ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის II ა , II ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებლის ნათია გოხიძის და ლუიზა ვერულიძის ხელმძღვანელობით ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკარი, თეონა მელაძე, მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე. სტუმრად მოწვეული იყო ყოფილი ბიბლიოთეკარი ქალბატონი ნ. სუთიძე ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და ჩაებნენ დისკუსიაში.
ბიბლიოთეკაში სტუმრობამ ბავშვების ცნობიერება სრულად დააკმაყოფილა. გაიგეს იმაზე მეტი, ვიდრე იცოდნენ. ამ ლამაზი და ნაყოფიერი დღისთვის პატარებმა ბიბლიოთეკარ თეონა მელაძეს, დამრიგებელ ნათია გოხიძეს, ლუიზა ვერულიძეს და მოწვეულ სტუმარს ნონა სუთიძეს მადლობა გადაუხადეს
წარმატებები გიმნაზიელებო