მოგეხსენებათ, ყოველწლიურად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. მასში მონაწილეობის უფლება აქვს თითოეულ საგანში/საგნებში განსაზღვრულ კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფის (X-XI-XII კლასები) მოსწავლეს, თუმცა, სურვილის შემთხვევაში საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.
უკვე მეორე სასწავლო წელია ჩვენი XII კლასის მოსწავლე, ანა გოგიტიძე, ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის სახელით წარმატებით მონაწილობს რუსული ენის III ტურში.
ასეთივე წარმატებას მიაღწია 2022-2023 სასწავლო წელს რუსულ ენაში XI კლასის მოსწავლემ, ანნა შეყილაძემ.
მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივირებისათვის მათ გადაეცათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სიგელები და ბიბლუსის სასაჩუქრე ბარათები სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციისაგან.
მადლობას ვუხდით მათ რუსული ენის პედაგოგებს, მერი ოქროპირიძესა და ზამირა მახარაძეს, გაწეული შრომისა და მოსწავლეთა თანადგომისათვის!