ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის III კლასში ჩატარდა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მე და საზოგადოებაში თემაზე "საგზაო ნიშნების ანაბანა"
პედაგოგი: სოფიო ოქრიპირიძე
საგზაო ნიშნები მოძრაობის უსაფრთხოების მოწესრიგებისა და უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ისინი აფრთხილებენ საგზაო მოძრაობის მონაწილეებს სხვადასხვა სახიფათო უბნებთან მიახლოების შესახებ, ზღუდავენ ან კრძალავენ ქუჩებისა და გზების ცალკეულ უბნებზე ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, აწესრიგებენ გზაჯვარედინის, სავალი ნაწილების გადაკვეთისა და გზის ვიწრო უბნის გავლის თანმიმდევრობას, აზუსტებენ ძირითადი ნიშნების მოქმედების ზონას, დროს, მანძილს ობიექტამდე ან ზღუდავენ მათ მოქმედებასნებას.
ნიშნის ყოველ ჯგუფს აქვს განსაზღვრული ფორმა და ფერი, რაც მნიშვნელოვან მანძილზე მათი გამოცნობის საშუალებას იძლევა.
მოსწავლეებს უნდა დაეხატათ ან დაემზადებინათ სხვადასხვა მასალისგან საგზაო ნიშნები, ესაუბრათ თუ რომელი ნიშანი რაზე მიგვანიშნებს. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგად შეძლეს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის გამოვლენა ამ საკითხთან
დაკავშირებით.