სიახლეები

          • "ტვინების ბრძოლის" საქალაქო პირველობა

          • 17 ნოემბერს "ტვინების ბრძოლის" საქალაქო პირველობა გაიმართა 45 ქალაქში. ტვინიკოსთა შერკინებამ გამოავლენა ქალაქის ჩემპიონები და პრიზიორი გუნდები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საუკეთესო 50%-ში მოხვედრილ გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ ეტაპზე.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიდან მონაწილეობდნენ გუნდები:

            "საუნჯე" (IV კლასი, კლასის ხელმძღვანელი მაია ყულეჯიშვილი)

            "აინშტაინები" (Vა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნაირა ვასაძე)

            "ტვინიკოსები" (Vბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ჯენი ჭყონია)

            "გენიოსები" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე)

            "მჭევრმეტყველები" (VIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი თეონა გოგიტიძე)

            "საუნჯე" (VIIIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი მთვარისა ჯინჭარაძე)

            "ერუდიტი" (VIIIბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია)

            "ლოგიკის მგზავრები" (VIIIბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი სოფიო შენგელია)

            "ირაო" (IXა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ნინო  მოქია)

            "მერანი" (IXბ კლასი, კლასის ხელმძღვანელი ირინე წულუკიძე)

            "ლიდერები" (XIა კლასი, კლასის ხელმძღვანელი ჯეირან ანთაძე)

            საქალაქო ჩემპიონატის I ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი დაიკავა გუნდმა "ტვინიკოსები".

            საქალაქო ჩემპიონატის III ასაკობრივ კატეგორიაში II ადგილი დაიკავა გუნდმა "ლიდერები".

            გუნდების უმრავლესობამ მოიპოვა რეგიონალურ ეტაპზე მონაწილების უფლება, რომელიც გაიმართება 1 დეკემბერს.

            ვულოცავთ ბავშვებს ამ ღირსეულ გამარჯვებას და მომავალ ტურზეც წარმატებულ ასპარეზობას ვუსურვებთ!

             

          • ბუნებისმეტყველება - IIგ კლასი

          • საგანი: ბუნებისმეტყველება

            თემა: ,,მცენარე დედამიწის მწვანე სამოსელია''.

            კლასი: II გ

            მასწავლებელი: ირმა ოქროპირიძე

            თითოეული მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვის აუცილებელ საარსებო გარემოს ქმნის.

            ხე-მცენარეები გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ მათ ერთნაირი ნაწილები აქვთ: ფესვი, ღერო, ტოტები......

            მეორე კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე დაამზადეს სხვადასხვა ხის მოდელები.

            მოინახულეს სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეები, დავაკვირდნენ რა სახის ხე-მცენარეები იზრდება და ისაუბრეს განსხვავებასა და მსგავსებაზე.

            შეადარეს მათ მიერ დამზადებული მოდელები ნამდვილ ხეებს, ისაუბრეს მათ მნიშვნელობასა და საჭიროებაზე …შეთანხმდნენ, რომ ბუნებას უნდა მოუფრთხილდნენ და დარგონ რაც შეიძლება ბევრი ხე ჯანსაღი გარემოს შესანარჩუნებლად.

          • შეხვედრა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერთან

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში სტუმრად იმყოფებოდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროექტების მენეჯერი თეკო ძიძიგური, რომელიც მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

            სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტების ძირითადი პროგრამები, მიღების პროცესი და ის უპირატესობები, რაც ამ უნივერსიტეტებში სწავლის დასრულებასთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით გამოიკვეთა განათლების ხარისხისა და საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობა, რაც ახალგაზრდებს შრომის ბაზარზე კონკურენტულ პოზიციას უმაგრებს.

            მოსწავლეები დაინტერესდნენ სხვადასხვა მიმართულებით სწავლების შესაძლებლობებით, დასვეს კითხვები უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს, სტიპენდიების სისტემისა და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებს მოტივაცია მისცა, მეტი ძალისხმევა მიმართონ საკუთარი მიზნების განხორციელებისკენ.

            მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს, ინფორმაციული შეხვედრისთვის, რომელიც ჩვენი მოსწავლეებისთვის ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო!

          • რუსული ენა - VIბ კლასი

          • საგანი : რუსული ენა

            კლასი : VIბ

            დამრიგებელი: ნატო მჟავანაძე

            პედაგოგი: მერი ოქროპირიძე

            პროექტი "წერილი მეგობარს"

            ჩვენი გიმნაზიის VIბ კლასის რუსულის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა საინტერესო და სასიამოვნო დავალებასთან მიმართებაში იმუშავეს – მათ თავიანთ მეგობრებს წერილები მისწერეს.

            მოსწავლეებმა წერილში გამოხატეს თავიანთი ემოციები, განწყობა და სიყვარულით სავსე სიტყვები, რაც თანატოლების მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებაში დაეხმარება. ასეთი პრაქტიკული გაკვეთილები ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ ენის უკეთ ათვისებაში, არამედ აძლიერებს მათ ემოციურ ინტელექტსა და ერთმანეთთან კავშირის უნარებს.

          • პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებს სიხარული მივანიჭეთ!

            მცირედი საჩუქრებით გამოვხატეთ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა, რათა მათი სკოლის დაწყება კიდევ უფრო გამორჩეული და სასიამოვნო ყოფილიყო. პირველ ნაბიჯებს ცოდნის სამყაროში მათთან ერთად სიხარულით ვეზიარებით და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ გზაზე!

          • მუსიკა - VIა და VIბ კლასი

          • პროექტი: ქართული კინო-ფილმები

            კლასი : VI ა და VIბ

            საგანი: მუსიკა

            მასწავლებელი: სოფიო შენგელია

            ქართული კინოს ისტორია მდიდარი და მრავალფეროვანია. ის იწყება 1908 წელს, როდესაც პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაიღეს. ეს იყო ისტორიული მოვლენა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ კინოს.

            20-იან წლებში ქართული კინო კიდევ უფრო განვითარდა და ისეთი მნიშვნელოვანი ფილმები შეიქმნა, როგორიცაა “ქრისტინე” (1929) და “ჯიმ შვანთე “ (მარილი სვანეთს )(1930). ამ პერიოდს უკავშირდება რეჟისორების, ნიკოლოზ შენგელაიასა და მიხეილ კალატოზიშვილის დასამახსოვრებელი ნამუშევრები.

            50-60-იან წლებში ქართული კინო “ოქროს ხანას” განიცდის. რეჟისორები, როგორიცაა ოთარ იოსელიანი, თენგიზ აბულაძე, გიორგი შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი, გურამ ფირცხალავა, რეზო ჩხეიძე და სხვები, ქმნიან ფილმებს, რომლებიც თანამედროვე ქართულ კულტურაში წამყვანი ადგილი დაიკავეს. ასეთებია “დათა თუთაშხია,” “მონანიება,” “იმერული ესკიზები,” “ფესვები,” “ჯარისკაცის მამა” და სხვა.

            90-იან წლებში, ქვეყნის მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქართული კინო დროებით შეფერხდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული ახალი ტალღა გამოჩნდა. რეჟისორები, როგორიცაა ზაზა ურუშაძე (“მანდარინები”), ლევან თუთბერიძე, ნანა ექვთიმიშვილი (“გრძელი ნათელი დღეები”) და სხვა.

            ქართული კინო აერთიანებს ისტორიას, კულტურას და ქართველების ხედვას ცხოვრების მიმართ, რის გამოც ის ღრმა შთაბეჭდილებას ტოვებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაყურებლებზე.

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მეექვსე კლასების მოსწავლეებმა სოფო მასწავლებელთან ერთად ქართული კინოს ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს!

            პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ქართული კინოსადმი განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული გამოავლინეს, შეისწავლეს ცნობილი რეჟისორების ფილმები, გააანალიზეს ფილმებში ასახული თემები, და შექმნეს საკუთარი პატარა პრეზენტაციები. ეს გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესოდ წარიმართა, რომლითაც ჩვენი კულტურის ფურცლები გააფერადეს.

            გაკვეთილებზე ინტერესიით სავსე ბავშვებმა არაერთი საოცარი დეტალი აღმოაჩინეს და თავიანთი პრეზენტაციებით ყველას გული მოიგეს. მათთვის ეს იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც აძლიერებს მათ სიყვარულს ქართული ხელოვნებისადმი!

            ღირსეული მომავალი კინოს მოყვარულებისთვის!

          • საბაზო საფეხურის კონკურსი მათემატიკაში

          • შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებით. გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი "გიმნაზიელები":

            საბა გოგიტიძე (IX კლასი) - კაპიტანი

            მარი მახარაძე (IX კლასი)

            საბა პაპუნაიშვილი (VIII კლასი)

            ოთარ ზოიძე (VIII კლასი)

            ანასტასია ანთაძე (VII კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!

          • "აი ია" შემობრძანდა Iა კლასში

          • ხალხის განათლება დედაბოძია, მთავარი ბურჯია ქვეყნის კეთილდღეობისა, ბედნიერებისა.“ ამბობდა დიდი ქართველი პედაგოგი და მამულიშვილი იაკობ გოგებაშვილი.

            ქართულ ენასა დალიტერატურაში საზეიმო გაკვეთილი.

            I -ა კლასი , საგნის მასწავლებელი და დამრიგებელი სოფიო ოქროპირიძე

            ეს დღე პირველ კლასელებისათვის მოტივაციის მიმცემი და ლამაზი ემოციებით იყო დატვირთული.

            მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო აქტივობები განახორციელეს: გაეცნენ ასო - ბგერებს ,,ა“ და ,,ი“-ს. იმუშავეს ასოების გრაფიკულ მოხაზულობაზე , ფაზლის საშუალებით ააწყვეს წინადადება ,,აი ია“.

            მასწავლებლის საინტერესო რესურსით აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეებიც და სტუმრებიც.

            ამ მნიშვნელოვან დღეს პატარებმა სულის სითბო და სიხარული მიუძღვნეს ქართული სიტყვისა და წერის სიმბოლოს “ანბანს”, რომელმაც დაუვიწყარი მოგზაურობა დაიწყო თითოეული მათგანის გულში. სასიამოვნო ემოციებმა და ცოდნის გზაზე პირველმა ნაბიჯებმა დღე მართლაც დაუვიწყარ მოგონებად აქცია.

            გილოცავთ , ამ დიდ დღესასწაულს და პატარებს ვუსურვებთ, რომ ანბანის თითოეული ასო სიხარულით, სიყვარულითა და პატივისცემით აითვისონ.

          • დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღე

          • მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის დიდი პატივისცემით ვულოცავთ ანგელოზის დღეს. წმ. დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის მადლი და ძალა გფავდეთ ჩვენო საყვარელო მეუფეო!

          • კინგსის ოლიმპიადა

          • სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა 2024 წლის “კინგსის” საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში და გამოავლინეს განსაკუთრებული ცოდნა და უნარები.

            თითოეულმა მონაწილემ დიდი შრომისა და მონდომების ფასად მოიპოვა აღიარება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ცოდნასა და შემოქმედებით შესაძლებლობებს.

            გილოცავთ ჩვენო გამარჯვებულებო!

            თქვენი მიღწევები სიხარულით ავსებს სკოლა-გიმნაზიის სახელის მნახველ თითოეულ ჩვენგანს. ასევე, გულწრფელად ვუხდით მადლობას მასწავლებლებსა და მშობლებს, რომლებმაც ყოველდღიური მხარდაჭერითა და ძალისხმევით წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვან წარმატებაში.

          • დაწყებითი საფეხურის მათემატიკის კონკურსი

          • კონკურსი მათემატიკაში

            შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი დაწყებითი საფეხურის კონკურსისათვის მათემატიკაში , რომელიც დაკომპლექტებულია V-VI კლასის მოსწავლეებით.

            გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი

            “გიმნაზიელები":

            ანდრია ქათამაძე (VI კლასი) - კაპიტანი

            თემურ გოგიტიძე (VI კლასი)

            ალექსანდრე კენჭაძე (VI კლასი)

            ნინო ცისკარიძე (V კლასი)

            ელენე მჟავანაძე (V კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!

          • საბაზო საფეხურის კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

          • შეირჩა სკოლის წარმომადგენლობითი გუნდი, საბაზო საფეხურის კონკურსისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც დაკომპლექტებულია VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებით.

            გუნდი შედგება 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი "გიმნაზიელები":

            ელენე კახიძე (IX კლასი) - კაპიტანი

            ელენე მოწყობილი (IX კლასი)

            დემეტრე ჯინჭარაძე (VIII კლასი)

            ნია კუჭუხიძე (VIII კლასი)

            ლილე მიქელაძე (VII კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს. წარმატებას გისურვებთ!

          • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - IV კლასი

          • “წიგნის სამყარო,,

            ( მე რომ წიგნის მხატვარი ვიყო ...)

            საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

            თემა: გრაფიკა და ფერწერა

            საკითხი: ილუსტრაცია

            მასწ: თეონა მელაძე

            წიგნის მხატვრულ გაფორმებას, ილუსტრაციას ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით საინტერესო და საპასუხისმგებლოა საბავშვო წიგნების დასურათება.

            IV კლასელებმა საგაკვეთილო პროცესში მხატვარ-ილუსტრატორის როლი მოირგეს: შეარჩიეს მათთვის საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები (სათავგადასავლო წიგნი, ზღაპარი, მოთხრობა, იგავ-არაკი) გაიხსენეს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, სახასიათო ეპიზოდი, მოკლედ ჩაწერეს ამ ეპიზოდის შინაარსი. პატარა მხატვრებმა , პერსონაჟის გარეგნობისა და ხასიათის შესაბამისად განსაზღვრეს, რა სახის ილუსტრაციებს შეასრულებდნენ- შავ- თეთრსა თუ ფერად გრაფიკას, ან ფერწერას.

            მოსწავლეებისთვის მხატვარ- ილუსტრატორის როლი სახალისო, საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა.

             

          • ინგლისური ენა - VIIა კლასი

          • პროექტი - “ჩიტების ჩემპიონი”

            კლასი: მეშვიდე

            საგანი: ინგლისური ენა

            მასწავლებელი: ჯეირან ანთაძე

            მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე სახელწოდებით „ჩიტების ჩემპიონი“. პროექტის მიზანი იყო ჩიტების სახეობებისა და მათი უნარების შესახებ ცოდნის გაღრმავება. მოსწავლეებმა შეისწავლეს სხვადასხვა ჩიტის გამორჩეული თვისებები, როგორებიცაა მათი ფრენის უნარი, სიმღერა და გარემოსთან ადაპტაციის შესაძლებლობა.

            პროექტის ფარგლებში თითოეულმა მოსწავლემ აირჩია კონკრეტული ჩიტი, შეისწავლა მისი ხასიათი და უნიკალური შესაძლებლობები, შემდეგ კი წარმოადგინა საკუთარი ნაშრომი. აღნიშნული აქტივობა დაეხმარათ ბავშვებს ბუნებისადმი ინტერესისა და პასუხისმგებლობის შეგრძნების ჩამოყალიბებაში.

          • დაწყებითი საფეხურის კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

          • 4 ნოემბერს, ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურში.

            კონკურსში მონაწილეობდა

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის დაწყებითი დაფეხურის წარმომადგენლობითი გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო V-VI კლასის მოსწავლეებით.

            გუნდი შედგებოდა 5 მონაწილისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენდა გუნდის კაპიტანს.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით წელს ჩვენს სკოლას წარმოადგენს გუნდი

            “გიმნაზიელები":

            დავით ჯინჭარაძე (VI კლასი) - კაპიტანი

            სიდონია სულამანიძე (VI კლასი)

            ეფემია სოლომონიძე (VI კლასი)

            ნინო ცისკარიძე (V კლასი)

            თეკლა ანთაძე (V კლასი)

            გილოცავთ ბავშვებო, გვჯერა, ღირსეულად წარმოაჩენთ ჩვენი სკოლის სახელს!

             

          • I ადგილი. აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 1 - 2 ნოემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, სადაც

            ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი და მოიპოვა აჭარის პირველობაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სახელით მონაწილეობის უფლება.

            ვულოცავთ ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდს და მათ მწვრთნელს, მერაბ ნოღაიდელს შთამბეჭდავ გამარჯვებას!

            ეს იმ დაუღალავი შრომის , ერთგულების და გუნდურობის შედეგია, რომლითაც დამსახურებულ პირველ ადგილს მიაღწიეს!

            ეს გამარჯვება არა მხოლოდ მათი გამარჯვებაა , არამედ ჩვენი სკოლის მიღწევაა!

            მადლობას ვუხდით ყველა მოთამაშეს, მწვრთნელსა და მხარდამჭერს!

            ილია ვერულიძე

            ბექა კვესიეშვილი

            ნიკა მეტრეველი

            ილია მანელიშვილი

            დათა მანელიშვილი

            ნიკა რომანაძე

            ნიკა ქათამაძე

            ნუგო სულამანიძე

            ნიკოლოზ გაბუნია

            ზურაბ ბასილაშვილი

            ვახო მიქელაძე

            დავით კაპანაძე

            ჩემპიონებო, წარმატებები მომავალ გზაზე! გვეიმედებით!

          • "აი ია" შემობრძანდა Iგ კლასში

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის პირველ “გ” კლასში

            დამრიგებელი: ნათია ღაღაიშვილი

            მასწავლებელი: ირმა ბებია

            ნამდვილმა სიხარულმა დაისადგურა — “გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო!”

             

            ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენი ბავშვების ახალი თავგადასავალი, რომელიც პირველი კლასის სიახლეებითა და აღმოჩენებით არის სავსე. დღეს მათ დიდებული მისია აქვთ: ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩასწვდებიან ცოდნის სამყაროს საიდუმლოებებს, შეიყვარებენ თითოეულ ასოს და თავად გახდებიან წიგნებთან გულღია მეგობრები.

            მასწავლებელთან ერთად, ბავშვებმა მოწიწებით მიიღეს პირველი წიგნი, “აი ია”, რომელიც მათი სასწავლო გზის განუყრელი თანამგზავრი გახდება. თითოეული ასო მათი ფერადი ფანტაზიებითა და ცნობისმოყვარეობით განათდება.

            ჩვენს პატარა მოსწავლეებს და მასწავლებლებს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდება როგორც მათი პირველი ნაბიჯი ახალი გამოწვევებისკენ. დაე, იყოს მათი გზა განათლებით სავსე, ნაყოფიერი და სასიამოვნო!

          • VIIა კლასი, ლილე მიქელაძე

          • საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

            თემა: პირველყოფილი ხელოვნება

            კლასი: VIIა კლასი

            მასწავლებელი: მაგდა ნადარეიშვილი

            მოსწავლე: ლილე მიქელაძე

          • მე და საზოგადოება - IV კლასი

          • ”მე მკითხველი ვარ“

            ამ თემის ფარგლებში ჩვენი სკოლის

            IV კლასის მოსწავლეებმა

            მასწავლებელი: ნინო მოქია

            საგანი: მე და საზოგადოება

            საგაკვეთილო პროცესი განვლეს ბიბლიოთეკაში.

            მოსწავლეებმა ინტერესით მოინახულეს ბიბლიოთეკა, გაიხსენეს ბიბლიოთეკაში ქცევის წესები და მობრძანების ეთიკა, რომელიც გულმოდგინედ შეახსენა ბიბლიოთეკარმა თეონა მელაძემბიბლიოთეკართან საუბარი კი ნამდვილად გამორჩეული აღმოჩნდა – ბავშვებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია წიგნის და ცოდნის მნიშვნელობაზე, რასაც წიგნები სამყაროში ავრცელებენ.

            საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა საბავშვო ბიბლიიდან წაეკითხათ ერთი ეპიზოდი და სრულად შეეგრძნოთ აქტიური მკითხველის როლი. ამ გამოცდილებამ კიდევ უფრო გააღვიძა მათში კითვის სიყვარული. გაკვეთილის დასასრულს, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, რეგულარულად ისარგებლონ ბიბლიოთეკით და შეხვდნენ საინტერესო წიგნებს, რომლებიც დაეხმარებათ ცოდნის გაფართოებასა და სულიერ საზრდოს მიღებაში.

            ამგვარი საგაკვეთილო პროცესები ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას და ცოდნის მიმართ დაუცხრომელი ინტერესის ჩამოყალიბებას. მადლობა ნინო და თეონა მასწავლებლებს საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილისათვის