სიახლეები

          • ხელსაქმის წრე

          • „მარჯვე ხელები“ — შემოქმედებითი იდეებიდან ხელნაკეთ ნამუშევრებამდე

            ახალი სასწავლო წლიდან კვლავ განახლდა ხელსაქმის წრის — „მარჯვე ხელები“ — მუშაობა, წრის ხელმძღვანელი: ნინო ვერიულიძე, რომელიც მოსწავლეებს შემოქმედებითი თვითგამოხატვის, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

            მიმდინარე სასწავლო წლისთვის წრის ფარგლებში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი:

            ოქტომბერი — თექის ჩანთების შეკერვა და დეკორატიული ელემენტებით გაფორმება;

            ნოემბერი — სამაჯურების, თმის სამაგრებისა და სხვა მცირე ზომის აქსესუარების შექმნა;

            დეკემბერი — საახალწლო დეკორაციებისა და სადღესასწაულო ნივთების დამზადება.

            თითოეული აქტივობა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფანტაზიის, შემოქმედებითი აზროვნების, ესთეტიკური აღქმისა და მოტორული უნარების განვითარებას, ამასთანავე, განამტკიცებს შრომის კულტურას, დამოუკიდებლად მუშაობისა და საკუთარი იდეების პრაქტიკულად განხორციელების უნარს.

            წრის საქმიანობა მეორე სემესტრშიც გაგრძელდება — დაიგეგმება მოსწავლეთა ინტერესებს, საჭიროებებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე მორგებული აქტივობები, რომლებიც მათ შემოქმედებით პოტენციალს კიდევ უფრო წარმოაჩენს.

            „მარჯვე ხელები“ სივრცეა, სადაც თითოეული იდეა შეიძლება იქცეს უნიკალურ ნამუშევრად, შრომა — სიხარულის წყაროდ, ხოლო შემოქმედებითი პროცესი — ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გზად.

          • IIა კლასი - მაია ყულეჯიშვილი

          • როდესაც კითხვა, წარმოსახვა და შემოქმედება ერთმანეთს ერწყმის…

            საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

            კლასი: II ა

            მასწავლებელი: მაიკო ყულეჯიშვილი

            თემა: კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“

            შემოქმედებითი დავალება: „პერსონაჟის რუკა“

            II ა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი კარლო კოლოდის ცნობილი ზღაპრის — „პინოქიოს თავგადასავლის“ — ერთ-ერთი ეპიზოდის შესწავლას დაეთმო.

            გაკვეთილი მულტფილმის ჩვენებით დაიწყო, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, თვალსაჩინოდ აღექვათ ზღაპრის სიუჟეტი, უკეთ გაცნობოდნენ პერსონაჟებს, დაეკვირვებინათ მათი ქცევებისთვის და მხატვრული სახეები საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების საფუძველზე გაეაზრებინათ.

            ტექსტისა და მულტფილმის გააზრების შემდეგ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ მრავალფეროვან შემოქმედებით აქტივობებში. მათ იმსჯელეს პერსონაჟთა დადებით და უარყოფით თვისებებზე, შეავსეს პერსონაჟის რუკა, შექმნეს ასოციაციური რუკები, დაწერეს წერილები და დახატეს აფიშები.

            განსაკუთრებული ადგილი დაეთმო შემოქმედებით დავალებას — „პერსონაჟის სკამს“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეძლეს მთავარი გმირის როლის მორგება, აუდიტორიის წინაშე წარდგომა და პინოქიოს ფიქრების, განცდების, ემოციებისა და დამოკიდებულებების საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. ამ აქტივობამ მათ საშუალება მისცა, პერსონაჟის შინაგანი სამყარო უფრო ღრმად შეეცნოთ და მისი ქცევის მოტივებზე ემსჯელათ.

            მოსწავლეებმა შეაფასეს მთავარი გმირის საქციელი, გამოკვეთეს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და იმსჯელეს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს სწორ არჩევანს, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შეცდომების გააზრებას.

            გაკვეთილი იქცა შემეცნებისა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საინტერესო პროცესად, რომელშიც მულტფილმის ყურება, ტექსტის გააზრება, მსჯელობა, წერითი და ვიზუალური აქტივობები ერთიან საგანმანათლებლო გამოცდილებად გაერთიანდა.

            ასეთი მრავალფეროვანი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა წარმოსახვის, კრიტიკული აზროვნების, მეტყველების, ემპათიისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ხოლო ლიტერატურული პერსონაჟების გაცნობა მათ ეხმარება, უკეთ გაარჩიონ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი საქციელი და გააცნობიერონ პიროვნული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

            როცა ბავშვი მხოლოდ პერსონაჟის შესახებ კი არ საუბრობს , არამედ მის სამყაროში შედის, ლიტერატურა ცოცხლდება, კითხვა კი — აღმოჩენად იქცევა.

          • არაფორმალური განათლება — ისტორიის, რწმენისა და სამშობლოს სიყვარულის გზაზე - IIIბ კლასი

          • არაფორმალური განათლება — ისტორიის, რწმენისა და სამშობლოს სიყვარულის გზაზე

            კლასი: III ბ

            კლასის ხელმძღვანელი: ირმა ბებია

            თემა: „სამშობლოს სიყვარული“

            არსებობს გაკვეთილები, რომელთა მნიშვნელობასაც საკლასო ოთახის კედლები ვერ იტევს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ცოდნას პირად განცდად აქცევს, ისტორიას აცოცხლებს და ბავშვთა გულებში სამშობლოს სიყვარულს კიდევ უფრო აღრმავებს.

            სწორედ ასეთი აღმოჩნდა III ბ კლასის საგანმანათლებლო მოგზაურობა, რომლის მიზანი საქართველოს ისტორიული წარსულის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული თვითმყოფადობის გააზრება იყო.

            ლიტერატურული ნაწარმოებებითა და ციხე-კოშკებზე მოთხრობილი ამბებით შთაგონებული მოგზაურობა ნამდვილ შემეცნებით თავგადასავლად იქცა. თითოეულმა მონახულებულმა ადგილმა მოსწავლეებს ახალი საფიქრალი გაუჩინა და კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ სამშობლოს სიყვარული მისი ისტორიის ცოდნით, ფესვების პატივისცემითა და ეროვნული ღირებულებების დაცვით იწყება.

            სარფში, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან, მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ბედზე, საქართველოს საზღვრებს მიღმა დარჩენილ ქართულ მიწებსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტაო-კლარჯეთს, ფერეიდნელ ქართველებსა და საინგილოს — ქართული ისტორიისა და კულტურის იმ მნიშვნელოვან კერებს, რომელთა ხსოვნა ჩვენი ეროვნული ცნობიერების განუყოფელი ნაწილია.

            ამ საუბარმა ბავშვებში კიდევ უფრო გააღრმავა ინტერესი ისტორიული საქართველოს მიმართ და გულწრფელი სურვილი გაუჩინა, ერთ დღეს თავად მოინახულონ ტაო-კლარჯეთი და საკუთარი თვალით იხილონ ჩვენი წარსულის მნიშვნელოვანი კვალნი.

            მოგზაურობის სულიერი ნაწილი წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მონახულებით გაგრძელდა. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს ჩვენი ქვეყნის სულიერ მემკვიდრეობას და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს რწმენის მნიშვნელობა ქართველი ერის ისტორიაში.

            შემდეგი გაჩერება ისტორიული გონიოს ციხე იყო — უძველესი თავდაცვითი ნაგებობა, რომელიც საქართველოს წარსულის მრავალ მნიშვნელოვან ამბავს ინახავს. მოსწავლეებმა მოისმინეს გადმოცემა წმინდა მოციქულ მატათას წმინდა ნაწილების შესახებ და ისტორიული ძეგლის გარემოში კიდევ უფრო ახლოს გაეცნენ ჩვენი ქვეყნის მდიდარ წარსულს.

            დღის დასასრულს ბავშვებმა ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმს — „ბორჯღალოს“ — თავიანთი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ესტუმრნენ. მუზეუმის დამფუძნებელმა, ბატონმა ქემალ თურმანიძემ, პირადად უმასპინძლა მოსწავლეებს, ესაუბრა მათ და ქართული ყოფისა და ტრადიციების მრავალფეროვანი სამყაროს გაცნობაში დაეხმარა.

            ამ დღეს ისტორია ცოცხალ გამოცდილებად იქცა, ლიტერატურა — შთაგონების წყაროდ, რწმენა — სულიერ საყრდენად, ხოლო სამშობლოს სიყვარული — იმ ღირებულებად, რომელიც თითოეული ბავშვის გულში უნდა იზრდებოდეს.

            ჩვენი ისტორია ჩვენი ფესვებია, ჩვენი ენა — ეროვნული თვითმყოფადობის საფუძველი, ჩვენი კულტურა კი ის მემკვიდრეობაა, რომელსაც მომავალ თაობებს ვაბარებთ.

            დიდი მადლობა III ბ კლასის მოსწავლეებს, კლასის ხელმძღვანელს, ქალბატონ ირმა ბებიასა და მშობლებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. სწორედ ერთობლივი ძალისხმევით იქმნება ისეთი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ცოდნასთან ერთად ბავშვებს პასუხისმგებლობას, პატრიოტიზმსა და საკუთარი ქვეყნისადმი სიყვარულს უღვივებს.

            ვზრდით თაობას, რომელმაც უნდა იცოდეს თავისი წარსული, დააფასოს აწმყო და ღირსეულად შექმნას საქართველოს მომავალი!

          • მოსწავლეთა თვითმმართველობა

          • მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი სამუშაო შეხვედრა

            სკოლა-გიმნაზიაში კლასებში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

            შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები, რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გეგმავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის, თანამშრომლობისა და სასკოლო ცხოვრებაში მათი როლის გაძლიერების საკითხებს.

            შეხვედრის დასასრულს თვითმმართველობის წევრებმა თავმჯდომარე აირჩიეს, რითაც მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო.

            მოსწავლეთა თვითმმართველობა მნიშვნელოვანი სივრცეა პასუხისმგებლობის, ლიდერული უნარების, გუნდური მუშაობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისთვის. გვჯერა, რომ მოსწავლეთა ინიციატივები, შემოქმედებითი ხედვა და ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლის ცხოვრებაში ახალი იდეებისა და საინტერესო პროექტების განხორციელებას.

            ვუსურვებთ თვითმმართველობის თითოეულ წევრს წარმატებას, ნაყოფიერ საქმიანობასა და არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას!

          • ბუნებისმეტყველება - VIა კლასი

          • ბუნებისმეტყველება აღმოჩენების, შემეცნებისა და ახალი შესაძლებლობების სამყარო!

            საგანი: ბუნებისმეტყველება

            კლასი: Vl ა

            მასწავლებელი: ნაირა ვასაძე

            ახალი სასწავლო წელი ბუნებისმეტყველებაში ემოციებით, საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი თავგადასავლებით დაიწყო.

            თითოეული გაკვეთილი მოსწავლეებისთვის ახალი აღმოჩენების, ცნობისმოყვარეობისა და სამყაროს შეცნობის შესაძლებლობაა.

            სწავლა ხომ ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როდესაც ცოდნა ემოციებს, გამოცდილებასა და აღმოჩენების სიხარულს ერწყმის!

          • მასწავლებელთა დღე

          • კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასება, რომლებიც ყოველდღიური შრომით, პროფესიული ერთგულებითა და სიყვარულით ქმნიან სასკოლო საზოგადოების სულიერ და საგანმანათლებლო გარემოს.

            მოძღვრების კურთხევითა და სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილი პედაგოგი, დოდო ჭოლაძე, დაჯილდოვდა.

            ეს გადაწყვეტილება მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებაა იმ მრავალწლიანი და თავდადებული საქმიანობისთვის, რომელიც ქალბატონ დოდოს თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში შეაქვს. მისი პროფესიული გამოცდილება, პასუხისმგებლობა და ქართული სიტყვისადმი განსაკუთრებული სიყვარული მოსწავლეთა ცოდნისა და ღირებულებების ჩამოყალიბების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

            ვულოცავთ ქალბატონ დოდო ჭოლაძეს დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ძალასა და მრავალ წარმატებულ წელს ჩვენი სკოლისა და მომავალი თაობების სამსახურში.

          • მასწავლებელთა დაჯილდოება 2026

          • 2 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთის სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

            სტუმრებმა მასწავლებლებს გულითადი მადლობა გადაუხადეს პროფესიისადმი ერთგულებისთვის, ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომისა და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.

            სასკოლო საზოგადოების გადაწყვეტილებით ეს დამსახურებული ჯილდო გადაეცა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლებს ვლადიმერ კიღურაძესა და დოდო ჭოლაძეს. ვულოცავთ მათ ამ აღიარებას და მომავალშიც ვუსურვებთ წარმატებებს!

            აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი ღვაწლის დაფასებას, მათი საქმიანობის აღიარებასა და პროფესიულ წახალისებას.

            ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

          • ქართლის გაქრისტიანებიდან 1700 წელი

          • ქართლის გაქრისტიანებიდან 1700 წელი — ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა

            საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით, სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელიც ქართლის მოქცევიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.

            შეხვედრის ფარგლებში ორი მნიშვნელოვანი მოხსენება იქნა წარმოდგენილი. თემაზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ მოხსენება წარმოადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან მამასახლისმა, ხოლო თემაზე „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“ — ისტორიის დოქტორმა მაკა ჩხაიძემ.

            მომხსენებლებმა ისაუბრეს ქართული ჰაგიოგრაფიის მნიშვნელობაზე, მის როლზე ეროვნული და სულიერი თვითშეგნების ჩამოყალიბებაში, ასევე წმინდა ნინოს ღვაწლსა და განსაკუთრებულ როლზე საქართველოს გაქრისტიანების ისტორიაში.

            საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

            შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქართული ქრისტიანული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელობა და შექმნა შესაძლებლობა, ახალგაზრდა თაობას უკეთ გაეაზრებინა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორია და მისი განმსაზღვრელი სულიერი ღირებულებები.

          • კინგსის 2026 წლის გაზაფხულის სეზონის წარმატებული გიმნაზიელები!

          • ლაზარე რომანაძე - IIIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ირმა ბებია)

            გაბრიელ  კვესიეიშვილი - IIIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ირმა ბებია)

            თაია  მჟავანაძე - IIIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ირმა ბებია)

            ალექსანდრე ცეცხლაძე - IIIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ირმა ბებია)

            ემილი ბერიძე - IIIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ირმა ბებია)

            ალექსანდრე ცეცხლაძე - IIIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი ირმა ბებია)

            ანდრია პირტახია - VIა კლასი კლასის (კლასის ხელმძღვანელი თამარ ბარბაქაძე)

            ალექსანდრე  ჯინჭარაძე - VIბ კლასი (კლასის ხელმძღვანელი თეონა  მელაძე)

          • სკოლა-გიმნაზიის კურთხევა

          • ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიაში , მამა გაბრიელმა და მამა მიქაელმა სწავლის დაწყების პარაკლისი აღავლინა, რითაც კიდევ ერთხელ განამტკიცეს ჩვენი მისია – აღვზარდოთ თაობა სულიერი სიძლიერითა და ცოდნით აღჭურვილი. მადლობა მათ ლოცვისა და მხარდაჭერისათვის. ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ იმედითა და რწმენით, რომ წინ დიდი წარმატებები გველის!

            დიდი მადლობა ჩვენს გიმნაზიის საზოგადოებას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს, რომ ერთად ვაშენებთ ამ განსაკუთრებულ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა.

             

          • 14 სექტემბერი — საეკლესიო კალენდრით ახალი წელი და ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!

          • დღეს კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

            ეს დღე განსაკუთრებულია — ახალი დასაწყისის, ახალი იმედების, მიზნებისა და ოცნებების დღეა. სკოლა კვლავ გაივსო ბავშვების ჟრიამულით, სიხარულითა და იმ განსაკუთრებული ენერგიით, რომელიც ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ახლავს.

            განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მივიღეთ ჩვენი პირველკლასელები — ბავშვები, რომელთათვისაც დღეს სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მათთვის სკოლის კარი პირველად გაიღო და ეს დღე მათი ცხოვრების ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

            ახალი სასწავლო წელი თითოეულ მოსწავლეს ცოდნის, შემოქმედების, წარმატებისა და კეთილშობილური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას ჰპირდებოდეს. სკოლა კი კვლავ იყოს ადგილი, სადაც ცოდნასთან ერთად იზრდება სიყვარული, პასუხისმგებლობა, პატივისცემა და სამშობლოს ერთგულება.

            ღმერთმა დალოცოს ახალი სასწავლო წელი, ჩვენი მოსწავლეები, პედაგოგები და თითოეული ოჯახი.

            გვქონოდეს მშვიდობიანი, ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი!

          • 14 სექტემბერი — ახალი სასწავლო წლის დასაწყისი

          • ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ყოველთვის განსაკუთრებული მოლოდინით, სიხარულითა და იმედით არის სავსე. ეს არის დღე, როდესაც სკოლის კარი კვლავ იღება ცოდნის, მეგობრობის, აღმოჩენებისა და ახალი შესაძლებლობების სამყაროში შესასვლელად.

            14 სექტემბერს კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზია ახალ სასწავლო წელს იწყებს.

            სასწავლო წლის საზეიმო გახსნა 10:00 საათზე დაიწყება.

            ამ დღეს განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი მივიღებთ ჩვენს პირველკლასელებს და მათთან ერთად დავიწყებთ ახალ სასწავლო გზას.

            დაე, სკოლის პირველი ზარი თითოეული მოსწავლისთვის იყოს ახალი ცოდნისა და შესაძლებლობების დასაწყისი; ყოველი სასწავლო დღე კი — კიდევ ერთი ნაბიჯი საკუთარი თავის, სამყაროსა და იმ ფასეულობების შეცნობისკენ, რომლებიც განათლებულ და ღირსეულ პიროვნებას აყალიბებს!

          • 2026-2027 სასწავლო წლის სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

          • ძვირფასო მშობლებო!

            გიგზავნით სახელმძღვანელოების ჩამონათვალს.

            გაცნობებთ, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, სასწავლო პროცესში ასევე გამოიყენება

            სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და

            ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება.

            აღნიშნულის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის, სამინისტროს მიერ შეიქმნა შემდეგი საგნების პირველი სემესტრის სახელმძღვანელოები:

            I კლასი - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება;

            V კლასი - მათემატიკა;

            VII კლასი - ქართული ლიტერატურა, ქართული ენა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა,

            გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია;

            IX კლასი - ქართული ლიტერატურა, ქართული ენა,

            X კლასი - მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია. სამინისტროს მიერ შექმნილი სახელმძღვანელო არის სასწავლო

            პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის (კერძო, საჯარო), რომლებიც

            ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. რამდენადაც ზემოხსენებული საგნებისა და კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში ინერგება 2026-2027 სასწავლო წლიდან, ეს სახელმძღვანელოები კერძო

            სკოლების მიერ შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება მოგვიანებით, რაზედაც დამატებით გაცნობებთ.

          • მოსწავლეთა ფორმის ესკიზები

          • გვიახლოვდება ახალი სასწავლო წელი!

            გთავაზობთ ა(ა)იპ ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ფორმების ესკიზებს გოგონებისა და ვაჟებისთვის (ფორმის შეფერილობა არის მუქი ლურჯი).

            წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

          • საზაფხულო ბანაკი "სამშობლო"

          • კირიონ მეორის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის დღე აღინიშნა. სასწავლებელს სტუმრობდა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი, რომლის მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა საზაფხულო ბანაკი.

            ბანაკის გახსნის ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ნათელ ხსოვნას. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა იმ სულიერი და ეროვნული ფასეულობების მნიშვნელობა, რომლებიც მომავალ თაობებს პასუხისმგებლობის, სიყვარულის, ურთიერთპატივისცემისა და სამშობლოს ერთგულების სულისკვეთებით ზრდის.

            მეუფე დიმიტრის მობრძანებამ განსაკუთრებული სულიერი დატვირთვა შესძინა ამ მნიშვნელოვან დღეს. მისმა სიტყვებმა ახალგაზრდებს რწმენის, განათლებისა და ზნეობრივი ღირებულებებისკენ მოუწოდა, ხოლო ღონისძიება ერთიანობის, სითბოსა და კეთილგანწყობის ატმოსფეროში წარიმართა.

            ღონისძიების ღირსეული მონაწილეები კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები იყვნენ, რომლებმაც თავიანთი მონდომებით, პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითი აქტიურობით ამ დღეს განსაკუთრებული შინაარსი და სილამაზე შესძინეს.

          • წარმატებული კურსდამთავრებულები

          • ჩვენი გიმნაზიის თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ სტუდენტობას!

            გიორგი გოგიტიძე - სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - კომპიუტერული მეცნიერება

            ანდრია სოლომონიძე - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია- გემის მექანიკა

            მეა ხარაზი-კავკასიის უნივერსიტეტი-ფსიქოლოგია

            გიორგი ხალვაში-კავკასიის უნივერსიტეტი- არქიტექტურა

            თათია ბოლქვაძე-კავკასიის უნივერსიტეტი-არქიტექტურა

            ილია ცენტერაძე-კავკასიის უნივერსიტეტი-არქიტექტურა

            საბა ქათამაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-არქიტექტურა

            საბა ვასაძე-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            ნიკა ბოლქვაძე- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საერთაშორისო ურთიერთობები

            ნინი კაკალაძე- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი- მედიაპროდუქცია და ვიზუალური მეთოდები დიზაინში

            ელენე მართალიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია

            ნატალი ცეცხლაძე- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი-სამართალი

            ლიზი რომანაძე-თბილისი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- დიზაინი

            ლუკა მგელაძე- ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი-მენეჯმენტი(ინგლისურენოვანი)

            ნატალი მეგრელიძე-საქართველოს უნივერსიტეტი-საერთაშორისო ურთიერთობები

            რეზი ვერულიძე - კიევის შრომის სოციალურ ურთიერთობათა და ტურიზმის აკადემია - ბიზნესის ადმინისტრირება

            ალექსანდრე გოგიტიძე - სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სურსათის ტექნოლოგია

            მამია ქათამაძე- სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- სამართალმცოდნეობა

            გიორგი ვარშანიძე - სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია

            თეკლა ჯინჭარაძე- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

            იოსებ ნოღაიდელი -სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია- საზღვაო ნავიგაცია

            ნინი მახარაძე -შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი- ფსიქოლოგია

            ნიკოლოზ ხოტივარი-სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- საერთაშორისო ურთიერთობები

            მირიან ხარებავა- სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            დავით მჟავანაძე -სსიპ-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი- კომპიუტერული მეცნიერება

            ელენე ჯაფარიძე-სსიპ-ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            ნიკა დავითაძე- ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი- ბიზნესის ადმინისტრირება

            ანანო მემარნე- სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ბიზნესის ადმინისტრირება

            ჩვენო ძვირფასო გიმნაზიელებო!

            ეს წარმატება მხოლოდ თქვენს შრომასა და მიზანდასახულობასთან ერთად მთელი ჩვენი სკოლა-გიმნაზიის საერთო გამარჯვებაა.

            კურსდამთავრებულებო, გვჯერა, რომ უნივერსიტეტში ახალი ეტაპი გახდება თქვენი შესაძლებლობების კიდევ უფრო დიდი აღმოჩენა.

            წარმატებები, პასუხისმგებლობა და დაუღალავი შემართება გქონდეთ ყველგან და ყოველთვის!

            ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ უამრავი წარმატება და საინტერესო გზა გელოდებათ!

            გფარავდეთ უფალი!

            ასევე, გულით ვულოცავთ მშობლებს, რომელთა თავდადება, სიყვარული და მხარდაჭერა უდიდესი ძალაა ჩვენი გიმნაზიელებისთვის. თქვენი შვილების ეს გამარჯვება – თქვენი გამარჯვებაც არის!

          • ლიტერატურული მარათონი

          • ქობულეთის რესურსცენტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან შემოსული წერილის საფუძველზე გაცნობებთ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში "ლიტერატურული მარათონის" კატეგორიაში მოსწავლეებს წინასწარ მიეწოდებათ წასაკითხი ლიტერატურა.   

            გაეცანით 2026-2027 წლის ლიტერატურულ მარათონში წასაკითხად შერჩეულ ლიტერატურას კატეგორიების შესაბამისად.

          • I ადგილი - ტვინების ბრძოლის ფინალი

          •  

            სასწავლო წელი დიდი გამარჯვებით დააგვირგვინეს ჩვენი სკოლა-გიმნაზიის VIIIა კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელი: სოფიო რომანაძე.

            ბათუმში ჩატარებულ U8 კატეგორიის ფინალში დაიკავეს I ადგილი  52 ქულით.

            გუნდი: ათენა 

            კაპიტანი: ლილე მიქელაძე

            ნანო ჩავლეიშვილი

            თედო შავაძე

            ანასტასია მანელიშვილი

            ანასტასია ანთაძე

            ყოჩაღ, ჩვენო ტვინიკოსებო! 

            თქვენი შემართება და ცოდნისკენ სწრაფვა ნამდვილად გადამდებია. 

            უღრმესი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, მშობელსა თუ მასწავლებელს ამ  მხარდაჭერისათვის! 

          • ამბები ბიბლიოთეკიდან - IVბ კლასი

          • მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IV ბ კლასის მოსწავლეებმა , დამრიგებლები: ნათია გოხიძე, ლუიზა ვერულიძე, წარმოადგინეს შთამბეჭდავი და ემოციური ღონისძიება — „ამბები ბიბლიოთეკიდან“, რომელიც არა მხოლოდ წიგნისა და კითხვის სიყვარულს მიეძღვნა, არამედ სასწავლო წლის დასასრულსა და საყვარელ დამრიგებლებთან გულთბილ გამომშვიდობებასაც.

            ღონისძიების ხელმძღვანელებმა — ნათია გოხიძემ და ლუიზა ვერულიძემ — მოსწავლეებთან ერთად მაყურებელი წიგნების ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურეს. თეატრალიზებული ეპიზოდები, მხატვრული სიტყვა, მუსიკა და ბავშვების გულწრფელი შესრულება ერთ მთლიან და შთამბეჭდავ სანახაობად იქცა. სცენაზე გაცოცხლებულმა პერსონაჟებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ წიგნი ცოდნის, სიბრძნისა და წარმოსახვის ამოუწურავი წყაროა.

            განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ის გარემოება, რომ ეს ღონისძიება IV ბ კლასის მოსწავლეებისთვის ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრაც გახლდათ. ბავშვებმა მადლიერებით, სიყვარულითა და თბილი სიტყვებით დაემშვიდობნენ თავიანთ დამრიგებლებს, რომლებმაც ოთხი წლის განმავლობაში ცოდნის, მზრუნველობისა და მხარდაჭერის გზაზე ღირსეულად უხელმძღვანელეს მათ. ეს იყო ემოციებით სავსე წუთები, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა სიხარული, სიამაყე და მომავლის იმედი.

            საგანგებოდ გაფორმებული სცენა, წიგნებით შექმნილი დეკორაციები და მონაწილეთა მონდომება კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს ღონისძიების შინაარსსა და მნიშვნელობას. თითოეულმა მოსწავლემ ღირსეულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, შემოქმედებითი ნიჭი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

            ვუსურვებთ IV ბ კლასის მოსწავლეებს წარმატებულ მომავალს, ხოლო მათ დამრიგებლებს — ნათია გოხიძესა და ლუიზა ვერულიძეს — კიდევ მრავალ თაობასთან შეხვედრას, რომელთაც ისეთივე სიყვარულითა და ერთგულებით გაუნათებენ გზას, როგორც დღემდე.

          • Iგ კლასი - ლელა კენჭაძე

          • დასრულდა პირველი თავი, იწყება ახალი ისტორია

            სკოლა-გიმნაზიის l გ კლასის მოსწავლეებმა, კლ. ხელმძღვანელი: ლელა კენჭაძე, წარმატებით გადალახეს ცოდნისკენ მიმავალი პირველი მნიშვნელოვანი საფეხური.

            ამ წლის განმავლობაში მათ ისწავლეს კითხვა, წერა, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა და სიკეთის კეთება. თითოეულმა დღემ ახალი გამოცდილება, სიხარული და საინტერესო აღმოჩენები მოუტანა მათ.

            დღეს კი უკვე უფრო თავდაჯერებულები, უფრო ჭკვიანები და უფრო დამოუკიდებლები ემზადებიან ახალი სასწავლო გამოწვევებისთვის.

            გიმნაზიელებო, გილოცავთ , სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! ვუსურვებთ მათ ბედნიერ, მხიარულ და საინტერესო ზაფხულს, ხოლო მომავალ წელს — კიდევ უფრო მეტ წარმატებას, ახალ მეგობრებსა და დაუვიწყარ გამარჯვებებს.

            პატარა ნაბიჯებით დაწყებული გზა დიდ მომავალს ქმნის. წარმატებები, ძვირფასო აწ უკვე მეორეკლასელებო!