სიახლეები

          • თენგიზ ხალვაშის სახელობის ღია ტურნირი ჭადრაკში

          • 1-ელ და 3 დეკემბერს ქობულეთის სასპორტო სკოლაში ჩატარდა თენგიზ ხალვაშის სახელობის ღია ტურნირი ჭადრაკში 8-10-12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

            ტურნირის პრიზიორები გახდნენ წმ. კირიონ II- ის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები.

            ნიკოლოზ ცეცხლაძე

            ანამარია ვერულიძე

            ელენე მჟავანაძე

            სიდონია კიკნაძე

            ლელუკა ბაუჟაძე

            საბა ზოიძე

            ჩვენს მოსწავლეებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებს კიდევ ბევრ წარმატებას!

          • ქართული ენა და ლიტერატურა - VIIIა და VIIIბ კლასი

          • ”ჭეშმარიტი რწმენის გარეშე ადამიანი არარაობაა, ცოდნის შეუძენლად კაცი არ ვარგობს და განათლების უპირველესი წყარო წიგნია. წიგნის სიყვარული, ტრადიციების ერთგულება და ეროვნული საუნჯის გაფრთხილება – ესაა ჭეშმარიტი ქართველობა”- ეს სიტყვები დიდ ქართველ მწერალს, კლასიკოსს ბატონ ოტია იოსელიანს ეკუთვნის.

            ასე მიმართავდა იგი ახალგაზრდებს, ქვეყნის მომავალს, არწმუნებდა, რომ წიგნი უზენაესია და, რომ მის გარეშე წინსვლა, განვითარება შეუძლებელია.

            კლასი: VIII ა და VIII ბ

            მასწავლებელი: ნინო მოქია და ირინე წულუკიძე

            ბავშვებმა წაიკითხეს ( კლ. ლიტერატურა)ალ. ყაზბეგის “ხევისბერი გოჩა" . წაკითხვის შემდეგ მოეწყო პარალელურ კლასთან შეხვედრა.

            პირველ შეხვედრაზე მოეწყო ზეპირი პრეზენტაცია , სადაც მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი, იმსჯელეს თითოეულ პერსონაჟზე და შეაფასეს მათი საქციელები.

            შემდეგ შეხვედრაზე , მოსწავლეებს მიეცათ წერითი დავალებები ... ისინი დაყოფილი იყვნენ ჯგუფებად ,თითოეული ჯგუფიდან თითო წარმომადგენელმა აირჩია ბარათი, სადაც წერილობითი დავალების პირობა იყო მოცემული ,ნაწარმოების მიხედვით 45 წთ-ის განმავლობაში მათ უნდა გადმოეცათ თხზულების სახით თავიანთი აზრი.

            ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი მოცემულ დავალებას და კლასშივე წაიკითხეს მათი ნააზრევი.

          • მუსიკა - VIა და VIბ კლასი

          • საგანი: მუსიკა

            კლასი: 6 ა , 6 ბ

            მასწავლებელი : სოფო შენგელია

            რადგან დღესდღეობით პოპულარულია უცხოური სხვადასხვა ჟანრის ფილმები აუცილებელი გახდა ქართული ფილმების მიმართ მოსწავლეების მეტი ინტერესის გაღვივება,რომ ვაჩვენოთ მათ რამდენად მდიდარი და ღირებულია იგი, შეინახონ და პატივი სცენ მათ.

            მოსწავლეებმა სხვადასხვა წყაროების გამოყენებით (ლიტერატურა, ინტერნეტი), მოიძიეს ინფორმაციას ქართული კინოს შესახებ.

            ,,ქართული კინოფილმების გაცოცხლება”

            ,,ყველაფერი ქართული კინოს შესახებ”

            შემდეგ ამ ყველა ინფორმაციას გაუკეთეს პრეზენტაცია.

            პროექტმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ბავშები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, შეასრულეს მუსიკალური ნომერი.

            ძალიან სასიამოვნო და საინტერსო მოსასმენი იყო მათი ჭკვიანური განხილვები და დასაბუთებები

          • გეოგრაფია - IX კლასი

          • საგანი: გეოგრაფია

            თემა: ქობულეთის სფაგმანუმიანი ჭაობები - რამსარის ხელშეკრულება

            მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე

            მეცხრე კლასელებს მოსამზადებელი ჰქონდათ კომპლექსური დავალება "ქობულეთის სფაგმანუმიანი ჭაობები- რამსარის ხელშეკრულება". მოსწალებთან ერთად გადავწყვიტეთ მოგვეწვია ქობულეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაიის წარმომადგენელი ქ-ნი სოფიო თხილაიშვილი, რომელმაც წარმოგვიდგინა ძალიან საინტერესო მასალები ფოტო სურათებით. ჩაატარა საინტერესო ლექცია რამსარის კონვეცნციის მნიშვნელობასა და ქობულეთის ჭაობებზე, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის წყალჭარბი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ.

            მოსწავლეთა დიდი დაიტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩვენს ჭაობში არის თეთრი ხავსი, რომელსაც აქვს უნარი მის წონასთსნ შედარებით ოცჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. სწორედ ეს ხავსი იცავს ქობულეთს დატბორვისგან.

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში

          • აჭარის სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში 2 დეკემბერს ჩატარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

            ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ნიჭიერმა სპორცმენებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს თავიანთი უსაზღვრო უნარი

            გოგონათა გუნდმა დაიკავა პირველი საპრიზო ადგილი

            ბიჭუნათა გუნდმა მეორე ადგილი და მოიპოვეს აჭარის პირველობაზე მონაწილეობის უფლება

            სპორტულ სამყაროში გუნდური მუშაობა და თავდადებული შრომა არის წარმატების გასაღები. სწორედ, რომ ბევრი შრომისა და დიდი სურვილის შედეგი აჩვენეს დღეს გიმნაზიის მოსწავლეებმა.

            გილოცავთ, ჩვენ გვჯერა თქვენი!

          • ბუნებისმეტყველება - IIა კლასი

          • ”ბუნების გაკვეთილი ღია ცის ქვეშ"

            კლასი : ll ა

            მასწავლებელი: ნაირა ვასაძე

             

            მცენარეთა მრავალფეროვნება:ხეები,ბუჩქები,ბალახები,წიწვოვნები და ფოთლოვნები.

            ”უჩინარი" ცხოველების ძიებაში....

          • ესეების კონკურსი "ადრეული ქორწინება - გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობა"

          • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებულ ესეების კონკურსში

            "ადრეული ქორწინება - გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობა"

            2023 წლის 1 დეკემბერს გამოვლინდა გამარჯვებული.

            გრან პრის მფლობელი გახდა ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის XII კლასის მოსწავლე

            ანა გოგიტიძე

            მას გადაეცა გამარჯვებულის სიგელი და "ბიბლუსი"-ს მაღაზიათა ქსელის ოთხასლარიანი ვაუჩერი.

            გილოცავთ!

            დაე, უფლის გზით მუდამ გახარებულს და წარმატებულს გევლოს!

             

          • ბიოლოგია - XIა კლასი

          • საგანი: ბიოლოგია

            მასწავლებელი: ნაირა ვასაძე

            1-ელი დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.

            უჩვეულო დღე იყო 1-ელი დეკემბერი ქობულეთის ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II სახელობის საგნმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში. XI-ა კლასის მოსწავლეები წინასწარ მომზადებული მასალებით დახვდნენ ცენტრის პედაგოგებსა და მოსწავლეებს. დაურიგეს საინფორმაციო ფაილები და წითელი ლენტები, რითაც აღნიშნეს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე;

            მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას .

          • ქართული ენა და ლიტერატურა - Vა კლასი

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            თემა: აკაკი წერეთლის ბიოგრაფია

            კლასი: Vა

            მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე

            მოსწავლეებმა შეისწავლეს და იმსჯელეს ბიოგრაფიისა და ავტობიოგრაფიის შესახებ, რა მსგავსება-განსხვავებაა ამ ცნებებს შორის. წაიკითხეს, განიხილეს აკაკი წერეთლის ბიოგრაფიული ცნობები და  თეზისების სახით წარმოადგინეს პროექტები, რის შემდეგაც ისინი შეისწავლიან აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფიულ მოთხრობას "ჩემი თავგადასავალი".

          • ბიოლოგია - Xა და Xბ კლასი

          • ბიოლოგია - x-ა და x-ბ კლასები.

            მასწავლებელი: ნაირა ვასაძე

            ჩატარდა პროექტი- გაკვეთილი საქართველოში არსებული მინერალური წყლების შესახებ .

            მოსწავლეებმა მოიძიენ ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული წყლების შესახებ.აღწერენ პროდუქცია თავის შემადგენლობისა და მნიშვნელობის მიხედვით.

            ჩაატარენ მოსახლეობის გამოკითხვა რამდენად იცნობენ მინერალურ წყლებს, მისი შედგენილობის მიხედვით, არიან თუ არა მომხმარაბელი და რამდენად გააზრებულად იღებენ მას.

            პროექტი და გაკვეთილი დასრულდა, წარმოდგენილი მინერალური წყლების გამოცნობა-დაგემოვნებით.

          • გიორგობას გილოცავთ!

          • მწყალობელი იყოს გიორგი, ხალხო, ოჯახის თქვენისა; მტერზედამც გაგემარჯვებათ, სიკვდილს გაშოროთ მწარესა, გამარჯვებითამც გივლიათ ყოველგზივ ხმელეთის მხარესა!

            ვაჟა ფშაველა

            გილოცავთ გიორგობის . მისი მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

          • IV კლასი - მე და საზოგადოება

          • საგანი: მე და საზოგადოება

            თემა: მე მკითხველი ვარ

            კლასი: IV

            მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე

            მოსწავლეებმა დაათვალიერეს სკოლის ბიბლიოთეკა, გაეცნენ და უამრავი შეკითხვა დაუსვეს ბიბლიოთეკარს

            ბოლოს მოსწავლეებმა შეგროვილი მაკულატურა გადასცეს ბიბლიოთეკას

          • II კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

            კლასი II ა

            საგანი: ქართული ენა

            თემა: ასტრიდ ლინდგრენის ,,როგორ შეიძინა ულემ ელვა"

            დავალება: თხრობა მთხრობლის შეცვლით

            მასწავლებელი: ნათია გოხიძე

            მოსწავლეებმა მოირგეს ელვას როლი და წარმოიდგინეს, როგორ მოუყვებოდა ის წლების შემდეგ ლეკვს თავს გადამხდარ ამბავს.

          • ტოლერანტობის საერთაშორისო დღე

          • 16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა!

            ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავაფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.

            ტოლერანტობის საერთაშორისო დღის პრეზენტაციები საგულდაგულოდ წარმოადგინეს I კლასის მოსწავლეებმა

            ამ ინიციატივის გავლენა ღრმაა, რადგან ის არა მხოლოდ ხელს უწყობს გარემოს კეთილდღეობას, არამედ აყალიბებს თანამგრძნობ და ტოლერანტ ახალგაზრდობას. დღევანდელი აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ სცილდება განათლება სახელმძღვანელოებს, ხელს უწყობს ღირებულებებს, რომლებიც აუცილებელია მდგრადი და ჰარმონიული მომავლისთვის.

            #ტოლერანტობისსაერთაშორისოდღე

            #16ნოემბერი2023

          • ვიქტორინა დაიწყო

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო  მართლმადიდებლური ცენტრის V  კლასის მოსწავლეებს შორის გაიმართა ლიტერატურული ვიქტორინის I ტური.

            მოსწავლეებმა  წაიკითხეს და განიხილეს  ჯეიმს გრინვუდის  "პატრა  მაწანწალა".

             ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

            "ფილოსოფოსები" - 5 ქულა

            "პატარა გენიოსები" - 4 ქულა

            "მჭევრმეტყველები" - 4 ქულა

            "მკითხველები" - 3 ქულა

            "არწივი" - 2 ქულა

            ვემზადებით შემდეგი ტურისათვის!

          • გეოგრაფია - XIა კლასი

          • იმიტირებული სასამართლო პროცესი გეოგრაფიაში

            მასწავლებელი: იზოლდა ვერულიძე

            XIა კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების შესრულების შემდეგ გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ადვოკატის დაცვის სიტყვა, რომელიც მათ მიერ არჩეულმა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და შეაფასეს.

            აღნიშნეს დაცვის სიტყვის ძლიერი და სუსტი მხარეები. შეარჩიენ ის ადვოკატები, რომლებმაც ნაფიცი მსაჯულები ყველაზე მეტად დაარწმუნეს ტეიტიოტას ოჯახის მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობაში.