სიახლეები

          • თენგიზ ხალვაშის სახელობის ჭარდაკის ტურნირი

          • ქობულეთის სასპორტო სკოლაში 3-5 დეკემბერს ჩატარდა თენგიზ ხალვაშის სახელობის ტურნირი ჭადრაკში 8, 10 , 12 წლამდე გოგონათა და ვაჟთა შორის.

            ტურნირის ჩემპიონები გახდნენ წმ. კირიონ II- ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრის მოსწავლეები:

            I ადგილი - ნიკოლოზ ცეცხლაძე ( V კლასი)

            II ადგილი - სიდონია კიკნაძე (III კლასი)

            ჩვენს მოსწავლეებს ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას!

          • საამაყო გიმნაზიელები

          • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის N01-11/548 ბრძანების თანახმად, 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 1-ლი ნოემბრის ჩათვლით, ჩატარდა კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის I ტური.

             I ტურში სამივე საგანში სულ მონაწილეობა მიიღო 441-მა გუნდმა.

            კონკურსის II ტურში გადავიდა 48 გუნდი. მათ შორის ჩვენი სკოლის წარმომადგენელი 2 გუნდია.

            გუნდი I - “გიმნაზიელები” ქართულ ენასა და ლიტერატურაში: 

            ნინო გამარჯობაშვილი

            ანანო მემარნე

            გიორგი ხალვაში

            ილია დოლიძე

            ანა გოგიტიძე

            გუნდი II - “არგონავტები” ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში:

            ანანო ქათამაძე

            ანანო მემარნე

            გიორგი ხალვაში

            ბარბარე ცენტერაძე

            ია ზოიძე

            ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ დიდ წარმატებას. გიმნაზიელთა წინსვლა ჩვენი სიამაყის უპირობო მიზეზი იყო, არის და მუდამ იქნება. ჩვენ გვჯერა, მათი მოტივაციის, უშრეტი ენერგიისა და დაუზარელი შრომის, რის შედეგსაც ყოველ ჯერზე ასე ნათლად ვხედავთ ყველანი. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ისინი ამაყად, თავაწეული იასპარეზებენ შემდეგ ტურებშიც და კიდევ ერთხელ გვასახელებენ!

          • რუსული ენა - Незнайка

          • საგანი: რუსული ენა

            მასწავლებლის სახელი/გვარი : ზამირა მახარაძე

            სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ VIბ კლასი

            გაკვეთილის თემა : «Незнайка» , წინდებული ,,В“ ადგილმდებარეობის აღსანიშნავად.

          • წარმატებისკენ მიმავალ გზაზე...

          • ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი აღსაზრდელის მომავალზე ზრუნვა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მეგზურობა.

            სწორედ ამ მიზნით, ყოველთვის ვცდილობთ მცირედი საჩუქრებით გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭედა და ზრუნვა მათ მიმართ. ამჯერად, სკოლის მოძღვრებმა და დირექციამ ჩვენი პატარები უცხოური ლიტერატურით დაასაჩუქრა.

            ჩვენ გვჯერა თქვენი და დარწმუნებულებიც ვართ, რომ ყოველი თქვენგანი ამაყად ატარებს წარმატებული გიმნაზიელის სახელს.

          • რუსული ენა - «Алфавит»

          • საგანი: რუსული ენა

            მასწავლებლის სახელი/გვარი: მერი ოქროპირიძე

            სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/Vბ

            გაკვეთილის თემა: «Алфавит»

          • გილოცავთ ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენების დღეს

          • გილოცავთ ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელისა და სალოსის ხსენებას, შეგვეწიოს და ღვთის წინაშე მეოხება არ მოგვაკლოს სრულიად საქართველოს.

            საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.

            საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს წმ. კირიონ II-ის სახელობის ტაძარში შესრულდა წირვა-ლოცვა. ჩვენი აღსაზრდელებიც ეზიარნენ საკურნებლად სულისა და ხორცისა!

          • ანბანის შემობრძანება

          • ქობულეთის სასულიერო გიმნაზიის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა.

            წმინდა ანა წინასწარმეტყველის სახელობის I კლასმა ( მასწ. მაიკო ყულეჯიშვილი) ანბანეთის ზღაპრულ სამყაროში შეაბიჯა. სიურპრიზებით დატვირთული დღე ჰქონდათ პატარებს. I ასო-ბგერები საოცარმა, პატარა ელენემ მოუყვანა და გაახარა სტუმრობით. გიმნაზიელებმა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი ლექსები, მოთხრობები, სიმღერები გაიხსენეს, (მუსიკის მასწ. სოფო შენგელია). მაიკო მასწავლებლის დახმარებით დაწერეს I წინადადება „ აი ია“ ულამაზეს ბარათებზე.

            იებით მორთულ კაბინეტში სიხარული, სიყვარული და უკეთესი მომავლის იმედი სუფევდა.

            პირველკლასელებს და მაიკო მასწავლებელს გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ქობულაძემ, სასწავლო პროცესის კოორდინატორმა თამარ ბარბაქაძემ, სკოლის ორგანიზატორმა ნინო ვერულიძემ მიულოცეს ზეიმი და გზა დაულოცეს ცოდნის უმაღლესი მწვერვალებისკენ.

          • ნორჩი მათემატიკოსები

          • ის, რომ გიმნაზიელები თავიანთი გამჭრიახობითა და შრომისმოყვარეობით გვანებივრებენ ალბათ უკვე ყველასთვის ცხადია.

            გვინდა გაგიზიაროთ კიდევ ერთი წარმატებული, შემეცნებითი პროექტი “მათემატიკა და ჩვენ”, რომელიც 8ა კლასის მოსწავლეებმა (მასწ. მარინა კუჭუხიძე) მოამზადეს. პროექტი 3 ჯგუფმა წარმოადგინა :

            I ჯგუფი : “ ქართველი მათემატიკოსები “

            II ჯგუფი : “მსოფლიო მათემატიკოსები “

            III ჯგუფი : “მათემატიკა და არქიტექტურა”

            გვიხარია და გვეამაყება პატარების წარმატება. ჩვენ გვჯერა რომ, ეს მათი დიადი მიზნებისკენ მიმავალი კიბის პატარა საფეხურია.

          • ჭადრაკის წრე

          • ა(ა)იპ ქობულეთის წმ. მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებას იწყებს ჭადრაკის წრე I - დან VII - კლასების ჩათვლით.

            მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორი დღე: სამშაბათი, ხუთშაბათი.

            გაკვეთილის ხანგძლივობა 1 საათი;

            I ჯგუფი - 14:00

            II ჯგუფი - 15:00

            მასწავლებელი : გიორგი სულაბერიძე, რომელსაც გამოცემული აქვს საკუთარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო ჭადრაკის სწავლებაზე. ასევე, აქვს ონლაინ პლატფორმა სადაც შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, დისტანციურად გააგრძელოს მუშაობა.

            წრის საფასური 1 თვე : 10 ლარი;

            წრე მუშაობას იწყებს 26 ოქტომბრიდან;

            დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ : 555 15 72 30 გიორგი სულაბერიძე

            წარმატებები გიორგი მასწავლებელს და ჩვენს პატარებს !!!

          • ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 - სიახლეები საგამოცდო ტესტებში

          • 2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხო გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც. 

            საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პერიოდულად იცვლება. სიახლეები მიზნად ისახავს ტესტის კიდევ უფრო მეტ დახვეწასა და სრულყოფას. გარდა ამისა, ცვლილებები მიმართულია ერთი და იმავე ფორმატით გამოცდის ჩატარებისას მოსალოდნელი კლიშეებიისა და ტრაფარეტების დამკვიდრების თავიდან ასაცილებლად, რათა აბიტურიენტებმა უკეთ შეძლონ საკუთარი ცოდნისა და უნარების წარმოჩენა.

            ქართული ენა და ლიტერატურა

            2022 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში იქნება შემდეგი ტიპის დავალებები: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან ერთ-ერთი და უპასუხოს ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და III. წერითი დავალება (აბიტურიენტმა უნდა იმსჯელოს დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც მან აირჩია საგამოცდო ტესტის II. ნაწილის (წაკითხულის გააზრების) დავალებების შესასრულებლად).

            ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური შეფასება იქნება 60 ქულა (წინა წლებში იყო 70 ქულა), საგამოცდო ტესტის შესასრულებლად კი გამოყოფილი იქნება 3 საათი, რაც, როგორც ტესტის ფორმატის წინასწარმა გამოცდამ აჩვენა, სავსებით საკმარისია მოცემული დავალებების შესასრულებლად. 

             

            გთავაზობთ საგამოცდო ტესტის ნიმუშსა და წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმებს. 

             

            საგამოცდო ტესტის ნიმუში

            წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები

             

            გეოგრაფია 

            გეოგრაფიის ტესტში 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იგეგმება მცირეოდენი ცვლილებები. რუკის ანალიზის დავალებების ბლოკში შესული ორივე მრავალქულიანი დავალება დაიშლება 1 და 2-ქულიან რამდენიმე კითხვად, რაც აბიტურიენტებისათვის უფრო კომფორტულს გახდის ტესტზე მუშაობას. ამის შედეგად ტესტის მაქსიმალური ქულა გახდება 59. აბიტურიენტებს აღარ დაურიგდებათ A3-ის ტოპოგრაფიული რუკა. რუკის ანალიზის თითოეულ კითხვას ელექტრონულ ბუკლეტშივე მიმაგრებული ექნება ტოპოგრაფიული, ფიზიკური ან კონტურული რუკის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნება კითხვაზე პასუხის გაცემა. არჩევითი კითხვებისა და ინფორმაციის ანალიზის დავალებების ბლოკში ცვლილებები არ იგეგმება.

             

            იხილეთ კითხვების ნიმუშები:

             

            (1) 1. რა მიმართულებით მდებარეობს ქ. ახალციხიდან ქ. გაგრა?

             

             

             

            სწორი პასუხის ნიმუში: ქ. ახალციხიდან ქ. გაგრა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით.

             

             

            (1) 2. დაახლოებით რას უდრის მ. იარონის აბსოლუტური სიმაღლე?

             

             

             

             

             

             

             

             

             

             

             

            ა) 170 მ

            ბ) 171 მ

            გ) 172 მ

            დ) 173 მ

             

            სწორი პასუხი:     

             

             

            (1)   3. სოფ. დეკიანის მოდამოებში მდებარე ქვანახშირის მაღაროს აქვს თუ არა სამრეწველო დანიშნულება? პასუხი დაასაბუთეთ.

             

            სწორი პასუხის ნიმუში: მაღარო სამრეწველო მნიშვნელობისაა (1 ქ.), რადგან მაღაროდან ქარხანამდე მიყვანილია საავტომობილო გრუნტის გზა (1 ქ.).

             

            2022 წელს ცვლილებები სხვა საგნების საგამოცდო ტესტებში არ იგეგმება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ცენტრი პასუხისმგებელია მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე  და ფეისბუკ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე. ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ  არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

            20-10-2021