2022 წლის 24 ნოემბერს გაიმართა ზოგადსაგანმანათლბლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა განიხილეს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის ავტორიზაციის საკითხი. სიხარულით გაუწყებთ, რომ ჩვენმა ცენტრმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია!
სიახლეები
გილოცავთ!
VIIბ კლასი - ქიმია
კლასი: VII ბ
საგანი: ქიმია
თემა: ნარევების დაყოფის მეთოდები
მასწავლებელი: ლალი ვაშაკიძე
მაგიდის ჩოგბურთი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022-23 სასწავლო წლის სპორტული ოლიმპიადა
მაგიდის ჩოგბურთი
პირველი ადგილის მფლობელი გახდა გოგონათა გუნდი:
ანანო მემარნე
ელენე ჯაფარიძე
თათია ბოლქვაძე
ლიზი რომანაძე
მეორე ადგილი - ვაჟთა გუნდი:
მამუკა ბაჟუნაიშვილი
ნიკა რომანაძე
დავით მჟავანაძე
გიორგი ვარშანიძე
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას საამაყო მონაწილეებს და ხელმძღვანელ მერაბ ნოღაიდელს.
წარმატებები ბავშვებო!
Xა კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო / Xა კლასი
თემა: აბო - თბილისის მფარველი წმინდანი
Xბ კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: თამარ ბარბაქაძე
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო / Xბ კლასი
თემა: აბო - თბილისის მფარველი წმინდანი
ტვინების ბრძოლა
- 10
2022 წლის 2, 3, 4 ნოემბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში ჩატარდა შიდა სასკოლო ჩემპიონატი "ტვინების ბრძოლაში"
თამაში ჩატარდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
უმცროს ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა Vბ კლასის გუნდმა "კელაპტარი"
სოსო მენაღარიშვილი
ანდრია წილოსანი
ალექსანდრე გოგიტიძე
ანასტასია ცინცაძე
ელენე მოწყობილი
საშუალო ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა VII ბ კლასის გუნდმა " ლამპარი"
გოგა შაქარიშვილი
მარიამ რომანაძე
ელენე ვერულიძე
ელენე მოწყობილი
ზურა რომანაძე
უფროს ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა XI კლასის გუნდმა " ნასა"
ბაჩო მოწყობილი
ნიკოლოზ კაკალაძე
მარიამ რომანაძე
თემო მეტრეველი
გუგა მელაძე
ვულოცავთ გუნდებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობაში
ოქროსფერი შემოდგომა
კლასი: Vბ
თემა : " ოქროსფერი შემოდგომა"
კლ. ხელმძღვანელი: ანნა გორგასლიძე
ამბობენ წელიწადის ყველა დროს თავისი ხიბლი აქვსო. ოქროსფერი შემოდგომა წლის ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი დროა.
Vბ კლასში ჩატარდა კლასსაათი თემაზე ხილით, ლხინით, ზეიმით მობრძანებული ბარაქიანი შემოდგომა.
ბავშვებმა შემოდგომის ერთი ლამაზი დღე უფრო გაგვილამაზეს
მოგზაურობა წარსულში
- 36
სკოლა და მუზეუმი
საგანი: მე და საზოგადოება
კლასი: IVა , IVბ.
მასწავლებელი: სოფიო ოქროპირიძე
იქ, სადაც სამყაროს ყველაზე განსხვავებული თვალით უყურებენ და იწყებენ მზადებას ახალი ცხოვრებისათვის.
IVა, IVბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია ქობულეთის მუზეუმში
" მოგზაურობა წარსულში"
მუზეუმში წარმოგენილია, მდიდარი კოლექცია, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილ მასალას.
გიმნაზიელებს უმასპინძლა და შესანიშნავი გიდობა გაუწია ქალბატონმა მადონა ბასილიძემ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით და ვუსურვებთ წარმატებებს!
ზღვა ემოცია, სასიამოვნო შთაბეჭდილებები და განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დღე.
მადლობა სოფო მასწავლებელს
პირველი ნაბიჯები ანბანის ჯადოსნურ სამყაროში
- 45
“მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა… მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ.”
აი, ასეთი ბედნიერი და ფერადი იყო ჩვენი პირველკლასელები. პატარებმა ნათია და მარი მასწავლებელთან ერთად შეაბიჯეს ფეხი ცოდნის სამეფოში. სწორედ ასეთი ერთობით მოივლიან მთელ ანბანეთს.
პატარებო!
გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.
VIIIბ კლასის მოსწავლის ანა გოგიტიძის პერსონალური გამოფენა
- 16
დღეს 31 ნოემბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში
მოეწყო თვითნასწავლი მხატვრის, მე- 8 კლასის მოსწავლის ანა გოგიტიძის ნახატების გამოფენა.
კლ. ხელმძღვანელი მერი ოქროპირიძე
ვულოცავთ ანას და ვუსურვებთ წარმატებებს კარიერულ წინსვლაში!
წმ. შალვა ქსნის ერისთავის სახელობის Xა კლასი
- 8
"თუ სალოცავი უკიდეგანოდ ცოდვილს გენდობა - იქნებ ისწავლო ადამიანო სხვისი შენდობა"
2022წლის 30 ოქტომბერს ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე-10ა კლასის მოსწავლეებმა მოილოცეს ქ. ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარი.
კლ. ხელმძღვანელი: თამარ ბარბაქაძე
ტაძარი - მდებარეობს აჭარაში, ბათუმიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, სამების მთაზე.
სამების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას 2002 წლის 7 სექტემბერს ჩაეყარა საფუძველი.
ახალაგებული ტაძრის ეზოდან ბათუმისა და ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება. ტაძრის უკან სამების სახელობის დედათა მონასტერია
ისტორიის მასწავლებლის მთვარისა ჯინჭარაძის ინიციატივით მოსწავლეებმა მოინახულეს ქ. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
მუზეუმი დაარსდა 1994 წელს. მუზეუმში დაცულია აჭარისა და ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე საქართველო-ინგლისის ერთობლივი არქეოლოგიური გათხრების შედეგად და შემთხვევით აღმოჩენილი უნიკალური მასალა მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით
Xბ კლასის მოსწავლეები ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ
- 5
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მე- 10 ბ კლასის მოსწავლეები 2022 წლის 23 ოქტომბერს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.
დამრიგებელი სოფო რომანაძე.
მოსწავლეებს ჩაუტარდათ შემეცნებითი ექსკურსია და საგანმათლებლო პროგრამა "საბავშვო არქეოლოგია"
თვითმმართველობის არჩევნები
- 6
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლურ ცენტრში 2022 წლის 7 ოქტომბერს საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩატარდა თვითმმართველობის არჩევნები. თითოეული კლასიდან არჩეული იქნა ერთი კანდიდატი.
12 ოქტომბერს შედგა თვითმმართველობის წევრთა შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ცენტრის მოძღვარი დეკანოზი მიქაელი და დირექციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე თვითმმართველობის თითოეულმა კანდიდატმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა იდეები, რომლის განხორციელებასაც ისურვებდა ცენტრის საკეთილდღეოდ. წარდგინების შემდეგ ფარული კენჭისყრით მოხდა თავჯდომარის არჩევა.
ხმათა უმრავლესობით საშუალო საფეხურის თვითმმართველობის თავჯდომარედ დასახელდა XI კლასის მოსწავლე ბაჩო მოწყობილი, ხოლო საბაზო საფეხურის - ანანო მემარნე.
ვულოცავთ ბაჩოსა და ანანოს დაკისრებულ მისიას და ვუსურვებთ თვითმმართველობის გუნდთან ერთად ნაყოფიერ და წარმატებულ მუშაობას.
სასწავლო სახანძრო განგაში
- 3
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრში განხორციელდა მაშტაბური სწავლება როგორ ვიქცევით ხანძრის დროს: ის, რაც ყველა ჩვენგანმა უნდა იცოდეს საგანგებო სიტუაციების დროს.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პრაქტიკულად განახორციელეს დაკისრებული დავალება. ყურადღებით მოისმინეს სალექციო თემაც.
მართლმადიდებლური ცენტრი დიდ მადლობას უხდის აჭარის კოორდინაციის სამსახურის უფროს ბატონ ნუგზარ ჯინჭარაძეს და ქობულეთის სახანძრო -სამაშველო ჯგუფს გაწეული შრომისთვის.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე!
5 ოქტომბერი მასწავლებლთა საერთაშორისო დღეა!
შემოდგომის პირველი კვირა... ადამიანები მოსავალს იღებენ, ხვავსა და ბარაქას თავიანთ სახლებში აბინავებენ... პედაგოგები მუდამ შრომობენ და მოსავალს მოზარდის გულსა და გონებაში აბინავებენ... მასწავლებლისთვის გაზაფხულ-შემოდგომა არ არსებობს... მასწავლებელი მუდამ მასწავლებელია...
მასწავლებლის დღეც შემოდგომის ბარაქიან თვეს აღინიშნება... იმიტომაც, ალბათ,რომ მათი ჯეჯილი არ ჭკნება და მუდამ ბიბინებს...
გილოცავთ, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლის დღეს!
იყავით მხნედ! რამეთუ მხნედმყოფმა და ენერგიულებმა უნდა აღზარდოთ ჯანსაღი თაობა....
დაე, არ მოშლოდეს ჩვენს ერს გონიერი მასწავლებელი!
რუსული ენა - მერი ოქროპირიძე
- 4
კლასი: Xა.
საგანი: რუსული ენა.
თემა: სოციალური ქსელების დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
გაკვეთილის ფორმატი: დისკუსია.
მასწავლებელი: მერი ოქროპირიძე.
გილოცავთ ღვთისმშობლობას!
გილოცავთ შობას ყოვლადწმიდის ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა!
შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო. მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი
რესურსცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი
სკოლებში სასწავლო წელი დაიწყო.
რესურსცენტრის თანამშრომლები სტუმრად ქობულეთის მართლმადიდებლურ ცენტრში იმყოფებოდნენ.
ისინი სასწავლო გარემოს და დამხმარე სასწავლო რესურსებს გაეცნენ.
ქალბატონმა მ. გოგიტიძემ გიმნაზიელებს პირადად მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და უსურვა წარმატებები.
ტრადიციული დასაწყისი
ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრი ახალ სასწავლო წელს სკოლის შენობის კურთხევით იწყებს.
2022-2023 სასწავლო წელიც ამ ტრადიციით დაიწყო. სკოლის დირექტორმა დეკანოზმა გაბრიელმა და მოძღვარმა დეკანოზმა მიქაელმა აკურთხეს სკოლის შენობა, საკლასო ოთახები, დალოცეს აღსაზრდელები და ნაყოფიერი წელი უსურვეს.
შეხვედრა შალვა და პაატა ამონაშვილებთან
სასიამოვნო და ნაყოფიერი შეხვედრა! დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ფრაზები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ჰუმანური პედაგოგიკა.
"ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას"
"მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?"
"თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!" ...
არქივი
- თებერვალი 2026
- დეკემბერი 2025
- ნოემბერი 2025
- ოქტომბერი 2025
- სექტემბერი 2025
- აგვისტო 2025
- აპრილი 2025
- მარტი 2025
- თებერვალი 2025
- იანვარი 2025
- დეკემბერი 2024
- ნოემბერი 2024
- ოქტომბერი 2024
- სექტემბერი 2024
- აგვისტო 2024
- ივლისი 2024
- ივნისი 2024
- მაისი 2024
- აპრილი 2024
- მარტი 2024
- თებერვალი 2024
- იანვარი 2024
- დეკემბერი 2023
- ნოემბერი 2023
- ყველა