ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობის კურთხევით იწყებს.
2022-2023 სასწავლო წელიც ამ ტრადიციით დაიწყო. სკოლის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელმა და მოძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა აკურთხეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, დალოცეს აღსაზრდელები და ნაყოფიერი წელი უსურვეს.