სიახლეები

          • I ადგილი - ტვინების ბრძოლის ფინალი

          •  

            სასწავლო წელი დიდი გამარჯვებით დააგვირგვინეს ჩვენი სკოლა-გიმნაზიის VIIIა კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელი: სოფიო რომანაძე.

            ბათუმში ჩატარებულ U8 კატეგორიის ფინალში დაიკავეს I ადგილი  52 ქულით.

            გუნდი: ათენა 

            კაპიტანი: ლილე მიქელაძე

            ნანო ჩავლეიშვილი

            თედო შავაძე

            ანასტასია მანელიშვილი

            ანასტასია ანთაძე

            ყოჩაღ, ჩვენო ტვინიკოსებო! 

            თქვენი შემართება და ცოდნისკენ სწრაფვა ნამდვილად გადამდებია. 

            უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, მშობელსა თუ მასწავლებელს ამ  მხარდაჭერისათვის! 

          • ამბები ბიბლიოთეკიდან - IVბ კლასი

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IV ბ კლასის მოსწავლეებმა , დამრიგებლები: ნათია გოხიძე, ლუიზა ვერულიძე, წარმოადგინეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება — „ამბები ბიბლიოთეკიდან“, რომელიც არა მხოლოდ წიგნისა და კითხვის სიყვარულს მიეძღვნა, არამედ სასწავლო წლის დასასრულსა და საყვარელ დამრიგებლებთან გულთბილ გამომშვიდობებასაც.

            ღონისძიების ხელმძღვანელებმა — ნათია გოხიძემ და ლუიზა ვერულიძემ — მოსწავლეებთან ერთად მაყურებელი წიგნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. თეატრალიზებული ეპიზოდები, მხატვრული სიტყვა, მუსიკა და ბავშვების გულწრფელი შესრულება ერთ მთლიან და შთამბეჭდავ სანახაობად იქცა. სცენაზე გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ წიგნი ცოდნის, სიბრძნისა და წარმოსახვის ამოუწურავი წყაროა.

            განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის გარემოება, რომ ეს ღონისძიება IV ბ კლასის მოსწავლეებისთვის ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრაც გახლდათ. ბავშვებმა მადლიერებით, სიყვარულითა და თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ თავიანთ დამრიგებლებს, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში ცოდნის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის გზაზე ღირსეულად უხელმძღვანელეს მათ. ეს იყო ემოციებით სავსე წუთები, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სიხარული, სიამაყე და მომავლის იმედი.

            საგანგებოდ გაფორმებული სცენა, წიგნებით შექმნილი დეკორაციები და მონაწილეთა მონდომება კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს ღონისძიების შინაარსსა და მნიშვნელობას. თითოეულმა მოსწავლემ ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, შემოქმედებითი ნიჭი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

            ვუსურვებთ IV ბ კლასის მოსწავლეებს წარმატებულ მომავალს, ხოლო მათ დამრიგებლებს — ნათია გოხიძესა და ლუიზა ვერულიძეს — კიდევ მრავალ თაობასთან შეხვედრას, რომელთაც ისეთივე სიყვარულითა და ერთგულებით გაუნათებენ გზას, როგორც დღემდე.

          • Iგ კლასი - ლელა კენჭაძე

          • დასრულდა პირველი თავი, იწყება ახალი ისტორია

            სკოლა-გიმნაზიის l გ კლასის მოსწავლეებმა, კლ. ხელმძღვანელი: ლელა კენჭაძე, წარმატებით გადალახეს ცოდნისკენ მიმავალი პირველი მნიშვნელოვანი საფეხური.

            ამ წლის განმავლობაში მათ ისწავლეს კითხვა, წერა, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიკეთის კეთება. თითოეულმა დღემ ახალი გამოცდილება, სიხარული და საინტერესო აღმოჩენები მოუტანა მათ.

            დღეს კი უკვე უფრო თავდაჯერებულები, უფრო ჭკვიანები და უფრო დამოუკიდებლები ემზადებიან ახალი სასწავლო გამოწვევებისთვის.

            გიმნაზიელებო, გილოცავთ , სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! ვუსურვებთ მათ ბედნიერ, მხიარულ და საინტერესო ზაფხულს, ხოლო მომავალ წელს — კიდევ უფრო მეტ წარმატებას, ახალ მეგობრებსა და დაუვიწყარ გამარჯვებებს.

            პატარა ნაბიჯებით დაწყებული გზა დიდ მომავალს ქმნის. წარმატებები, ძვირფასო აწ უკვე მეორეკლასელებო!

          • IIგ კლასი - ნათია ღაღაიშვილი

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ||_გ კლასი გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

            ბავშვობა ყველაზე ლამაზი და ბედნიერი პერიოდია-სავსე სურვილებით, თამაშით, მეგობრობითა და სიყვარულით. გისურვებთ, მუდამ გქონდეთ სიხარული გულში, სიკეთე თვალებში და ბედნიერი მომავალი. იზრდებოდეთ ჯანმრთელები, განათლებულები, მოსიყვარულეები და ღირსეული ადამიანები. მინდა ყოველი დღე იყოს თქვენთვის ახალი აღმოჩენებით, წარმატებითა და ბედნიერი წუთებით სავსე. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი და უდიდესი იმედი! შეგვეწიოს ქართველთა განმანათლებელი წმ. ნინო და გვფარავდეს მისი მადლი! სიყვარულით მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ||_გ კლასის დამრიგებელი ნათია ღაღაიშვილი

          • VIIIა კლასი - რუსული ენა

          • სიკეთის კეთება

            სიკეთე იწყება პატარა ნაბიჯებით, გულწრფელი სურვილითა და სასარგებლო საქმით…

            სკოლა-გიმნაზიის VIIIა კლასში თემაზე — „სიკეთის კეთება“, საგნის მასწავლებელი: ზამირა მახარაძე, კლ. ხელნძღვენილი: სოფო რომანაძე, ჩატარდა განსაკუთრებული და შინაარსით დატვირთული გაკვეთილი, რომელმაც მოსწავლეებს კეთილი საქმის მნიშვნელობა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც.

            მოსწავლეებმა სიყვარულითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაალაგეს სკოლის ეზო და დარგეს ნერგები — სიცოცხლის, განახლებისა და მომავლის სიმბოლოები. თითოეული დარგული ნერგი იქცა კეთილი ნებისა და გარემოზე ზრუნვის ნათელ გამოხატულებად.

            ერთობლივი შრომის პროცესში გამოიკვეთა თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და საერთო მიზნისადმი ერთგულება. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გარემოს გაფრთხილება, ბუნების სიყვარული და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა.

            ასეთი აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მოზარდების ღირებულებითი აღზრდისთვის, რადგან ისინი ახალგაზრდებში აყალიბებს შრომისმოყვარეობას, ეკოლოგიურ ცნობიერებას, თანაგრძნობასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.

            სიკეთის კეთება მხოლოდ სიტყვა არ არის — ეს არის მოქმედება, რომელიც სამყაროს უფრო ლამაზს, სუფთასა და თბილს ხდის!

            გიმნაზიელებო, გვიყვარხართ!

          • Iბ კლასი - სალომე ანთაძე

          • 💫✨აწ უკვე მეორეკლასელები✨💫
            👩🏻‍🎓🧑‍🎓სკოლა- გიმნაზიის პირველმა ბ კლასმა, 🧑‍🏫კლ. ხელმხღვანელი სალომე ანთაძე, განსაკუთრებული, ემოციებით სავსე გასვლითი ღონისძიებით დაემშვიდობა პირველ სასწავლო წელს, სკოლას, საყვარელ მასწავლებლებსა და იმ დაუვიწყარ დღეებს, რომლებმაც მათი ბავშვობის კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი შექმნა.🩷❤️💜
            👭👬სულ ცოტა ხნის წინ ისინი სკოლაში პირველი მორიდებული ნაბიჯებით შემოვიდნენ, დღეს კი უკვე გამოცდილებით, ცოდნით, მეგობრობითა და სიყვარულით გამდიდრებულები ამაყად ამბობენ — ჩვენ აწ უკვე მეორეკლასელები ვართ!👩🏻‍🎓🧑‍🎓
            👬👭✨💫სიხარულით, თამაშით, ღიმილითა და თბილი ემოციებით დატვირთულმა დღემ კიდევ ერთხელ გააერთიანა ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები. ეს იყო მადლიერების, სიყვარულისა და კეთილი მოგონებების დღე.💜🩷❤️
            💫✨წინ ახალი გზა, ახალი აღმოჩენები და კიდევ უფრო საინტერესო თავგადასავლები ელით, მაგრამ პირველი კლასი მათ გულებში მუდამ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.💜🩷❤️
            ✨💫გილოცავთ, გიმნაზიელებო!
            იფრინეთ ცოდნის ფრთებით, შეინარჩუნეთ სიკეთე, მეგობრობა და ბავშვური სითბო.
            🌼🌞ბედნიერი ზაფხული და წარმატებული გზა — აწ უკვე მეორეკლასელებს!
          • მათემატიკა - Vა კლასი

          • „კოორდინატები რუკაზე — განძის მაძიებლები“

            საგანი:მათემატიკა

            კლასი:V კლასი

             

            მასწავლებელი:სოფიო მჟავანაძე

            პროექტის მიზანი:

            მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა კოორდინატთა სისტემის შესახებ, შეძლონ წერტილების პოვნა კოორდინატების მიხედვით და პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა რუკაზე ორიენტირების პროცესში.

            პროექტის აღწერა:

            პროექტი „განძის მაძიებლები“ განხორციელდა მეხუთე კლასში. მოსწავლეები გადაიქცნენ პატარა მკვლევრებად და სპეციალურად შექმნილ კოორდინატულ რუკაზე ეძებდნენ „განძს“. მათ ეძლეოდათ სხვადასხვა კოორდინატი, რომლის მიხედვითაც უნდა ეპოვათ შესაბამისი წერტილები, გაევლოთ მარშრუტი და საბოლოოდ მიეღწიათ განძამდე.

            პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ისინი ხატავდნენ რუკებს, ნიშნავდნენ წერტილებს, ადგენდნენ გზებს და ერთმანეთს აძლევდნენ დავალებებს. აქტივობებმა ხელი შეუწყო მათემატიკური აზროვნების, სივრცითი წარმოდგენისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

            გამოყენებული რესურსები:

            კოორდინატული ბადე

            ფერადი ფურცლები

            მარკერები და ფანქრები

            საგანძურის რუკები

            ბარათები კოორდინატებით

            განვითარებული უნარები:

            კოორდინატთა სისტემაში მუშაობა

            ლოგიკური აზროვნება

            სივრცითი ორიენტაცია

            გუნდური მუშაობა

            პრობლემის გადაჭრა

            შედეგი:

            პროექტმა მოსწავლეებში დიდი ინტერესი და მოტივაცია გამოიწვია. მათ თამაშითა და პრაქტიკული საქმიანობით უკეთ გაიგეს კოორდინატების მნიშვნელობა და გამოყენება. სასწავლო პროცესი გახდა სახალისო, შემოქმედებითი და საინტერესო.

          • საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე

          • საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და 26 მაისის — საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება

            საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღებს — ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესა და 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს — მიეძღვნა შთამბეჭდავი სასკოლო ღონისძიება, მასწავლებელი: მარიამ ურუშაძე, რომელიც შეეხო ეროვნული თვითმყოფადობის, სარწმუნოების, თავისუფლებისა და ისტორიული მეხსიერების თემებს.

            ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს: შესრულდა პატრიოტული და თემატური მუსიკალური კომპოზიციები, ქორეოგრაფიული დადგმები, მხატვრულად იქნა გაცოცხლებული საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზ მუჰაჯირთა თემას — ისტორიული ტკივილისა და ეროვნული მეხსიერების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელმაც აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა სამშობლოს, იდენტობისა და კულტურული ფესვების მნიშვნელობა.

            მოსწავლეთა ემოციურმა, გააზრებულმა და პასუხისმგებლობით შესრულებულმა გამოსვლებმა ნათლად წარმოაჩინა ახალგაზრდების ისტორიული ცნობიერება, ეროვნული ღირებულებების პატივისცემა და სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალული დამოკიდებულება.

            ღონისძიება არა მხოლოდ შემეცნებითი და კულტურული ხასიათის იყო, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აღმოჩნდა მოსწავლეთათვის, კიდევ უფრო ღრმად გააზრებულიყო საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა, დამოუკიდებლობის იდეა და ისტორიული წარსულის გახსენების აუცილებლობა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში.

          • Iა კლასი - ყველაზე ჭკვიანები და მხიარულები

          • ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა — „ყველაზე ჭკვიანები და მხიარულები“

            კლასი: l ა

            მასწავლებელი: მაია ყულეჯიშვილი

            სასწავლო წლის დასასრულს პირველკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ინტეგრირებულ გაკვეთილ-ვიქტორინაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შესწავლილი მასალის შეჯამებასა და ცოდნის განმტკიცებას ემსახურებოდა.

            ვიქტორინა აერთიანებდა სხვადასხვა საგნებს:

            ქართულ ენას,

            მათემატიკას,

            ბუნებისმეტყველებას,

            საღვთო სჯულს,

            ხელოვნებასა და მუსიკას.

            მოსწავლეები სამ გუნდად —

            ”წითელქუდიანებად“,

            “ლურჯქუდიანებად“ ,

            ”ყვითელქუდიანებად“

            იყვნენ დაყოფილნი და მრავალფეროვანი, საინტერესო დავალებების შესრულების გზით წარმოაჩინეს წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა, ლოგიკური აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და გუნდური მუშაობის კულტურა.

            გაკვეთილი მიმდინარეობდა მხიარულ, შემეცნებით და კეთილგანწყობილ გარემოში, სადაც სწავლა თამაშის ელემენტებთან იყო შერწყმული. პატარა მონაწილეებმა დიდი მონდომებით, აქტიურობითა და ინტერესით უპასუხეს შეკითხვებს, შეასრულეს შემოქმედებითი და სააზროვნო აქტივობები და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ცოდნის მიღება სიხარულთან და თანამშრომლობასთან ერთად განსაკუთრებით ნაყოფიერია.

            ინტეგრირებული გაკვეთილ-ვიქტორინა გახდა სასწავლო წლის ღირსეული შეჯამება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა პირველკლასელთა მიღწევები, განვითარებული უნარები და ცოდნისადმი სიყვარული!

            მადლობა პედაგოგებს!

            წარმატებები პატარა გიმნაზიელებს!

          • გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

          • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მესამე კლასელები!

            გისურვებთ მშვიდობიან, წარმატებულ და გაძლიერებულ საქართველოს, სადაც მომავალი თაობები სიყვარულითა და რწმენით შექმნიან უკეთეს ხვალინდელ დღეს.

            ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო!

          • IIგ კლასი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ll გ კლასი, დამრიგებელი: ნათია ღაღაიშვილი , გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

            26 მაისი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია — ეროვნული ღირსების, თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სულის გამოხატულება.

            ეს დღე გვახსენებს ჩვენი წინაპრების თავდადებას, სამშობლოს სიყვარულსა და იმ ფასეულობებს, რომლებმაც საქართველო საუკუნეთა განმავლობაში შეინარჩუნა.

            ვუსურვებთ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას; ჩვენს მომავალ თაობებს კი — პასუხისმგებლობით, განათლებითა და სამშობლოს სიყვარულით აღსავსე გზას.

            ქედს ვიხრით საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირების წინაშე.

            ღმერთმა დალოცოს საქართველო და განამტკიცოს მისი ერთობა და მომავალი!

          • IIა კლასი - “ჩვენ, მზე და გაზაფხული”

          • მეორე ა კლასში,

            კლ. ხელმძღვანელი: სოფიო ოქროპირიძე,

            განსაკუთრებული სითბოთი და ბავშვური სიხარულით გაიმართა ღონისძიება — „ჩვენ, მზე და გაზაფხული“.

            დარბაზი სავსე იყო ფერებით, ღიმილითა და იმ ნათელი ემოციებით, რომლებიც მხოლოდ ბავშვების გულწრფელ სამყაროს შეუძლია დაბადოს.

            პატარა მონაწილეებმა ლამაზად და შთამბეჭდავად გააცოცხლეს გაზაფხულის ზღაპრული სამყარო — მზის სხივებით, ყვავილების ფერადოვნებით და სიკეთით სავსე პერსონაჟებით. თეთრ და ყვითელ ფერებში გამოწყობილი მოსწავლეები თავად ჰგავდნენ გაზაფხულის პირველ სხივებს, რომლებიც სითბოსა და სინათლეს აფრქვევდნენ სცენიდან.

            ღონისძიებაზე შესრულებულმა ლექსებმა, ცეკვებმა და მუსიკალურმა ნომრებმა განსაკუთრებული განწყობა შექმნა. თითოეულ ბავშვში იგრძნობოდა მონდომება, პასუხისმგებლობა და ის გულწრფელი სიხარული, რომლითაც ისინი მაყურებლის წინაშე წარდგნენ. სცენა ერთ დიდ, ფერად და კეთილ სამყაროდ გადაიქცა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ბავშვური ფანტაზია, სიყვარული და შემოქმედება.

            ჩვენ, მზე და გაზაფხული“ მხოლოდ ღონისძიება არ ყოფილა — ეს იყო სიკეთის, მეგობრობისა და სილამაზის ზეიმი, რომელმაც თითოეულ დამსწრეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება დაუტოვა. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით პედაგოგებსა და მშობლებს, რომელთა ზრუნვამ, შრომამ და სიყვარულმა ეს ლამაზი დღე ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად აქცია!

          • XIIბ კლასი - ბოლო ზარი

          • ბოლო ზარი- 2026

            ”აწმყო, შობილი წარსულისაგან,

            არის მშობელი მომავალისა.“

            კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეთორმეტე ბ კლასი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს დაემშვიდობა.

            კლასის ხელმძღვანელი: თამუნა მენაღარიშვილი

            სკოლის წლები — ეს არის მოგონებებით, მეგობრობით, ცოდნითა და სითბოთი სავსე გზა, რომელმაც თითოეული თქვენგანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. აქ გატარებული ყოველი დღე მომავალში ძვირფას მოგონებად დარჩება.

            ეს დღე მხოლოდ დამშვიდობება არ არის — ეს არის ახალი ცხოვრების დასაწყისი, ახალი მიზნების, არჩევანისა და წარმატებებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

            გისურვებთ, მუდამ შეგენარჩუნებინოთ სიკეთე, ღირსება, ადამიანურობა და საკუთარი თავის რწმენა. დაე, ცოდნა და ღირებულებები, რომლებიც სკოლამ შეგძინათ, თქვენი ცხოვრების მტკიცე საყრდენი გახდეს.

            იყავით განათლებული, მიზანდასახული და ბედნიერი ადამიანები, რომლებითაც ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და სამშობლო.

            დაე, თქვენი მომავალი იყოს ნათელი, მშვიდობით, სიყვარულითა და წარმატებით სავსე!

          • XIIა კლასი - ბოლო ზარი

          • “ გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა…”

            ბოლო ზარი  2026

            კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Xll ა კლასი

            დამრიგებელი: ჯეირან ანთაძე

            მეცამეტე გამოშვება

            ძვირფასო კურსდამთავრებულებო!

            დღეს თქვენი ცხოვრების განსაკუთრებული დღეა — სრულდება ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი გზა, სავსე არჩევანით, ოცნებებითა და შესაძლებლობებით.

             

            სკოლამ შეგძინათ ცოდნა, ცხოვრებისეული გამოცდილება და სულიერი ფასეულობები, რომლებიც მუდამ გაგინათებთ მომავალს.

            გვჯერა, რომ თითოეული თქვენგანი ღირსეულად გააგრძელებს ცხოვრების გზას, შეინარჩუნებს სიკეთეს, ადამიანურობას, უფლისა და სამშობლოს სიყვარულს.

             

            გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცეს, უფლის შეწევნასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას.

            იყავით განათლებული, მიზანდასახული და კეთილი ადამიანები, რომელთა წარმატებით ყოველთვის იამაყებს ოჯახი, სკოლა და ქვეყანა.

             

            დაე, კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მეცამეტე გამოშვების გზა იყოს ნათელი, წარმატებული და ბედნიერებით სავსე!

          • რა? სად? როდის?

          • ახალგაზრდული რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით 9 მაისს ქობულეთში, მეხუთე საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

            თამაშში მონაწილეობდნენ ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლის გუნდები. თითოეული გუნდი შედგებოდა ექვსი მონაწილისაგან.

            ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას წარადგენდა  გუნდი "კაიროსი"

            კაპიტანი - ზურა რომანაძე

            ნანა დავითაძე

            ანანო ქათამაძე

            მარიამ ბეჟანიძე

            ელენე კახიძე

            ნინო ნაკაიძე

            პირველადგილოსანმა გუნდმა 14 ქულა დააგროვა, სკოლა-გიმნაზიის გუნდმა კი 10 ქულა.

            საპრიზო ადგილზე გასული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ აჭარის სასკოლო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ბათუმში.

          • ხელსაქმის წრე – „მარჯვე ხელები“

          • გიმნაზიაში ფუნქციონირებს ხელსაქმის წრე „მარჯვე ხელები“, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ნინო ვერულიძე. წრის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი შემოქმედებით და პრაქტიკულ საქმიანობაში. წრის მიზანია მოსწავლეებისთვის ხელსაქმის სხვადასხვა ტექნიკის შესწავლა, მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება, შრომისმოყვარეობის, სიზუსტისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.

            მუშაობის პროცესში მოსწავლეები სწავლობენ ქსოვის სამ ძირითად მიმართულებას: თითებით ქსოვას, ყაისნაღით ქსოვას და ჩხირებით ქსოვას. თითოეული ტექნიკის დაუფლებისას ისინი ქმნიან მრავალფეროვან და საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც გამოირჩევა ორიგინალურობით, სიზუსტითა და ესთეტიკური ღირებულებით.

            თითებით ქსოვის საშუალებით მოსწავლეები ამზადებენ მარტივ და ლამაზ აქსესუარებს, ყაისნაღით ქსოვის პროცესში ქმნიან დეკორატიულ ნივთებსა და სხვადასხვა ორნამენტს, ხოლო ჩხირებით ქსოვისას მუშაობენ უფრო რთულ ნიმუშებსა და პრაქტიკულ ნაკეთობებზე.

            მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, განივითარონ შემოქმედებითი აზროვნება და დახვეწონ პრაქტიკული უნარები. მათი ნამუშევრების წარმოსაჩენად ეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია თითოეული მონაწილის მიერ შექმნილი ნივთები. აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მოსწავლეთა მონდომებას, შრომასა და მიღწეულ შედეგებს!