სიახლეები

          • ხელსაქმის წრე

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ხელსაქმის წრის მუშაობა. ამჟამად მოზარდები ეუფლებიან ქსოვის ტექნოლოგიას.

          • ჭადრაკის ტურნირი

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა შიდა სასკოლო შეჯიბრი ჭადრაკში, სადაც გამოვლინდა გამარჯვებულები:

            დათა ბაუჟაძე

            გიორგი ზოიძე

            ანამარია ვერულიძე

            ილონა გრანდი

            სიდონია კიკნაძე

            გიორგი რამიშვილი

            ნუგზარ სულამანიძე

            ელენე მჟავანაძე

            დათა ზოიძე

            ნიკოლოზ ცეცხლაძე

            ნატალი ცეცხლაძე

            გამარჯვებულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღო 8, 10, და 12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, თენგიზ ხალვაშის სახელობის ტურნირში, რომელიც ჩატარდა ა(ა)იპ ქობულეთის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში

            ჩვენმა მოსწავლეებმს შეძლეს I, II, III საპრიზო ადგილების მოპოვება:

            I ადგილი - ელენე მჟავანაძე

            I ადგილი - გიორგი ზოიძე

            II ადგილი - დათა ბაუჟაძე

            III ადგილი - ნიკოლოზ ცეცხლაძე

            III ადგილი - ანამარია ვერულიძე

            წარმატებები ჩვენს საამაყო გიმნაზიელებს

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები ცნობილია

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა ამა თუ იმ საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-ისა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის (ან მისი ქულა ემთხვევა რეიტინგულ სიაში მეათასე ადგილზე მყოფის ქულას).

            გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ ამ რთული ბარიერის დაძლევა და მეორე ტურში გადასვლა შეძლეს ჩვენი ცენტრის მოსწავლეებმა: 

            ანა გოგიტიძე - ინგლისური ენა (40 ქულა)

            ანა გოგიტიძე - რუსული ენა (40 ქულა)

            ალექსანდრე გოგიტიძე - რუსული ენა (40 ქულა)

            ელენე მართალიშვილი - ქიმია (17 ქულა)

            მარიამ მართალიშვილი - ქიმია (17 ქულა)

            ნუცა გოხიძე - ქიმია (15 ქულა)

            მათე რომანაძე - ფიზიკა (16 ქულა)

            ნატალი ცეცხლაძე - ქართული ენა და ლიტერატურა (37 ქულა)

            ნატალი ცეცხლაძე - რუსული ენა (39 ქულა)

            ანნა შეყილაძე - რუსული ენა (38ქულა)

            ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს, ვუსურვებთ მომდევნო ტურის გამოწვევებიც ასეთივე წარმატებით გადაელახოთ!

             

             

          • IXბ - რუსული ენა

          • კლასი : IXბ

            საგანი : რუსული ენა

            სამოდელო გაკვეთილი თემაზე "Гений, полный любви" (რეზო გაბრიაძე).

            მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე.

          • Vა და Vბ - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: Vა, Vბ.

            მასწავლებელი: ირინე წულუკიძე.

            მოსწავლეებმა შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“, რომელშიც აღწერილია ქართველი გოგონას ლეკთა მიერ მოტაცების ამბავი და ლეკთა და ქართველთა ურთიერთობა. მოთხრობა შთაგვაგონებს ჰუმანიზმს, ტოლერანტობას, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას, სხვა ერების მიმართ პატივისცემას, თანადგომას.

            შემაჯამებელ გაკვეთილზე მოსწავლეებმა უყურეს და მასწავლებელთან ერთად განიხილეს მოთხრობის მიხედვით გადაღებული (ნანა ჯანელიძის) ფილმი.

          • IVბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი: ნინო მოქია

            სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / IV კლასი

            ძირითადი რესურსი/ტექსტი: კარლო არსენიშვილის "ნასოფლარი"

            თემა: ფასეულობები

            კომპლექსური დავალება: პერსონაჟის სკამი

             

          • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა იწყება

          • 2022-2023 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულად ჩატარდება. 

            წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლეს.   ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ონლაინ ფორმატით ტარდება. ბმული და ასევე  დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.ge ოლიმპიადის ჩატარების დღეს გამოქვეყნდება. 

            ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ტარდება შემდეგ საგნებში:

            9 დეკემბერს:

            • ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
            • ქართულში, როგორც მეორე ენაში (არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის);
            • ფრანგულ ენაში.

            10 დეკემბერს:

            • ისტორიაში;
            • ქიმიაში.

            11 დეკემბერს:

            • ინგლისურ ენაში;
            • გერმანულ ენაში.

            12 დეკემბერს:

            • მათემატიკაში;
            • ბიოლოგიაში.

            13 დეკემბერს:

            • გეოგრაფიაში;
            • ფიზიკაში;
            • რუსულ ენაში.

            ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ის მონაწილე, რომელიც დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს ან მეტს და, ამასთან ერთად მოხვდება შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ 1000 მოსწავლეს შორის. მესამე ტურში გადასასვლელად მოსწავლემ 50%-იანი ზღვარი უნდა დაძლიოს და საუკეთესო შედეგების მქონე 50 მონაწილეს შორის უნდა მოხვდეს. გამარჯვებისათვის კი დასკვნით ტურში ტესტის მაქსიმალური ქულის მინიმუმ 60%-ის მიღება და ათეულში მოხვედრაა საჭირო. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის სტიმულირება და მოსწავლეებისათვის მოტივაციის ამაღლებაა. 

             

          • ვიქტორინა დაიწყო...

          • 2 დეკემბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში გაიმართა ნაყოფიერი და სახალისო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობდნენ VIა (ხელმძ. მთვარისა ჯინჭარაძე) და VIბ (ხელმძ. სოფიო შენგელია-კუჭუხიძე) კლასის მოსწავლეებისაგან დაკომლექტებული გუნდები:

            1) ჭკვიანი  ვარსკვლავები

            2) საუჯე

            3) კაბადონი

            4) ნორჩი მწიგნობარნი

            5) გენიოსი  ბავშვები

            მოსწავლეებმა I ტურში უპასუხეს კითხვებს ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანიდან "80000 კილომეტრი წყალქვეშ".

          • IXა კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა

          • საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            მასწავლებელი: ირინე წულუკიძე

            სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო / IXა კლასი

            თემა: ზეპირი პრეზენტაცია დავით გურამიშვილის "დავითიანსა" და მისი შექმნის ეპოქას შორის არსებული მიმართებების შესახებ

          • საპრიზო ადგილი სპორტულ ოლიმპიადაში

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრის გოგონათა გუნდმა მონაწილეობა მიიღო ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 - 23 სასწავლო წლის სპორტულ ოლიმპიადაში

            კალათბურთი

            მეორე ადგილის მფლობელები

            გახდნენ:

            ნინი მემარნე

            ანანო მემარნე

            ელენე ჯაფარიძე

            ნინი მახარაძე

            გილოცავთ!

            წარმატებები გოგონათა გუნდს და მის ხელმძღვანელ მერაბ ნოღაიდელს!

          • გილოცავთ!

          • 2022 წლის 24 ნოემბერს გაიმართა ზოგადსაგანმანათლბლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ავტორიზაციის საკითხი. სიხარულით გაუწყებთ, რომ ჩვენმა ცენტრმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია!

          • მაგიდის ჩოგბურთი

          • ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022-23 სასწავლო წლის სპორტული ოლიმპიადა

            მაგიდის ჩოგბურთი

            პირველი ადგილის მფლობელი გახდა გოგონათა გუნდი:

            ანანო მემარნე

            ელენე ჯაფარიძე

            თათია ბოლქვაძე

            ლიზი რომანაძე

            მეორე ადგილი - ვაჟთა გუნდი:

            მამუკა ბაჟუნაიშვილი

            ნიკა რომანაძე

            დავით მჟავანაძე

            გიორგი ვარშანიძე

            ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას საამაყო მონაწილეებს და ხელმძღვანელ მერაბ ნოღაიდელს.

            წარმატებები ბავშვებო!

          • ტვინების ბრძოლა

          • 2022 წლის 2, 3, 4 ნოემბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი "ტვინების ბრძოლაში"

            თამაში ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

            უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა Vბ კლასის გუნდმა "კელაპტარი"

            სოსო მენაღარიშვილი

            ანდრია წილოსანი

            ალექსანდრე გოგიტიძე

            ანასტასია ცინცაძე

            ელენე მოწყობილი

            საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა VII ბ კლასის გუნდმა " ლამპარი"

            გოგა შაქარიშვილი

            მარიამ რომანაძე

            ელენე ვერულიძე

            ელენე მოწყობილი

            ზურა რომანაძე

            უფროს ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა XI კლასის გუნდმა " ნასა"

            ბაჩო მოწყობილი

            ნიკოლოზ კაკალაძე

            მარიამ რომანაძე

            თემო მეტრეველი

            გუგა მელაძე

            ვულოცავთ გუნდებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობაში

          • ოქროსფერი შემოდგომა

          • კლასი: Vბ

            თემა : " ოქროსფერი შემოდგომა"

            კლ. ხელმძღვანელი: ანნა გორგასლიძე

            ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო. ოქროსფერი შემოდგომა წლის ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი დროა.

            Vბ კლასში ჩატარდა კლასსაათი თემაზე ხილით, ლხინით, ზეიმით მობრძანებული ბარაქიანი შემოდგომა.

            ბავშვებმა შემოდგომის ერთი ლამაზი დღე უფრო გაგვილამაზეს

          • მოგზაურობა წარსულში

          • სკოლა და მუზეუმი

            საგანი: მე და საზოგადოება

            კლასი: IVა , IVბ.

            მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე

            იქ, სადაც სამყაროს ყველაზე განსხვავებული თვალით უყურებენ და იწყებენ მზადებას ახალი ცხოვრებისათვის.

            IVა, IVბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია ქობულეთის მუზეუმში

            " მოგზაურობა წარსულში"

            მუზეუმში წარმოგენილია, მდიდარი კოლექცია, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მასალას.

            გიმნაზიელებს უმასპინძლა და შესანიშნავი გიდობა გაუწია ქალბატონმა მადონა ბასილიძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებებს!

            ზღვა ემოცია, სასიამოვნო შთაბეჭდილებები და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე.

            მადლობა სოფო მასწავლებელს

          • პირველი ნაბიჯები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში

          • “მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.”

            აი, ასეთი ბედნიერი და ფერადი იყო ჩვენი პირველკლასელები. პატარებმა ნათია და მარი მასწავლებელთან ერთად შეაბიჯეს ფეხი ცოდნის სამეფოში. სწორედ ასეთი ერთობით მოივლიან მთელ ანბანეთს.

            პატარებო!

            გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.