ქობულეთის ხელოვნების მუზეუმს სტუმრად ეწვია ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის VII ბ კლასის მოსწავლეები ისტორიის მასწავლებელ სოფიო რომანაძესთან და კლასის ხელმძღვანელ სოფიო შენგელიასთან ერთად.
მუზეუმი უპირველეს ყოვლისა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებია, ამიტომ მათ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევაში. გარდა ამისა, ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის სწავლის მნიშვნელოვანი რესურსი, რადგან მუზეუმების კოლექციები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია ყველა ასაკის დამთვალიერებელმა შეიძლება გამოიყენოს განათლების მისაღებად. გიმნაზიის პედაგოგებს საშუალება აქვთ ქობულეთის მუზეუმში სწავლების პროცესი გახადონ უფრო სახალისო მოსწავლეთათვის.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმის საგამოფენო სივრცეები. მოისმინეს სრული ექსკურსი საექსპოზიციოდ გამოფენილი ექსპონატების ირგვლივ.
ისაუბრეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ფარგლებში ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე.
ასევე დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები.