლიდან, ბედნიერებითა და იმ რწმენით, რომ ერთად ავაშენებთ მშვიდობის ქალაქს.“ -

            ამ სიტყვებით დაასრულეს სასწავლო წელი

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის

            I-გ კლასის მოსწავლეებმა

            დამრიგებელი: ირმა ოქროპირიძე

            ბედნიერი არდადეგები ჩვენო მერცხლებო!